დრო!!! დრო!!! დრო!!! დრო!!! დრო!!

წუთში 60 წამია, საათში 60 წუთია, დღე-ღამეში 24 საათია 🙂

წესით და რიგით, დრო ერთნაირი სისწრაფიდ მიდის, არ ჩერდება, ისარი ერთნაირი ინტერვალით გადაადგილდება, მაგრამ დროის ჩვენი აღქმა სხვადასხვანარია.

ყველას შეუმჩნევია, როდესაც გვჭირდება ცოტა მეტი დრო, ის რატომღაც ჩქარობს და ძალიან  სწრაფად გადის.როდესაც გვინდა, რომ სწრაფად გავიდეს – ანელებს ტემპს და  ძალიან იწელება

შეგიმჩნევიათ, დილაობით მაღვიძარის პირველსა და მეორე დარეკვის შუალედში თვლემისას დრო რა ნელა გადის? ეს დილის ყველაზე ტკბილი მომენტებია….

რა სწრაფად გადის დრო ძილის დროს. თან როდესაც არც არაფერი გესიზმრება.

რა სასტიკად სწრაფად გადის დრო გამოცდაზე, როდესაც ვრ ასწრებ საკითხის ბოლომდე ჩმოყალიბებას და დრო გეუბნება: ვერ მოასწრებ, ვერაო!

რა სწრაად გადის დრო, როდესაც სამსახურში ძალიან ბევრი საქმე გაქვს,ადგომასაც ვერ ახერხებ და ხვდები, რომ ამ მომენტებში 8 საათიანი სამუშაო დღე ძალიან მოკლეა.

როდესაც არ იცი რა გააკეთო, სამსახურში საქმე არ გაქვს ან ლექცია ძალიან მოსაწყენია – ამ დროს დრო თითქოს დაგვცინის და სპეციალურად ძალიან ნელა გადის

ყველაზე საინტერესოა, რომ ჩემთვის, თუნდაც ახლა, ეს ერთი საათი შეიძლება ნელა გავიდეს და თქვენთვის, ჩემო მკითხველო, პირიქით – სწრაფად.

ლოდინის დროს, ჩვენ გვეჩვენება, რომ გავიდა უკვე ნახევარი საათი და სინამდვილეში სულ რაღაც 2 წუთი

უცნაურია არა ეს ყველაფერი? დრო თითქოს ერთნაირად მიდის ყველასათვის, და თითქოს ინდივიდუალურად თოთოეულისათვიის.

დროის აღქმა სუბიექტურია. მე რომ მკითხოთ, ნამეტანადაც კი…

ყველაზე მნიშნველოვანია რაზე ვხარჯავთ ამ დროს…

ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ჩვენი ცხოვრება წინასწარ გაწერილია და რაც გვიწერია იმას ვაკეთებთ და იმაზე ვხარჯავთ ცხოვრებას. ზოგიერთი იძახის, რომ კი, არის გაწერილი, მაგრამ უამრავი ვარიანტია და გააჩნია ცხოვრების გზის რომელ “ვარინტს” ავირჩევთ და რომელს გავყვებით. მე ბოლო ვერსიას ვუერთდები. ყველა საკუთარი ბედის და ცხოვრების ბატონ-პატრონია და ვისაც როგორ უნდა ისე ფლანგავს დროს.

მაგრამ, ჩემი აზრით, (ბონალნო, ნო ვერნო) ისე უნდა დახარჯო ეს დრო (გინდ სწრაფი და გინდ ნელი ტემპით), რომ როდესაც მიაღწევ თუნდაც 70 წლის ასაკს და მიიხედავ უკან, არ გაიფიქრო: რა უაზროდ დავკარგე ეს დრო, და რამდენი რამის გაკეთება მინდოდა და ვერ მოვასწარი.

აუ რაღაც ძალიან ბანალური და უშინაარსო პოსტი გამომივიდა, მაგრამ გაატარეთ 🙂

რატომ ვსაუბრობ დროზე. ახლა  უკან ვიხედები და ჩემ თავს ვეკითხები: რა გავაკეთე საუკუნის მეოთხედის განმავლობაში? ვხვდები, რომ განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. კი, ადრეა ჯერ რამე მიღწევებზე საუბარი, მაგრამ მაინც 🙂 დროს გართობაზე ვხარჯავდი და ერთი დღით ვცხოვრობდი…რამდენად სწორია ეს ყველაფერი? რამდენად სწორია იცხოვრო ერთი დღით, სულ ჩქარობდე სადღაც, თითქოს ვერ ასწრებ რაღაცას და ამავდროულად ყველაზე მნიშნველოვანს ვერ და არ აკეთებ. 😦

დრო დრო დრო…..

ზოგჯერ გვინდება რომ დრო გაჩერდეს…..

აი ზუსტად აქ მინდა შევეხო ერთ მშვენიერ თეგ-თამაშს: შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ!

<> ბებიასთან და ბაბუასთან სოფელში ვარ, რუსეთში, ჩვენი ბოლო ნახვა იყო, იმის მერე აღარ მინახავს. მენატრება  ის დრო და ვნატრობდი, რომ წამი შეჩერებულიყო!

<> მეთერთმეტე კლასში ვარ, ტაბახმელაში ავედით კლასელები… შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ!

<> 2002 წელი, ბანაკი “Oрленок”, 3  კვირიდან თითოეულო წამო, გაჩერდი, მშვენიერი ხარ!

<> 2004 წელი, მეორე ცდიდან ჩავაბარე ESM-Tbilisi-ში. შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ!

<> 2007 წელის 4-5 აპრილი: თბილისი- მცხეთა – შიო-მღვიმე – შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ

<> 2008 და 2009 წლების სიონი – შეჩერდი ან ზუსტად იგივენაირად განმეორდი წამო!

<> 2010 წლის ქობულეთი . მე და ლანა და ხალხი 😀  შეჩერდი წამო, მშვენირი დასვენება იყავი!

<> 2010 წლის ჩემი დაბი-დღუბი: სევანი! – შეჩერდი წამო, მშვენირი ხარ

<> ერევანში გატარებული 1 კვირა. მე და ლანა – შეჩერდი წამო მშვენიერი ხარ!

<> 2011 წლის ბაკურიანი, ვალენტინობა 😀 , შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ !

<> 2011 წლის ქობულეთში მშვიდი დასვენება ( ზოგიერთი ცუდი ფაქტორის გაუთვალისწინებლად) – შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ!

სულ ეს არის, რაც უცბად გამახსენდა. რეალურად წარსულში უფრო მეტი კარგი მომენტი იქნებოდა, მაგრამ ამ წამს ვერ ვიხსენებ ყველას 🙂

სამწუხაროდ დრო არ ჩერდება, თუმცა დაუვიწყარი მომენტები შეჩერებულია ჩვენს გონებაში და მეხსიერებაში.

რისთვის ვწერ ამას. თქვენთვის?

არა!

ჩემთვის :))

რატომ?

იმიტომ 😀

ამ ყველაფრის გათვალისწინებით გამახსენდა ეს სიმღერა 🙂

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები, თეგ–თამაშები, ფსიქოპათის ჩანაწერები | Tags: , , , , , | 12 Comments

Post navigation

12 thoughts on “დრო!!! დრო!!! დრო!!! დრო!!! დრო!!

  1. არტეკში არ ყოფილხარ, ჯეს?

  2. მე მაგალითად დღეს სამსახურში ლამის გავგიჟდი..
    წამების დათვლაზე გადავედი.. რაღაც წყნარი დღე იყო.. ძლივს დამთვარდა სამუშაო დროის 9 საათი :ო

  3. Teaa

    ooox muxanari ramea dro 🙂 roca ginda gaiwelos-mashin miechqareba da roca erti suli gaqvs gavides-ar adgeba sashveli arasodessss!!!!!! 😀 😀 😀 😀

  4. აწმყოთი ცხოვრება არც ტუ ისე ურიგოა ჯეს, ბოლო დროს მივხვდი ამას. როცა გაქვს რაღაც, უნდა შეირგო, მომავალში არ იქნება ყველაფერი. არ შეიძლება მუდმივად შედეგზე იფიქრო (გლობალურ შედეგს ვგულისხმობ და არა მიზერულს), ხანდახან იმ ერთი წამითაც უდნა ისიამოვნო.

  5. 2010 წლის სექტემბერში გავიცანი გვანცა შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ! (koreqtirebaa ubralod)

  6. 2012 tslis 3.10…… me da sepehr_ma ertad cxovreba davitsyet… mshvenieri dila iyo…________ mmh! gacherdi tsamo___ ……. ar minda sheni shecvla … sheni dakargva… 😦

comments please :)

Blog at WordPress.com.