ფსიქოპათის შესახებ (UpdAtEd)

მე ვარ ჯესი, ნამდვილად ჯესი მქვია.

შემიძლია დავწერო, რომ ჩვეულებრივი თბილისელი გოგონა ვარ, თუმცა უკვე ჩემი სახელი ამბობს იმას, რომ თბილისელებისგან რაღაცით განვსხვავდები.

ერთ–ერთ ფორუმზე წავაწყდი თემას: „დაახასიათეთ თქვენი თავი სამ სიტყვაში“. დაუფიქრებლად ეს ფრაზა ჩავწერე: маленькая неуравновешенная психопатка. მართლაც, რომ “პატარა”, მართლაც რომ გაუწონასწორებული და ფიცხი, და მართლაც რომ ფსიქოპატი და გიჟ–გადარეული ვარ. ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს –  არ ვარ დიდად თვითკრიტიკული, უბრალოდ  ეს სამი სიტყვა ჩემი შინაგანი „ჩაბნელებული“ სამყაროს სრული და ამომწურავი დახასიათებაა.

ძალიან განსხვავებული და უცნაური არსება ვარ. ყველაფერი მაინტერესებს: რატომ არის ასეთი რომანტიკული მთვარე და ვასკვლავებით მოჭედილი ცა? რატომ არის ღამღამობით ზღვა მშვიდი და ნაზი? რატომ გვიყვარს ერთმანეთი? ან რატო ვერ ვიტანთ ერთმანეთს.? ნამეტანი ცნობისმოყვარე ვარ, ცუდი და კარგიც, ბოროტი და კეთილიც, მეგობრულიც და უხეშიც…

ვცდილობ ყველასთან ნორმალური და თბილი ურთიერთობა მქონდეს, არა იმიტომ, რომ ასეა საჭიროა, არამედ იმიტომ, რომ სხვანაირად არ შემიძლია…. ზოგიერთს ვუყვარვარ, ზოგიერთს ვეზიზღები, ზოგიერთს ვაღიზიანებ, ზოგიერთი მაფასებს, მაგრამ ვარ ის რაც ვარ და თუ მიმიღებთ მასეთს, ყველანაირი კორექტირების და დამუშავების გარეშე  – ჩვენ ნამდვილად გავუგებთ ერთმანეთს..

განახლება #1 კი ვტოვებ პატარა ბავშვის შთაბეჭდილებას, მაგრამ სინამდვილეში 25-ის ვარ 😉 ^_^

განახლება #2 2012 წლის 25 იანვარს ბლოგს სახელი შევუცვალე: გაუწონასწორებელი ფსიქოპათის ბლოგი გახდა 🙂

მე არ ვცდილობ დაგანახოთ ჩემი სამყარო და ვილაპარაკო ჩემს პრობლემებზე, ჩემს ცხოვრებაზე ან ჩემს თავზე (თუმცა ზოგჯერ შეიძლება ეს წესი დავარღვიო და შემინდეთ). მე მსურს დაგანახოთ სამყარო ჩემი თვალით, ჩემი გადმოსახედიდან: ცოტა განსხვავებულად, ცოტა გიჟურად.

კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა ფსიქოპათის ბლოგზე…

70 Comments

70 thoughts on “ფსიქოპათის შესახებ (UpdAtEd)

  1. ჯეს :*
    საინტერესო ბლოგს ველი შენგან, იმიტომ რომ საინტერესო და უზომოდ მხიარული ხარ :*

  2. მიყვარს გულწრფელობა : ) შეგიძლია აღაფერი აღარ ჩაამატო – ყველაფერი უკვე დაწერე : *

  3. ლავ იუ 🙂

  4. koka

    vaa gilocav jes, warmatebuli yofiliyos sheni fexi blogerebis samyaroshi 😀 :*

  5. საინტერესოა, მაგრამ რატომ ვერ ვიტანთ ერთმანეთს ქართველები ვერ გეტყვი. ხშირად გესტუმრები ბლოგზე.

  6. და როდემდე აპირებდი ამის დამალვას?

  7. ჰმ! სახელი მომწონს ძაან ჯესი კარგად ჟღერს, თან მითუმეტეს თბილისისთვის ყოვლად უცხოო. ნუ არ ისე უცხო მარა მაინც უცხოო. ხო ეს რატომ? მეც აკვიატებული მაქვს 😀 მე ყველას ისე ვიღებ როგორც არიან, სწორედ ის მომწონს ადამიანსი რო ცდილობს იყოს ის რაც არის და არაა ვიღაციან ან რაღაცის ქსეროქსი. ყველზე დასაფასებელია ეგ. :*

  8. მაცოს ჯესი უკვე მოსწონს.
    კარგი და მართლა უცნაური ხარ.. არა, ისე-რა უცნაური.. ^^

    კარგი ბლოგია. მომწონს..
    გამატებ ბლოგროლში.. ^^

  9. მმმ… საინტერესოაა.. და თან ძალიან….

    ^^

    შემოგესტუმრები ხოლმე :))

  10. მომეწონა შენი ბლოგი

  11. ჯეეს, ნაის თუ მით იუ 🙂 საინტერესო ბლოგი გაქვს და გესტუმრები ხოლმე

  12. Danny Brown

    წარმატებებს გისურვებ!

  13. DsScorpion

    საინტერესო ბლოგი გაქ 🙂 აწი წავიკითხავ ხოლმე რაღაც-რაღაცეებს…

  14. EmptyAmnesiac

    O.o mdah,texti saocaria, ramdenjermea gameorebuli, rom turme ucnauri da gansxvavebuli, gansxvavebuli da ucnauri yofilxar. 😀
    sainteresoa, adamianebi ratom umtkiceben sxvebs amgvar rameebs, anu, what’s the point, wesit ar unda gchirdebodes, etyoba gchirdeba amis afishireba :E xo, aghweras rac sheexeba, mag punqtebidan gamomdinare ucnauri kiara, sashualo tipi, odnav gulisamrevad patetikuri da sentimentaluri gamodixar, that’s it. :/

    • madloba kritikisatvis. ubralod tu ar icnob adamians ar unda gamoitano nachqarevi daskvnebi ^_^

      • არა ჯესი, ეს კრიტიკა არაა. შეურაცხყოფის ელემენტებსაც შეიცავს და ესაა “გულისამრევი” (just ციტირება) სწორედ.
        ეს ხომ შენი პირადი ბლოგია და საკუთარ თავს ახასიათებ ისე, როგორც იცნობ და საერთოდაც, როგორც მოგესურვება. რამე თემაზე რომ გამოთქვამდე აზრს და არ დაგეთანხმონ, გასაგებია, მარა საკუთარ თავს ახასიათებ და არამგონია ეს ვინმესთვის პრობლემას წარმოადგენდეს.
        საერთოდ არაა შეიძლება ეს ჩემი საქმე, მაგრამ არ მომწონს ასეთი რაღაცეები, ყვალამ მის თავს უნდა მიხედოს. ჩვენი, ზოგადად ქართველების დიდი მინუსი ისაა, რომ სხვის ცხოვრებაში ისე ვეჩრებით, ჩვენი გვგონია. ხარ თუ არა შენ განსხვავებული სხვებისგან და გინდა თუ არა ამის აფიშირება, ეს ხომ შენი საქმეა? მეშლება რამე?

  15. გენაცვალე .დიდი მადლობა.. აი აქ ეს არ მიწერია?!https://ourlifegoeson.wordpress.com/2011/02/02/%D0%BC%D0%B0%D0%BB%D0%B5%D0%BD%D1%8C%D0%BA%D0%B0%D1%8F-%D0%BD%D0%B5%D1%83%D1%80%D0%B0%D0%B2%D0%BD%D0%BE%D0%B2%D0%B5%D1%88%D0%B5%D0%BD%D0%BD%D0%B0%D1%8F-%D0%BF%D1%81%D0%B8%D1%85%D0%BE%D0%BF%D0%B0%D1%82/ “ძირითად” ნაწილში?
    ნამდვილად მართალი ხარ ^_^
    ყველა თავისებურია და განსხვავებული და გაკრიტიკებისას მასაც სურდა სხვებისგან გამორჩეული ყოფილიყო ^_^ 🙂

    მე არც არვის ვაძალებ აქ შემოსვლას კითხვას, დალაიქებას ან კომენტარის დატოვებას…. ვისაც უნდა კითხულობს..ვისაც არ უნდა – შემოდის და გადის 🙂

    და როგორიც ვარ, ვინც მიცნობს ან ვინც კითხულობს ჩემს ბლოგს ისედაც ხედავს… მინდა და დავწერე, მინდა და ვარ, მინდა და ვიქნები.. ყველანი გასხვავებულები ვართ, ამიტომაც ვართ ინდივიდები ^_^

    დიდი მადლობა გვირილ :*^_^

    • “როგორიც ვარ, ვინც მიცნობს ან ვინც კითხულობს ჩემს ბლოგს ისედაც ხედავს… მინდა და დავწერე, მინდა და ვარ, მინდა და ვიქნები” – დიახ, ასეც უნდა იყოს.
      ხო, ლინკი რომ დამიდე ის არ მქონდა ნანახი და სწორად გიწერია იქ, ბოლო აბზაცში.

      იქნებ მართლაც გაკრიტიკების მიზანი სწორედ სხვებისგან გამორჩეულობის დაფიქსირება იყო, მაგრამ კრიტიკა და შეურაცხყოფა დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან.

      არაფრის ჯესი, გადაგეხადოს 😀 😀

  16. 😀 😀 ყველასზე სასაცილო ისაა, რომ ახლა დავაკვირდი პუკა რომ გყავს გრავატარზე 🙂 როგორ მიყვარს ❤

  17. სანტერესო ბიოგრაფიაა :))) შემოგივლი ხოლმე 🙂

  18. ♥ Miss.Catalan.. ♥

    არ ვიცი,კარგი და საყვარელი ადამიანი უნდა იყო,ამავდროულად უზომოდ საინტერესო.განსხვავებული შეხედულებებითა და აზრებით (ამაში მგავხარ),იმედია გავუგებთ ერთმანეთს და დავმეგობრდებით,თუ ვერ დავმეგობრდებით,არამგონია რამე დანაკლისი იყოს შენთვის ეს.გისურვებ წარმატებას ყველაფერში.
    ჯესი..ეს სახელი ძალიან მიყვარს 🙂

    • ძალიან მიყვარს ახალი ხალხის გაცნობა და შენც არ იქნები გამონაკლისი 🙂 მიხარია რომ მოგეწონა ჩემი ბლოგი და გამიხარდება თუ იქნები ჩმეი მკითველი.. მეგობრობაზე.. გამეცანი და ვიპოვით საერთო ენას, თან აზრებით თუ ვგავართ ერთმანეთს ხომ მითუმეტეს 🙂

      • ♥ Miss.Catalan.. ♥

        მართალი ხარ,თუ ჩემი გაცნობა გინდა (მე ძალიან მინდა) ბლოგზე წერია რაც ვარ ,,ებაუთში” თუ უფრო დაწვრილებით გაინტერესებს ,,სახის წიგნში” მომძებნე,ან მე მოგძებნი 🙂

      • თანახმა ვარ 🙂

  19. მომეწონა შენი ბლოგი. ძალიან დამაინტერესა და მომავალშიც ვაპირებ შემოვლას 🙂

  20. ჰმმ… ყველასგან განსხვავებული ბლოგი გაქვს… მომწონს… პსოქოპატებზე ხო საერთოდ ვგიჟდები 🙂 😉

    • ვაი გავწითლი 🙂 დიდი მადლობა 🙂 ე.ი გავუეგბთ ერთმანეთს :)) შენც ძალიან კარგი ბლოგი გაქვს..თან მუსიკაააა :)) გაიხარე 🙂

  21. ხშირად დავლაშქრავ ხოლმე შენს ბლოგს თუ წინააღმდეგი არ იქნები. 🙂 მომწონს აქაურობა. 🙂

  22. მშვენიერი ბლოგია. რაღაც მაინტერესებს: შენი სურათის ნახვა თუ შეიძლება სადმე, მაინც ვიზუალიზაციისთვის?
    კარგი ბლოგი გაქვს 😉

    • დიდი მადლობა კომენტარისათვის

      და ვიზუალზე რა მოგახსენო, მომწონს ეს მწვანეთმებიანი გოგონა და აღიქვი ის ჩემს ვიზუალად ^_^

  23. არაფრის. ისე მე 1000-სე კომენტარს ცოტათი ავცდი 🙂

  24. ჯესიკო, იცი, თავიდან სადღაც 14-15 წლის მეგონე, სახელის გამო 😀 , არადა მაგ დროს ჯერ არცერთი შენი პოსტი წაკითხული არ მქონდა. 😀

  25. gafaseb me shen jes

  26. ლაიქ იუ ფსიქოპატო. საინტერესო ბლოგი გაქვს:)

  27. ფსიქოპატი ჩემი მეზობელია ამიერიდან :)) ხშირად გეწვევი ხოლმე :))) 😉

  28. მმმმ… ^_^ მართალი ხარ ! ^_^ რაღაცით მართლა გგავარ ! ^_^ :)))
    ძალიან კარგი საიტი გაქვს ! ^_^

  29. მე შენი გვერდი მომეწონა ძალიან 🙂

  30. ketili iyos chemi mausi am blogze ^_^

  31. ძალიან მომწონხარ :* შენი ბლოგის ხშირი სტუმარი ვარ ❤

  32. natali

    Jesi dzalian momwonxar shen da sheni blogic… ar gavxar dgevandel tipiur tbilisel tineijerebs… mec 14 wlis var da sheidzleba chemi komentari arafrad chatvalio magram ravici me mainc mindoda damewera is rasac vfikrobdi=))) aba shenici imedia sheni blogi popularuli gaxdeba =) sul maseti iyavi ar sheicvalo .. darchi individualuri rogoric xar 🙂 da ardaemsgavso im tineijerta tips romlebic mxolod imaze pikroben rachaicvan da aseshemdeg asetebi ki dzaalian bevri aris=))) isic dzalian momwons rom buneba giyvars =))))))

  33. jessie kargi blogia da kide shekidzli atvirto marketingze an neiro marketinge yvelaferi….??

  34. აქ პირველად ვარ და მომეწონა შენი ბლოგი!
    შემოგივლი ხოლმე. წარმატებებიიი.

  35. elene

    gtxovt , damikavshirdit , sakme makvs tkventan 🙂
    Didi madloba

  36. საინტერესო ადამიანი ჩანხარ 🙂 სახელიც გადასარევი გაქვს 🙂 ბლოგიც და მისი ვიზუალიც 🙂 ჰოდა გესტუმრები ხოლმე ^^ 🙂

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: