Posts Tagged With: ახალი წელი

მინდა

მინდა ღიმილიaaaa

მინდა სიცილი

მინდა ჩახუტება

მინდა გახსნილობა

მინდა პირდაპირობა

მინდა ერთგულება

მინდა სიკეთე

მინდა გახსნილობა

მინდა კომუნიკაბელურობა

მინდა კიდევ უფრო მეტი ერთგულება

მინდა მეგობრობა

მინდა ნდობა

მინდა წარმატება

მინდა წინსვლა

მინდა ჯანმრთელობა

მინდა გახსნილობა

მინდა კარგი ამინდი

მინდა თოვლი

მინდა გუნდა

მინდა მზეI+Want+I+Wanta

მინდა შენი სახე

მინდა შენი სახეც

მინდა შენი სახეც კი

მინდა თანადგომა

მინდა გვერდში დგომა

მინდა ცოტა სიმკაცრეც

მინდა სიგიჟე

მინდა მშვიდობა

მინდა სტაბილურობა

მინდა სპონტანურობა

მინდა მოგზაურობა

მინდა ბარსელონა

მინდა მხოლოდ 50 კგ

მინდა მეგობრები

მინდა ობიექტურობა

მინდა სიბიექტურობა

მინდა მოთმინება

მინდა დისციპლინა

მინდა რწმენა

მინდა გაგება

მინდა მოსმენა

მინდა ლაპარაკი

მინდა ნაკლები წყნება/წყენინება

მინდა სიყვარული

მინდა

მინდა… მინდა… მინდა

Christmas-NewYear

ეს ყველაფერი ახალ 2013 წელს მინდა და მჭირდება

გილოცავთ დამდეგს და ახალ წელს თქვენი სურვილების ასრულებას გისურვებთ 🙂

თქვენი ფსიქოპათი

P.S. საახალწლო განწყობის შესაქმნელად ცნობილი სიმღერის ორიგინალური ვერსია 🙂

ავტორი: გაუწონასწორებელი ფსიქოპათი.
დაუშვებელია ავტორის ნებართვის გარეშე ბლოგიდან მასალის გადაკოპირება !!!
Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | Tags: , , , , , , | 3 Comments

ახალი წლის ზღაპარი (გესთ პოსტი)

ჰაეროვანი ნაბიჯებით მიმავალი გოგო ადვილად შესამჩნევი იყო სანაპიროსთან გამავალ ბილიკზე. მსუბუქად მოდიოდა, თითქოს სულ  არ აბიჯებდა მიწას. ხორბლისფერ კანს განსაკუთრებით გამოკვეთდა თეთრი მაისური, მოკლე შორტებზე რომ გადაეცვა. მისი სიარულის მანერის მიხედვით, ბევრი  ივარაუდებდა,  რომ მოცეკვავე მაინც იქნებოდა. პლაჟს მიუახლოვდა. ზღვიდან მონაბერი ბრიზი უსწორმასწოროდ შეკრულ  თმას უწეწავდა რაც თავისებურ ხიბლს სძენდა გოგონას. უცებ, ჩაუხვია და ერთ ერთ შენობას მიადგა, გასაღები მოარგო და მიიმალა დარბაზში. მასზე ცნობისმოყვარეობით მიჩერებული ვაჟი არც შეუმჩნევია, სანაპიროზე, შორიახლოს რომ ტრიალებდა.დარბაზი გაანათა და მოწესრიგება დაიწყო.
იოგას და ფიტნესის ინსტრუქტორი იყო, რაც განმარტავდა მის ასე შესამჩნევ სიმსუბუქესა და  სპორტულ აღნაგობას. მუსიკა მომართა და რითმში განაგრძო მოწესრიგება. სწრაფად გადაწმინდა მტვერი, გაამზეურა ხალიჩები და დაწმინდა სარკეები. სავარჯიშო დარბაზი კლასების დასაწყებად მზად იყო. “როგორ უცებ გავიდა ერთი კვირა”–გაიფიქრა და თვალი მოავლო დარბაზს. შემდგომ, კომპიუტერს მიუჯდა, შეიმუშავა  და ამობეჭდა ახალი განრიგი, დარბაზის საინფორმაციო კედელზე გამოაკრა. როცა ამ საქმესაც მორჩა, საათს ახედა, დრო საკმაოდ მორჩა. გადაწყვიტა პლაჟზე ჩასულიყო ცოტა ხნით. მზეს უკვე ზღვისკენ აეღო გეზი.. დარბაზი გადარაზა და სანაპიროზე ჩაირბინა. თბილი წყალი ესიამოვნა. მალე ამოვიდა და პლაჟს თვალი მოავლო. უკვე შემოდგომა იდგა და სანაპიროზე შედარებით ნაკლები ხალხი იყო. გაუხარდა. ჩამავალ მზეს ახედა და თვალდახუჭულმა ზღვის მოსმენა გადაწყვიტა.
“უკაცრავად”–მოესმა უცებ. თავი წამოწია. უცნობი ვაჟი მომჯდარიყო ქვებზე მის სიახლოვეს და უღიმოდა. კითხვით სავსე თვალებით ახედა. “მაპატიეთ რომ გაწუხებთ, უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ ძალიან კარგად ცურავთ. გიყურებდით. აქაური ხართ?”– ჩაეკითხა ბიჭი და მომღიმარი სახით შეხედა. მტკიცე უარის სათქმელი გაცნობაზე პირზე შეეყინა. ერთბაშად მოეწონა მისი მზემოკიდებული სახე, თბილი თვალები..
Continue reading

Categories: გესთ პოსტები, ზოგადსაკაცობრიო თემები | Tags: , , , , , , , , , | 5 Comments

ფსიქოპათი და 2011 წელი

საახალწლო განწყობა… საახალწლო პოსტი..

ეს ჩემი ბლოგის პირველი ახალი წელი იქნება ^_^

ბოჟე მოი.. მერამდენეჯერ ვიწყებ და მერამდენჯერ ვშლი ამ პოსტს …

Continue reading

Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | Tags: , , | 16 Comments

Blog at WordPress.com.