სიგარეტის ბოლი

მოწევა კლამს და არა კლავს © საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე–6 კორპუსის, მე–6 სართულის კედელი

ბავშვობიდან გვესმის ფრაზები: მოწევა იწვევს ნაადრევ სიკვდილს, მავნებელია ჯანმრთელობისათვის, ფილტვებისათვის, სასუნთქი ორგანოებისთვის, იწვევს ხველებას, კანის ნაადრევ დაბერებას, კბილების გაყვითლებას, სუნთქვის გაუარესებას, გულსაც ავნებს, ორსულობისას განსაკუთრებით მავნებელია, და ააააააააააააააააააა ბლა ბლა ბლა.

ბავშვების უმრავლესობა რატომ იწყებს მოწევას? ი ნ ტ ე რ ე ს ი ს გამო: ნეტავ რა არის ის, რაზედაც ყველა მასე საუბრობს, რასაც მშობლები გვიკრძალავენ. запретный плод сладок!

მივმართავ არამწეველ ადამიანებს : არ მოგბეზრდათ ლექციების კითხვა თემაზე “რა ცუდია, რომ ეწევი და რა კარგია, რომ არ ვეწევი”:  აი, იცი, რომ მავნებელია? აი, იცი რა შეიძლება მოხდეს?.  ყოველთვის მიჩნდება სურვილი ვუთქვა ამ ადამიანებს: кто не курит и не пьёт, тот здоровеньким помрёт   =) ვაკუუმში და ჩაკეტილში არ ვცხოვრობ, რომ არ ვიცოდე სიგარეტის მავნებლობა. 2008 წლამდე არ მომიწევია და არა იმიტომ, რომ მეშინოდა ამ “ინფორმაციული ნაკადის” სიმართლის, უბრალოდ  – არ მინდოდა. 22 წლამდე ისე მივაღწიე,რომ ერთი ნაპასიც არ მქონდა დარტყმული. ვიცი, ლოგიკურად იბადება კითხვა: შენ უბედურო, რამ დაგაწყებინა?იმედებს გაგიცრუვებთ, მაგრამ ამაზე საუბარს არ ვაპირებ.

ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მოწევას კარგი არაფერი მოაქვს. თუმცა სახლში არც მიკრძალავდნენ. შეიძლება ამ “არა აკრძალვის ” ბრალიც იყო, რომ ინტერესიც არ მიჩნდებოდა. მოწევა რომ დავიწყე – გაუკვირდათ, თუმცა  არც არაფერი უთქვამთ. დედაჩემი, რათქმაუნდა, მირჩევს, რომ ნაკლები მოვწიო, მაგრამ არჩევანის უფლებას მაინც მე მიტოვებს. დემოკრატია ყველაზე კარგია.

მოწევა კარგი პროცესია? არა და არა! უმრავლესობა ვინც ეწევა, „პონტის” გულიზე უკიდებს სიგარეტს.  მინდა შეგეკითხოთ: დღეში რამდენ ღერს ეწევით?  სამსახურის/გაკვეთილების/ლექციების პერიოდში მინიმუმ საათში ერთხელ გადიხართ ოთახიდან  სიგარეტის მოსაწევად.  ხოლო მეგობრებთან ყოფნისას რამდენს ეწევით?  კაფეში ან სტუმრად ყავის სმისას ან უბრალოდ საუბრისას? შეგიმჩნევიათ, რომ ამ უკანასკნელ შემთხვევებში უფრო მეტს ეწევით? მე ჩემს თავზე შემიმჩნევია. მე ვაღიარებ, რომ ვეწევი „პონტის გულიზე“. ცუდია? კი, ეს ყველაზე ცუდია.  რამდენიმე დღე სახლში ჯდომისას სიგარეტი არც გამახსენდება, მაგრამ მწეველთა საზოგადოებაში მოხვედრისას – ნამდვილად დამეწყება “ლომკა”.

იცით თუ არა, რომ  ადამიანი სიგარეტს ეჩვევა მოწევის დაწყებიდან 10 წლის შემდეგ. მანამდე ნებისმიერს შეუძლია გაანებოს თავი. ვინც არ ანებებს –  იმას, ე.ი. უბრალოდ არ უნდა.

დილაობით არ შეუწუხებიხართ ხველებას? თან მხოლოდ დილაობით? მწეველების ძირითადი ნაწილი დილაობით ახველებს. მიზეზი შემდეგია: თქვენ ღამით გძინავთ და, შესაბამისად, არ ეწევით; ამ დროს მოდუნებული ორგანიზმიდან ნელ–ნელა გამოდის ნიკოტინი, რომელიც იწვევს ხველების რეფლექს. ეს არ რის ჩემი დასკვნა, ექიმის დასკვნაა. გირჩევთ ნაკლები მოწიოთ საღამოობით და  შეცვალოთ სიგარეტის მარკა.

არსებობს მითი, რომ სტრესის დროს, დეპრესიისას, ცუდად ყოფნისას  მოწევა შველის. არანაირად! არ დაიჯეროთ. მოწვა არ შველის, სიგარეტის დაჭერა და წამდაუწუმ ნაპასის დარტყმა “შველის”. თქვენ შგიძლიათ აიღოთ ჩუპა–ჩუპსის კამფეტი, ან მარილიანი ჩხირი – ეფექტი იგივე იქნება, უბრალოდ ფილტვებს არ გააღიზიანებთ.

რისი თქმა მინდოდა ამ პოსტით:

ვინც ეწევა: შეეცადეთ მსუბუქი სიგარეტი მაინც მოწიოთ; საღამოობით ნაკლებად მიეძალოთ; გააკონტროლოთ თქვენი თავი მეგობრების წრეში.

ვინც არ ეწევა: ნუ გვიბურღავთ ტვინს! ვიცით! იგივე ინფორმაციას ვფლობთ! ვიცით, რომ მოვკვდებით ან რამე ჯანდაბა დაგვემართება! თქვენი საუბრებით გვაღიზიანებთ და არაფერს ახალს არ გვეუბნებით და შედეგი მაინც ნოლი იქნება!

ახლა კი,  დიდი სიამოვნებით მოვწევდი ერთ ღერს  და დავლევდი ყავას…

შოკოლადის ნამცხვარიც, თუ შეიძლება…

Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , | 70 Comments

პოსტის ნავიგაცია

70 thoughts on “სიგარეტის ბოლი

  1. ჩემი აპლოდისმენტები, ჯესი 🙂

    ასეთი ჭკუის სწავლება, უსარგებლობას თავი რომ დავანებოთ, ელემენტარული უკულტურობა მგონია მე.

    რჩევებს იძლევიან მაშინ, როცა ამას ითხოვენ. მოხალისე ჭკუისმსწავლებლები არავის სჭირდება. მე არ მჭირდება და ვისაც მოსწონს, ღმერთმა შეარგოს.

    პ.ს. ერთ-ერთ ყველაზე მაგარ (და ყველაზე გემრიელ) სიგარეტს ვეწევი. დღეში, მინიმუმ, კოლოფს. მოდურობის გამო არ დამიწყია და მოდურობის გამო არ გავეშვები.

  2. დავიდოვი სტაბილურად არასოდეს მომიწევია. კენტს (სანამ ნანოტეკ-დიზიანით გამოუშვებდნენ) და პარლამენტს (სანამ ნაით ბლუ გამოჩნდებოდა) ვეწეოდი. ორივე კარგი იყო 🙂

  3. ნათია

    მართალი ხარ, ყველაზე ჯანსაღია ახსნა, როდესაც ამბობ რომ სიგარეტის მოწევა ინტერესის გამო დაიწყე და არა იმიტომ რომ სხვა ეწეოდა. ზუსტად ასე _ ,,სხვა ეწეოდა”. ნუ, ინტერესის გამო დაიწყე ხომ კარგი და აი, ,,კაი ტიპობის” გამო რომ იწყებენ მოწევას ეგ არ მესმის. ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ადამიანს უნდა და ეწევა, მაგრამ აი მე რომ დამანახოს ,,აი, ნახე, ვეწევი, რა კაი ვინმე ვარო” ეს არ მესმის, ჩემთვის არ აქვს რამენაირი მნიშვნელობა ვინ ეწევა და ვინ არა და რა უბედურებაა ეს მოწევის შეშურება თუ რა დავარქვა აღარ ვიცი…

  4. და მაინც, მიუხედავად იმისა რომ მოწევა არ ვარგა, კლავს, ფილტვების კიბოს აჩენს და ა,შ,,, :დ მე მაინც ვეწევი როცა ფული მაქვს სიგარეტის :დ ვოტ! :დ

  5. ჯესი, პოსტს სულ თავში ნუ გადაჭრი, ერთი-ორი აბზაცი მაინც დატოვე. უფრო ლამაზიც არის და მკითხველისთვისაც კომფორტულია 🙂

    • მოლი მადლობა შენიშვნისათვის, გავაკეთებ 🙂 ისე მართლა მაიტნეესებს შენიშნვები და კორექტიერბები და რამე ამისატვის შევქმენი ეს >https://ourlifegoeson.wordpress.com/feedback/ :)) აგდავაკეთებ მოლი ტჰნკს 😉

      • ჯანდაბას 😦 ახლა შევამჩნიე ფიდბექი.

        მანდაც დავაკოპირებ.

        ასეთ რაღაცებს მეც ახლა ვსწავლობ. ჩემთან ამართლებს და ამიტომ მოგწერე 🙂

      • ხოდა ძალიან მიხარია, რომ კარგ გამოცდილებას ჩემთან იზიარებ :))))) გაიხარე :* წუბ

  6. კვამლზეც კი ალერგია მაქვს :ს

  7. არც ვსვამ, არც ვეწევი და არც ჭკუას ვაწავლი კიდე 🙂 ყველამ თვითონ იცის თავის საქმისა. განა იმიტომ ვარ ასე, რომ ჯანმრთელობას დავკანკალებ? არა, უბრალოდ არ მომსვლია აზრად რომ მომეწია და დამელია , ეავიცი…:)))) +100000000000 🙂 მაგარი პოსტია და საერთოდ… ჯეს, მევასები 🙂 🙂

  8. თეა 🙂 🙂 არც მე ვეწევი და არ ვსვამ … უბრალოდ, არ მინდა, რა! 🙂 მწეველები არ მაწუხებენ და არც მე ვაწუხებ 🙂

  9. PaWu

    “მწეველების” და “არამწეველიბის” მიმართვები მომეწონა 😀

  10. DsScorpion

    მკიდია, არ მიყვარს ეგრე ტვინის ბურღვა და მორალების კითხვა მწეველებისადმი… მთავარია ბავშვიიი… არადა მე ვიყო კარგად და სხვას კისერი უტეხია ))))) ხო უი, ჩემი ინფორმაციით მოწევით გარემომყოფ არამწეველებსაც აზიანებო და მართალია? o_O

    • კი, პასიური მოწევა უფრო მავნებელია ჯანმრტლელობისათვის, სხვის “გამონაბოლქვებს” სუნთქავ :))))) ^_^ 🙂

  11. ვეწევი მაგრამ დანებებაც შემიძლია,თუმცა გემრიელი საუბრის ან რაღაცაზე ფიქრის დროს ყოველთვის მიჩნდება მოწევის სურვილი–ჯესი,ამიტომ არის დაქალებში უფრო მეტს ეწევიან ვიდრე სხვა სიტუაციაებში))))
    მოლი შავ დანჰილს გემო ვერ გავუგე,აი ფული როცა მაქვს პარლამენტს ვყიდულობ და ერთიც ოცნება მაქვს:გეცოდინება ფრანგული ფილმი “მეოცნებენი” მანდ ფილმის გმირი გოგო ეწევა ვარდისფერ სიგარეტს,როგორ მინდა ეგ გავსინჯო.საუკეთესო საჩუქარი იქნებოდა))

    • ბერტოლუჩის დრიმერს კი ვიცი, მაგრამ იმ სიგარეტის მარკას ვერ ვიხსენებ.

      ვარდისფერი მსუბუქი იქნება.

      შავ დანჰილამდე მეც პარლამენტს ვეწეოდი. მერე ნაით ბლუო და აღარ მომეწონა.

  12. mawilda

    მომეწონა თემა 🙂 კარგა ხანს ვეწეოდი, შარშან დავანებე თავი და მარტო იმიტომ, რომ მე აღარ მინდოდა. მავნეა თუ სასარგებლო ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს და ზედმეტი ცხვირის ჩაყოფა საჭირო არაა.

  13. მე ერთს ვითხოვ მწეველების გასაგონად: მე ნუ მომაბოლებთ რაააა … :დ :დ

    თორე მოსწიონ რამდენიც უნდათ, ოღონდ მე ნუ მახრჩობენ კვამლით : ( რამდენჯერ შემიმჩნევია, როცა პატარა სივრცეა, მაინც დგანან და ეწევიან, მე კიდე ვიხრჩობი… : (
    ყველას არ ეხება, “პატიოსანი” მწეველებიც ვიცი მე ^_^

  14. მხოლოდ ახლო მეგობრებს ვუჩიჩინებ, რომ მოიშრონ თავიდან ეგ საშინელი რაღაც. აი, ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ იწყებენ ზრდასრული ადამიანები სიგარეტის მოწევას. ვერანაირ ლოგიკას ვერ ვპოულობ. 100%-ით ვიცი, რომ ცხოვრებაში არასოდეს გავხდები მწეველი 😀

  15. არ ვეწევი, სურვილიც კი არ გამჩენია რომ გამესინჯა. აკრძალული ხილი კი ყოველთვის გემრიელია, გეთანხმები.

  16. სიგარეტით სიამოვნებას ვიღაცის შეწუხებულ-აღშფოთებული სახის ყურებით არ ჩავიშხამებ. ამიტომ, ვცდილობ, “ჩემად მიჩნეულ ტერიტორიაზე” მოვწიო. ვისაც არ მოსწონს – გადის. ან რჩება. იმის მიხედვით, რა და როგორ უღირს.

  17. gvantsa

    jess me chumad var isedac 😀

  18. მე არ ვეწევი და არც სხვას ვუკითხავ მორალს, მარა ცხვირში თუ მაფუილებს, მაშინ ვცოფდები 😀
    ჯეს, მეჩვენება თუ ცოოოტათი აგრესიული პოსტები მოხშირდა? 😀

    • არ გეჩვენება ჩემო კარგო, რაღც აღრენილი დავდიოდი, მაგრამ ჩემს “პოზიტიურ პოსტში” ვხსნი ყველაფერს… და ეს პსოტი არაა აგრესიული , რატომ :)))))

  19. არასოდეს მომიწევია, მაგრამ ამ თემაზე ნოტაციებს საკუთარ შვილსაც კი არ ვუკითხავ (მგონი, ასე უფრო ეფექტური ანტინიკოტინური კამპანია გამომდის, ) 🙂

  20. ექსპერიმენტმა გაამართლა:. გამოვცვალე სიგარეტი და აღარ მახველებს დილაობით ^_^ ხო ვიცი, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა თავის დანებება

  21. მშვენიერი არჩევანია 🙂

    მეათასე კომენტარი… რა მაგრობაა 🙂 ზოგან ამდენს ერთ წელში ვერ აგროვებენ. ყოჩაღ, ჯესი 🙂

    • ხოოდა იხილე ახლა ახალი პოსტი ^_^

      • ვიხილე უკვე 🙂 სიგარეტთან ერთად წავიკითხე (ეს, ოფფ-ტოპი რომ არ გამოვიდეს).

      • ^_^ გუშინ შევედი მაღაზიაში. დიალოგი ჩემსა და გამყიდველს შორის:
        მე:– დანჰილი გაქვთ შავი?
        გამყიდველი:– არა,
        –ცუდია
        –და ეს წვრილი სიგარეტია?
        –არა, “სქელია” და გრძელი (მეღიმება)
        –აა, უი კი არ გვქონია და რა ფასად ყიდულობთ
        –4ს ვიხდი
        –რა უბედურებაა, ეს სიგარეტია?სიგარეტში როგორ შეიძლება გადავიხადო 4 ლარი, მე დღეში ვერ ვშოულობ ამდენს ფულს და თქვენ ე.ი გაქვთ, ხოდა ყიდულობთ, ნუ სადაა სამართალი

        გამოვიქეცი ვერ გეტყვი რა სისწრაფით. დამახურა თავზე ყველაფერი :)))))))))
        ვიხალისე

  22. მარაზმი 😦 შენ იხალისე და მე გავბრაზდი.

    ბიჭო, ხომ არ ვიპარავ, ეს ოხერი, ჩემი ხელფასით ვყიდულობ და რა იმის საქმეა, ოთხლარიანს ვეწევი თუ ლარნახევრიანს?

    მაგ მაღაზიას პატრონი არ ჰყავს ნეტავ?

    სხვის ჯიბეში ფულის თვლას არ გავეშვით 😦

  23. aaa es simghera rogor mevaseba 🙂

  24. “არსებობს მითი, რომ სტრესის დროს, დეპრესიისას, ცუდად ყოფნისას მოწევა შველის. არანაირად! არ დაიჯეროთ.”

    სულ ეს იყო რისი გაგონებაც მინდოდა ^_^

  25. მე და ჩემს ბლოგს უყვარხარ! :დ:დ:დ:დ

    რაც შემეხება მე 7ე წელია ვეწევი მაგრამ დამოკიდებული არასდროს ვყოფილვარ არასდროს მომდომებია მოწევა უბრალოდ საშინლად მიყვარს სიგარეტის მოწევის პროცესი ^^ ვოტ!

    • მადლობა საყვარელო ^_^ მე და ჩემს ბლოგსაც ძალიან გვიყვარხააააააააართ ორივენი :)))

  26. ar mkidia visac ra unda is qnas. ra chemi saqmea lol

    jess .. the best

    alaviu:))

  27. ვააა ჯეს, რა კაი პოსტი გამოგიცხვია ^_^
    პ.ს. მე არ ვეწევი ^^ იშ :დ

    • ეგ როდინდელია საან… ეჰ.. ჩემი იშვიათი სტუმარი გახდი:))))
      მადლობა შეფასებისათვის :*:*

  28. „პონტის” გულიზე უკიდებს სიგარეტს<– gulize ? : D

  29. აბა? :შ

  30. Amirani

    ძალიან კარგი პოსტია, მომეწონა, ბევრ რამეში დავეთანხმე მაგრამ ერთ კი დავამატებდი ინტერესის გამო არ იწყებენ მოწევას როგორც ამ სტატიაშია აღნიშნული. სიგარეტის მოწევა “დიდი ადამიანად გახდომის” ფარულ სურვილთან არის დაკავშირებული, რაც ალბათ ფილმებიდან არის ჩამოყალიბებული ასეა ეს !!! ხოლო იმას დავეთანხმები რომ თუ თავის დანებება გინდა მართლაც დაანებებ 🙂

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: