ლუკ ბესონის “ლუსი” – პრევიუ

დისქავერიზე ან უბრალოდ რომელიმე ჟურნალში მოგვიკრავს თვალი მსგავსი ინფოსთვის: ადამიანი საკუთარი ტვინის დაახლოებით 10%-ს იყენებს (სხვა წყაროების მიხედვით ეს მაჩვენები მხოლოდ 5-7%-ია)… ყველა გვიმტკიცებს  იმას, რომ ამ პროცენტის ზრდასთან ერთად ადამიანს განუვითარდება ჩვენთვის ამოუცნობი და ზებუნებრივი შესაძლებლობები: ტელეპატია, ფრენა, მომავლის განსჭვრეტა, უკვდავება და ა.შ.kinopoisk.ru

 ლეგენდარულმა რეჟისორმა ლუკ ბესონმა, ამჯერად, ამ თემაზე გადაწყვიტა ყურადღების გამახვილება და წარმოგვიდგინა კიდევ ერთი ბლოკბასტერი, რომელიც შეეხება ადამიანის ზებუნებრივ შესაძლებლობებს.

მაშ ასე, დღევანდელ პოსტში წარმოგიდგენთ  – „ლუსი“:

   ლუსი – კაცობრიობის საიდუმლოების გასაღება

   ლუსი – საკუთარი ტვინის 100% პროცენტს იყენებს

   ლუსი – მე-8 საოცრება თუ საშიში იარაღი

  მოდით, ჯერ ფილმის მოკლე ანოტაციას შევეხოთ: „….ჯერ კიდევ გუშინ, ლუსი (სკარლეტ იოჰანსონი) ჩვეულებრივი სექსუალური ქერა ქალი გახლდათ, დღეს კი — თავისი ბუნებრივი შესაძლებლობებითა და ინტელექტით, პლანეტაზე, ყველაზე საშიშ და მომაკვდინებელ ქმნილებად გადაიქცა. ის, რასაც ცოტა ხნის წინ მსოფლიოს საუკეთესი მოაზროვნეები ფანტასტიკურ თეორიად თვიდნენ, მისთვის რეალობა გახდა. და ახლა იგი მსხვერპლიდან მტაცებლად გადაიქცა…“. მეორე მთავარ როლს ფილმში მორგან ფრიმენი ასრულებს. მისი პერსონაჟი ცნობილი პროფესორია, რომელიც შეისწავლის ადამიანის ტვინის მოქმედებას და შესაძლებლობებს და ზუსტად მას უკავშირდება ლუსი, როდესაც საკუთარ თავში უცნაურ შესაძლებლობებს აღმოაჩენს…

  ????????????სცენარისტს ლუკ ბესონს ეხერხება ბოევიკის და ბლოკბასტერის სცენარის წერა, ხოლო რეჟისორს ლუკ ბესონს ეხერხება მისი გადაღება.  ის ცნობილია საკუთარ ფილმებში ქალის ძლიერი პერსონაჟების წარდგენით. გავიხსენოთ ლეონი, მე5 ელემენტი და ანგელა.. რეჟისორმა  ლუსის როლი. თავდაპირველად. ანჯელინა ჯოლის შესთავაზა, თუმცა ამ უკანასკნელა, გარკვეული მიზეზების გამო დატოვა პროექტი და მისი ადგილი სკარლეტ იოჰანსონმა დაიკავა.

  საინტერესო ფაქტია, რომ ფილმის გადაღება 2013 წლის სექტემბერში დაიწყო პარიზში  „Cité du Cinéma“ სტუდიაში, რომლის დირექტორის თქმით, მსგავსი მაღალბიუჯეტიანი  ფილმი ამ სტუდიას არ ახსოვს.

  ფილმის ტრეილერის ყურებისას ძალაუნებურად გახსენდება ნეილ ბურგერის „Limitless“, რომელშიც მთავარი როლი ბრედლი კუპერმა ითამაშა და ფილმის თემაც მსგავსია: ადამიანი და ტვინის შესაძლებლობების გამოყენება. „Limitless“ საკმაოდ შთამბეჭდავი და დამაფიქრებელი იყო (მოგინდება მსგავსი აბების გადაყლაპვა) და საინტერესოა თავის მხვრივ ლუკ ბესონი  (მაყურებლის დაინტერესებას) როგორ გაართმევს თავს.

????????????  ყველაფრიდან გამომდინარე „ლუსიმ“ კრიტიკოსებისგან სხვადასხვა და ურთიერთგამომრიცხავი გამოხმაურება მიიღო. ზოგიერთს მოეწონა და შთამბეჭდავი უწოდა ფილმს, ზოგიერთმა ბანალური და პრიმიტიული. საბოლოო ჯამში ჯერ-ჯერობით ფილმმა მსოფლიო გაქირავებაში 270 მილიონი დოლარი დააგროვა და ლუკ ბესონიც კმაყოფილი დატოვა.

  „ლუსი“ ინტერნეტში დიდი ხანია უკვე დევს, მაგრამ მგონი ლუკ ბესონის ფილმს არ ეკადრება კამ რიპი ან ცუდი გახმოვანება.. შესაბამისად,  18  სექტემბრიდან  ამ ფილმის ნახვის და შეფასების შესაძლებლობა უკვე ჩვენს კინოთეატრებში იქნება შესაძლებელი.

ავტორი: გაუწონასწორებელი ფსიქოპათი.
დაუშვებელია ავტორის ნებართვის გარეშე ბლოგიდან მასალის გადაკოპირება !!!
Advertisements
Categories: Moviezzzzzz | ტეგები: , , , , , , | 3 Comments

პოსტის ნავიგაცია

3 thoughts on “ლუკ ბესონის “ლუსი” – პრევიუ

  1. ფილმი კარგია. მაგრამ ადამიანი 100% იყენებს ტვინის.
    10% ამბავი უბრალოდ ურბანული მითია. 🙂 სამწუხაროდ ან საბედნიეროდ.

  2. სომალელი

    ფილმი მორიგი ჰოლივუდური სკაიფაია, რაც შეეხება 100%, ადამიანი იყენებს ტვინის მაქსიმუმს და ეს უკვე დიდი ხანია ცნობილია, უბრალოდ ფრიმანის გამკვირვებია 🙂

    • შენ ეგა თქვი რაც ამ ფილმში სისულელეები ილაპარაკა მას მერე საიენს ჩანელზე რა სინდდისით უნდა გამოყოს თავი 🙂

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: