ფსიქოპათის ბლოგი 1 წლისაა ^_^ Ура,товарищи!


ჰეპი ბიორზდეი თუ იუ!

ჰეპი ბიორზდეი თუ იუ!

ჰეპი ბიორზდეი დიერ ბლოგერუშკააააააააა….

ჰეპი ბიორზდეი თუ იუუუუუუუუუ! (ბოლოში ხმის დაწვრილება)

გაუწონასწორებელი ფსიქოპათის ბლოგი ერთი წლის გახდა…

გუშინდელივით მახსოვს (თვალზე ცრემლი), როდესაც გადავწყვიტე პირველი პოსტის დაწერა (პირველი პოსტი), შემდეგ უკვე გაგეცანით (მეორე პოსტი)  და შემდეგ წავიდა და წავიდა… რამდენი ვისაუბრე ჩემ თავზე, ჩემ სამყაროზე, რამდენი კრიტიკული პოსტი იყო, ზოგადი და კონკრეტული, რამდენი საინტერესო ადამიანი გავიცანი და რამდენი საინტერესო ბლოგი აღმოვაჩინე..

რა შეიცვალა? ბევრი ვერ შეამჩნევდა (ალბათ), მაგრამ მე აღარ ვარ პატარა, ბლოგს სახელი შევუცვალე და ახლა არის გაუწონასწორებელი ფსიქოპათის ბლოგი 🙂 გავიზარდე. მგონი ყველანაირი მნიშნველობით, როგორც საახალწლო სენტიმენტალური პოსტიდან დაინახავდით გასულმა წელიწადმა ძალიან ბერი ურო ჩამცხო თავში  და ბევრი რამე მასწავლა (აღარ დავიწყებ რა და როგორ > იხილეთ პოსტი), კარგისა და ცუდის გათვალისწინებით გადავწყვიტე ცოტა დაჭკვიანება და გაზრდა, შესაბამისად ახლა თქვენს წინაშეა მოზრდილი გაუწონასწორებელი ფსიქოპათი 🙂

რატომ შევქმენი ბლოგი?

არ ვიცი, ადრე მქონდა ბლოგი ბლოგსპოტზე, მაგრამ არავინ იცოდა მის შესახებ (არც ახლა იცის), დღიურივით იყო. ვწერდი საინტერესო ფრაზებს, გამონათქვამესბ, მაგრამ პირადს ნაკლებად. შარშან კი გადავწყვიტე  ვორდპრესზე დავბინავებულიყავი..

როგორ ვერთობით მე და ჩემი ბლოგი?

ჩემ ბლოგს უკვე  ძალიან მივეჩვიე. შემიყვარდა. ხშირად არ ვწერ ხოლმე, მაგრამ მინდა წერა და მენატრება ხოლმე, მინდა გავუზიარო ჩემი აზრები, თუმცა ვცდილობ  ცუდ გუნებაზე არაფერი დავწერო.. კი შემაჩნევდით, რომ ზოგიერთი პოსტი ძალიან აგრესიულია, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა მასე, ზოგჯერ საჭიროა იხმარო მათრახი, რომ ვინმეს რამე გააგებინო. ნუ არამგონია ახლა ჩემმა პოსტებმა ვინმეს ჭკუა ასწავლეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ზოგიერთმა წაიკითხა და მიხვდა ” უი მეც ვარ მათ შორის და უი რა ტეხავს”-ო.

როგორ ვითარდებოდა ბლოგი..

ნამდვილად სწრაფად გავიზარდე, . ერთი წლისაა ჩემი ბლოგი და ძალიან ბევრმა იცის მის შესახებ. სულ რაღაც ერთი წლისაა, მაგრამ მისი დახმარებით სად არ ვყოფილვარ, ვინ არ მინახავს (ლოლ), რომ როგორ არ შეიძლება არ მიყვარდეს ჩემი ბლოგუნა 🙂

ვინც არ იცის რა არის ბლოგი ან/და რას ნიშნავს იყო ბლოგერი, ვერასოდეს მიხვდა თუ რა დიდ ადგილს იკავებს ბლოგი ბლოგერის გულში. ეს არაა მხოლოდ დღიური ან საწუწუნო ადგილი, ეს თავისებური “სამსახურია” ან “სავარჯიშო  ადგილი”, ან “სპორტი”, ან “სახლი”, არ ვიცი ამას რა დავარქვა. ეს არის  საქმე რომელსაც ნებაყოფლობით ვაკეთებთ , საქმე რომელსაც უანგაროთ ვაკეთებთ..და ამით რა? ვინც არ არის ბლოგერი ვერ მიხვდება, თუ რა ბედნიერება როდესაც ნახულობ, რომ შენს ბლოგზე სრულიად უცხო ადამიანი იყო შემოსული, წაიკითხა შენი პოსტი , მოეწონა , დააკომენტარა , და კიდევ გაუჩნდა ბლოგზე დაბრუნების სურვილი.. ჩვენ ბიზნესმენები ვართ, და ბლოგი ჩვენი ბრენდია, ჩვენი სახე, პირადულია ნამეტანად, მაგრამ მაინც.

ჩემ ბლოგს ვუსურვებ  გაზრდას და კიდევ უფრო განვითარებას, უფრო მეტი მკითხველის გამოჩენას და ჩემ არასიზარმაცეს (სულ ვპირდები). შენ, ჩემო მკითხველო, გისურვებ ჩემ მოთმენას და ისეტი პოსტების ნახვას ამ ბლოგზე, რომელიც თქვენც გესიამოვნებათ. არ ჩამთვალოთ ეგოისტად, თუმცა რატო უნდა მოვიხადო ბოდიში, როდესაც რამეს ვწერ პირველ რიგში ჩემ თავზე ვარ ორიენტირებული – ანუ მე უნდა მომეწონოს და რატომღაც ამ დროს არ ვუფიქრდები იმას მოეწონება თუ არა ეს პოსტი ჩემ მკითხველს.

მიცნობთ და იცით, რომ ფსიქოპათს ჭკუა არ მომეთხოვება. რაც ვარ ის ვარ და ვეღარ შევიცვლები, და ვიცი რომ უმრავლესობა მღებულობთ ასეთად (მადლობელი ვარ!) და მოგწონთ რასაც ვწერ და იმედი მაქვს მომავალშიც არ გაგიცრუებთ იმედებს.

მუდამ თქვენი

ფსიქოპათი

Advertisements
Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , , | 15 Comments

პოსტის ნავიგაცია

15 thoughts on “ფსიქოპათის ბლოგი 1 წლისაა ^_^ Ура,товарищи!

  1. დაბდღეს გილოცავთ. თუ შენს ბლოგს ვულოცავ, თუ ორივეს. მოკლედ, გილოცავ 😀

  2. გილოცავ,ჯესს და შენს გაზრდილ ბლოგზაც ვულოცავ. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ ორივეს 🙂 საინტერესო პოსტებს, ბევრ მკითხველს, მუდმივ სტუმრიანობას… იმედია, ათი წლის შემდეგაც ასეთ გემრიელ და ხალისიან სადაბადებისდღეო პოსტს დაწერ 🙂

  3. გილოცავ! წარმატებები 🙂

  4. გილოცავ გილოცავ ^^
    დიდი ბლოგი გაიზარდე-თქო უთხარი… პრინციპში ვეუბნები უკვე 🙂

  5. ჯეს გილოცავ შენც და შენს ბლოგუკასაც. ჯერ პატარაა, მაგრამ ჭკვიანია და გაიგებს რასაც ვეტყვი : ))
    დიდი და პოპულარული (კიდევ უფრო) ბლოგი გაზრდილიყოს და ყოველთვის გაეხარებინოს დედიკო (ანუ შენ წესით) ბევრი-ბევრი ვიზიტორებითა და კომენტარებით ❤

  6. გილოცავ! უამრავ ერთგულ მკითხველსა და უშრეტ მუზას გისურვებ! 🙂

  7. გაიხარეეეეთ ^_^ მადლობა ^_^

  8. ჯესიკო, გილოცავთ შენ და შენს ბლოგუნას დაბი.დუბის. უთვალავ ვიზიტორსა და კომენტარს გისურვებთ… ძალიან მიყვარხარ, ჯეს!
    და ბოდიში, ერთი პატარა თხოვნა რომ ვერ შეგისრულე. = (

  9. გილოცამ :დ :*

  10. Happy anniversary! =)) and good luck =))

  11. გილოცავ :)) დიდი გაიზარდოს :))

  12. ორივეს გილოცავთ დაბადების დღეს უამრავი და საინტერესო ადამიანები გაგეცნოთ და უფრო და უფრო პოპულარული გამხდარიყავით :*

  13. ჯეს, მოგვიანებით გილოცავ საყვარელო :* რაც შენი ბლოგი ვიპოვე, მას შემდეგ საპატიო ადგილს იკავებს ჩემს ბლოგროლში. გისურვებ რომ სულ გქონდეს აქ წერის სურვილი და შენს ნაწერებს ბევრი, ბევრი ხალხი კითხულობდეს :*

  14. ჯეს, დიდი დაგვიანებით, მაგრამ მთელი გულით გილოცავ 🙂 ყეს, ყეს! 🙂

  15. დიდი დიდი მადლობა ყველას 😉

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: