საოცნებო დიეტის ათი ოქროს წესი

ყურადღება!! პოსტის წაკითხვისას აუცილებელია იუმორის გრძნობის ქონა, წინააღმდეგ შემთხვევაში დახურეთ ბრაუზერის ფანჯარა 

მდედრობითი სქესის უმრავლესობა ყოველთვის ფიქრობს ტანის კორექციაზე და დიეტაზე, მაგრამ ხშირად ან არ გამოსდით ან ეზარება ან ვერ/არ იცლის.

მთავარია ყველაფერთან ერთად იუმორის გრძნობა შევინარჩუნოთ.

diet-jokeგთავაზობთ ქალბატონების საოცნებო დიეტას:

  1. სხვისი თეფშიდან აღებული საჭმელი არ ითვლება. თუ არავის დაუნახავს, როგორ მოიპარეთ საჭმელი ე.ი ზედმეტი კალორიებიც არ არსებობს
  2. თქვენ თუ დგომისას ჭამთ, კალორიები ჩადის ფეხებში და ქრება სიარულის დროს
  3. წვეულებებზე მიღებული კალორიები არ ითვლება , ვინაიდან იხარჯება საუბრის და ცეკვის დროს
  4. დიეტური გაზირებული სასმელი ანეიტრალებს ჰამბურგერების და ტორტების ცხიმებს
  5. სალათის სოუსი, ისევე როგორც ყველაფერი რაც სალათის ფურცლებს  მოყვება  – კალორიულად არ ითვლება , ჩვენ  ხო, ყველა ვარიანტში, ვჭამთ სალათის ფოთლებს და ის კი დიეტურიაFunny-diet-W630
  6. კინოთეატრებში საკვები არაა კალორიული,  ვინაიდან  გართობის შემადგენელი ნაწილია და არა სადილის
  7. ნამცხვრის ან ორცხობილას ნატეხები არაა კალორიული, ვინაიდან კალორიებს მხოლოდ მთლიანი ნაჭერი შეიცავს
  8. პროდუქტები, რომლებსაც აგემოვნებთ საჭმლის მომზადების დროს არ შეიცავს კალორიებს, კალორიულია მხოლოდ უკვე საბოლოო მზა პოდუქტი
  9. როდესაც ორნი ჭამთ, კალორიების რაოდენობა იყოფა 2ზე, სამი ადამიანის შემთვევაში -სამზე და ა.შ.
  10. შოკოლადის ყველა კალორია იხარჯები ტვინის მოქმედებისათვის, ნაყინი კი ანტიდეპრესანტია,- შესაბამისად ამ ორის ჭამისას ვერ გასუქდებით

დამატებითი უფასო რჩევები და ფაქტები:

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | Tags: , , , , , , , , | 1 Comment

Post navigation

One thought on “საოცნებო დიეტის ათი ოქროს წესი

  1. eka

    ჩავბჟირდი😄😄😄😄😄😄😄😄 ემოციები დადებითი დიეტა ხო საერთოდ 😄😄😄😄

comments please :)

Create a free website or blog at WordPress.com.