ყველაზე უცნაური “ნივთები” რაც კი ოდესმე გაყიდულა ebay-ზე

გთავაზობთ ყველაზე უცნაურ “ნივთებს”, რაც კი ოდესმე გაყიდულა ebay-ზე

1. 10534565_698606750208746_7149149722327753249_nადრე ბავშვებს მონსტრებით და პატრულით ვაშინებდით. ამჟამად ეს აღარაა აქტუალური. დასავლეთში მშობლისგან ხშირად გაიგებთ მსგავსს ფრაზას: „ცუდად მოიქცევი და ebay-ზე გაგყიდი“. ხუმრობა ხუმრობად, მაგრამ გერმანიის ერთ-ერთმა მოქალაქემ მართლა დადო მსგავსი განცხადება საიტზე. ბავშვის ფასი სულ რაღაც 1 ევრო იყო. გაყიდვის მიზეზად დასახელდა: ბავშვი ნამეტანად ხმაურიანია. უცნაური „პროდუქტით“ სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ და ბავშვი წაართვეს კიდევაც

2.10563075_698608576875230_9011459493730866616_n

2007 წელს ebay-ზე იყიდებოდა მიტოვებული პატარა ქალაქი: თავისი ნაგებობებითა და მიწებით. ვაჭრობა მშვენივრად მიმდინარეობდა, მაგრამ მაინც არავის გადაუხდია დადებული 2,5 მილიონი დოლარი. ამის გამო აუქციონის დასასრულს „პროდუქტი“ ნაწილ-ნაწილ გაიყიდა.

3. 10489867_698610453541709_397074530235716522_n

ერთ-ერთმა ამერიკელმა ebay-ზე ძველი მტვრიანი ქილა 50,000 დოლარად გაყიდა. მისი თქმით, ქილაში მოჩვენება ცხოვრობდა

4. 10357833_698637426872345_7464521941351299434_n

ყველა ეძებს დამატებითი შემოსავლის წყაროს, მაგრამ მგონი ყველაფერს თავისი საზღვარიც უნდა ჰქონდეს. ადამიანმა საკუთარი შუბკი 322 დოლარად გაყიდა. მყიდველს შუბის გამოყენება საკუთარი სარეკლამო პლაკატების განსათავსებლად შეეძლო.

5.1969365_698645543538200_7368544038498244512_n

გამდიდრების ექსტრემალური მეთოდებიც არსებობს. ფლორიდის მოქალაქე საკუთარ ღვიძლს ყიდდა. საბედნიეროდ მსგავსი განცხადებები საიტზე აკრძალულია, ამიტომაც ვაჭრობა მალევე დაიხურა. აკრძალვის მომენტისათვის ღვიძლის ფასი 5,7 მილიონ დოლარს შეადგენდა.

6. 10427318_698653566870731_3477741453837295559_n

ყველიანი ტოსტი 28,000 დოლარად……. ალბათ გაიფიქრეთ, რომ ეს ტოსტი რაღაც განსაკუთრებული ინგრედიენტებითაა მომზადებული, მაგრამ ყველაფერი არც ისეთი მარტივია. ამ ტოსტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი „შემქმნელის“ თქმით, მასზე ღვთისმშობელია გამოსახული. თქვენ თუ ხედავთ?…

ჯერ-ჯერობით სულ ეს იყო. თქვენ თუ გაგიგიათ რამე მსგავსი შემთვევები?

Categories: უცნაური/აუხსნელი, Marketing & PR | Tags: , , , , , , , , , , | Leave a comment

Post navigation

comments please :)

Create a free website or blog at WordPress.com.