ფსიქოპათის ფავორიტი მუზუკები

არის სიმღერები,  რომელიც  აკვიატებული  გვაქვს და, გვინდა თუ არ გვინდა, ვერ ვიშორებთ თავიდან. დარწმუნებული ვარ, ერთადერთი არ ვარ, ვინც რთავს რომელიმე ერთ სიმღერას და შეუძლია  მთელი დღე playlist-ში ატრიალოს მხოლოდ ის….

მინდა ჩამოგითვალოთ რამდენიმე სიმღერა, რომელიც თავის დროზე სააასტიკად  მქონდა აკვიატებული:

1. სიაში პირველია Sunrise Avenue – Fairytale Gone Bad (ოღონდ აკუსტიკური ვერსია)

ამ სიმღერაზე მე და კიდე 3 ადამიანს გაჭედილი გვქონდა 2007 წელს. ვიკრიბებოდით კვირაში 3-4ჯერ და, თითქმის ყოველთვის, მხოლოდ ამ სიმღერას ვუსმენდით. ტექსტი საკმაოდ სევდიანია:  როგორ ამოუვიდა ყელში კაცს ქალთან ურთიერთობა და “აპაშოლებს”. სიმღერის ტექსტი უბრალოდ იმდროინდელ ჩემს სიტუაციას (მე ვიყავი კაცის როლში) ვადარებდი და ჩემი მეგობრებიც მხარს მიჭერდნენ (ნიიიინ, ნაააან, კოოოოოკ). 4 წლის შემდეგაც ფბზე რომ დავდო ეს სიმღერა, ვინც იცის იმავე წამს დამილაიქებს ამ ლინკს, და გაგვახსენდება ძველი დრო, ჩვენი გიჟობები და გართობები… კარგია, როდესაც თუნდაც ერთი სიმღერა ადამიანებს აერთიანებს..

2. ჩემს სიაში მეორე სიმღერაა:  Jessie J – nobody’s perfect

ვინც ჩემ ბლოგს დიდი ხანია კითხულობს, ახსოვს ჩემი პოსტი ამ ქალბატონზე ( ჩემი სეხნია, ამომავალი ვარსკვლავი – Jessie J). სერიოზულად გაჭედილი მქონდა ამ ადამიანზე და მის ხმაზე (უფრო ხმაზე, ვიდრე სიმღერებზე). რატომ მაინც და მაინც ეს სიმღერა? ზუსტად ჩემზეა, იწყება სიტყვებით: როდესაც ვნერვიულობ, მგონია, რომ ზედმეტს და ბევრს ვლაპარაკობ, არ შემიძლია გავჩუმდე და ბლაბლალა.. ვინც მიცნობს დამეთანხმება, რომ ეს, ნამდვილად, ჩემი სიმღერაა

3. Jason Mraz – I’m yours

ეს სიმღერა 2010 წლის დასაწყისიდან მომწონს. მე და ჩემმა უახლოესმა ძმაკაცმა აღმოვაჩინეთ ეს სიმღერა და, მისი არ ვიცი, მაგრამ იმ დღიდან ჩემთვის ჩვენი სიმღერა გახდა, ასოციაცია მხოლოდ მასზე  მაქვს და თვითონ სიმღერაც ძალიან თბილია და სიყვარულით სავსე.

4. Jazmine Sullivan  – Bust Your Windows

ეს სიმღერა არის “Step Up 3D“-ს ერთ-ერთი საუნდტრეკი. თავის დროზე დიდი ყურადღება არც მიმიქცევია ამ მელოდიისათვის, პირველად სერიოზულად მომასმენინა წინა პუნქტში ნახსენებმა ძმაკაცმა. ყურადღებით რომ მოვუსმინე და ფილმში ცეკვას რომ ვუყურე, გავჭედე. მინდოდა შემესწავლა ეს ცეკვა (ხომ იცით, როგორ ვაფრენ ცეკვებზე), და მუსიკამ ხომ მაგიჟებდა. სიმღერაში მოისმენთ გამწარებული ქალის სიტყვებს, როგორ უღალატა საყვარელმა ადამიანმა და როგორ იძია შური. საკმაოდ კარგი და ცოტა აგრესიული ტანგოა.. (ლაიიიიქდ)

5. Sean Paul (ft Blu Cantrell) – breathe

ამ სიმღერაზე ერთი-ორ თვის წინ მქონდა გართულება. იმ დროს Sean Paul-ის მუსიკები მომწონდა, ეს სიმღერა კი  განსაკუთრებით. ტექსტიც კარგი აქვს, თვითონ მუსიკა ცოტა თავისებურია, მაგრამ კარგად  მოაქვს ^_^

6.  ჩემი ბოლო გაჭედვა არის Moby – extreme ways

შაბათ-კვირა გავატარე The Bourne-ის სამივე სერიის ყურებაში, და ტვინში ჩამიჯდა ამ ფილმის საუნდი. სიმღერა საკმაოდ კარგი მოსასმენია, ნუ მასზე ვერ იცეკვებ, მაგრამ რელაქსაციისთვისაც კარგია და კარგ გუნებაზეც მოგიყვანს ::)

სულ ეს იყო. რათქმაუნდა, უფრო მეტი სიმღერაა, რომელზედაც გამიჭედავს და მომწონდა, მაგრამ ახლა მხოლოდ ეს მახსენდება..

მომავალ შეხვედრამდე 🙂

P.S. სამომავლოდ კიდევ თუ გამოჩნდება “გასაჭედი” მუზუკები  – აუცილებლად შეგატყობინებთ ^_^

P.S.S. კომენტარებში თქვენც ჩამომიწერეთ თქვენი ფავორიტი მუზუკები და, იქნებ, მეც მომეწონოს ^_^

P.S.S.S. ვინმეს თუ უნდა ეს პოსტი თეგ-თამაშის სახით გააგრძელოს, მშვენიერი იქნება 🙂

მუდამ თქვენი,

ფსიქოპათი


Advertisements
Categories: AUDIO/VIDEO | ტეგები: , , , , | 17 Comments

პოსტის ნავიგაცია

17 thoughts on “ფსიქოპათის ფავორიტი მუზუკები

  1. sick puppies-maybe, all the same, odd one. black-mine again, weightless keren ann- i’m not going anywhere,

  2. ამ ორიოდე თვის წინ, მთელი კვირა ისეთი რაღაცები მეკვიატებოდა და ისეთ მუსიკას ვუსმენდი, ჩამოწერა კი არა, საკუთარი თავისთვის შეხსენებაც კი მეუხერხულება 🙂 🙂 🙂 ჩემი ბავშვობისდროინდელი ესტრადა გავიხსენე 🙂 🙂 🙂 🙂

    • ააა ბავშვობის ესტრადების გახსენება მეც მახასიათებს ხოლმე.. ისეთ რაღცეებს ვიხსენებთ მე და ჩემი ერტი მეგობარი… გული გვისკდება სიცილისგან :))))))))))
      ^_^

  3. მე ამაზე მაქვს შორითო ბოდვები 🙂 ეს ფეირითეილი დიდად არ მიზიდავს 🙂

  4. კარგია, როდესაც შეგიძლია სხვადასხვა სტილის მოსმენა.

  5. jees ra kargi posti iyooo ^_^ sheidzleba me rom gavagrdzelo? :*

    • რათთქმაუნდა საყვარელო :)) მაგიტომაც მივუწერე პოსტს, “ვინმეს თუ უნდა ეს პოსტი თეგ-თამაშის სახით გააგრძელოს, მშვენიერი იქნება ” >>> :*

  6. მეე იმდენს ვუსმენ ბოლოს ყელში ამომდის ხოლმე…
    დიდი მადლობა ისე, 1–ელი სიმღერა მეც ძალიან მიყვარდა ერთ დროს და რო დავიანხე გამახსენდა და გამეხარდა.. ისე უმეტესობა რაც გაქვს მეც ძალიან ძლაინ მიყვარს და სიმღერაში დიდ მნიშვნელობას ვაქცევ ტექტსებს:)

  7. აქედან ორი მეც მომწონს ^^

  8. პირველი სიმღერა კარგად მახსოვს მე როგორ მქონდა აკვიატებული 🙂
    ყველგან, ყოველთვის და ყველაფრის ზარად! :)))))

  9. გამოხმაურება: ფსიქოპათის ფავორიტი მუზუკები vol2 « გაუწონასწორებელი ფსიქოპათის ბლოგი

  10. Nanako Ust

    თეგ-თამაშის სახით მაგარი იქნება, ძალიან… 🙂
    დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი, კი არადა, დავწერდი… თუ არ დამეზარა :დ ❤

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: