სუიციდი – happy/Sad End?!

შესავლის მაგვარი რაცხა: ამ პოსტში გამოთქმული აზრები სუბიექტურია , შესაბამისად არაჯანსაღ კრიტიკას და ლანძღვა/გინებას არ ექვემდებარება

სუიციდი – ვაჟკაცობა თუ ლაჩრობა

თვითმკვლელობა – ლაჩრობა

ზოგიერთისგან მსმენია, რომ საკუთარი თავის მოკვლა დიდი ვაჟკაცობაა და ბევრს ეს არ შეუძლია, სხვები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი ლაჩრობა, ზოგიერთისათვის სულ ერთია

ჩემი აზრით, სუიციდი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებაა. ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია გაუმკლავდეს ამქვეყნიურ ცუდად ყოფნას, გასაჭირს (ფიზიკურს თუ ფსიქოლოგიურს) ცდილობს წავიდეს საიქიოში ანუ გაიქცეს.

ერთი წამით რომ დავფიქრდეთ: თუ ხართ მორწმუნე ე.ი გწამთ, რომ საიქიოში არსებობს ჯოჯოხეთი და სამოთხე, შესაბამისად, გეცოდინებათ, რომ სუიციდი ანუ თვითმკვლელობა ერთადერთი ცოდვაა, რომლის მონანიებასაც ადამიანი ვერ ასწრებს, ე.ი ხვდებით ჯოჯოხეთში , იქ კიდე (ნუ რამდენადაც გვარწმუნებენ) ჯოჯოხეთია (რა დეტალურად ავღწერე სიტუაცია). ანუ იქ, წესით,  უარესი სიტუაცია დაგვხვდებათ ვიდრე აქ ტოვებთ.

კიდევ რატომაა ლაჩრობა? წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც კონფლიქტი მოუვიდა ვინმესთან და საკითხის გარჩევის მაგივრად სხვაგან გაიქცა. ძირითადად მასეთი ადამიანების ტიპაჟს მიეკუთვნებიან ისინი, ვისაც თავის მოკვლა შეუძლია.

მოდით ახლა შევხედოთ თვითმკვლელობას, როგოროც ვაჟკაცობას… ნუ  არ ვიცი, აი ყველანირად ვცდილობდი წარმომედგინა, რატომ უნდა იყოს თვითმკვლელობა ვაჟკაცობა. იმიტომ რომ ყველას ამის გაკეთება არ შეუძლია? იმიტომ რომ ბევრს არ შეუძლია საკუტარ თავზე ხელი აწიოს და საკუთარი ნებით დაასრულოს ცხოვრება როდესაც მოუნდება? ვერ ვხვდები, თუ შეგიძლიათ ამის დასაბუთება, გთხოვთ დამიწერეთ კომენტარებში და შემდეგ მივაბავ ამ პოსტს

სუიციდი – ეგოიზმია

ვინაიდან ამ მომენტში შენ მხოლოდ შენ საკუთარ თავზე პიქრობ და არ უფიქრდები იმას რა ტკივილი შეიძლება მიაყენო შენი “არყოფნით” მშობლებს, ახლობლებს.

ზევით უკვე ვახსენე მორწმუნე ხალხი. ახლა მინდა ე.წ “ათეისტ პოტენციურ თვითმკვლელებს” შევეხო, თქვენ რა იცით, რომ “საიქიოში” უარესი სითუეიშენი არ გელით. რა იცით, იქნებ იქ უარესი პრობლემებია. რაც შეეხება იმათ ვისაც რეინკარნაციის სწამთ, თქვენ ხომ არ იცით, იქნებ უარეს “არსებად” გადაიქცეთ და უარესი ბედი გეწიოთ.

ვინც თავს იკლავს იმ მომენტში მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. არ არსებობს პრობლემა, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანს ეხება იმ დონემდე, რომ თავის მოკვლა მოუნდეს. პრობლემა თუ რეალურად მძიმეა და გადაუჭრელი, მაშინ რამდენიმე ადამიანს უნდა  ეხებოდეს და შესაბამისად ჯგუფური თვითმკვლელობას უნდა ჰქონდეს ადგილი? თუმცა , ზოგიერთი პიროვნება უფრო ძლიერია, სხვა უფრო სუსტი და ზუსტად სუსტ პიროვნებებს მოსდით თავში “გაქცევის სურვილი”.

სუიციდის მიზეზები

სუიციდს ბევრი მიზეზი აქვს. მოდით განვიხილოთ ყველაზე პოპულარულები

სიყვარული: ეს მიზეზი საკმაოდ პოპულარულია ახალგაზრდობაში: შეყვარებულმა მიმატოვა, ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ აქვს, წავედი თავი მოვიკლა. ან ვანანო , რომ დამშორდა. ახლა რომ დავიწყო ამ ადამიანის დაცინვა, ეს ძალიან ცუდი (ცენზურის ფარგლებში) საქციელი იქნება. სხვა სხვის ომში ბრძენი არისო გამიგია, შესაბამისად ვიტყვი შემდეგს. ვერ ვიტყვი, რომ ეს მარაზმია, ვინაიდან გატეხილ გულზე საშინელი არაფერია. ამ დროს სულაც არ ფიქრობ მშობლებზე ან საკუთარ მომავალზე, უბრალოდ გინდა ტკვილი აღარ იგრძნო და საუკეთესო გამოსავალს თვითმკვლელობაში ხედავ. რჩევა: არ დარჩეთ მარტოდ, სიყვარული სიყვარულად, მაგრამ ყველაზე ახლო ადამიანები მეგობრები და ოჯახის წევრები არიან, თუ მათ გადაუშლით გულს და იგრძნობთ მათ სითბოს, დამიჯერეთ, აღარ მოგინდებათ “გაქცევა”. და “მოღალატის” დასასჯელად თავის მოკვლა, აი მაპატიეთ ეს უკვე მარაზმია, ნუ მოიკლავთ და მერე როგორღა გაიგებთ ინანა თქვენმა შეყვარებულმა თუ არა? შესაბამისად ცდა არ ღირს.

ოჯახური პრობლემები: ხშირად ასეთი სიტუაციებია: ოჯახში მშობლების დაშორება, ან ოჯახის წევრის სიკვდილი ან მძიმე ოჯახური პრობლეები (ფსიქოლოგიური ან ფინანსური). ამაზე სულ მახსენდება ლორთქიფანიძის – ”ტრაგედია უგმიროთ” (სახელიწოდების გახსენებისათვის მადლობა კნუტს). სიუჟეტი დაახლოებით შემდეგია (რამდენი წლის წინ ვისწავლე ცკოლაში არც მახსოვს): ოჯახში სამნი არიან: მამა და ორი პატარა შვილი. ძალიან უჭირთ და მამამ ძლივს იშოვა ცოტა საჭმელი, სახში საჭმლის მომზადების პროცესში თვითონ ისე შიოდა, რომ ყველაფერი შემოეჭამა და როდესაც გონს მოეგო და ბავშვების დამშეული თვალები დაინახა, გულმა ვერ გაუძლო, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. მთავარი კითხვა: სწორად მოიქცა თუ არა?! ეს კითხვა ამ წამს დავუსვი დედაჩემს და მითხრა, რომ კი, სწორად მოიქცა, სინდისმა შეაწუხა და ვერ გაძლოო. მაგრამ მითხარით, ნუთუ ეს “სინდისი” ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ ერთი საღამოს გამო ყველა მომდევნო დღეებში დატოვა პატარა ბავშვები მშივრად?! ბავშვებს სხვა პატრონი არ ჰყავდათ და შესაბამისად ან მათხოვრობას დაიწყებდნენ (რაც იმ დროისთვის იყო სრული მარაზმი, ვინაიდან ყველას უჭირდა) ან შიმშილით დაიხოცებოდნენ. და ნუთუ თავის ჩამოხრჩობის მომენტში მამა არ ფიქრობდა ამაზე. თუმცა შოკის მდგომარეობაში მყოფი ადამინი ყველაფერზე წასმვლელია და იმ წამს მამას ისე შერცხვა, რომ გადაწყვიტა “გაქცევა”. ძალიან მძიმე სიტუაციაა და განსჯა კი არის ძნელი, მაგრამ მაინც ყოველთვის უკეთესია აწონო ყველა “зa” და “против” და გადაწყვიტო რა შეგემატება სუიციდით და რა დაგაკლდება შენ და შენს ახლობლებს. და ნახსენები მოთხრობის მიხედვით, ერთწამიანი სინდისის შეწუხებით პატარებს დააკლდათ მამა-მარჩენალი და შემდეგი დღის პურიც.

გარდატეხის ასაკი: nobody loves me, life hates me! (არავის ვუყვარვარ, ცხოვრებას ვეზიზღები) – პრინციპი და ემოობა. გარდატეხის ასაკში ძალიან ხშირია სუციდის შემთხვევები (არ მაქვს ეს სტატისტიკა, მაგრამ უჩემოდაც იცით, რომ მასეა). ბავშვებს მიაჩნიათ, რომ მათი არავის ესმით, საკუთარი თავის “პოზიციონირებას” (დამკვიდრებას) ცდილობენ სხვადასხვა “დაჯგუფებებში” გაერთიანებით (ემო, პანკი, ჰიპი, როკერი, რეპერი) და თუ ვერ პოულობენ საკუთარ თავს – “გარბიან”. ამ დროს მთავარია მშობლის პოზიცია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვთან ნამეტანი სიმკაცრე, დაცინვა, ნამეტანი “სახლში ჩაკეტვა”, ხელის აწევაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. აქ შემიძლია მოვიყვანო ბევრისთვის ცნობილი: The Virgin Suicides (თვითმკვლელი ქალიშვილები). 5 გოგონას ამბავი, რომლებიც ნამეტანად მკაცრი დედის გამო რიგ-რიგობით თავს იკლავენ (ჯერ ყველაზე უმცროსმა მოიკლა თავი და შემდეგ უკვე სხვებმაც). პირველივე შეხედვიდან თითქოს მართლაც დედის სასტიკი მოპყრობის ბრალია ყველაფერი, მაგრამ მერე ხვდები, რომ “დაჩმორებული” და გაგიჟებული მამის ბრალიცაა, რომელიც ცოლის სრული გავლენის ქვეშაა მოქცეული და ვერ იცავს გოგონებს., ერთ-ერთი ქალიშვილის უაზრო გამოხტომების ბრალიცაა, და საერთოდ, მასე მწარედ თუ უნდოდათ საკუთარი სახლიდან გაქცევა,  გაქცეულიყვნენ მართლაც სადმე სხვაგან, სხვა შტატში. მაგრამ მგონი გაქცევა ერთი იყო და მეორე მომენტი იყო მშობლების დასჯაც. რავიცი, ფილმი საკმაოდ მძიმეა, მაგრამ საყურებლად ღირს.

სხვისი დასჯა: ნუ ეს წინა მიზეზებშიც შედის ნაწილობრივ, მაგრამ ცალკეც მინდა განვიხილო. აქ უკვე საკუთარ თავზე არ ფიქრობ, ფიქრობ შურისძიებაზე და რადგანაც არაფრის “ტრაკი” არ გაქვს, ირჩევ თვითმკვლელობას. მებადება კითხვა – მოიკლავთ და მოგეშვებათ? თუ ვის გამოც იკლავთ თავს ის მთელი ცხოვრება დაიტანჯება და ეს გახარებთ? კარგით რა! კარგით რა!

სუიციდს, რათქმაუნდა, უამრავი სხვა მიზეზიც არსებობს, მაგრამ ყველას ჩამოთვლა უამრავ დროს წაგვართმევს ამიტომაც გავჩერდები.

სუიციდი –  ამ წამს და არა ხვალ!

ოოო. ეს ყველაზე საინტერესო მომენტია. ერთი ადამიანისაგან მსმენია, აი რამდენიმე დღეში ვაპირებ თავის მოკვლას. ნუ  სასაცილო არ არის, რათქმაუნდა, მაგრამ მაინც სასაცილოა. თავის მოკვლის სურვილი ისეთი გრძნობაა, რომელიც აფექტის მდგომარეობაში მოდის, როდესაც გონება გაქვს ჩაკეტილი და სხვა ვერაფერზე ფიქრობ. სუიციდის მსურველ ადამიანს რომ ადროვო 1 საათი აუცილებლად გადაიფიქრებს. მაგრამ 1 კვირით ან თუნდაც 1 დღით დაგეგმვა მარაზმია. კი მესმის, ადამიანს იქნებ უნდა ყველასთან დამშვიდობება, მაგრამ თუ “გარბიხარ” ე.ი გკიდია რა ტკივილს მიაყენებ შენს ახლობლებს და რაღაში გჭირდება დამშვიდობება? თუმცა ეგეც ეგოიზმის ნიშანია. ასევე საშინელებაა, როდესაც ადამიანებს აშინებენ: არ იზავ და თავს მოვიკლავ. ეს ძალიან ცუდი მომენტია. აქ აიძულებ ადამიანს შეეცოდო და შეეშინდეს და ამის გამო იყოს შენთან  ან გააკეთოს რაღაცა. ზოგიერთი შეყვარებული ადამიასაგან მოისმენთ: არ მიმატოვო თორემ თავს მოვიკლავ. კი მესმის, ადამიანს იმ დონემდე უყვარს მეორე ადამიანი, რომ უიმისოდ ცხოვრება არ წარმოუდგენია,მაგრამ ნუთუ საყვარელი ადმაიანის “ძალით” შეჩერება სურს?. ნუთუ ეს საკმარისია – ოღონდ გვერდით მყავდეს და ნურც უყვარდეს. ვიცი შემთხვევა, როდესაც გოგონა შორდებოდა ბიჭს და ბიჭი ემუქრებოდა თავის მოკვლით თუ დაშრდებოდა. ბიჭმა მართლაც სცადა თავის მოკვლა, თუმცა უფრო გოგოს შესაშინებლად ვიდრე რეალურად თავის მოსაკლავად. დამთავრდა იმით, რომ გოგონამ აუხსნა ბიჭს სიტუაცია , ისე როგორც მე ცოტა ზევით დავწერე და  ბიჭმა გაიგო და მიხვდა თავის შეცდომას. ამიტომაც რჩევა სხვებს, თუ თქვენ შეყვარებულს მართლაც შეაწუხებს მსგავსი აზრები, არ გაექცეთ და არ დააიგნოროთ (მაინც რა იცით, იქნებ მართლა მოიკლას თავი).უკეთესია გვერდში დაუდექით და აუხსენით სიტუაცია, იქნებ გაიგოს.

ეპილოგი: გადახედეთ თავის პრობლემებს და შემდეგ შეხედეთ ქუჩაში მყოფ მათხოვრებს .. ისინი ქუჩაში ცხოვრობენ, ფული არ აქვთ, აწმყო არ აქვთ, მომავალზე საუბარიც ზედმეტია, მაგრამ არ იკლავენ თავს, ცხოვრობენ , ნუ ცდილობენ მაინც. მაგათ თუ არ უჩნდებათ  “გაქცევის ” აზრები, ჩვენ რა პრობლემები უნდა გვქონდეს მასეთი, რომ მოგვინდეს საკუთარ თავის მოკვლა…ნუთუ მათ ეს ცხოვრება ჩვენზე მეტად უყვართ?!

გიყვარდეთ ერთმანეთი და, პირველ რიგში, საკუთარი თავი! ცხოვრება რაც არ უნდა თქვათ, მაინც მშვენიერია (как не крути ^_^)

მუდამ თქვენი

ფსიქოპათი

მათთვის ვინც ვერ შეამჩნია შესავლის მაგვარი რაღაცა: ამ პოსტში გამოთქმული აზრები სუბიექტურია , შესაბამისად არაჯანსაღ კრიტიკას და ლანძღვა/გინებას არ ექვემდებარება
ავტორი: გაუწონასწორებელი ფსიქოპათი.
დაუშვებელია ავტორის ნებართვის გარეშე ბლოგიდან მასალის გადაკოპირება !!!

Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , , , | 33 Comments

პოსტის ნავიგაცია

33 thoughts on “სუიციდი – happy/Sad End?!

  1. ჩემი აზრით, სუიციდი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებაა.

    მოკლედ რომ ვთქვა, მეც ზუსტად ამას ვფიქრობ.

    სხვის ომში ბრძენობას არ ვაპირებ და ყველამ ამ კითხვას სათავისოდ გასცეს პასუხი. ჩემთვის – ასეა.

  2. ჰოო, ამ საკითხზე მეც ჩემი სუბიექტური აზრი მაქვს: თვითმკვლელობა ეგოისტური მოტივებით ეს სილაჩრეა… მე მაგალითად, ვინც მიყვარს იმის გამო შემიძლია თავი გავწირო და ეს იქნება რაღაც თვითმკვლელობასთა ახლოს, მაგრამ ეს არ იქნეა ეგოისტური მოტივებით, შესაბამისად ეს სილაჩრეც აღარ იქნება… ჰმ, მგონი გასაგებად დავწერე :დ

    • ყეს ყეს/… სრულიად გასაგებად დაგიწერია… თავის მოკვლა და თავის გაწირვა სხვადასხვა რაღცეეებია

  3. როგორი დამთხვევაა 🙂 დღეს ვფიქრობდი ამ თემაზე 🙂

  4. სანდრო

    საინტერესო თემაა სუიციდი, ისე ძალიან მაინტერესებს რას გრძნობენ თვითმკვლელობის წინ, გუშინ ერთ ადამიანს ვესაუბრებოდი ამაზე მორწმუნეა მეტნაკლებად და ასე ამიხსნა, რომ თურმე ადამიანს თვითმკვლელობის მონანიება შეუძლია ზოგჯერო. ანუ, რომ მოიკლავს და სანამ მოკვდება იმ წამამდე თუ მოინანია შეიძლება მიეტევოსო.

    • გამოდის ჯერ მკვდარიც არააა და უკვე წინასწარ პატიებას სთხოვს ღმერთს? აუუუ აი ეგ მომენტი მარაზმია რა 😦

  5. ოდესმე გიცდიათ?

    მარტივია შორიდან საუბარი..

    • და რატომ უნდა ვცადო?

      • იმიტომ რომ გაუგო :დ :დ

        მაგრამ მასეთი ლოგიკით, მკვლელებს რომ გავუგო, უნდა მოვკლათ :დ :დ
        არა, მე ასე არ შემიძლია…

        იმისათვის რომ თვითმკვლელობაზე ვისაუბრო, სულაც არაა აუცილებელი ვცადო თვითმკველობა.. :/ აბსუუურდ!

  6. MisterRomantic

    საინტერესო პოსტია! მახსოვს “ტრაგედია უგმიროთ” ძალიან პატარამ წავიკითხე და მაგრად იმოქმედა ჩემზე:) სუიციდი მეც ეგოიზმი მგონია, იმიტომ რომ ტოვებ ამქვეყნად მეგობრებს, ოჯახის წევრებს და შენთვის ყველა ძვირფას ადამიანს, რომლებსაც მთელი ცხოვრება ემახსოვრები და გულში დარდად ჩარჩები. თუმცა, ყველა თვითმკვლელი არაა ლაჩარი ჩემთვის, მაგალითად: გალაკტიონი, რიუნოსკე აკუტაგავა და კიდევ ბევრი :))

  7. თვითმკვლელობა, უბრალოდ, შეცდომაა – არც მეტი, არც ნაკლები.

  8. მე მეგონა შესავალი იმიტომ გამოყავი, რომ სუიციდის გამამართლებელი მიზეზები იპოვე და ვიფიქრე, შერისხვის შესავალიც ამიტომ გააკეთა თქო, შენ კიდევ უბრალოდ მიზეზები ახსენე და საბოლოოდ გაამტყუნე ასეთი ადამიანების საქციელი. ასე რომ, ვერავინ “შეგებრძოლება”.

    შენს მიერ განხილული შემთხვევები – როდესაც სუიციდი უიღბლო სიყვარულის, ოჯახის დანგრევისა თუ გარდატეხის პერიოდში ხდება, ნამდვილად ჩემთვისაც გაუგებარია და ამ შემთხვევაში ესაა საკითხი, რომლის გადაჭრაც და მოგვარებაც, ნამდვილად შესაძლებელია და უკიდურესი მეთოდის მიმართვა სისულელეა. თუმცა აქაც არსებობს გამონაკლისი შემთხვევები.

    მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სუიციდში, ხელოვანი ადამიანის მიერ გადადგმული ასეთი ნაბიჯია. მნიშვნელოვანება იმაში გამოიხატება, რომ ხშირად ასეთი ადამიანები, განათლებულები, ცხოვრებისეულად სრულყოფილები, ფილოსოფოსები და ცხოვრებაში რეალიზებულები დგამენ ამ ნაბიჯს. მათთვის აქ ჩამოთვლილი აცერთი მიზეზია ბიძგის მიმცემი. ყველაზე რთული საკითხია ეს ჩემთვის და მიზეზების ძებნაც რთულია, თუმცა რაღაცებს ვხვდები (და ჩემს ბლოგზე “სიკვდილის” კატეგორიაში იდები გავაჟღერე).

    გარდა ამისა, მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჩამოთვლილი არცერთი მიზეზი აწუხებთ, არც ხელოვანები არიან და არც ვუნდერკინდები. ჩვეულებრივი ყოფით ცხოვრობენ, ბედნიერებიც არიან და ყველაფერი ძირითადი აქვთ. მაგრამ დგება დრო მათ ცხოვრებაშიც და თავს იკლავენ. ყველაზე საინტერესო სუიციდში – გააზრებული სუიციდია, როდესაც იცი რას აკეთებ და რა მოჰყვება შენს ნამოქმედარს.

    ასეთ შემთხვევაში სუიციდი არც ლაჩრობაა და არც უპასუხისმგებლობა.
    საერთოდ, კონკრეტული მაგალითები, კონკრეტულ შედეგებს მოგვცემს, თუკი ვინმეს სიღრმისეულად სურს ჩაწვდეს ამ ამბავს.

    • გაიხარე ჩემო კარგო .. ძალიან კარგი კომენტარი იყო და გამიხარდა რო არ დაგეზარა პოსტის წაკითხვა
      იცი გუშინ ჩემ დასაც ვესაუბრ ამ თემაზე, და მითხრა რომ ერთი მხვრივ სუიციდი არ შეიძლება ლაჩრობად ჩაითვალოს, იმიტომ რომ ზოგიერტი ძალიან გააზრებულად დგამს ამ ნაბიჯს (როგორც შენ ახსენე) და ე.ი ბოლომდე უკანდაუხევლად დარწმუნებულები არიან რომ სწორ ნაბიჯს დგავენ და მზად არიან კიდევაც გააკეთონ ეს… ეს კიდე ძალიან იშვიათობაა მასე ბოლომდე დარწმუნებული იყოს ადამიანი რაღცაში, ანუ მიდიხარ იქ სადაც არ იცი რა ხდება და მაინც მიდიხარ და 100% დარწმუნებული ხარ ამაში

      ხელოვან ხალხს რაც შეეხება, ისინი სულ სხვა კატეგორიაში გადიან, მათ სულ სხვანაირი აზროვნება აქვთ და მგონია კიდევაც ისინი უბრალოდ გავლით არიან ამქვეყნად მოსულები და როდესაც თავის მისიას ასრულებენ საკუთარი ნებით ტოვებენ ამ სამყაროს და სხვაგან მიდიან 🙂 ამიტომ მათ შემთვევებს ლაჩრობას ვერანაირად ვერ დავარქმევ 🙂

  9. არ მესმის ადამიანმა თავი როგორ უნდა მოიკლა. ვერ წარმომიდგენია ჩემ ცხოვრებაში რამე ისეთი მოხდეს, სიცოცხლეზე უარი მათქმევინოს.

    როგორც უნდა ამოწურო საკუთარი თავი, ყოველთვის იქნება რაღაც,რაც არ გაგიკეთებია. ამიტომ მიმაჩნია, რომ სუიციდი ყველაზე ცუდი გამოსავალია თუნდაც იმ სიტუაციაში, სადაც way out არ არის. 🙂

  10. ძალიან საინტერესო პოსტია, კარგად გაქვს ცამოწერილი ბევრი სიტუაცია.
    პირადად მე მიუხდავად ცხოვრებასი არსებული რამოდენიმე სერიოზული ‘დარტყმისა’ არასდროს მიფიქრია თვიტმკვლელობაზე.
    ვტვლი, რომ ტავს იკლავს მხოლოდ სუსტი ადამიანი,ადამიანი,რომელიც დეპრესიაშია,მჭიდრო რგოლივითაა, თუ სუსტი ხრ–მხოლოდ მაშინ გემართება დეპრესიაც–მაშინ ფიქრობ ტვითმკვლელობაზე.
    რ არსებობს პრობლემა, რომლის გადაწრა სეუძლებელი იქნება.ასე რომ თვითმკვლელობა მხოლოდ ბრიყვ და სუსტ ადამიანს შეუძლია!

  11. სუიციდი მეც პასუხისმგებლობისგან თავის არიდება მგონია…
    რაც შეეხება ხელოვანი ადამიანების თვითმკვლელობას, ამის მიზეზს ლაჩრობასა და ეგოიზმში კი არა, მათ განსხვავებულ ფსიქიკაში უფრო ვხედავ…

  12. გეთანხმები სუიციდზე გამოთქმულ აზრში,მაგრამ აბა წარმოიდგინე ტკივილებისგან გატანჯული ადამიანი რომელსაც გადარჩენის შანსი არ აქვს და სხვას თხოვს საწამლავი დაალევინოს ან ტყვია დაახალოს და დაასრულოს მისი ტანჯვა,ესეც ხომ სუიციდია ოღონდ სხვისი ხელით ჩადენილი? პრინციპში ძველ დროს ქალწულები მტერს რომ არ გაეუპატიურებინა თავს იკლავდნენ,მათი გადმოსახედიდან ეს სუიციდიც გამართლებულია. და საერთოდ თვითმკვლელობაზე რომ აღარ ვილაპარაკოთ ელემენტარული მაგალითი: მონასტერშიც გარბიან ამქვეყნიური სიძნელეებისგან თავდასაღწევად,არადა არ არიან სამონაზვნოდ დაბადებულები,მე ამასაც სუიციდს დავარქმევდი.

  13. და მაინც,ის ვინც გააზრებულად ტოვებს ამ სამყაროს ბევრად ძლიერად მიმაჩნია ვიდრე ლაჩრად

    • იმე იმიტომ მიმაჩნია ლაჩრობად, რომ როცა თავს იკლავ, გამოდის გარბირხარ. გაურბიხარ პრობლემებს, ცხოვრებას, შენიანებს, შენ თავს… გარბიან ბრძოლის ველიდან.. მე ასეთი კითხვა მაქვს: კი მაგრამ სად მირბიხარ, საით მიგეჩქარება?
      თორე ისედაც სიკვდილის შვილები ვართ ყველა და როდისმე მაინც მოვკვდებით

      • გასაგებია,მაგრამ საშინელი ტაბჯვით კვდები(არის განუკურნებელი დაავადებები რომლებიც უდიდეს ტკივილს და ტანჯვას განაცდევინებს ადამიანს) მე მაგალითად ვერ ავიტან საყვარელი ადამიანის ტანჯვით სიკვდილის ყურებას ან ვიღაცის ხელში ვარდები და არ გინდა შენი თავმოყვარეობა და პატიოსნება შებღალონ(ეგ შუასაკუნეებში ხდებოდა) გამართლებულია სუიციდი.

        • სიცოცხლე ტკბილია… ეს დაიმახსოვრე. არის წუთები, როცა ადამიანი ინსტიქტურად სიცოცხლეს ებღაუჭება.. ყოფილა შემთხვევა, როცა მისულან თვითმკვლელობის იდეამდე, გაუყვიათ თავი ყულფში და როცა ფეხქვეშ საყრდენი გამოსცლიათ, ეგრევე ყელზე მოჭერილ თოკზე წაუვლიათ ხელი რომ როგორმე მოეშორებინათ…
          მამაჩემმა მომიყვა თავისი სკოლის დროინდელი ამბავი: კლასელის დას უცდია და მოუკლია თავი, ოღონდ სპილენძის მავთულის ყულფში გაუყრია თავი. გვამი რომ უპოვიათ თურმე ყელზე, მავთულის გაყოლებაზე, ფრჩხილებით ჰქონდა კანი მოფლეთილი.. ეტყობა ბოლო წამს უბრძოლია 😦
          ასე რომ. ცხოვრება ტკბილია

  14. როდესაც ადამიანის თავის მოკვლის გადაწვეტილებამდე მიდის, ის უკიდურესად სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია და, შესააბამისად, იმაზე არ ფიქრობს ჯოჯოხეთში მოხვდება თუ არა, ან რეინკარნაციის შედეგად რა არსებად იქცევა, ან არის თუ არა საიქოში უკეთესი მდგომარეობა, ამაზე მშვიდად ყოფნის დროს, ჩვეული ფიქრისა და საუბრისას არის შესაძლებელი დასკვნის გამოტანა. სიცოცხლის დასრულებისას მხოლოდ თვითმკვლელობაზე ვფიქრობთ და რაციონალურად არ ვაზროვნებთ. მე მაინც მგონია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თეორიული მსჯელობანი საკმაოდ პირობითია, შესაძლოა მე ვამტკიცებდე, რომ არასდროს მოვიკლავ თავს, რადგან ეს სილაჩრეა, მაგრამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დავასრულო. რაც არ უნდა მარაზმად მიმაჩნდეს თავის მოკვლა და მას უარვყოფდე, შესაძლოა აღმოვჩნდე ისეთ მდგომარეობაში, რომ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავლად სწორედაც რომ სიცოცხლესთან გამოსალმება მიმაჩნდეს.

    მერ მაინც მგონია, რომ თავის მოკვლა ძალიან დიდი გმირობაა და არ მგონია აზრი შევიცვალო. განსაკუთრებით, თუ მორწმუნე ადამიანი იკლავს თავს, ესაა დიდი გმირობა. მას სწამს, რომ აუცილებლად ჯოჯოხეთში მოხვდება, მაგრამ მაინც იღებს ამ გადაწყვეტილებას, ამბოხს უცხადებს ღმერთს! მე აღფრთოვანებული დავრჩებოდი ასეთი ადამიანით.

  15. არის შემთხვევები როცა თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება გენეტიკურად გადაიცემა.ხშირია შემთხვევები როცა ერთ ოჯახში რამდენიმე ადამიანმა მოიკლა თავი,მათ გენეტიკაში თავიდანვე ჩადებულია ეს და ნებისმიერი რამ რაც თუნდაც მცირე ბიძგს მისცემს შეიძლება თვითმკვლელობის მიზეზად იცეს

  16. DsScorpion

    ისე ევთანაზია არავის გიხსენებიათ.. რას ფიქრობთ ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით? შეიძლება ჩვეულებრივ სუიციდთან უშუალო კავშირში არაა, მაგრამ მე მაინც სუიციდად მივიჩნევ.

    • უი დაიცა, ეს მე არ ვიცი და რა არის? ახსენი განმიმარტე

      • DsScorpion

        ანუ ავადმყოფებს როცა კლავენ რაღაც სამედიცინო საშუალებებით რო არ იწვალოსო.. ავადმყოფი თვითონ ირჩევს საერთოდ ამ გზას და მგონი მაინც სუიციდად ითვლება.

        • ხოოოო, მომაკვდავი რომ სთოვს მომკალიო ოღონდ არ ვიწვალოო,, ბრრრრ 😦 თან ცოდოა რომ არ დაიტანჯოს, თან თითქოს მკვლელობაა და თან თვითმკვლელობაცააა… უფ

  17. chupitoo ))

    ai martlaa dzalian momewona :)) kargad aqvs titqmis yvela mizezi chamotvlili da ganaalizebuli :)) me momewona pirvelad shemovedi aq da vtvli rom namdvilad shegidzlia wera dasheni azris sworad gadmocema 🙂

  18. თვითმკვლელობა,სუიციდი არჩევანია.

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: