ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები (IMC)

პოსტის დასაწყისში, მოდით გავიხსენოთ, რა არის რეკლამა:

ვიკიპედია გვაძლებს რეკლამის ძალიან მარტივ განმატებას:  ლათინური სიტყვაა (reclamare) და ნიშნავს დამტკიცებას, დაძახებას, გაპროტესტებას. ყველაზე მარტივად რომ განვმარტოთ რეკლამის ფუნქცია, იგი მდგომარეობს შემდგეგში: არსებული/პოტენციური მომხარებლის ინფორმირება და კონკრეტული პროდუქტის ყიდვაში მისი დარწმუნება.

ამ ნოტაზე ერთ წამს გავჩერდებით და გავაკეთებთ ლირიულ გადახვევას  წარსულში:

ჯერ იყო ტოტალური დეფიციტი: რაც არ უნდა დაგედოთ ბაზარზე,  ყველაფერი იყიდებოდა (საბჭოთა კავშირი გავიხსენოთ). ამ დროს არც იყო საჭირო მომხმარებლის ინფორმირება, საკმარისი იყო პროდუქტის „გაჩითვა“ და დახლზე დადება. შემდეგ რა მოხდა: შემოთავაზებების ზრდასთან ერთად გაჩნდა ინფორმირების აუცილებლობა. ეს აუცილებელი იყო ყიდვის პროცესის დაჩქარებისა და გაყიდვების რაოდენობის გაზრდისათვის. შემდეგ: გამძაფრდა კონკურენცია და გაჩნდა პროდუქტის ყიდვაში მომხმარებლის დარწმუნების აუცილებლობა. რა ხდებოდა სულ ახლო წარსულში: თითოეულ სეგმენტზე მოიძებნებოდა რამდენიმე მოთამაშე, თოთოელი მათგანი აქტიურობდა და ცდილობდა მომხმარებლის გადმობირებას თავისკენ. ეფექტიანობა სარეკლამო ბიუჯეტთან პირდაპირპოპორციული იყო . მაგრამ ეფექტი დროთა განმავლობაში კლებულობდა, მომხმარებელი უკვე ღიზიანდებოად რეკლამებით: იყიდე ეს, იყიდე ის…. და ა.შ. შედეგად – რეკლამების შემკვეთი უკმაყოფილო რჩებოდა, გამოდის ტყუილად ხარჯავდა ამდენ ფულს. მომხმარებელი უფრო იხრებოდა გამოცდილი პროდუქტისაკენ, ვიდრე დანარჩენ 100 ახალ მსგავსზე.  რეკლამის მამემს ეს ყველაფერი შემოსავლის შემცირებით ემურებოდა. მათ უწევდათ რაღაცა ახლის გამოგონება….მასიური მარკეტინგი ნელ-ნელა ქრება და გადადის ინდივიდუალ მარკეტინგზე.

1993 წელს შეიქმნა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მოდელი (IMC –Integrated Marketing Communications). რატომ გახდა საჭირო ჩვეულებრივი მარკეტინგული კომუნიკაციებიდან ინტეგრირებულზე გადასვლა?

თანამედროვე მარკეტინგი გვათავზობს „რაღაცას“ სახელწოდებით „ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები”. ამ ტერმინს, როგორც მაგიური „ტოტემს“, აფრიალებენ მარკეტინგისა და პიარის წარმომადგენლები. საკმარისია ინტერნეტში აკრიფოთ ეს სამი ჯადოსნური  სიტყვა და მიხვდებით, რომ უკვე თითქმის ყველა იყენებს ამ კომუნიკაციებს.

განვიხილოთ თუ რა არის  „ინტეგრირებული“ და „კომუნიკაციები“.

ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები შეიძლება აღვიქვათ როგორც  სინქრონიზებული კომუნიკაცია, ეს არის ყველა მარკეტინგული კომუნიკაციის ერთობლივად გამოყენების კონცეპცია.  მისი მიზანია კომპანიის სამიზნე/არსებულ აუდიტორიასთან სასურველი ორმხვრივი კომუნიკაციის დამყარება. აღსანიშნავია ის, რომ ამ IMC-ში ყველა კომუნიკაცია ავსებს ერთმანეთს, იქმნება სინერგიის ეფექტი, რომელიც გვაძლევს ეფექტიანობის მიღწევის შესაძლებლობას, რაც, სხვადასხვა მარკეტინგული კომუნიკაციის ცალ-ცალკე გამოყენებისას,  ცოტა ძნელია .

ცნობისათვის: მარკეტინგული კომუნიკაციები არის აუდიტორიამდე პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიტანის პროცესი. მარკეტინგული კომუნიკაციების ძირითადი მიმართლებებია: რეკლამა, პიარი, პირდაპირი მარკეტინგი, სპონსორობა, ივენთები და ა.შ.

ტერმინში „ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები“ ხაზი მინდა გავუსვა სიტყვა „კომუნიკაციას“. ერთი შეხედვით მას თითქოს იგივე დატვირთა უნდა ჰქონდეს როგორც ჩვეულებრივი კომუნიკაციების შემთვევაში, მაგრამ უნდა დავაკონკრეტოთ, რომ კომუნიკაცია ანუ ურთიერთობა, შეიძლება იყოს როგორც ცალმხვრივი ასევე ორმხვრივი (ლაგიჩნა ^_^). მაგალითად: ადრე, როდესაც ურეკავით მომხმარებელს ტელეფონზე და სთავაზობდით საკუთარი პროდუქციის ყიდვას – თქვენ „ურთიერთობდით“ მომხმარებელთან, მაგრამ ეს იყო ცალმხვრივი კომუნიკაცია. რატომ? იმიტომ, რომ იგი არ შეიცავდა ორმხვრივ ინტერესებს. ეს კომუნიკაცია ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში მაინც დასრულდებოდა: იყიდიდდა პოტენციური მომხმარებელი ამ კომპანიის პროდუქტს თუ არა, ამას უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა – ყურმილის დაკიდებისას კომუნიკაცია მთავრდებოდა. დღეს კომუნიკაციას ეძახიან შემდეგ პროცესს: მომხმარებლის ინფორმირება +  შემდგომი მისი ინფორმირებისა და რეაქციის გაკონტროლება.

დასკვნა:  ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები – ეს არის ინფორმირების პროცესების კოორდინაცია და მომხმარებლის ყიდვაში დარწმუნება.

კომუნიკაცია ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ მომხარებელი არ წუხდებოდეს და არ ჰქონდეს შეგრძნება, რომ ძალით ახვევენ  პროდუქტს. IMC-ში ზუსტად ამისთვისაა  გაერთიანებული ყველა მარკეტინგული კომუნიკაცია და მარკეტინგი და პიარი სინქრონში მოქმედებენ.

IMC ინტეგრირებულია.ეს ძალიან მნიშნველოვანი მომენტია. ნებისმიერი კომპანიისათვის პირველ რიგში უნდა იდგეს შემდეგი ამოცანა: სხვადასხვა მედია არხების საშუალებით მომხმარებელთან ერთი და იგივე შინაარსის მესიჯი გაგზავნა (რა არის არხები და მესიჯები ნახეთ ჩემ წინა პოსტში >>ომუნიკაციის პროცესი (კომპანია <> მომხმარებელი)). განსხვავებული მესიჯები შეიძლება დააბნიოს მომხარებელი. მაგალითად: TV რეკლამაში შენ ამბობ, რომ შენი მანქანა ყველაზე უსაფრთხოა, მაგრამ მაღალსიჩქარიანი არააა,  იგივე მანქანის რეკლამა, ვთქვათ, ბილბორდზე გვეუბნება, რომ მანქანას შეუძლია მაქსიმალური ბლაბლაბლა სიჩქარის აკრეფა რამდენიმე წამში და არაფერია ნათქვამი მის უსაფრთოებაზე. მომხარებელი იბნევა და ვერ ხვდება რას დაუჯეროს და რეალურად რა key ფუნქციები აქვს პროდუქტს.

მოვიყვან მეორე მაგალითს: თქვენ სარეცხის ფხვნილს ყიდით. თქვენი მესიჯი ძალიან გარკვევით და კარგად არის ჩამოყალიბებული და გადაწყვიტეთ მისი გაშვება ტელევიზორში საფეხბურთო მატჩების დროს. რა ხდება ამ დროს: ნათელია, რომ  თქვენი სამიზნე აუდიტორია დიასახლისებია, მაგრამ თქვენ ვერ ითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ფეხბურთის დროს თქვენი პოტენციური მომხმარებელი ტელევიზორს არ უყურებს, ანუ თქვენს პროდუქტს ვერ დაინახავს და შედეგად ვერც იყიდის.

მგონი დასკვნა ნათელია:  IMC-ში  ძალიან მნიშნველოვანია, არა მხოლოდ სწორი მესიჯი, არამედ სწორი არხების გამოყენება, ყველაფერი უნდა იყოს სინქრონული.

ყველაფრიდან გამომდინარე, ბიზნესის წამოწყებისას და შემდგომ პროდუქტის მომხმარებლისათვის წარდგენისას კარგად განსაზღვრეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია და სინქრონულად გამოიყენეთ ყველა მარკეტინგული კომუნიკაცია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მშვენიერ შედეგს მოაღწევთ 🙂

მუდამ თქვენი,

ფსიქოპათი

Advertisements
Categories: Marketing & PR | ტეგები: , , , , , | 12 Comments

პოსტის ნავიგაცია

12 thoughts on “ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები (IMC)

  1. რა საინტერესო სტატიაა, ყოჩაღ ❤

  2. მშვენიერია 🙂 მეტსაც გეტყვი, რაღაცების გათვალისწინება ბლოგის მართვის დროსაც შეიძლება. არა მგონია, ზედმეტი იყოს.

    პ.ს. შენი ჰედერი მომეწონა. ა ლა პეპი სურათები უხდება 🙂

    • ჩემს მწვანეთმიან გოგოს ნელნელა გადავეჩვევი და იქნებ მომივიდეს მუზა და რამე ვუყო დიზაინს :))))

  3. საინტერესო, საჭირო, გასაგები, ამომწურავი და არაჩვეულებრივად გაფორმებული სტატიაა… გავაგრძელო, თუ ჩამოთვლილი ეპითეტები ისედაც უკვე ყველაფერს ამბობს? 🙂

    • ჰეჰე :)) დიდი მადლობა :))))
      ძალიან გრძელი პოსტია, მაგრამ ყველანაიურად ვცდილობ მარტივი და მარკეტინგში არაგაკრვეული ადამიანისთვისაც გასაგები და საინტერესო იყოს..აი ჰოუპ გამომდის 🙂

  4. მარკეტინგს ინგლისურად რო ვსწავლობდი რა საწყალი ვიყავი,მაშინ სად იყო თუნდაც კოტლერი ნათარგმნი ან შენი ბლოგი :*

    • აუფ იმ დროს მქონოდა გაკეთებული ეს ყველაფერი..უფუფ მეც კი გამიადვილდებოდა თავის დროზე ყველაფრის სწავლა..მაგრამ კარგი იყომაშინაც, ინგლისურასაც ვფობდიშესაბამისად და კოლერსაც კარგად ვსწავლობდი ამ ენაზე… ახლა თორე არ თქვა სადაა ქართულ ენაზე ნათარგმნი კოტლერი ან თუ არის მტრისას..ერთი ეკონომიკის საფუძვლები მენქიუ იყო ნათრგმნი ისე რომ ქართულს დაგავიწყებდა და მეორე ეს იქნება… არა კოტლერის წიგნიერტდერთია რომელშიც, ჩემს სახელმძღვანელოებს შორის, ფულის გადახდას არ ვნანობ, უძლიერესი წიგნია ❤ ❤ ❤
      მადლობა ანგელოზო… და იმაზე კიდე მუზა არ მომდის.. :(((((

      • დააიგნორე ეგ მუზა და რაღას მოვა,იქვე უნდა შეგექმნა შედევრი))
        გარი ამსტრონგი დაგავიწყდა,ეხლა ასე თუ ისე არის თარგმანები ან კონსპექტები და თუ გიჭირს რამეს იზამ რა,მაშინ მართლა არაფერი არ იყო,მეზიზღებოდა კოტლერი და george&michael belch-ების ინტეგრირებული მარკეტინგი.არ გინდა გათხოვო დ ამაქედანაც დაწერო პოსტები? 😉 მაგარი წიგნია.

  5. დროულად აღმოვაჩინე ეს პოსტი 🙂 კოტლერი აქტიურად “მესაუბრება” ინტეგრირებულ მარკეტინგზე 😀

  6. შენ იესემელი ხარ ? 🙂 ნუ კოტლერში სამწუხაროდ ცოტა რამე წერია ინტეგრირებულზეე… ^_^ მაა ინ ტერნეტში ოხრად მასალაა მაგაში ცოდნის გასაღრმავებლად..

    მიუხედავად ყველაფრისას კოტლერი მამააა. ის რომ ხსნის მარკეტინგს მასე არავ ის შეუძლია 🙂 მარტივად და გასაგებად 🙂

    • “მაღლიველის სტატუსის მქონე” სტუდენტი ვარ 😀 კოტლერთან პრეტენზია ნამდვილად არ მაქვს. სხვა სახელმძღვანელოების ავტორებისგან განსხვავებით, არ ართულებს მარტივ წესებს 🙂

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: