ფსიქოპათის ფავორიტი მუზუკები vol2

მოგესალმები ჩემო მკითხველო! ( ნუ რა ოფიციალური ვარ ^_^ )

ხომ გახსოვთ ფსიქოპათის ფავორიტი მუზუკები vol1 ? ამჯერად გთავაზობთ ფავორიტი მუზუკების გაგრძელებას ანუ vol2 🙂

მაშ ასე…

1. ჩემ დღევანდელ ჩამონათვალში პირველი ადგილი უჭირავს სიმღერას Easy To Fall In Love (with the guy like you). ნამდვილად ძველი სიმღერაა, მაგრამ ბოლო სამი თვის განმავლობაში ძალიან ახლოსაა ჩემთან და ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობასთან ❤ ❤

2. არ შემიძლაი, რომ არ შევეხო  Sting – Windmills of Your Mind . რამდენი წელია ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერაა, რა გუნებაზეც არ უნდა ვიყო ყოველთვის მიხარია მისი მოსმენა. ჩემნაირ მოუსვენარსაც კი ამშვიდებს, აწყნარებს და კარგ გუნებაზე აყენებს 🙂

3. მესამე ადგილი უკავია All I Want For Christmas Is You, ოღონდ არა მერაია ქერის შესრულებით (ქვევით იხლეთ შესაბამისი ვერსია). ბლოგერების უმრავლესლობას ახსოვს Sweet-ის საახალწლო პროექტი . ამ სიმღერის ჩაწერის მზადებაში ძალიან ვიხალისეთ და კარგი დროის გატარებისათვის დიდი მადლობა:  პაწუ და თიკო  და ჩვენი ოპერატორი გიორგი. მიყვარხართ ❤

თემუჩინის შედევრი “ბლოგერების საახალწლო ვიდეო – კადრს მიღმა დარჩენილი მომენტები

თუმცა არა მხოლოდ მაგათთან ასოციირდება ეს სიმღერა. შობამდე ეს სიმღერა ვუმღერე საყვარელ ადამიანს და გამოვიდა ისე , რომ ამიხდა ამ სიმღერის ტექსტი 🙂 All I wanted and  all I Got for Christmas was him ^_^

4. ახლა ველოდები თქვენს გაკვირვებულ თვალებს 🙂 თუმცა ფსიქოპათისაგან არაფერი უნდა გაგიკვირდეთ. შემდეგი სიმღერაა ქეთა თოფურიას – შაირი. არ ვიცი საიდან გამახსენდა ეს სიმღერა, სრულიად შემთხვევით ვიპოვე ინტერნეტ სივრცეში, კერძოთ იუთუბზე და ამ სიმღერის შემდეგ გავიხსენე ჩემი ბავშვობის მთელი ქართული ესტრადა (ნოსტალგია კაი რამეა). იმ შემთხვევის შემდეგ ეს სიმღერა აღმოჩნდა ჩემი მობილურის ფლეილისტში და ყოველთვის ღიმილით ვუსმენ ხოლმე 🙂

5. Pa Pa Americano (რემიქსი) . ვიცი, ვიცი, ყველას ყელში აქ ეს სიმღერა, მეც, მაგრამ აქ რომ არ ჩავწერო არ შეიძლება. ეს სიმღერა გასულ წელს ძალიან მოდაში იყო და ძალიან ტბილი მოგონებები მაკავშირებს მასთან. შარშანდელი ზაფხული, ჩემი დაიკუშკუშკუნა და ზაფხულში გაცნობილი ხალხი ^_^

6. James Mraz – Lucky. მახსენდება 2009 წელი, ჩემი მეგობრები და სიონში გატარებული დაუვიწყარი 11 დღე. ძალიან მიყვარხართ 🙂

7. Accross The Univerce – Oh, Darling! პირადი მიმართვა სანდროსთან: ნუ მიწყენ სიხარულო, მაგრამ შენც უნდა აღიარო, რომ ამ ქალს შესანიშნავი ხმა აქვს და კი, ეს სიმღერა ბითლსების სიმღერას მირჩევნია. მბურძგლავს ამ სიმღერას რომ ვუსმენ. ძალიან ემოციურად მღერის ორივე და ზუსტდ ამ დროს ვნანობ, რომ არ მაქვს ხმა (სამღერად), თუმცა როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ, სიმრერის ნიჭი რომ მქონოდა ვეღარავინ/ვეღარაფერი  გამაჩუმებდა

8. Sean Paul – Watch Di Gal Dem Roll . ნუ მიყვარს ეს კაცი და მამკალით ( ^_^ ) და ამ სიმღერის გაგონებისას მეკეტება და ცეკვა მინდება ძაააააააააალიან სასტიკად 🙂 ძალაუნებურად მეღიმება და ცხოვრება მიხარია 🙂

9. Santana feat Rob Thomas – Smooth. თავის დროზე (არც მახსოვს რომელ წელს) წლის საუკეთესო სიმღერა იყო. ნუ მგონი არავინ შემედავება, რომ სანტანა გენიალური გიტარისტია და ეს სიმღერაც შესანიშნავია. ბავშვობა მახსენდება….(ეგეინ ენდ ეგეინ ნოსტალგია)

10. და “პაჩოტნი” მე10 ადგილი უჭირავს Fuck you very very much. არ ვიგინები! ბლოგერები მიხვდებიან. ვისაც აქვს წაკითხული ჩემი ერთ-ერთი პოსტი და ვინც დაესწრო Georgian Blogging Days 2011 , არ გაუკვირდება ამ სიმღერის აქ ნახვა. ახლა, ვაღიარებ, რომ ჭკუა ნამდვილად არ მეკეტება ამ სიმღერაზე ,მაგრამ ძალიან ტბილი მოგონებები მაქვს: ბლოგერები, ავტობუსი, გზა კვარიათისკენ…2 უძლილო ღამე …. :)) მაი ფაქინგ ენიმალზზზზ

სულ ეს იყო, ჩემო ტკბილო და მურამა ხალხო, ამჯერადაც ველი თქვენი ფავორიტი მუზუკების ჩამონათვალს ჩემს კომენტარებში ან შეგიძლიათ დაწეროთ მსგავსი პოსტი თეგ-თამაშის სახით 🙂

მუდამ თქვენი,

ფსიქოპათი

პ.ს. მგონი პოსტს ფავორიტი მუზუკები კიარა, ნოსტალგიური მუსიკები უნდა ერქვას. აი შესაბამისად ბონუსი (არ ვიცი საიდან, მე თვითონ მეცინება):

Categories: AUDIO/VIDEO | Tags: , , , , | 3 Comments

Post navigation

3 thoughts on “ფსიქოპათის ფავორიტი მუზუკები vol2

  1. მე-3 ადგილი ,სიმღერა all I want for christmas:* ფსიქ გვიყვარხარ ჩვენც:*

  2. მუზუკები კი არადა ჩვენი ჭორაობა რომელი მუსიკით გაფორმდებოდა ახლა ამაზე დავფიქრდი და მგონი არ ღირდა,ვერაფერსაც ვერ ვფიქრობ(

  3. Nanako Ust

    უმრავლესობა მომეწონა ❤

comments please :)

Blog at WordPress.com.