მედია რევოლუცია

 ამ თემაზე საუბარი უკვე ცოტა გვიანია, ვინაიდან ყველაფერი უკვე მომხდარია, მაგრამ ეს დრაფტი დიდი ხანია მაქვს შენახული და, ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტე გამოქვეყნება. მინდა, რომ ეს ინფორმაცია ჩემს ბლოგზეც იყოს დაფიქსირებული.

XIX საუკუნე – არსებობს ჩვეულებრივი ფოსტა….ადამიანს წერილის მიღება შეუძლია მინიმუმ 2 კვირის შემდეგ, ადამიანები მიჩვეულნი არიან მასეთ განრიგს და არსად ეჩქარებათ და იციან , რომ ახლობლის მიერ გამოგზავნილ წერილს უფრო მალე  ვერ მიიღებენ..

XX საუკუნე – ტელეფონები, მობილურები, ინტერნეტი…. ადამიანთან დაკავშირება უფრო ადვილად ხდება.. ჯერ უბრალო ტელეფონები გამოჩნდა და ტერმინი: სახლში რომ მიხვალ დამირეკე , ძალიან პოპულარული გახდა. ადამიანებს აღარ უწევთ კვირაობით ლოდინი და საყვარელ ადამიანთან დაკავშირება ძალიან გაგვიადვილდა… მობილურებმა საერთოდ შეცვალეს ადამიანთაშორისო კომუნიკაცია. ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავუკავშირდეთ საყვარელ ადამიანს და ყურმილს თუ არ იღებს, თუნდაც ერთი საათის განამვლობაში, გვეწყება პანიკები: აააა რამე ხომ არ მოხდა? რამე ხომ არ სჭირს?…ააააა 🙂

XXI საუკუნე – ინტერნეტი და სოც.ქსელები უფრო პოპულარული ხდება ვიდრე მობილურები. ადამიანს უფრო უადვილდება ფეისბუქის სტატუსში დაწეროს: გოგო, როცა fb-ზე შემოხვალ დამირეკე! ვიდრე მოკლე ტექსტური შეტყობინება მიწეროს ადრესატს. ადაიანებს უკვე ეზარებათ ტელევიზორის ჩართვა ან საყვარელ ადამიანთან მობილურით საუბარი, ამისათვის არსებობს ინტერნეტი.. (მაგრა გავზარმაცდით)

წარმოიდგინეთ 1 დღით რომ გაითიშოს ყველა სოც. ქსელი და ინტერნეტი…  არავის ეცოდინება ვის შეატყობინოს ახალი ამბავი, არავის ეცოდინება სად დაწეროს პოსტი დღეს მომხდარ ამბებზე: როგორ აგინა ვიღაცას ვიღაცამ, ან როგორ უკბინა ძაღლმა. არავის ეცოდინება  როგორ დაუკავშირდეს მეგობარს და შესთავაზოს საღამოს შეხვედრა……..ყველა მსხვილი კომპანიის საქმიანობა უშუალოდ ინტერნეტზეა მიბმული, კომუნიკაციაში დარღვევა იქნებაა ..იქნება ქაოსი .

დღევანდელ პოსტში მინდა ვისაუბრო მედიარევოლუციაზე.

როგორ ფიქრობთ სოციალური ქსელები დროებითი მოვლენაა თუ ადამიანთაშორისო კომუნიკაციებში უდიდესი წინსვლაა? ჩემი აზრით ამას რევოლუციას თუ დავარქმევ არავინ შემეწინააღმდეგება

საინტერესო ისაა, რომ ძალაუნებურად თითოეული ჩვენგანი ამ რევოლუციის მონაწილეა. ჩვენ ამბოხებულები ვართ  🙂

მსოფლიოს მოსახლეობის 50% რომლის ასაკი 30 წლის ქვევითაა და 96% იმ ადამიანებისა, რომელიც ახალ ათასწლეულშია დაბადებული გაწევრიანებული არიან ამ რევოლუციაში, ანუ სარგებლობენ სოციალური ქსელებით.

სოციალურმა ქსელებმა ლიდერის პოზიციიდან გადააყენეს პორნოგრაფია, ახლა სოც. ქსელებს  უჭირავთ პირველი ადგილი ინტერნეტ სივრცეში. წარმოიდგინეთ ე.ი ახლა ახალგაზრდა ბიჭებს ურჩევნიათ სოც ქსელებში ხალხთან ურთიერტობით გაერთონ და კომუნიკაციაში გაატარონ დრო, ვიდრე ჩუმად მემარჯვენეობას მიყვნენ  🙂

აშშ-ში 8-დან 1-მა წყვილმა ერთმანეთი სიცოლური ქსელბის მეშვეობით გაიცნო. თუმცა ეს ხილი არც საქართველოსთვისააა ცუხო. ადამიანს ურჩევნია უცხო ადამიანი გაიცნოს ინტერნეტით და იქ დახარჯოს მასთან სუბრისას დრო, ვიდრე რეალში ვინმე გაიცნოს. თან ერთმანეთის გაცნობა ძლაიან ადვილად ხდება, როდესც ხედავ, რომ მასთნ რამდენიმე საერთო მეგობარი გყავს. მეც ვარ ამ ყველაფრის მონაწილე. ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი გავიცან  სოც. ქსელების მეშვეობით და ახლა უახლოესი ადამიანები არიან ჩემთვის.

50 მილიონი მომხმარებლის მოსაპოვებლად:

რადიოს დასჭირდა 38 წელიწადი

ტელევიზიას –  13 წელიწადი

ინტერნეტს 4 წელიწადი

iPod-ს –  3 წელი

ფეისბუქმა 200 მილიონზე მეტი მომხამრებელი შეაგროვა 1 წელიწადში

50 მილიონის მომხამრებლის შესაძენად Google+ს დასჭირდა მხოლოდ 1 თვე

ადამიანები ყოველთვის ურთიერთობდნენ, იგონებდნეთ რაღაცეებს ერთმანეთთან უფრო მალე და სწრაფად დასაკავშრებლად. ყოველ გამოგონებას საკუთარი დრო ჰქონდა. ყოველ დროს თავისი აუდიტორია.

წარმოიდგინეთ, ფეისბუქი ქვეყანა რომ ყოფილიყო, ის,მოსახლეობის რიცხვის მიხედვით , მსოფლიო ქვეყნებს შორის მესამე ადგილს დაიკავებდა ( ჩინეთის და ინდოეთის შემდეგ)

აშშ-ს სტატისტიკამ გამოავლინა, რომ სტუდენტები, რომელიც ონლაინში მეცადინეობენ უფრო კარგად ახერხებენ გამოცდების ჩაბარებას, ვიდრე ჩვეულებრივი სტუდენტები, რომელიც ლექციებზე დადიან.

მსოფილიოს უდიდესი კომპანიების 80%  კადრების მოსაზიდად იყენებს სოც.ქსელებს. ამათგან 95%  ამისათვის იყენებს Linkedin (ჩვენთანაც ნელ-ნელა ყველაფერი ამისკენ მიდის)

იცით თუ არა, რომ  ფეისბუქის ყველაზე სწრაფად ზრდადი  მომხარებელთა სეგმენტი არის 55-65 წლის ქალები

Twitter-ში  ეშტონ კაჩერის და ბრიტნი სპირსის  მიმდევრების რიცხვი აღემატება შვედეთის, ისრაელის, შვეიცარიის, ირლანდიის, ნორვეგიის, პონამის მოსახლეობას.

Youtube – მეორე უსმხვილესი საძიებო სისტემაა მსოფლიოში. თითქმის 5 წუთის განმავლობაში ამ სოციალურ ქსელში იტვირთება ჯამში 100 საათზე მეტი ხანგრძლივობის ვიდეო რგოლები

ამჟამად ინტერნეტ სივრცეში არსებობს 200 000 000 მეტი ბლოგი. ვინც ერკვევა მარკეტინგში, მათ ეცოდინება ფრაზა “word of mouth”, ეს ნიშნავს ინფორმაციის გადაცემას სიტყვიერი მეთოდით, არა ოფიციალურად, არა რეკლამით. ახლა მთელ მსოფლიოში ეს მეთოდი გახდა პოპულარული. მე მირჩევნია, ვთქვათ, შევიდე რომელი პოპულარულ ბლოგზე და იქ წავიკითხო ავტორის ახალი პოსტი რომელიც ცნობილ მოვლენაზეა დაწერილი, ვიდრე შევიდე საინფორმაციო საიტზე, ან ვუყურო ტელევიზორს.  ჩვენ ერთმანეთის აზრსუფრო ვენდობით და უფრო ვუსმენთ ერთმანეთს.

გუგლიკოში რომ აკრიფოთ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ბრენდების სახელები, შედეგების დაახლოებით 25% გადაგვიყვანს რომელიმე პირად ბლოგზე, სადაც ავტორი საკუთარ აზრს გამოხატავს ამა თუ იმ პროდუქტის შესახებ. მსოფლიოში ბლოგერების 34% წერს საკუთარ აზრს პროდუქტება და ცნობილ ბრენდებზე. მომხმარებელს უფრო აინტერსებს როგორ აფასებს ამა თუ იმ პროდუქტს  სოციალური ქსელების სხვა მომხარებებლები, ვიდრე როგორ აფასებს გუგლიკო ან რომელიმე ოფიციალური წყარო. მომხამრებლების 75% უჯერებს სოც. ქსელების მომხმარებლების გემოვნებას, და მხოლოდ 14% უჯერებს რეკლამას.

სატელევიზიო რეკლამა თითქოს უკვე გასული საუკუნეა. ის ძვირადღირებულიანია და არამომგებიანი. მგონი, კომპანიას ურჩევნია დადოს ახალი პროდუქტის შესახებ ინფორმაცია სოც.ქსელებში, ვიდრე გააკეთოს სატელევიზიო რეკლამა.  ტელევიზოსი ყურებისას ადამიანების 90% აღარ უყურებს რეკლამებს (ან გადის ოთხიდან ან სხვა არხზე გადართავს).

ინტერნეტში პუბლიცისტიკა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ჩვენმა მშობლებმაც კი დაიწყეს ელექტრონულ გაზეთების კითხვა, „ქაღალდის პუბლიცისტიკა“ ნელ-ნელა კვდება. წიგნების შოვნა უფრო ადვილია ინტერნეტით, ვიდრე მაღაზიაში და უფრო იაფიც კი ღირს. კარგია ეს თუ ცუდი?

იცით თუ არა, რომ ფესიბუქზე ყოველდღიურად იწერება 60 მილიონი ახალი სტატუსი.

ჩვენი თაობა აღარ ეძებს ახალ ამბებს, ახალი ამბები ჩვენ გვეძებენ.

ჩვენ აღარ მოვძებნით პრიდუქტებს და მომსახურებას.  ისინი თვითონ მოგვძებნიან სოც ქსელების მეშვეობით.

სოციალურ ქსელები დროებითი გართობა არააა, ეს დიდი ნახტომია ადამიანთაშორისო კომუნიკაციაში;.

სოციალურ ქსელებში კომპანიები მოქმედდებენ როგორს დეილ კორნეგი: ჯერ მოუსმინე და შემდეგ გაყიდე (ძალიან მაგარი მიდგომაა).

ფეისბუქის მომხარებლების რიცხვი უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ჩინეთის მოსახლეობა (ლოლ)

მედია რევოლუციამ შეცვალა მსოფლიო. ჩამოაყალიბა ახალი საკუთარი სამყარო, ახალი ცნობიერება. სოც. ქსელებში ხდება სამსახურის, მეგობრების, აზრების, ამბების, იდეების, პროექტების მოძიება. სულ უფრო მეტი ხალხი ახლებურად, სხვანაირად ფიქრობს. ყოველდღიურად ათასობით ხალხი უერთდება სოც.ქსელებს, მედიარევოლუციას.

ახალი მედიასამყაროში ნებისმიერს შეუძლია გახდეს რამე ინფორმაციის წყარო. ახალი ინფორმაცია გადადის ერთი ადამიანიდან მეორესთან, მეორედან მესამესთან და ა.შ (word of mouth) და ასე რომელიმე ლოკალურ ამბავი შეიძლება გლობალურად იქცეს.

სოც.ქსელები ეხმარებიან ხალხს გამოავლინონ საკუთარი თავი, და ინტერნეტ სივრცეში აჩვენონ მაინც რისი გაკეთება შეუძლიათ.

რამდენმა ადამიანმა იშოვა სამსახური  სოც. ქსელში უბრალოდ საკუთარი აზრის ჩამომოყალიბების წყალობით?

სოციალური ქსელები ეს ჩვენი აწმყოა და ჩვენი მომავალი!

სტატისტიკური მონაცემები მოძებნილია გუგლიკოში

პოსტი გადმოთარგმნილია,თუმცა ბევრი მომენტი

Categories: სოც. მედია, Marketing & PR | Tags: , , , , , , , , , , | 13 Comments

Post navigation

13 thoughts on “მედია რევოლუცია

  1. საინტერესო იყო, მარა ერთ რაღაცაში არ დაგეთანხმები – ”წარმოიდგინეთ 1 დღით რომ გაითიშოს ყველა სოც. ქსელი… საქართველოში იქნება ქაოსი . არავის ეცოდინება ვის შეატყობინოს ახალი ამბავი, არავის ეცოდინება სად დაწეროს პოსტი დღეს მომხდარ ამბებზე: როგორ აგინა ვიღაცას ვიღაცამ, ან როგორ უკბინა ძაღლმა. არავის ეცოდინება როგორ დაუკავშირდეს მეგობარს და შესთავაზოს საღამოს შეხვედრა……..” – ყოველ შემთხვევაში, ჩემს და ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანების შემთხვევაში ასე ნამდვილად არ მოხდება 🙂
    და საერთოდაც, მგონია გადაჭარბებული წარმოდგენები გვაქვს სოციალური მედიის მნიშვნელობაზე. მნიშვნელოვანი რომაა, ამას არ უარვყოფ, ძალიან მნიშვნელოვანია თან, მაგრამ არც მთლად ისე, როგორც გვგონია.

    • ეჰ , მეც მინდა რომ მასე იყოს როგორც შენ ამბობ :)))))

  2. “წარმოიდგინეთ 1 დღით რომ გაითიშოს ყველა სოც. ქსელი… საქართველოში იქნება ქაოსი . არავის ეცოდინება ვის შეატყობინოს ახალი ამბავი, არავის ეცოდინება სად დაწეროს პოსტი დღეს მომხდარ ამბებზე: როგორ აგინა ვიღაცას ვიღაცამ, ან როგორ უკბინა ძაღლმა. არავის ეცოდინება როგორ დაუკავშირდეს მეგობარს და შესთავაზოს საღამოს შეხვედრა……..”

    არ იქნება ქაოსი 🙂 ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, უბრალოდ ვერ შეამჩნევს ამას. და ვინც შეამჩნევს – დაიკიდებს. ცხოვრება სოციალური ქსელების გარეშეც საინტერესოა და საქმე, ფბ-ზე რომ არ ათენ-აღამო, ისედაც ბევრია.

    • ნუ მე მაქ საუბარი სოც.მედიაზე დამოკიდებულ ხალხზე…
      კაი რა, მახსოვს ამის წინათ ცოტა ხნით სკაიფი გაითიშა და ხალხი ფბზე გაგიჟდა რა ხდება, რამე მოხდა, მისაწერი მაქვს და ვერ ვწერ მეილი როგორ გავაგზავნო.. და ააა. ახლა სამსახური უშუალოდ არის მიბმული ინტერნეტთან. ნუ მამენტ ამის ჩამტებაც არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ მე კოკრეტულად ამ ნარკომანებზე დავწერე 🙂

      • დამოკიდებულებზე თუა საუბარი, უარესიც ხდება და ფბ-ს გარეშეც. ერთი წლის წინ, კაკა გადადიოდა “მილანიდან” “მანჩესტერ სიტიში” და მილანის რუსი ფანები ისტერიკაში იყვნენ. ერთი წერდა – აწი როგორ ვიცხოვრო, არ ვიციო. რაღაცაზე დამოკიდებულის რეაქცია ობიექტური მაჩვენებელი ვერასოდეს იქნება.

        ჩემი სამსახური არ არის სკაიპზე მიბმული. საკუთარი კომუნიკატორი გვაქვს და ბევრგან ასეა უკვე.

        ისე, სერიოზული პოსტია. კარგად გიმუშავია, ჯესი 🙂

        • მადლობა… :))) დიდი ნაწილი მაინც ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციაა, მაგრამ ჩემი ხასიათი მგონი მაინც ჩანს…. 🙂

          • და 9სე ხო, ვბრუნები, საინტერესო პსოტებით მარკეტინგი/პიარი/სოც.მედია … და რაღც-რუღცეების კრიტიკა :))
            ისე დიდიხანია რაღჩეები არ გამიკრიტიკებია :))) (მმ)
            მოკკლედ მეყო დასვენება და ახლა ვმუშაობ 🙂

  3. Teaa

    very interesting.. miyvars aseti tipis postebi :))) kai xar :*

  4. M..E...D...E...A

    cool

  5. kargi posti iyo, ragacebi sakamatoa , magram mainc 🙂

    rom ara soc.media sad gavicnobdiT erTmaneTs? 🙂

  6. saintereso iyo, informaciit daxundzluli.. momewona……

  7. Pingback: I’m Blogger, Am I Cool Girl?! « პატარა გაუწონასწორებელი ფსიქოპათი

Leave a reply to Jessie Cancel reply

Create a free website or blog at WordPress.com.