25-ე კადრი: მითი თუ რეალობა. პირველი ნაწილი

ადამინი ყველა სიგნალს, რაც მის გრძნობის ორგანოებზე ზემოქმედებს და იმ ინფორმაციას, რაც მაშია, მთლიანად ვერასოდეს აცნობიერებს, თუმცა მის ქცევა–მოქმედებაზე ეს ინფორმაცია გავლეას  მაინც ახდენს.

შორეული 1956  წელი.  ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ კინოთეატრში გაუშვეს ფილმი  „პიკნიკი“.სეანსის შემდეგ ფსიქოლოგმა და მარკეტოლოგმა ჯეიმს ვაიკერმა გამოაცხადა, რომ კინოფილმის ჩვენებისას გამოიყენა ე.წ 25-ე კადრის ეფექტი. ვაიკერმა ფირში ჩაამონტაჟა 1/24 წამის ხანგრძლივობის კადრები: „დალიე კოკა-კოლა“ და „გშია – ჭამე პოპკორნი“, ამ კადრებს ადამაინის თვალი ვერ აღიქვავდა, მაგრამ, როგორც ფსიქოლოგმა გამოაცხადა, პირდაპირი ზემოქმედების ეფექტი მაინც ჰქონდა. ექსპერიმენტის შედეგად  კოკა-კოლისა და პოპკორნის გაყიდვები შესაბამისად 60 და 30 პროცენტით გაიზარდა…


სხვა წყაროები განსხვავებულ რიცხვებს  იუწყებენ: ზოგიერთის მონაცემებით ამ ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად გაყიდვები 7-ჯერ გაიზარდა. სხვები ამბობენ, რომ 90%-ით,  თუმცა რომელია რეალური  მონაცემი არავინ იცის..

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ზოგიერთის მოსაზრებით ვაიკერმა ამ ექპერიმენტის ჩატარების შესახებ წინასწარ აცნობა ხალხს დ ადამიანები ფსიქოლოგიურად უკვე მზად იყვნენ იმისათვის , რომ მოუნდებოდათ კოკა-კოკა ან პოპკორნი.  თუმცა მოდით ძირითად თემას დავუბრუნდეთ,.

არსებობს მომენტები რომლის დროსაც ადამიანი ინფორმაციას იღებს და  რეაგირებს კიდევაც მასზე, თუმცა ამ პროცესს არ/ვერ აცნობიერებს. როგორც უკვე მიხვდებოდით, ამ პოსტში მინდა განვიხილო ბევრისთვის საინტერესო ე.წ 25–კადრის ეფექტი .

ადამიანის მიერ 25-ე კადრის აღქმის ორი  მოსაზრება არსებობს:

პირველი: ადამიანს წამში შეუძლია 24 კადრის აღქმა, რომელსაც თვალი და ტვინი გარკვევით და ნათლად იმახსოვრებს. 25–ე კადრი, როგორც წესი, ზედმეტია წამში და მას  ტვინი   აღიქვავს მხოლოდ  ქვეცნობიერა, მაგრამ თვალი ვერ ხედავს.

მეორე: თვალის ბადურა წამში აღიქვავს 25 კადრს. მაგრამ ტვინს ძალუძს მხოლოდ და მხოლოდ 24 კადრი გაშიფროს 25–დან. ის ერთი კადრი, რომელიც ტვინმა ვერ აღიქვა, იგზავნება ქვეცნობიერში, ილექება და შემდეგში ახდენს ზემოქმედებას ადამიანზე.

საბოლოო შედეგით ეს ორი მოსაზრება არ განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ რომელი მათგანია ჭეშმარიტი ჩვენ დამოუკიდებლად ამას მაინც ვერ განვსაზღვრავთ.

25–ე კადრს ოფიციალურად ფარულ  შეტყობინებას (Subliminal message) უწოდებენ.  მაგრამ ამ ფარულ შეტყობინებასაც კი აქვს შეზღუდული ეფექტი. თურმე ყველაზე ეფექტურად  ის მაშინ მოქმედებს, როდესაც ადამიანს იმ კონრეტულ წამს მართლაც აქვს ის კონკრეტული მოთხოვნილება, რომლის დაკმაყოფილებაც კონკრეტულ რეკლამირებულ პროდუქტს შეუძლია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მე თუ მშია და არ ვიცი რა მინდა და ამ დროს 25–ე კადრში მაჩვენეს ბიგ–მაკის რეკლამა, უეჭველი ავდგები და წავალ მაკდონალდში.  შეიძლება ამის გამო იყო, რომ  ფილმი „პიკნიკის“ ჩვენების შემდეგ ასივე პროცენტმა არ იყიდა პოპკორნი და კოკა-კოლა.

25-ე კადრი შეიძლება შევადაროდ გიპნოზს ან კოდირებას, თუმცა ეს  მეთოდი უფრო ეფექტურია და ადამიანი ვერც ‘გრძნობს“ ამ ზემოქმედებას

25-ე კადრის გამოყენება არა მხოლოდ მარკეტინგში, პროდუქტის რეკლამირებაში შეიძლება, არამედ იდეების პროპაგანდაშიც კი.  ჩვენ შორის რომ დარჩეს, ჭორი დადიოდა იმაზე, რომ ვარდების რევოლუციის დროს ტელევიზიით გამოყენებულ იქნა 25-ე კადრს  ეფექტი…. აბა, რომ ჩავუფიქრდეთ: ერთდროულად  ამდენი ხალხი რამ გადარია … ასევე ამბობენ , რომ მას საბჭოთა კავშირშიც იყენებდნენ , თუმცა, მეთოდი სინამდვილესთან ახლოს რომ ყოფილიყო, ალბათ სსრკ არც დაიშლებოდა.


რეალობასთან ყველაზე ახლო შემდეგი  მოსაზრებაა: კამიკაძეების მომზადებისას რეალურად იყენებენ 25–ე კადრის ეფექტს. ეს მართლაც ლოგიკური ახსნაა იმისა, თუ რატომ ან როგორ მიექანება ადამიანი ასე თავდავიწყებით  საკუთარი და სხვისი თავის დასაღუპად.

გაგრძელება 25-ე კადრი: მითი თუ რეალობა. მეორე ნაწილი

 


Advertisements
Categories: უცნაური/აუხსნელი, Marketing & PR | ტეგები: , , , | 29 Comments

პოსტის ნავიგაცია

29 thoughts on “25-ე კადრი: მითი თუ რეალობა. პირველი ნაწილი

  1. akunkula

    თვალს შეუძლია აღიქვას 24 კადრი მაქსიმუმ, როგორც გამოსახულება, მაგრამ ტვინი აღიქვამს უფრო მეტს, ამუშავებს ქვეცნობიერში და სწორედ ამით აიხსნება ამ ექსპერიმენტის შედეგები.
    ანატომიის ლექტირი გვიყვებოდა ხოლმე ამ ამბავს 🙂
    რასაც ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვაკეთებთ, ყველაფერი ტვინში გვაქვს, ოღონდ დალექილ მდგომარეობაში :))
    მომეწონა, კარგი პოსტია 🙂

  2. მითია.
    ამ ფორმით ყოველ შემთხვევაში.
    მაგ ექსპერიმენტის შედეგები კი გაყალბებული იყო, მოგვიანებით თავად ვაიკერმა ეს აღიარა.

  3. ვახ საინტერესოა :ფიქრ:
    ორიი წლის წინ მეც მეწერა ამაზე პოსტი :))) მაშინ გატაცებული ვიყავი მსგავსი რაღაცებით :))))

    • ერთი ბლოგერი მანახეთ, ამაზე რომ არ ეწერა. 😉
      მეც მეწერა.მეწერა კი არა თვითონ პოსტში ჩავდე 25-ე კადრის ეფექტი. 🙂

      @Jessie
      ისე, ეგ არგუმენტი რაც გიწერია, ჩემმა ლექტორმაც მოიყვანა – 25-ე კადრს მართლაც რომ ქონოდა ეგეთი ძალა დღეს აქ (პოსტ-კომუნისტურ ჩეხეთს გულისხმობდა) არ იქნებოდითო.

    • პოსტი გახიტდა რეიტინგებში… მეორე თუ მესამე ადგილზე . 🙂
      კაი ხანს ჩემი ყველაზე რეიტინგული პოსტი იყო. მერე ტრაკებზე დავწერე პოსტი და იმან აჯობა. 🙂

      • მობბაძო? ტრაკებზე მეც ვისაუბრო? ისე მეორე ნაწილი წაიკითხე მაინც?

      • წავიკითხე და მივხვდი რომ ფსიქოლოგი ხარ. 🙂
        მე – მარკეტოლოგი და ძალიან გამიხარდებოდა 25 კადრი რომ მართლა ისე კარგად მუშაობდეს, როგორც ვაიქერი ამტკიცებდა. 🙂

        ისე ვთქვათ ფილმებში რომ “ჩადგმულია” სხვადასხვა ბრენდების საქონელი – 25-ე კადრი არ არის, მაგრამ მაქედან ამოვიდა იდეა. და მუშაობს კიდეც.

  4. Lord Vader >>>>არადა არ ვარ ფსიქოლოგი… კოლეგები ვართ ვართ ფაქტიურად .. ფსიქოლოგია უბრალოდ მაინტერესებს.. თორე მარკეტოლოგობა ძალიან მინდა და ჯერ ვერ ვახერხებ თავის გამომჟღავნებას წესივრად ქართულ ბაზარზე 🙂

  5. :))))))))))))))))) ყეს ყეს… საიდან ამდენი ინფორმაცია? :)))) იესემელი ხარ?

    • Too old for that 🙂 იესემამდე თბილისის ბიზნეს-სკოლა იყო მანდ. იქაური ვარ. 🙂 იგივე სატსავი იყო ქადაგიძე და კამპანია.
      მარკოზაშვილი, ლილუაშვილი, კუპრავა… მაგარი კაცი. და მოწვეული სტუმრები – რომანა გოცირიზე და ეგენი. 🙂
      კაი იყო მოკლედ.

  6. ხოოოო :)) კაია :)))) ე.ი ერთი ოჯახიდან ვართ ფაკწიჩესკი რა.არადა მეერ დაერქვა იესემს, იესემ-თბილისის ბიზნეს სკოლა და ახლა ჯანდაბა გახდა :(…. ნუ მოკლედ მშვენიერია მშვენიერი :))))))))))) მარკეტინგიიიიიიიი მიყვაააააააააააარს (სუნ)

    • ეხლა მარკოზაშვილი თუ კითხულობს შენს ბლოგს – ეწყინება. 🙂 ასე რომ, წაშალე ეგ კომენტარი. 🙂

    • ჰაჰა… უპირატესობა მიანიჭე ერთ-ერთის საგანს. 🙂

      მე ვაბშემც თემურ კუპრავა მევასებოდა ყველაზე მაგრად თუ ეგრეა.

      • კუპრავა ძაან ჯიგარი იყო, ლილუაშვილიც, ნუ მარკოზაშვილი მკაცრი მარა სამართლიანი ხშირად 🙂 , ბადრი გელუტაშვილი და ზაზა ეკონომიკაში კარგები იყვნენ და საერთოდ კარგი იყო იესემი 🙂
        საიდან იცი ამდენი საიდან?

      • ლექციებს არ ვაცდენდი და იქედან. 🙂
        ეგენი ძველი კოჰორტაა – მეც მასწავლიდნენ.
        ლილუაშვილი ქეისებს გვარჩევინებდა ხოლმე გაუთავებლად. 🙂 სახალისო იყო.

        აი, გელუტაშვილი საერთოდ არ მასწავლიდა მაგალითად.

  7. ძალიან საინტერესოა

  8. პირველი ნაწილი გადავიკითხე და მგონია, რომ 25-ე კადრს იმაზე მეტს მიაწერენ, ვიდრე რეალურად შეუძლია.. და, როგორც წესი, “პროსვეშენნაია პუბლიკას” ძაააალიან ზოგადი წარმოდგენა აქვს ამ ფენომემზე და ძირითადად, მითებით იკვებება.

    რაც მეტი დაიწერება ასეთი პოსტი, ჯესი, მით უფრო კარგად გავერკვევით 🙂

    ახლა მეორე ნაწილზე გადავდივარ.

  9. Danny Brown

    რეალობასთან საკმაოდ ახლოა. Fight clubს პირველად რომ ვუყურე მივხვდი რომ ტეილორის სახე ნანახი მქონდა. მერე აღმოვაჩინე ფილმის დასაწყისში კადრი სადაც ტეილორი წამის მეასედით ჩნდება და ქრება.

  10. სწორედ რომ ფსიქოპატურად კარგი და ზესაინტერესო პოსტი იყო 😀

  11. გამოხმაურება: 25-ე კადრი: მითი თუ რეალობა. მეორე ნაწილი « პატარა გაუწონასწორებელი ფსიქოპათი

  12. 25ე კადრს რაც შეეხება ყველაფერი კარგად არის ოღონდ საბჭოთა კავშირის დაშლასთან არაფერ შუაშია… ეგ უფრო მასონებისკენ იხრება მგონი… დიდი დიდი მადლობა ასე კარგად ჩამოყალიბებული ინფორმაციისათვის

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: