ვირუსული მარკეტინგი

წინა პოსტში (მედია რევოლუცია) ვისაუბრე მედიარევოლუციაზე, ახალ მედიასფეროსა და მედიაწესრიგზე. როგორ ფიქრობთ  არის თუ არა შესაძლებელი ამ მედიასფეროს კონტროლი და მართვა?

შესაძლებელია. ამისათვის არსებობს ვირუსული მარკეტინგი.

მინდა გასაგებად აგიხსნათ რა არის ეს, ყველასათვის ცნობილი, ვირუსული მარკეტინგი

ყველაზე მარტივი განმარტება – ეს ქრის ინფორმაცის გავრცელება  კომუნიკაციის მონაწილეების მეშვეობით. რატომ მაინც და მაინც ვირუსული? სწრაფი გამრავლების გამო, ახალ მედიაწესრიგში შესაძლებელია მესიჯის მიტანა ათასობით და მილიონობით ადამიანამდე (ვირუსის მსგავსად).  მოგეხსენებათ, უმრავლესობა ბუნებითაა კომუნიკაბელური და ცნობისმოყვარე. ყოველდღიურად ადამიანები ერთმანეთში ცვლიან უამრავ ინფორმაციას, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ეს ინფორმაცია~ არის  მნიშნველოვანი, ან სასაცილო, ან სადაო, გამომწვევი, მოულოდნელი,  საინტერესო. ამ გზით ვირუსივით ვრცელდება ინფორმაცია.

სოციალური ქსელები „ამრავლებენ“ ადამიანების კომუნიკაციის ჩვეულებრივ მოთხოვნილებებს (ჭორაობა, დებატები, განხილვა), ვირუსული მარკეტინგი გარდაქმნის ამ მოთხოვნილებებს სოციალურ ტექნოლოგიად.

საკუთარი მიზნების მისაღწევად, ვირუსული მარკეტინგი, თავის მხვრივ, ქმნის მედიავირუსებს.

მედიავირუსი ეს ინფორმაციული ნაკადია, რომელიც 2 ნაწილისგან შედგება. გარე მხარე –  ვირუსს საინტერესოს ხდის და ხელს უწყობს მის გვარცელებას. შიგთავსში შესაძლებელია რომელიმე ბრენდის  ან კონკრეტული სარეკლამო მესიჯის ამოცნობა. კარგი მედიავირსული არ უნდა იყოს მხოლოდ საინტერესო, ის ღია უნდა იყოს ინტერპრეტაციისათვის და უნდა იწვევდეს დებატებს და განხილვას.

ვირუსული მარკეტინგი მოქმედებს შემდეგი პრინციპით – შევუქმნათ ადამიანებს მოტივაცია, რათა მათ საკუთარი სურვილით გაავრცელონ ჩვენთვის სასურველი მარკეტინგული მესიჯი.  (ისევ და ისეც, ჩემ მიერ ხშირად ნახსენები “Word of Mouth”-ის პრინციპი).

მედიავირუსის არაერთმნიშვნელოვანობა აძლევს გარანტიას, რომ აუდიტორია დაინტრიგდება და მოუნდება უფრო მეტის გაგება.

მედიავირუსი ძალიან ხშირად ასოციირდება ინტერნეტ-კომუნიკაციასთან. მაგრამ (!!) კარგი ვირუსული მესიჯები იწვენენ მათ განხილვას ყველა მედიაში (ინტერნეტი; პუბლიცისტიკა, რადიო, ტელევიზია)

რით განსხვავდება ვირუსული რეკლამა ჩვეულებრივისგან?

ტრადიციული რეკლამა უკვე მომაბეზრებელი გახდა. მისი ნაკადები გადაიქცა საინფორმაციო ხმაურად, რომლისთვისაც ადამიანს უკვე იმუნიტეტი აქვს გამომუშვებული. (მარტივი ენით რომ აგიხსნათ, „ხმაურში“ იგულისხმება ფაქტორები/მვოლენები, რომელებიც ხელს გვიშლიან მესიჯის სწორად და კარგად აღქმაში)

ვირუსული რეკლამა აღიქმება  ცხოვრების ნაწილად. ის მუშაობს და მოქმედებს სანამ ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობენ.  ჩვენ ვერც ვგრძნობთ მათ ზემოქმედებას, ვინაიდან ნაწილობრივ თითოეული ჩვენგანი ხდება ამ ვირუსის მატარებლი და გამავრცელებელი. ტრადიციული რეკლამა (უკაცრავად და) პრიმიტიული გახდა, ის თავს გვახვევს უკვე მზა პასუხებს. ვირუსული რეკლამა კი გვისვავს კითხვებს, რომელიც პასუხებზე უფრო საინტერესოა. ტადიციული რეკლამა უკვე არაეფექტურია და ძვირი.

სტატისტიკურად მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 18% ენდობა ტრადიციურ რეკლამას. რატომ ასე ცოტა? ტელევიზიასთან დაკავშირებით წინა პოსტშიც ვისაუბრე და აქაც ვიტყვი, რომ კომპანია სრულ ინფორმაციას  თავისი პროდუქტის შესახებ ტელევიზიის საშუალებით მაინც ვერ მიაწვდის მაყურებელს. ამას დიდი დრო სჭირდება და მაყურებლის უმრავლესობას არ უნდა ამ რესურსის (დრო) დახარჯვა ტელევიზორის ყურებისას. ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელება კი გაცილებით იაფია და რაც მთავარია კომპანიამ ზუსტად იცის,  რომ ინფორმაცია პოტენციურ მომხმარებლების უმრავლესობამდე მიდის.

მედიარევოლუციამ სამუდამომ შეცვალა ჩვენი სამყარო და ცხოვრება. ახალი მედია წესრიგი ითხოვს ახალ მსოფლმხედველობას და ცნობიერებას. ვირუსული მარკეტინგი გვაძლევს იმას, რის მოცემასაც ვერ ახერხებს ვერც ერთი სხვა მარკეტინგული ინსტრუმენტი: აუდიტორისთან დიალოგი, თამაში, გაერთიანება.

ჰაერში უამრავი იდეა დაფრინავს. ვირუსული მარკეტინგი საშუალებას გვაძლევს იდეა გარდავქმნათ მოვლენად. და ამ ახალ მედიაწესრიგში თითოეულ მოვლენას ექნება თავისი გამოხმაურება და ექო. ჩვენ ვქმნით ამ ახალ სამყაროს….

По секрету всему свету

სტატისტიკური მონაცემები მოძებნილია გუგლიკოში

პოსტი გადმოთარგმნილია,თუმცა ბევრი მომენტი

Advertisements
Categories: სოც. მედია, Marketing & PR | ტეგები: , , , , , , , | 15 Comments

პოსტის ნავიგაცია

15 thoughts on “ვირუსული მარკეტინგი

  1. хочешь похудеть – спроси меня, как

    ასეთი ბეიჯებით დადიოდნენ ადრე ვიღაც დეიდები.

    ეს არის ვირუსული მარკეტინგი?

  2. ვაა რა მაგარი იყო, მომეწონა! აქმდეც მქონდა წაკითხული რაღაც მაგრამ ასე დაზუსტებით არა! ძალიან საინტერესოა! მომწონს შენი ბლოგი. 🙂

  3. ვაჰა ვირუსი შემაყარა?

  4. giomaxara174

    kargi iyo momewona,,, wom_ic da da es virusulic ,,, evangelisturi marketingis charchoshi jdeba ,,,, samive martla virusia

  5. ტრადიციული ტელერეკლამა მართლა ყელშია უკვე ამოსული. თან ფილმის ან რაიმე საინტერესო გადაცემის დროს თუ გადის, მაშინ ვაბშე :@

  6. მთავარი მაინც ნდობის მომენტია.
    ვირუსს ავრცელებს ჩვეულებრივი ადამიანი და იდეალურ შემთხვევაში ვირუსი საერთოდ ფანქათი უნდა იყოს.
    თუმცა როგორც წესი, ვირუსს ავრცელებს თავად კომპანია და ის პროფესიონალების მიერაა დამზადებული, უბრალოდ განგებ “არაპროფესიონალური” სახე აქვს.
    მოკლედ ტრადიციულ რეკლამაზე ბევრად უფრო უსინდისო რამეა. 🙂

  7. სხვათა შორის არანაკლებ გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ სპამის სახეს იღებს 🙂 უბრალოდ ჩვენთან ჯერ ეგ მასშტაბი არ აქვს მიღებული, აბა ამერიკელებს კითხეთ 🙂
    ერთი და იმავე იუთუბის ლინკი რომ 700-ჯერ მოგივე მეილზე 700 კაცისგან “ნახე რა მაგარიაო” 🙂

  8. NinucaElectro

    ჭკვიანურია :დ

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: