რეკლამის ტიპები და მიზნები vol-1

მოგესალმები ჩემო მკითხველო!

დღევანდელ პოსტში მოკლედ შევეხები რეკლამის სამ სახეობას/კატეგორიას/ტიპს. ჩამოვაყალიბებ თეორიულად რა სახეობის რეკლამები არსებობს და მოვიყვან მაგალითებს.

სარეკლამო კამპანიის ჩამოყალიბებისას თავდაპირველად საჭიროა კომპანიამ გადახედოს რა სახის/ტიპის რეკლამაა საჭირო მიზნობრივი/არსებული მომხმარებლის „დასაკმაყოფილებლად“. რეკლამა შეიძლება იყოს სამი ტიპის: საინფორმაციო, დამარწმუნებელი და  შემახსენებელი.

დავიწყოთ რეკლამით, რომლის მიზანია მომხმარებლის ინფორმირება.

ამ სახის რეკლამა, როგორც წესი, გამოიყენება ახალი პროდუქტის წარდგენისას. მისი მიზანია მოთხოვნის წარმოშობა, ბრენდის ცნობადობის შექმნა ან არსებული პროდუქტის ახალი უპირატესობების ჩვენება. ამ ტიპის რეკლამა პროდუქტის არსებობის პირველ ეტაპზე გამოიყენება, ვინაიდან მომხმარებელს ჯერ უნდა გააცნოს პროდუქტი და მისი მახასიათებლები. მაგალითის სახით შემიძლია მოვიყვანო ნებისმიერი ახალი მედიკამენტის რეკლამა, რომელიც თავის პოტენციურ მყიდველს პროდუქტის თავისებურებებს აცნობებს. ასევე  მანქანის ახალი მოდელის რეკლამირება, როლელიც  ყოველთვის გვეუბნება რითია ეს მოდელი სხვაზე უკეთესი ( ძრავა, სიჩქარე, კომფორტულობა, ფასი და ა.შ)

მეორე ტიპის რეკლამა – „დამარწმუნებელი“ (Persuasive).

კონკურენციის ზრდასთან ერთად მნიშნველოვანი ხდება უკვე სხვა ტიპის რეკლამის გამოყენება. კომპანიამ უნდა დაარწმუნოს მომხმარებელი, რომ, კონკურენტებთან შედარებით, მოცემულ ფასად პროდუქტი სთავაზობს ყველაზე მეტ ფასეულობას. გავიხსენებ რამდენიმე წლის წინანდელ (რაღა რამდენიმე) რეკლამას, სადაც მაგთის ბალი-ბიჭს დაჭერილი ყავდა პატარა ფუთკარი და ყველასათვის გასაგები იყო, რომ ფუთკარში ბილაინი იგულისხმებოდა. რამდენადაც მახსოვს, ამ რეკლამაში მაგთიმ, ბილაინის მსგავსად, აბონენტებს  შიდა ქსელში საუბრისას მსგავსი ტარიფი შესთავაზა, მაგრამ სამაგიეროდ გაცილებით  ფართო დაფარვის ზონა. როგორც ხედავთ ამ სახის რეკლამა შეიძლება აგრესიულიც კი იყოს.

მესამე ტიპის რეკლამას „შეხსენების“ ფუნქცია აკისრია.  

ამ ტიპის რეკლამა მომხმარებელს არ აძლევს საშუალებას დაივიწყოს პროდუქტი. რეკლამა მომხმარებელს ახსენებს ბაზარზე უკვე დამკვიდრებული პროდუქტს. ეს რეკლამა გამოიყენება პროდუქტის სიმწიფის სტადიაში. ყველაზე კარგი მაგალითებია Coca-colas-სა და Pepsi-ს რეკლამები. ისინი უბრალოდ ახსენებ მომხმარებელს პროდუქციის შესახებ.

***

პროდუქტის სასიცოცხლო პერიოდის საწყის ეტაპზე არაეფექტურია მეორე და მესამე ტიპის რეკლამების გამოყენება, ვინაიდან და რადგანაც, მომხმარებელს ვერც დაარწმუნებ, რომ შენი პროდუქტი „the best“ არის თუ მან ჯერ არც კი იცი მისი თვისებების შესახებ, მითუმეტეს ვერც ვერაფერს შეახსენებ. კონკურენციის გამძაფრებასთან ერთად მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება აღარ კმარა (როგორც უკვე ავღნიშნე),  აუცილებელია დაარწმუნო  მომხმარებელი, რომ საუკეთესო სარგებელს სთავაზობ. სიმწიფის სტადიაში, მომხმარებელი უკვე საკმაოდ ინფორებულია პროდუქციის შესახებ (ყველა შემთხვევაში ასე უნდა იყოს), ამიტომაც ინფორმაციის მიწოდება და დარწმუნება უკვე არაეფექტურია და გამაღიზიანებელია კიდევაც, ვინაიდან მომხმარებელს უკვე აქვს შექმნილი საკუთარი მოსაზრება პროდუქტის თვისებებზე და უბრალოდ სჭირდება შეხსენება (უი, მაკდონალდსის რეკლამა გადის,რაღაც დიდი ხანია არ ვყოფილვარ და ხომ არ წავიდე? >> ამის მსგავსი)

ნებისმიერ შემთხვევაში მთავარია სწორად განსაზღვრო, თუ რომელ სტადიაშია შენი პროდუქტი და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედო.

თქვენი ფსიქოპათი 

p.s. to be continued …..

ავტორი: გაუწონასწორებელი ფსიქოპათი.
დაუშვებელია ავტორის ნებართვის გარეშე ბლოგიდან მასალის გადაკოპირება !!!
Advertisements
Categories: Marketing & PR | ტეგები: , , , , , , | 5 Comments

პოსტის ნავიგაცია

5 thoughts on “რეკლამის ტიპები და მიზნები vol-1

  1. well… ყველაფერში გეთანხმები, თუმცა პირველ ვარიანტს დავუმატებდი – ცოტა ინტრიგა ინფორმაციასთან ერთად, ინტრიგა რომელიც მომხმარებელს პროდუქტამდე მიიყვანს (ნუუ მინიმუმ მასზე დამატებითი ინფორმაციით დაინტერესებდამდე)

  2. როგორც დენ სიაოპინი ამბობდა, მნიშვნელობა არ აქვს რეკლამა საინფორმაციოა, დამარწმუნებელია თუ შემახსენებელი, მთავარია კლიენტი დაიჭიროსო. 🙂

    აი ეს რეკლამა როგორია? 🙂

  3. გამოხმაურება: რეკლამის ტიპები და მიზნები vol-2 « გაუწონასწორებელი ფსიქოპათის ბლოგი

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: