Posts Tagged With: Facebook

მედია რევოლუცია

 ამ თემაზე საუბარი უკვე ცოტა გვიანია, ვინაიდან ყველაფერი უკვე მომხდარია, მაგრამ ეს დრაფტი დიდი ხანია მაქვს შენახული და, ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტე გამოქვეყნება. მინდა, რომ ეს ინფორმაცია ჩემს ბლოგზეც იყოს დაფიქსირებული.

XIX საუკუნე – არსებობს ჩვეულებრივი ფოსტა….ადამიანს წერილის მიღება შეუძლია მინიმუმ 2 კვირის შემდეგ, ადამიანები მიჩვეულნი არიან მასეთ განრიგს და არსად ეჩქარებათ და იციან , რომ ახლობლის მიერ გამოგზავნილ წერილს უფრო მალე  ვერ მიიღებენ..

XX საუკუნე – ტელეფონები, მობილურები, ინტერნეტი…. ადამიანთან დაკავშირება უფრო ადვილად ხდება.. ჯერ უბრალო ტელეფონები გამოჩნდა და ტერმინი: სახლში რომ მიხვალ დამირეკე , ძალიან პოპულარული გახდა. ადამიანებს აღარ უწევთ კვირაობით ლოდინი და საყვარელ ადამიანთან დაკავშირება ძალიან გაგვიადვილდა… მობილურებმა საერთოდ შეცვალეს ადამიანთაშორისო კომუნიკაცია. ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავუკავშირდეთ საყვარელ ადამიანს და ყურმილს თუ არ იღებს, თუნდაც ერთი საათის განამვლობაში, გვეწყება პანიკები: აააა რამე ხომ არ მოხდა? რამე ხომ არ სჭირს?…ააააა 🙂

XXI საუკუნე – ინტერნეტი და სოც.ქსელები უფრო პოპულარული ხდება ვიდრე მობილურები. ადამიანს უფრო უადვილდება ფეისბუქის სტატუსში დაწეროს: გოგო, როცა fb-ზე შემოხვალ დამირეკე! ვიდრე მოკლე ტექსტური შეტყობინება მიწეროს ადრესატს. ადაიანებს უკვე ეზარებათ ტელევიზორის ჩართვა ან საყვარელ ადამიანთან მობილურით საუბარი, ამისათვის არსებობს ინტერნეტი.. (მაგრა გავზარმაცდით)

წარმოიდგინეთ 1 დღით რომ გაითიშოს ყველა სოც. ქსელი და ინტერნეტი…  არავის ეცოდინება ვის შეატყობინოს ახალი ამბავი, არავის ეცოდინება სად დაწეროს პოსტი დღეს მომხდარ ამბებზე: როგორ აგინა ვიღაცას ვიღაცამ, ან როგორ უკბინა ძაღლმა. არავის ეცოდინება  როგორ დაუკავშირდეს მეგობარს და შესთავაზოს საღამოს შეხვედრა……..ყველა მსხვილი კომპანიის საქმიანობა უშუალოდ ინტერნეტზეა მიბმული, კომუნიკაციაში დარღვევა იქნებაა ..იქნება ქაოსი .

დღევანდელ პოსტში მინდა ვისაუბრო მედიარევოლუციაზე.

Continue reading

Categories: სოც. მედია, Marketing & PR | ტეგები: , , , , , , , , , , | 13 Comments

პარადოქსი (სტუმრის პოსტი)

ამ ერთი კვირის წინ ქართულენოვან ფეისბუქს მათემატიკურმა ქარიშხალმა გადაუარა. მავანმა მომხმარებელმა სოციალური ქსელისთვის ახლად დამატებული “კითხვების” ოპციით ისარგებლა და ბანალური “ვინ უფრო გიყვარს, დედა თუ მამა?” ნაცვლად მეგობრებს ამოსახსნელად, ერთი შეხედვით, მარტივი მაგალითი შესთავაზა, რომელიც, საბოლოო ჯამში, არც მეტი, არც ნაკლები, ფეისბუქის კედელზე მზაკვრულად გაგორებული განხეთქილების ვაშლი აღმოჩნდა.

მიზეზთა გამო, დილიდან გვიან საღამომდე ფეისბუქის წვდომის საეჭვო ბედნიერებას მოკლებული ვარ და ამ ორომტრიალს ავცდი. “დიდი ომიანობის” დეტალები კი თამარას პოსტიდან შევიტყვე. უწყინარ კითხვს უნაპირო ვნებათაღელვა, ტიტანების შერკინება, ავტორიტეტული და მძიმეწონიანი (ორივე გაგებით) იუზერების ჯახი მოჰყოლია. ლამის ერთმანეთი დაუხოცავთ…

პროფესიით ჰუმანიტარი გახლავართ, ციფრებთან მინიმალური შეხება მაქვს და იქნებ ვცდები კიდეც, მაგრამ მათემატიკა მაინც ზუსტი მეცნიერება მგონია. ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე რთულ ამოცანას, საბოლოო ჯამში, მხოლოდ ერთი პასუხი აქვს. მით უფრო გასაკვირია, რომ “მათემატიკური დისკუსიის” მონაწილეთა უმრავლესობა, პოზიციის მიუხედავად, დღესაც საკუთარ სიმართლეშია დარწმუნებული.

For record, იმასაც ვიტყვი, რომ თავად არასწორ ვერსიას ვემხრობოდი. ჩემს კოკისპირულად განათლებულ მეგობარს ვკითხე და იმან დამაკვალიანა, მსგავსი მაგალითები ამა და ამ პრინციპით იხსნებაო.

არა, მიწყნარებული დავის რეანიმირებას ნამდვილად არ ვაპირებ. უბრალოდ, კამათმა რამდენიმე არამათემატიკური კითხვა გამახსენა, რომელზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხი მართლა არ არსებობს.

Continue reading

Categories: გესთ პოსტები, უცნაური/აუხსნელი | ტეგები: , , | 19 Comments

ძალით ქრისტიანობა/ძალით ათეისტობა (სტუმრის პოსტი)

წინამდებარე პოსტი მე არ მეკუთვნის. ის დაწერილია ჩემი მეგობრის, snowkid-ის მიერ. ძალიან მომეწონა მისი აზრები და პოსტის გამოქვეყნება ჩემს ბლოგზე გადავწყვიტე  (რათქმაუნდა, ავტორის ნებართვით)

პირველი პოსტის კვალობაზე საკმაოდ უცნური თემაა, თუმცა როგორც იტყვიან –  აზრები მომაწვა…

“ღამის 4 საათზე რელიგიაზე რატომ გაწუხებს აზრები” –იკითხავთ თქვენ და შეცდებით კიდეც. არანაირი რელიგია, უბრალოდ Facebook – ში მოსულ PM – ებს ვათვალიერებდი და, ჰოი საოცრებავ, წავაწყდი PM–ს სათაურით “პატრიარქს ებრძვიან”.   დაინტრიგებულმა გავხსენი და კითხვას შევუდექი. თანაც, ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ წერილი მომწერა ადამიანმა, რომელთანაც  ურთიერთობა წელიწადში ერთხელ მაქვს  და, თუმცა, “all message” კი იყო –  ამ ფაქტმა ჩემში მაინც გულწრფელი გაკვირვება გამოიწვია. ბევრი რომ არ ვილაპარაკო , წერილის მარტივ copy–paste–ს მოვახდენ: “სასწრაფოდ ყველა შედით ამ გვერდზე. მარცხენა კუთხეში დააჭირეთ Report Page. შემდეგ Contains hate speech or attacks an individual. და ჩამონათვალში აირჩიეთ Targets a religious group.. !!!! ყველა შედით , ყველა !!! და მიჰყევით ზემოთ აღნიშნულ ინსტრუქციას, რომ გაუქმდეს გვერდი…!!!!!! შესაბამისი ლინკი პატრიარქს ებრძვიან!!!!!!”

ეს ბოლო ფრაზა რომ არ ყოფილიყო  იმ გვერდზე არც გადავიდოდი, მაგრამ მაინც დამაინტერესა რა სახით “ებრძვიან” ჩვენს პატრიარქს…

Continue reading

Categories: გესთ პოსტები, ზოგადსაკაცობრიო თემები, სოც. მედია | ტეგები: , , , , , | 24 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: