კითხვები პასუხის გარეშე

ზოგიერთი კითხვა გადმოთარგმნილია რუსული ენიდან

ოდესმე დაფიქრებულხართ შემდეგ კითხვებზე:

მზე რატომ აშავებს  კანს, მაგრამ თმას აღიავებს

რატომ არ შეუძლია ქალებს ტუშის წასმა დახურული პირით (მე ვცადე და ცოტა მოუხერხებელია)

რატომ არ გვინახავს არასოდეს  ახალ ამბებში: “წინასწარმეტყველმა ლოტერეა მოიგო”

რატომაა საჭირო ვინდოუსის სამუშოს დასასრულებლად “სტარტზე” დაჭერა

რატომაა ლიმონის წვენი  მომზადებული კონცენტრატისგან, ხოლო სარეცხი საშუალება ნამდვილი ლიმონისგან

რატომ არ არსებობს კატების საჭმელი თაგვების გემოთი

როდესაც საუბრობენ ცხოველების საკვებზე – “თქვენი ძაღლის საჭმელი უფრო გემრიელი გახდა” – ვინ “სინჯავს” ამ განახლებულ გემოს

რატომ არ დაბრიდა ნოემ ის ოხერი ორი კოღო (ლოლ)

რატომ ხდება იმ შპრიცის ნემსის სტერილიზება, რომლითაც შემდგომში სასიკვდილო ინექციით კლავენ ადამიანს

რატომ არ კეთდება თვითმფრინავი იგივე მასალისგან , რისგანაც “შავი ყუთი”

როდესაც ბიჭთან გოგონა მივა და შეთავაზებით: ნებისმიერ ორ სურვილს აგისრულებო. რა იქნება მეორე სურვილი (ლოლ)

რატომაა, რომ ღამით  მაცივარში საჭმელი უფრო გემრიელია

სად წაიღეს მთელი მიწა მეტროს ტუნელების გათხრის შემდეგ

ეშმაკებს რქები რატომ ეზრდებათ

რატომ არის ადამიანებში რქები ღალატის სიმბოლო? (ეს უკვე ჩემი კითხვაა)

რატომ აქვს ქალების უმრავლესობას სასტიკი ხასიათი PMS დროს

ვეგეტარიანელებს ასე ძალიან თუ უყვართ ცხოველები, რატომ ჭამენ მათ საჭმელს

რატომ ითვლებიან ქერები სულელებად (ეს უკვე ჩემი კითხვაა)

ქორწილში რატომ ისვრის პატარძალი თაიგულს (რატომ არის ეს შემდეგი ქორწილის წინასწარმეტყველი?) (ჩემი კითხვა)

რატომ დადიან ქუჩში ხალხი სერიოზული/დაბოღმილი/სევდიანი სახით(და არა მხიარულით) (ჩემი კითხვა)

რატომ მაინც და მაინც ლომია ცხოველთა მეფე (და რეალურად იცის თუ არა ამის შესახებ?) (ჩემი კითხვა)

ქალების უმრავლესობას რატომ ეშინია თაგვების (არა ტარაკნების, ჭიანჭველების, ბაჭიების, ზაზუნების) (ჩემი კითხვა)

თქვენ თუ გაქვთ კითხვები, რომლებზეც გაგვიძნელდება პასუხის გაცემა?

ავტორი: გაუწონასწორებელი ფსიქოპათი.
დაუშვებელია ავტორის ნებართვის გარეშე ბლოგიდან მასალის გადაკოპირება !!
Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , | 20 Comments

პოსტის ნავიგაცია

20 thoughts on “კითხვები პასუხის გარეშე

  1. გამაცინე :))))

  2. eka4o

    me tarakanis meshinia jessssssssss

  3. 🙂 🙂

    თუ სიტყვა შეცდომითაა მოცემული ლექსიკონში სიტყვა შეცდომითაა?
    თუ კუს არ აქვს ბაკანი ის უსახლკაროა თუ შიშველი?
    თუ გინდა რომ ჩაფლავდე და გაიმარჯვებ საბოლოო ჯამში რა გამოვა ჩაფლავდი თუ გაიმარჯვე?
    “ლიპტონის” თანამშრომლებს აქვთ “coffee break”ები?
    რატომაა რომ როდესაც ღმერთს ველაპარაკებით ვლოცულობთ და როდესაც ის გველაპარაკება ჩვენ შიზოფრენია გვაქვს?
    რატომაა რომ როდესაც ადამიანს ეუბნები ცაში 4 მილიარდი ვარსკვლავიაო და გიჯერებს გადაუმოწმებლად მაგრამ თუ ეტყვი რომ საღებავი კედელზე სველია ამოწმებს?

    კარგად გავერთე, დიდი მადლობა 🙂
    ეს კითხვები მქონდა ადრე ამოწერილი სახალისოდ 🙂 🙂

    • აუ რა კაი იყო :))
      კიდე გამახსენდა ერთი რატომ წერენ განცხადებებში გვესაჭიროება 18-30 წლამდე ახალგაზრდები უმაღლესი განათლებით, და მე მებადება კითხვა ითხოვ 18 წლიდან და რა უმაღლეს განათლებას ითხოვ საწყალი ბავშვებისგან 😦

  4. მაგარი იყო, ჯეს, მაგარი :)) აი, კითხვები ამას ჰქვია!

  5. წყალი სველია??? 😀

  6. რო მოთოვს დადეებს? ეს რა შუაში იყო მარა მაინც :დ:დ რატომ არ დაბრიდა ნოემ ის ოხერი ორი კოღო? – აი ამის პასუხი მაინტერესებს მე ყველაზე მეტად :დ

  7. ბევრი ვიცინე, ისე რატომ არ შეუძლია ქალებს ტუშის წასმა დახურული პირით – ამაზე შემიძLია გითXრა რომ მე შემიძლია და როცა გნახავ დაგიმტკიცებ 😛

  8. Rusa

    :დ :დ :დ :დ :დ გულიანად გამაცინე :დ

  9. ტუშს მც ვისმევ დახურული პირით! თვითკმაყოფილი სმაილი

  10. ვიღაც გენიოსი

    1) რატომაა საჭირო ვინდოუსის სამუშოს დასასრულებლად “სტარტზე” დაჭერა?
    2) რატომ არ არსებობს კატების საჭმელი თაგვების გემოთი?
    3) სად წაიღეს მთელი მიწა მეტროს ტუნელების გათხრის შემდეგ?
    4) ეშმაკებს რქები რატომ ეზრდებათ?
    5) რატომ მაინც და მაინც ლომია ცხოველთა მეფე?

    პასუხები:

    1) არა მარტო მაგით ხდება ვინდოუსის დამუშაოს დასრულება…
    2) საიდან მოიტანე, რომ არ არსებობს?
    3) სად წაიღეს და დიდი მანქანები და დანადგარები მუშაობდა, რომელსაც პარალელურად გამოჰქონდა გვირაბიდან მიწა…
    4) ეშმაკებს რქები არ აქვთ… ეშმაკებიც ანგელოზები არიან და საკმაოდ ლამაზებიც…
    5) ლომის “ხასიათიდან” გამომდინარე… ის არ ეპუება არც ერთ ცხოველს…

  11. რატომ აქვს ყველა ჰომოსექსუალს კარგი ვოკალური მონაცემები?
    რატომ ”უვარდებათ” თავში ბევრი ფული და შესაძლებლობა?
    რატომ მიტყდება ხოლმე ცეკვის დაწყება პირველს? 😀
    რატომააა ყველა სახლი დაპროეკტებული ისე, რომ სუ ოთხკუთხედებია და მრგვალი არა? 😀
    საიდან მოვიტანეთ რომ დღე ღამეში 24 საათია? საათის ციფერბლატზე 13 ან 14 ციფრი რო დაწერო მაგდენს აითვლის დრო.. :))
    ოო ეს შემორჩენილი კითხვები ^_^ მაგარი პოსტი იყო 😀

  12. Tjorven-ჩორვენი

    რატომ ითვლება ტრაკი ცუდ სიტყვად ცხვირი კი არა?

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: