Georgian Blogging Days 2011 (ბლოგერები და ზღვა)

ძალიან დაგვიანებული პოსტი

მგონი, კვარიათის შესახებ უკვე ყველამ დაწერა და მე დესერტად დავრჩი 🙂

Georgian Blogging Days 2011, yeah baby, yeah!

სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდმა გამართა კონკურსი “სოციალური მედია განვითრებისათვის”, წარმოდგენილი 12 თემიდან ავირჩიე “სოციალური მედია ტრადიციების შენარჩუნებისათვის” (ჩემგან ამას ნამდვილად არავინ ელოდა). სხვა კონკურსანტებს შორის შეარჩიეს ჩემი ნამუშევარიც და 2011 წლის 17 ივნისს გავემგზავრეთ კვარიათში…

მაშ ასე, დავიწყებ მოყოლას ამა ამბისა:

დღე პირველი (თბილისი–გორი–ზესტაფონი–ქუთაისი–ქობულეთი–ბათუმი–კვარიათი–სარფი–კვარიათი (again)):

პირველი დღე საკმაოდ საინტერესო იყო. ვიმგზავრეთ დიდი მწვანე ავტობუსით. გზაში ბევრი ვიმღერეთ, ვიცეკვეთ და  ვიღადავეთ.ნამდვილად არ ველოდებოდი ასეთ “თბილ” და კარგ სიტუაციას..

სასტუმრო ნეპტუნი მართლაც, ძალიან კარგი იყო. ჩემი, პაწუს და კნუტის საერთო ოთახი ზღვის მხარეს იყო და წარმოიდგინეთ, რა მშვენიერი ხედი იშლებოდა  მზის ჩასვლისას 🙂 დაღლილობის მიუხედავათ, ზღვაში მაინც “ვიჭყუმპალავეთ”. იმავე საღამოს მოვინახულეთ სარფის საბაჟო: ჩაგვიტარეს ექსკურსია, წაგვიყვანეს ნეიტრალურ ტერიტორიაზე და თურქეთის საზღვარზე სურათებიც კი გადავიღეთ ^_^.

ბლოგერების უმრავლესობას, ისე თუ ასე, ვირტყუალურად მაინც ვიცნობდი, უმცირესობას პირადად და ზოგიერთის შესახებ არც კი გამიგია. ერთმანეთის გაცნობის მომენტი საკმაოდ სასაცილო იყო. ანონიმურ ბლოგერთა საზოგადოებაში მეგონა თავი (გამარჯობა მე მქვია ჯესი და ვარ ბლოგერი!).  გაცნობის შემდეგ ისევ ზღვა, ლუდის დალევა, საკმაოდ კარგი დებატები, ბლოგერების მეორე ნაკადის ჩამოსვლა და ძილი.

დღე მეორე:

არასაკმარისი ძილისგან გასიებული თვალებით ადგომა (08:30)  საუზმე და პრეზენტაციები, პრეზენტაციები, პრეზენტაციებიიიიი. (ომგ)

ძალინ ბევრი იდეა საკმაოდ კარგი იყო და ადვილად შეიძლება მათი ხორცსშესხმა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ,ჩემნაირი თემა არავის აურჩევია. ვკვდებოდი ისე ვნერვიულობდი. ბოლო პრეზენტაცია მე–4 კურსზე ჩავატარე  და, შესაბამისად, დიდი  აუდიტორიის წინაშე ხელები, ცოტა არ იყოს, მიკანკალებდა. მაგრამ, როგორც მითხრეს, საკმაოდ კარგად გამოვედი და ჟიურისაც არ გავუკრიტიკებივარ.

პრეზენტაციის ბოლოს უნდა გამოგვევლინა ყველაზე კარგი პრეზენტაცია/იდეა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა დ ეს საკმაოდ ცუდი მომენტი იყო. ყველამ დავასკვენით, რომ ვინც გააგზავნა თავისი “პროექტი”  ყველა გაუშვეს კვარიათში. ნამდვილად იყო ისეთი პროექტები, რომელიც 5 წუთში და ყველანაირი ფიქრის გარეშე იყო დაწერილი,. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ჩვენ თუ არა, ჟიურის მაინც უნდა აერჩია საუკეთესო პრეზენტაციები და ეთქვა: ეს კარგია და ასე უნდა მომზადებულიყო სხვაც. ყველა პრეზენტაციიდან გამოვყოფ ბატონი გიორგი კალატოზიშვილის ნამუშევარს. ვაღიარებ, რომ ნახევარსაათიანი პრეზენტაციის მსვლელობისას მეც ჩამეძინა, მაგრამ ეს იყო კარგად და საფუძვლიანად ჩამოყალიბებული, იდეალური პროექტი. ძალიან შემშურდა ამ ადამიანის. გიორგიმ ძალიან კარგად გაანალიზა საკუთარი თემა და სრული სერიოზულობით მიუდგა არჩეულ საკითხს. Good Luck George 🙂

საღამოს  დაღლილობისაგან ყველა კვდებოდა, მაგრამ მაინც წავედით ბათუმში, იუსტიციის სახლის დასათვალიერებლად. საკმაოდ უცნაური შენობაა, განსაკუთრებით სახურავი… ვინც იყო ჩვენთან ერთად სახურავზე, ის მიხვდება რასაც ვგულსიხმობ.. волосы дыбом გამოთქმა ხომ გაგიგიათ? მე მეგონა ეს უბრალო გამოთქმა იყო (გაზვიადებული), თურმე არა… ჩვენთვის უცნობი მიზეზთა გამო თმა დაიმუხტა და, უკაცრავად გამოთქმისათვის,  აგვიდგა (თმა).

შემდეგი დანიშნულების ადგილი იყო რესტორანი. რესტორნის სახელწოდება ვინმეს გახსოვთ? მგონი “ფიროსმანი” ერქვა. ეს საჩუქარი ტურიზმის სამინისტრომ გაგვიკეთა. კი, დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის კარგი უნდოდა, მაგრამ მე პირადად ქელეხში მეგონა თავი. წარმოიდგინეთ: დიდი ცარიელი დარბაზი და ორი გრძელი მაგიდა. მეტი არაფერი, ნუ  დინამიკებიც იყო, მაგრამ აზრი? არც მუსიკა, (ჩვენ თვითონ ვჩალიჩობდით რაღაცას) არც არაფერი, დავიგრუზეთ. თან საჭმელიც და სასმელიც არც ისე მოგვეწონა..

რესტორნიდან მალევე გავიქეცით, და მგონი სამინისტრომ შეცდომის გამოსწორება გადაწყვიტა და დაგვპატიჟა კლუბში. უმრავლესობა დაღლილობისაგან ფეხზე ვეღარ იდგა და დაბრუნდა სასტუმროში და ვინც დავრჩით საკმაოდ კარგად და მხიარულად გავატარეთ დრო (ჯუზიკები და ცეკვები). სასტუმროში ღამის ორი საათისათვის დავბრუნდით და გავაგრძელეთ სმა  5 საათამდე ^_^

მესამე და უკანაკსნელი დღე:

მეორე დილა საკმაოდ მძიმე იყო. ორი დღე ნორმალურად არ გვეძინა და დილით ადგომა საკმაოდ გვიძნელდებოდა. უკანასკნელ დღეს ზემო აჭარაში ღვინის დეგუსტაცია გვქონდა. გავემგზავრეთ სოფელ “საღორეთში”, რომელსაც, როგორც მითხრეს,  ახლა “პირველი მაისი” ეწოდება (ამ ადგილზე უფრო კონკრეტულად ვისაუბრებ ცალკე პოსტში)

საჯაროდ ვაცხადებ: რაც იმ სოფლის სუფრაზე ვჭამე, ასეთი გემრიელი მჭადი, მწვადი, ხაჭაპური არასოდეს მიჭამია. ღვინო იყო უგემრიელესი. წარმოიდგინეთ: გამჭვირვალე თეთრი ღვინო, ხილის გემოთი და ძალიან ადვილად დასალევი. არ ვიცოდი, რომ აჭარაში ასეთი ღვინო იშოვებოდა.

განსხვავებულებიც ვსვით და მგონი ამან დამღუპა. ხმა დავკარგე.. უმრავლესობა ამ ამბავმა გაახარა, აბა, იმ დღების განვალობაში ბევრს ვტლიკინებდი , ხალხი დაიღალა  🙂

დადგა წასვლიც დროც 😦  ბავშვებს საკმაოდ მივეჩვიე და რამდენიმე სააათში მათთან დამშვიდობება  მიძნელდებოდა. თუმცა, აქ ჩვენი ისტორია არ დასრულებულა,…

მგზავრობა ავტობუსით:

მოგეხსენებათ, ზუსტად იმ დღეებში მოხდა უბედურებები რიკოთზე. ჩვენ ვიცოდით, რომ შემოვლით გზებზე მინიმუმ 2 საათს დავკარგავდით, მაგრამ არ გვეგონა,რომ არ მისული სამტრედიანმდე (თუ უფროს შორსაც) ავტობუსის საბურავი გასკდებოდა (ისეთი ხმა ჰქონდა, მეგონა ავტობუსს რომელიღაც ნაწილი მოძვრა). მოგვიწია საათნახევარი ერთ ადგილზე დგომა, ლოდინი. აქ უნდა აღინიშნოს ბატონი კალატოზიშვილის გენიალური იდეა: გვართობდა ინტერვიუების ჩამორთმევით.ვღადაობდით, ვიცინოდით, ვერთობოდით.

სამტრედიამდე მგონი 15 კმ/საათით ვმოძრაობდით და იქ, სანამ ავტობუსს შეაკეთებდნენ, კიდევ საათნახევრიანი ლოდინი მოგვიწია.  ამ ყველაფერს ერთადერთი ის პლიუსი  ჰქონდა, რომ კიდევ რამდენიმე საათი გავატარეთ ერთად, მაგრამ ყველა საბოლოოდ გაითიშა და  ნორმალურად ვეღარავინ აზროვნებდა…

დილის 7–ის ნახევრისკენ დავბრუნდით თბილისში.. სახლში მისვლისთანავე უგონოდ დამეძინა….

პ.ს. ვიცი, ვიცი, არ მეხერხება  მოვლენების აღწერა  🙂 მაგრამ მინდოდა ჩემს ბლოგზე აღმებეჭდა ეს დღეები.

ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს, მონაწილეებს. ეს დღეები დიდი ხანი მემახსოვრება  🙂

ღონიზძიებების გრაფიკს იდეალურს ნამდვილად ვერ დავარქმევ: დრო ცოტა იყო და მოსანახულებელი ადგილები საკმაოდ ბევრი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავლისათვის ორგანიზატორები გაითვალისწინებენ ყველა “ჩავარდნას” და თუ ჩატარდება “Georgian Blogging Days 2012” – მას უფრო სრულყოფილი სახე ექნება.

განსაკუთრებული მადლობა: კნუტს, პაწუს, სანდროს და თიკოს.. ფაქინგ ენიმალზ! ❤

და, რთქმაუნდა, ეს სიმღერა კარგი განწყობისათვის ^_^ არ ვიგინები! ბლოგერები მიხვდებიან 🙂

P.S.2. სურათები კარგი განწობისათვის:

შელოცვას უკეთებს

მძიმე ღამის შემდეგ, სანის ფეხზეც ეძინა

ჰმმმმმ.

აქ იწვებოდა მწვადი

ლოთები და კუჭის ხამები

იუსტიციის სახლში სასარგებლო დრო გავატარე

ეეე. საბაჟო..რა მაგარია ^_^

დაგვტანჯეს ამ პაპარაცებმა

Advertisements
Categories: სოც. მედია, ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , , , , | 19 Comments

პოსტის ნავიგაცია

19 thoughts on “Georgian Blogging Days 2011 (ბლოგერები და ზღვა)

  1. შენ ის მითხარი, ჩემი ბათუმი თუ მოგეწონა?

    • ბათუმის დათვალიერებას ცოტა დრო დავუთმეთ ..მაგრამ მომეწონა როგორც გააკეთეს და გაალამზეს, სამწუხაროა, რომ ვიწრო ქუჩებია… ლონდოს ჰგავს ამით :)) 2 კვირაშივაირებ ზღვაზე წასვლას და უფრო კარგად დავათვალიერებ 🙂

  2. მე, პირიქით, ზუსტად ის ვიწრო ქუჩები მომწონს 🙂 უხდება 🙂

    • არა, ამაზე ვერ შეგედავები, ნამდივლად ლამაზია , მაგრამ ჩვენ ვმგზავრობდით დიდი იკარუსით და ძალიან გაგვიძნელდა ამ ქუჩებში გასვლა ….. სასეირნოდ და პატარა მანქანებისათვის იდეალურია ყველაფერი და დიდი ავტობუსებისათვის თუ მანქანებისათვის ნოუ

  3. ჯესიკო, ვი მოგახსენა, რომ მოვლენების აღწერა არ შეგიძლია?
    ნტ, ნტ..
    იმას გაუხმა თავი..
    ძალიან ვისიამოვნე ამ პოსტის წაკითხიტ.. ჩემი დიდი ლაიქი.
    მიხარია, რომ ასეთი დრო გაატარე.. :*

  4. ჯეს, გულწრფელად გეუბნები, რომ ყველაზე კარგად შენ გაქვს აღწერილი იქაური მოვლენები. ყველას ზოგადად ეწერა, სანდრო მიუდგა ცოტა განსხვავებულად და არ გვაღირსა გაგრძელება. შენ გაქვს დეტალურად და მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაო დრო გავიდა, მაინც საინტერესოდ იკითხება.

    ხო, ეს ზოგადად და კონკრეტულად კი იმის თქმა მინდა, რომ მაღალმთიან აჭარაში რომ მიდიოდით პატარა ჩანჩქერიც თუ მოინახულეთ, ჩათვალე, რომ გვირილას ბავშვობაში იყავი რამდენიმე წუთით 😀 სოფელი “პირველი მაისი” ვიცი, თუმცა არასოდეს ვყოფილვარ, მხოლოდ გავლით, ცენტრალური გზა გადის მაქვე და იმიტომ.

    გამიხარდა რომ მოგეწონა აჭარა და ცხადია მჭადიც, აჭარაში საკმაოდ კარგად აკეთებენ ^_^
    ნოსტალგია დამემართა ახლა, მარა მაინც სასიამოვნოა ამ პოსტის წაკითხვა.

    ველოდები მეორე პოსტს სოფელ “პირველ მაისზე” 😉

  5. ამ სიმღერის მისამღერზე ვაფანატებ ❤ 😀

  6. ყველაზე ამომწურავი და საინტერესო პოსტია ბლოგერების მორიგი ვოიაჟის შესახებ! მართლა გული დამწყდა რომ მეც არ ვიყავი შენთან ერთად! უფრო მეტ და სასიამოვნო ბლოგერულ თავგადასავლებს გისურვებთ! :*****

  7. vin tqva rom movlenebis agwera ar gexerxeba? dzalian sayvarlad gqonda yvelaferi agwerili ^_^ :*

  8. NinucaElectro

    მმმ : დრიმ: :დ

  9. გამოხმაურება: ფსიქოპათის ფავორიტი მუზუკები vol2 « გაუწონასწორებელი ფსიქოპათის ბლოგი

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: