გავიხსენოთ ბავშვობა – ფუტკარი მაია

90-იანებს ბავშვებს გვახსოვს “ფუტკარი მაიას თავგადასავლები”, მოუსვენარი, პატარა და ცელქი ფუტკარის სასაცილო ამბები.
ახლახანს აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს მულტფილმი 70-80-იან წლებში იყო პირველად გამოსული და ჩვენთან უბრალოდ 20 წლის შემდეგ მოაღწია.
youtube20 ნოემბრიდან კინოთეატეატრებში გამოვიდა ახალი “ფუტკარი მაია”, სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი🙂 გამახსენდა ბავშვობა, სასაცილო ამბები და მომინდა ფუტკარის მაიას თავგადასავლები ისევ მენახა.

მულტფილმი ძალიან კარგი საყურებელია არა მხოლოდ ბავშვებისათვის , არამედ ჩემხელა ბავშვებისთვისაც🙂

მოკლედ და კონკრეტულად, მულტფილმი უკვე კინოშია და შეგიძლიათ ნახოთ სეანსები აქ : ფუტკარი მაია

უი, ყველაზე მთავარი გამომრჩა: მულტფილმი ქართულადაა🙂

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | Tags: , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

საოცნებო დიეტის ათი ოქროს წესი

ყურადღება!! პოსტის წაკითხვისას აუცილებელია იუმორის გრძნობის ქონა, წინააღმდეგ შემთხვევაში დახურეთ ბრაუზერის ფანჯარა 

მდედრობითი სქესის უმრავლესობა ყოველთვის ფიქრობს ტანის კორექციაზე და დიეტაზე, მაგრამ ხშირად ან არ გამოსდით ან ეზარება ან ვერ/არ იცლის.

მთავარია ყველაფერთან ერთად იუმორის გრძნობა შევინარჩუნოთ.

diet-jokeგთავაზობთ ქალბატონების საოცნებო დიეტას:

კითხვის გაგრძელება

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | Tags: , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

ფსიქოპათი ბედის ვარსკვლავს აბრალებს

პროლოგი: ბოლო დროის პოპულარული ტენდენცია: დაწერე კარგი ან არც ისეთი კარგი წიგნი, ეგერევე იპოვე პროდიუსერი და გადაიღე ფილმი.ცუდი ტენდენცია არ არის ნამდვილად, პირიქით, მიხარია ახალი ეკრანიზაციები, იმიტომ, რომ ჰოლივუდს თითქოს ამოეწურა  ფანტაზია და ძველი ფილმების რიმეიქების გადაღების გარდა ვერაფერს აკეთბენ. ახალგაზრდა პერსპექტიული მწერლები კი ახალ ნიადაგს და ახალ პროდუქტს ქმნიან.

დღევანდელ პოსტში მინდა შევეხო ჯონ გრინის წიგნის  „ბედის ვარსკვლავის ბრალია“ ეკრანიზაციას, რომელიც სხვათა შორის 11-ში გამოვიდა საქართველოს კინოთეატრებში.

ამ ჟანრში კარგი ფილმი დიდი ხანია არ გამოსულა, ზოგიერთ რეჟისორს ჰქონდა მცდელობები, მაგრამ მგონი უშედეგოდ.

ერთი შეხედვით ფილმი სტანდარტულია და გაგახსენდებათ A Walk To Rememeber და Sweet November. მაგრამ  საქმე მთლად მასეც არ არის.

kinopoisk.ru

სულ  ვფქირობდი მსგავს ფილმებში რატომ არის მთავარი პერსონაჟი ქალი, ყოველთვის ქალი. აქაც სიუჟეტი იწყება ამით:  გოგო დაავადებულია კიბოთი, ვერ სუნთქავს ჟანგბადის ბალონის დახმარების გარეშე, არც კვდება, მაგრამ ბოლომდეც თავისუფლად ვერც ცხოვრობს. სიუჟეტის მიხედვით გოგონა ხვდება სიმპაწიაგა ბიჭს (as usual), იწყება ურთიერთობა და შენ უკვე მუღამდაკარგული ელოდები, რომ ფილმის ბოლოს გოგო მოკვდება და ბიჭი ისევ გულგატეხილი დარჩება, მაგრამ  не тут-то было!!

ვისაც არ გაქვთ წაკითხული წიგნი და არც ფილმი გინახავთ დახურეთ ბრაუზერის ფანჯარა და ნუღარ კითხულობთ!!!

Continue reading

Categories: Moviezzzzzz | Tags: , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ყველაზე უცნაური “ნივთები” რაც კი ოდესმე გაყიდულა ebay-ზე

გთავაზობთ ყველაზე უცნაურ “ნივთებს”, რაც კი ოდესმე გაყიდულა ebay-ზე

1. 10534565_698606750208746_7149149722327753249_nადრე ბავშვებს მონსტრებით და პატრულით ვაშინებდით. ამჟამად ეს აღარაა აქტუალური. დასავლეთში მშობლისგან ხშირად გაიგებთ მსგავსს ფრაზას: „ცუდად მოიქცევი და ebay-ზე გაგყიდი“. ხუმრობა ხუმრობად, მაგრამ გერმანიის ერთ-ერთმა მოქალაქემ მართლა დადო მსგავსი განცხადება საიტზე. ბავშვის ფასი სულ რაღაც 1 ევრო იყო. გაყიდვის მიზეზად დასახელდა: ბავშვი ნამეტანად ხმაურიანია. უცნაური „პროდუქტით“ სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ და ბავშვი წაართვეს კიდევაც

Continue reading

Categories: უცნაური/აუხსნელი, Marketing & PR | Tags: , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ლუკ ბესონის “ლუსი” – პრევიუ

დისქავერიზე ან უბრალოდ რომელიმე ჟურნალში მოგვიკრავს თვალი მსგავსი ინფოსთვის: ადამიანი საკუთარი ტვინის დაახლოებით 10%-ს იყენებს (სხვა წყაროების მიხედვით ეს მაჩვენები მხოლოდ 5-7%-ია)… ყველა გვიმტკიცებს  იმას, რომ ამ პროცენტის ზრდასთან ერთად ადამიანს განუვითარდება ჩვენთვის ამოუცნობი და ზებუნებრივი შესაძლებლობები: ტელეპატია, ფრენა, მომავლის განსჭვრეტა, უკვდავება და ა.შ.kinopoisk.ru

 ლეგენდარულმა რეჟისორმა ლუკ ბესონმა, ამჯერად, ამ თემაზე გადაწყვიტა ყურადღების გამახვილება და წარმოგვიდგინა კიდევ ერთი ბლოკბასტერი, რომელიც შეეხება ადამიანის ზებუნებრივ შესაძლებლობებს.

მაშ ასე, დღევანდელ პოსტში წარმოგიდგენთ  – „ლუსი“:

   ლუსი – კაცობრიობის საიდუმლოების გასაღება

   ლუსი – საკუთარი ტვინის 100% პროცენტს იყენებს

   ლუსი – მე-8 საოცრება თუ საშიში იარაღი

Continue reading

Categories: Moviezzzzzz | Tags: , , , , , , | 3 Comments

წარსულის ექო

ძნელია იყო განსხვავებული, ძნელი იყო ნიჭიერი და ჭკვიანი, მაგრამ განსხვავებული. ძნელია დაუმტკიცო საზოგადოებას, რომ შენი ჭკუით და შრომით მიაღწიე რაღაცას და არა შენი განსხვავებულობით.

პარკში თოვდა, ის მარტო იჯდა და ცას უყურებდა.. ციოდა..

„ – მეშინია შენი….

   – ფრანკენშტეინის ბიძაშვილი ხარ?

   – ნუ აშინებ ბავშვებს…

   – შენი ჯიში თუ იცი?  “

გაეცინა… ბავშვობაში გაგონილი ფრაზები გაახსენდა… ბევრი წყენა იყო..

ისევ გაეღიმა..

ალბათ ბევრის სიცივე რომ არა, ახლა ასეთი თბილი და ძლიერი არ იქნებოდა. სხვების დაცინვა ძალას მატებდა.. საკუთარი თავისთვის და ყველასათვის უნდოდა დაემტკიცებინა, რომ ის არამხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგადანაც სხვებისგან განსხვავებული იყო: უფრო ძლიერი, უფრო თბილი, უფრო მეგობრული….მას სხვების დახმარება სურდა, მასში იჯდა ეს, სისხლში ჩქეფდა და ამ სურვილს ასრულება სჭირდებოდა.

კი, მათი ბრალია რა ცხოვრების გზაც გაიარა. იმ ცივი ადამიანების ბრალია, რომ მოინდომა კარგად სწავლა, მხოლოდ საუკეთესო, რომ მოინდომა ოქსფორდში ჩაბარება, გამხდარიყო უფრო მეტი ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი, უფრო მეტი ვიდრე ჩვეულებრივი „ადამიანის მეგობარი“.

1463768_1391762434398759_86423035_n

კითხვის გაგრძელება

Categories: სოც. მედია | Tags: , , , , , | 4 Comments

ფსიქოპათი და მანდარინები

მანდარინები

15 ოქტომბერს კინოთეატრ ამირანში დავესწარი ახალი ქართულ-ესტონური ფილმის “მანდარინები“-ს პრემიერას

კინოში ხშირად დავდივარ და ხშირად ვაფასებ ამა თუ იმ ფილმს, მაგრამ კონკრეტულად ამ ფილმისთვის გადავწყვიტე ცალკე პოსტი დამეწერა.

ბოლო დროს ძალიან ბევრი ქართული ფილმი გამოდის, ზოგი კარგი,ზოგი ძალიან ცუდი.მაგრამ ეს ფილმი შეგვიძლია “ძალიან კარგი” ფილმების კატეგორიას მივაკუთვნოთ

ფილმი ცნობილმა რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ გადაიღო და თვითონ ფილმშიც ყველასათვის ნაცნობი ქასთია: მიშა მესხი, გიორგი ნაკაშიძე და ესტონური კინოს საუკუნის მსახიობი ლემბიტ ულფსაკი. (ვისაც არ გეცნობათ ეს მსახიობი, გაიხსენებთ ძველი საბჭოთა ფილმი “მერი პოპინსი” ხუჭუჭა ბიძას ზუსტად ეს მსახიობი თამაშობს)

Continue reading

Categories: AUDIO/VIDEO | Tags: , , | %(count)s კომენტარი

(არა)სასარგებლო რჩევები

ცოტა გავხალისდეთ:

იპოვე ის რაღაცა, რისი გაკეთებაც გსიამოვნებს და შემდეგ იპოვე ის, ვინც ამ რაღაცის გაკეთებაში ფულს გადაგიხდის

გასუქების თუ გეშინია, ჭამის წინ დალიე 50 გრამი კონიაკი –  ეს შიშის გრძნმობას გაგიქრობს

თუ გინდა ლობიანის გაკეთება, მაგრამ ლობიო არ გაქვთ – არაფერიც არ გამოგივა

გახდომა თუ გინდა, ბოლომდე გაიხადე, დაჯექი სარკის წინ და დაიწყე ჭამა. ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია, ვინაიდან მომენტალურად გაგაგდებენ რესტორნიდან

laugh1მიუახლოვდი მძინარე ადამიანს და მთელი ძალით ჩაუყვირე ყურში „ცამეტი“, ის მომენალურად ახტება და გადმოვარდება საწოლიდან. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ამ რიცხვის მისტიურობას

კითხვის გაგრძელება

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | Tags: , , | 7 Comments

Female Food Hero – გმირი ფერმერი ქალი

გამარჯობა ჩემო კარგო მკითხველო,

კონკურსებში როცა იღებ მონაწილეობას ყოველთვის საკუთარ გამარჯვებაზე ხარ ორიენტირებული, რათქმაუნდა, ზუსტად ეს არის შენი მიზანი . მაგრამ თურმე არსებობს კონკურსი, სადაც გამარჯება მხოლოდ შენ არ გეკუთვნის და პასუხისმგებელიხარ სულ სხვა ადამიანის წინაშე და უნდა სხვისთვის გაიმარჯვო🙂

ვმონაწილეობ Oxfam-ის პროექტში , პროექტის მიზანია საზოგადოებამ დაიანოხს ქალის როლი სოფლის მეურნეობაში. ამ პოსტში მოგიყვებით ჩემს “გმირ ფერმერ ქალზე”, რომელთანაც გავატარე დაუვიწყარი დღე🙂 თუ მოგეწონებათ ჩემი პოსტი შეგიძლიათ მე და ქალბატონ ლელა ცერცვაძეს დაგვეხმაროთ გამარჯვებაში:  გადადით პროექტის ლინკზე Female Food Hero მოძებნეთ “ლელა ცერცვაძე” და მიეცით ხმა🙂 ერთად დავანახოთ ყველას, რომ ლელა ცერვაძე გმირი ფერმერი ქალია🙂

პოსტის ბოლოს ორი გემრიელი რეცეპტიც გელით:

პროლოგი:

ქართველ ქალს ყოველთვის უდიდესი როლი ეჭირა როგორც ოჯახის, ასევე ქვეყნის განვითარებაშიც. ქალი ყოველთვის მიილტვოდა დამოუკიდებლობისკენ და საკუთარი თავის წინ წაწევისკენ, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მის მთავარ მიზნად მაინც რჩებოდა ღირსეული შვილის აღზრდა და სტაბილური ოჯახის შექმნა…

* * *

1 Continue reading

Categories: სოც. მედია | Tags: , , , , , , , | 14 Comments

რთულია ეს ოხერი ცხოვრება?(!)

complicated-girl-i-know-message-packme-Favim.com-310274თქვენთვის ალბათ ნაცნობია მგავსი ფრაზები: ცხოვრება რთულია,  ისედაც რთულად მაქვს საქმე, ისედაც ეს,, ისედაც ის, ისედაც იმდენი საქმე მაქვს, ისედაც დაღლილი ვარ, გადავიღალე ყველაფრისგან, არავის ესმის ჩემი, არ მომწონს სამსახური, არ მომწონს მეგობარი, ნერვებს მიშლის შეყვარებული  და ა.შ.

ჩვენ თვითონ ვირთულებთ ცხოვრებას იმ დონემდე, რომ ვეღარ ვგრძნობთ თავს ბედნიერად. ჩვენ თვითონ ვსვამთ საკუთარ თავს ჩარჩოებში და მერე ვწუწუნებთ ამაზე. ჩვენ თვითონ ვქმნით პრობლემებს და მერე ვiფურთხებით: უბედურია ეს ცხოვრებაო.

ძალიან მიყვარს ეს ფრაზა:

გინდა იყო ბედნიერი? უბრალოდ იყავი!!!

Continue reading

Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | Tags: , , , , , , | 4 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: