ფსიქოპათი ბედის ვარსკვლავს აბრალებს

პროლოგი: ბოლო დროის პოპულარული ტენდენცია: დაწერე კარგი ან არც ისეთი კარგი წიგნი, ეგერევე იპოვე პროდიუსერი და გადაიღე ფილმი.ცუდი ტენდენცია არ არის ნამდვილად, პირიქით, მიხარია ახალი ეკრანიზაციები, იმიტომ, რომ ჰოლივუდს თითქოს ამოეწურა  ფანტაზია და ძველი ფილმების რიმეიქების გადაღების გარდა ვერაფერს აკეთბენ. ახალგაზრდა პერსპექტიული მწერლები კი ახალ ნიადაგს და ახალ პროდუქტს ქმნიან.

დღევანდელ პოსტში მინდა შევეხო ჯონ გრინის წიგნის  „ბედის ვარსკვლავის ბრალია“ ეკრანიზაციას, რომელიც სხვათა შორის 11-ში გამოვიდა საქართველოს კინოთეატრებში.

ამ ჟანრში კარგი ფილმი დიდი ხანია არ გამოსულა, ზოგიერთ რეჟისორს ჰქონდა მცდელობები, მაგრამ მგონი უშედეგოდ.

ერთი შეხედვით ფილმი სტანდარტულია და გაგახსენდებათ A Walk To Rememeber და Sweet November. მაგრამ  საქმე მთლად მასეც არ არის.

kinopoisk.ru

სულ  ვფქირობდი მსგავს ფილმებში რატომ არის მთავარი პერსონაჟი ქალი, ყოველთვის ქალი. აქაც სიუჟეტი იწყება ამით:  გოგო დაავადებულია კიბოთი, ვერ სუნთქავს ჟანგბადის ბალონის დახმარების გარეშე, არც კვდება, მაგრამ ბოლომდეც თავისუფლად ვერც ცხოვრობს. სიუჟეტის მიხედვით გოგონა ხვდება სიმპაწიაგა ბიჭს (as usual), იწყება ურთიერთობა და შენ უკვე მუღამდაკარგული ელოდები, რომ ფილმის ბოლოს გოგო მოკვდება და ბიჭი ისევ გულგატეხილი დარჩება, მაგრამ  не тут-то было!!

ვისაც არ გაქვთ წაკითხული წიგნი და არც ფილმი გინახავთ დახურეთ ბრაუზერის ფანჯარა და ნუღარ კითხულობთ!!!

ფილმი არ არის მხოლოდ მელოდრამა, ის იუმორითაც კარგადაა გაჟღენთილი. ფილმი არ გვიჩვენებს საწყალი ავადმყოფი ბავშვების ცხოვრებას, ჩვენ არ გვეცოდებიან ისინი. გმირები ცდილობენ ბოლომდე იცოცხლონ და ბოლომდე ისიამოვნონ ამქვეყნიური წუთებით.

10599455_1525576561005594_7802267556749893368_n

„ბედის ვარსკვლავის ბრალი“ მგონი სამ თემაზეა აწყობილი.

  1. მთავარი მოქმედი გმირების, ჰეიზელის და აუგუსტუსის სიყვარული. ისინი არც კი გვეცოდებიან. კი გვენანება, რომ მალე ერთი მეორის გარეშე დარჩება, მაგრამ მაინც გვიხარია მათი ერთად ყოფნა, მათი: ოქეი. ძალიან გვაკვირვებს აუგუსტუსის ცხოვრების სიყვარული და ჰეიზელის ხასიათის ძლიერი თვისებები.
  2. მეორე მომენტია: მშობლები და ბავშვები. ყველაზე მძიმე საყურებელია მშობლების და ბავშვების ურთიერთობა. ძალიან ბევრი ამატირებელი მომენტია. მშობლები ცოდოები არიან.  რა შეიძლება იყოს უარესი იმაზე, როდესაც გაიგებ რომ კიბო გჭირს. თურმე შეიძლება იყოს: როდესაც გაიგებ, რომ შენ შვილს აქვს კიბო. მშობლები მხოლოდ ბავშვისათვის ცოცხლობენ, მხოლოდ მათთვის არსებობენ და მათი დაკარგვის შემდეგ ძალიან დიდი ხანი სიცარიელე რჩებათ
  3. მესამე და არანაკლებ მნიშვლეობანია მთავარი მოქმედი გმირების თავგადასავლები. თითქოს არაფერი, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა მათი გამგზავრება ამსტერდამში, ჩხუბი მწერალთან, მათი ურთიერთობა მეგობრებთან და ცხოვრების თითოეული მომენტის დაჭერა და გამოყენება

ფილმში ძალიან სინტერესოა აუგუსტუსის მეგობრის ისტორიაც, რომელსაც, სანამ ბოლომდე დაბრმავდებოდა, შეყვარებული დაშორდა (ვერ ავიტანო ამ ყველაფერსო- ძახილით). ფილმი არ არის უბრალოდ ფანტაზიაზე აწყობილი. ის ძალიან მიახლოებულია რეალობასთან და გვიჩვენებს რეალურ ფაქტებს რაც მართლაც ხდება და რასაც მართლა განიცდიან ადამიანები. და ყურებისას ხვდები, რომ ბევრს არ შეუძლია ავადმყოფი ადამიანების გვერდით ყოფნა და მისი ტკივილის გაზიარება

10550912_1521695394727044_217799526223247244_n

ფილმის მსვლელობისას უკვე ურიგდები აზრს, რომ ბოლოში გოგო კვდება და დასასრული წინასწარ იცი, მაგრამ ხდება რაღაც ძალიან შოკისმომგვრელი მოვლენა და ხვდები, რომ ფილმში გოგო კი არ იყო მთავარი მოქმედი გმირი, არამედ ბიჭია.

ძალიან მძიმე მომენტია, როდესაც უკვე სიკვდილის პირას მისული აუგუსტუსი სთხოვს თავის მეგობრებს დაუწერონ რეჩი, რომელსაც მის დაკრძალვაზე იტყვიან. შეუძლებელია ამ მომენტის ყურება ცრემლის გარეშე. “… You gave me forever, within the numbered days”

ფილმი იდეალური არაა. ნახვის შემდეგ წავიკითხე რეცენზიები და საინტერესო ფაქტები, და ძალიან გამიტყდა, რომ ფილმს რეალურად ბევრი ხარვეზი აქვს.  გავარკვიე, რომ ბევრი სცენა არაა გადაღებული იქ სადაც უნდა იყოს წიგნის მიხედვით და, რაც ყველაზე ძალიან გამიტყდა, რეალურად ფილმში გმირები არ იმყოფებიან ამსტედამში (როგორც წავიკითხე ერთ-ერთ საიტზე, თუ ვცდები შემასწორეთ)…

Behind The Screen

წიგნში “ბედის ვარსკვლავის ბრალია” ჰეიზელის ( ფილმში – შეილინ ვუდლი) პერსონაჟი რეალური ადამიანის განსახიერებაა. წიგნის ავტორი ჯონ გრინი შემთხვევით შეხვდა გოგონას ესთერ ერლის (Esther Earl), რომელსაც კიბო ჰქონდა და გადაადგილება მხოლოდ ჟანგბადის ბალონის თანხლებით შეეძლო… ჯონის და ესთერს 2010 წამდე ჰქონდათ მიმოწერა, სამწუხაროდ შემდეგ გოგონა გარდაიცვალა, ის მხოლოდ 16 წლის იყო.. ჯონ გრინი აღნიშნავს, რომ ცხოვრების ბოლომდე ს გოგონა არ კარგავდა ცხორების ხალისს და იმედს…

kinopoisk.ru

საინტერესოა, რომ მთავარი მოქმედი გმირებისთვის ეს ფილმი პირველი საერთო ნამუშევარი არაა.ფილმში “დივერჯენთი” შეილინ ვუდლი და ენსელ ელგორთი და-ძმას თამაშობენ, ხოლო ფილმში “ბედის ვარკვლავის ბრალია” – შეყვარებულებს.ფილმის ”ბედის ვარსკვლავის ბრალია“ პირველ მომენტში კი ხარ შოკში , (ბლინ ინცესტი), მაგრამ მერე ხვდები რომ საერთოდ სხვა ადამიანები არიან და, პირადად ჩემთვის, ორივე მსახიობი ამ ფილმში უფრო დახვეწილად თამაშობენ… საინტერესო იქნება, დივერჯენტის გაგრძელებაში ისევ და-ძმის ნახვა.

10629632_790227774362176_7164486577747591881_n

შეჯამებასავით:

მიყვარს ისეთი ფილმები, რომლებიც რაღაცას გასწავლიან. ფილმის ჩვენების შემდეგ ერთადერთი რაც მინდოდა, ჩავხუტებოდი ჩემს ახლობლებს, ჩემს ოჯახს და უფრო მეტი დრო გამეტარებინა მათთან ერთად

ფილმი ყვირის: არ დანებდე, ბოლო წამამდე ებრძოლე  ავადმყოფობას და არ დაკარგო ცხოვრების ხალისი. დანამდვილებით ვიცი, ძალიან ბევრ ავადმყოფს „ბედის ვარსკვლავის ბრალია“ იმედს მისცემს, იმ იმედს, რომელიც დაეხმარება ცხოვრების ბოლო წუთებშიც კი იყოს ბედნიერი.

kinopoisk.ru

ავტორი: გაუწონასწორებელი ფსიქოპათი.
დაუშვებელია ავტორის ნებართვის გარეშე ბლოგიდან მასალის გადაკოპირება !!
Advertisements
Categories: Moviezzzzzz | ტეგები: , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: