Female Food Hero – გმირი ფერმერი ქალი

გამარჯობა ჩემო კარგო მკითხველო,

კონკურსებში როცა იღებ მონაწილეობას ყოველთვის საკუთარ გამარჯვებაზე ხარ ორიენტირებული, რათქმაუნდა, ზუსტად ეს არის შენი მიზანი . მაგრამ თურმე არსებობს კონკურსი, სადაც გამარჯება მხოლოდ შენ არ გეკუთვნის და პასუხისმგებელიხარ სულ სხვა ადამიანის წინაშე და უნდა სხვისთვის გაიმარჯვო :)

ვმონაწილეობ Oxfam-ის პროექტში , პროექტის მიზანია საზოგადოებამ დაიანოხს ქალის როლი სოფლის მეურნეობაში. ამ პოსტში მოგიყვებით ჩემს “გმირ ფერმერ ქალზე”, რომელთანაც გავატარე დაუვიწყარი დღე :) თუ მოგეწონებათ ჩემი პოსტი შეგიძლიათ მე და ქალბატონ ლელა ცერცვაძეს დაგვეხმაროთ გამარჯვებაში:  გადადით პროექტის ლინკზე Female Food Hero მოძებნეთ “ლელა ცერცვაძე” და მიეცით ხმა :) ერთად დავანახოთ ყველას, რომ ლელა ცერვაძე გმირი ფერმერი ქალია :)

პოსტის ბოლოს ორი გემრიელი რეცეპტიც გელით:

პროლოგი:

ქართველ ქალს ყოველთვის უდიდესი როლი ეჭირა როგორც ოჯახის, ასევე ქვეყნის განვითარებაშიც. ქალი ყოველთვის მიილტვოდა დამოუკიდებლობისკენ და საკუთარი თავის წინ წაწევისკენ, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მის მთავარ მიზნად მაინც რჩებოდა ღირსეული შვილის აღზრდა და სტაბილური ოჯახის შექმნა…

* * *

1 Read more »

Categories: სოც. მედია | Tags: , , , , , , , | 14 Comments

რთულია ეს ოხერი ცხოვრება?(!)

complicated-girl-i-know-message-packme-Favim.com-310274თქვენთვის ალბათ ნაცნობია მგავსი ფრაზები: ცხოვრება რთულია,  ისედაც რთულად მაქვს საქმე, ისედაც ეს,, ისედაც ის, ისედაც იმდენი საქმე მაქვს, ისედაც დაღლილი ვარ, გადავიღალე ყველაფრისგან, არავის ესმის ჩემი, არ მომწონს სამსახური, არ მომწონს მეგობარი, ნერვებს მიშლის შეყვარებული  და ა.შ.

ჩვენ თვითონ ვირთულებთ ცხოვრებას იმ დონემდე, რომ ვეღარ ვგრძნობთ თავს ბედნიერად. ჩვენ თვითონ ვსვამთ საკუთარ თავს ჩარჩოებში და მერე ვწუწუნებთ ამაზე. ჩვენ თვითონ ვქმნით პრობლემებს და მერე ვiფურთხებით: უბედურია ეს ცხოვრებაო.

ძალიან მიყვარს ეს ფრაზა:

გინდა იყო ბედნიერი? უბრალოდ იყავი!!!

Read more »

Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | Tags: , , , , , , | 3 Comments

მინდა

მინდა ღიმილიaaaa

მინდა სიცილი

მინდა ჩახუტება

მინდა გახსნილობა

მინდა პირდაპირობა

მინდა ერთგულება

მინდა სიკეთე

მინდა გახსნილობა

მინდა კომუნიკაბელურობა

მინდა კიდევ უფრო მეტი ერთგულება

მინდა მეგობრობა

მინდა ნდობა

მინდა წარმატება

მინდა წინსვლა

მინდა ჯანმრთელობა

მინდა გახსნილობა

მინდა კარგი ამინდი

მინდა თოვლი

მინდა გუნდა

მინდა მზეI+Want+I+Wanta

მინდა შენი სახე

მინდა შენი სახეც

მინდა შენი სახეც კი

მინდა თანადგომა

მინდა გვერდში დგომა

მინდა ცოტა სიმკაცრეც

მინდა სიგიჟე

მინდა მშვიდობა

მინდა სტაბილურობა

მინდა სპონტანურობა

მინდა მოგზაურობა

მინდა ბარსელონა

მინდა მხოლოდ 50 კგ

მინდა მეგობრები

მინდა ობიექტურობა

მინდა სიბიექტურობა

მინდა მოთმინება

მინდა დისციპლინა

მინდა რწმენა

მინდა გაგება

მინდა მოსმენა

მინდა ლაპარაკი

მინდა ნაკლები წყნება/წყენინება

მინდა სიყვარული

მინდა

მინდა… მინდა… მინდა

Christmas-NewYear

ეს ყველაფერი ახალ 2013 წელს მინდა და მჭირდება

გილოცავთ დამდეგს და ახალ წელს თქვენი სურვილების ასრულებას გისურვებთ :)

თქვენი ფსიქოპათი

P.S. საახალწლო განწყობის შესაქმნელად ცნობილი სიმღერის ორიგინალური ვერსია :)

ავტორი: გაუწონასწორებელი ფსიქოპათი.
დაუშვებელია ავტორის ნებართვის გარეშე ბლოგიდან მასალის გადაკოპირება !!!
Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | Tags: , , , , , , | 3 Comments

დაღლილი პოსტი

- ბნელა

- ვიცი

- ვერ ამოვალთ ამ ტალახიდან ამ სიბნელეში

- ნახე იქ ფანარი ციმციმებს

- მოდი სხვა მხარეს გავიდეთ, შენ სადაც გინდა იქ უარესად ბნელა და რა იცი ვისი ფანარია, დაველოდოთ დახმარებას

- არა, ვერ გავჩედებით ერთ ადგილას, უნდა წინ წავიდეთ

- წინ ხო, მაგრამ მოდი დილას დაველოდოთ, ამ სიბნელეში ვერ ვივლით. რა იცი იქნებ იქ უარესი ტალახია

- წამოდი მეთქი, დამიჯერე ამ ერთხელაც

- მერამდენჯერ..

- ტფუი, ხომ გეუბნებოდი დაველოდოთ გათენაბას, არა… ახლა აქ უარესი ტალახია

- რა ვიცოდი

- მოთმინების და სხვისი მოსმენის უნარი უნდა გქონდეს… Read more »

Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | Tags: , , , , , , , , | 12 Comments

ათვლის წერტილი

ჰომოსაპიენსები ცხოვრებას ეტაპებად ვყოფთ

არის ბავშვობის პერიოდი, როდესაც საბავშვო ბაღში დავდივართ, შემდეგ სკოლის პერიოდი, სტუდენტობის პერიოდი,გათხოვების პერიდი (ლოლ), მუშაობის დაწყების/დასრულების/შეცვლის პეროდი, პენსიის პერიოდი, ბავშვის აღზრდის პერიოდი, გარდაცვალების მომენტი..

ჩვენ ძალიან გვაწყობს ცხოვრების დალაგება, ამისთვის გვაქვს კალენდარი და საათი, ვაწყობთ შეხვედრებს, ვანაწილებთ დროს, ვიცით როდის და სად უნდა მივიდეთ, როდის და რისთვის გვაქვს ან შეიძლება გვქონდეს დრო, როდის უნდა დავიძინოთ, როდის უნდა ავდგეთ, როდის უნდა ვჭამოთ , როდის უნდა მივიდეთ სამსახურში…

გვაქვს ათვლის წერტილები. აი ხვალიდან ვიწყებ ამასა და ამას… ჩვენ ძალიან გვიყვარს სიტყვა “ხვალიდან“, ხვალიდან შევუდგები ამ საქმის კეთებას, ხვალიდან დავიწყებ დიეტას, ხვალიდან აღარ მოვწევ, ხვალიდან ვივარჯიშებ, ყველაფერი ხვალიდან იწყება, მაგრამ “ხვალ” არ არსებობს, დილით ვიღვიძებთ და ისევ “დღეს” არის.

ცხოვრებას პერიოდებად ვყოფთ

აი ამასთან ურთიერთობის პერიოდში, იქ მუშობის პერიოდში, დიეტის პერიოდში, წინა კვირის პერიოდში, ყველაფერი დაყოფილი გვაქვს პერიოდებად

ნებისმიერი მოვლენა გამოცდილებაა, ურთიერთობით ჩვენ ვიღებთ გამოცდილებას, სამსახურით ვიღებთ გამოცდილებას, სწავლით ვიღებთ გამოცდილებას

დილით ვიღვიძებთ და ვამბობთ: აი, დღეიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებთ. აი ესა და ის უკვე წარსულია და აქედან იწყება ახალი ათვლის წერტილი :)

Read more »

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | Tags: , , , , , , , , , | 7 Comments

კონკურსი “ჩემი გიჟური საღამო ტედთან ერთად”

ინტერნეტში, კერძოდ ფეისბუქზე,  ძალიან ბევრი კონკურსი ცხადდება. რას არ ჩუქნიან გამარჯვებულებს: ლეპტოპებს, ტელეფონებს, ფულს…

ამჯერად კონკურსი გამოაცხადეს საქართველოს წამყვანმა კინოთეატრებმა

კონკურსის პრიზად კი დააწესეს 3-თვიანი კინო-აბონიმენტი

კონკურსის თემატიკა – ფილმი TED.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებიმიერ მსურველს შეუძლია. კონკურსანტი უნდა გადავიდეს სპეციალურ აპლიკაციაში, აპლიკაციას მისცეს თანხმობა, ატვირთოს თავისი სურათი, შემდეგ მიაბას “ტედის” სასურველი გამოსახულება და გამოაგზავნოს  სპეციალურ მეილზე.

ეს ფუმფულა დათუნი სულაც არ არის ბავშვური და საყვარელი, არამედ გარყვნილი, “ბაბნიკი” და მეამბოხე :)

სწორედაც ამიტომ, კონკურსანტებისგან ელოდებიან არანორმაური, გიჟური საღამოს/ღამის ამსახველ ფოტო-მასალაც :)

ბევრი, რომ არ ვისაუბრო…

კონკურსის პირობები:

თემა – „ჩემი გიჟური საღამო ტედთან ერთად“

გადადით შემდეგ ლინკზე:
https://apps.facebook.com/mywildnightwithted/?fb_source=search&ref=ts

ატვირთეთ თქვენი სურათი, დაადეთ ზემოდან ტედის გამოსახულება და, თქვენი სახელისა და გვარის მითითებით, სურათი გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: promo@rustaveli.com.ge

თემატიკაში შეზღუდულები არ ხართ!

ერთ ადამიანს მხოლოდ ერთი სურათის გამოგზავნის უფლება აქვს

სურათები უნდა გამოაგზავნოთ 8 აგვისტოდან (00:01) 12 აგვისტოს ჩათვლით (23:59)

სურათები აიტვირთებაფეისბუქის გვერდზე სპეციალურად შექმნილ ალბომში.

სულ იქნება 3 გამარჯვებული!

გამარჯვებულებს გამოვაცხადებთ 15 აგვისტოს 17:00 საათზე ფეისბუქის გვერდზე

გამარჯვებულებს აირჩევენ  კინოთეატრების წარმომადგენლები და საჩუქრათ გადასცემენ 3-თვიან კინო-აბონიმენტს.

აბონიმენტის პირობები:
1. გაწერილი იქნება მხოლოდ გამარჯვებულზე
2. იქნება 2 კაციანი
3. გამარჯვებულს ნებისმიერ ფილმზე მხოლოდ ერთხელ დასწრების უფლება ექნება
4. გამარჯებულს ფილმის პრემიერაზეც შეეძლება დასწრება

სულ ეს არის,

მსურველებს ვუსურვებ წარმატებებს :)

მუდამ თქვენი,

ფსიქოპათი

Categories: სოც. მედია | Tags: , , , , | Leave a comment

სასურსათო უსაფრთხოების ისტორიის ლექცია

პროლოგი: ადამიანი უცნაური არსებაა.  ის ჯერ საღ აზროვნებასთან წინააღმდეგობაში შედის და თავისი ხელით ანადგურებს საკუთარ ჯანმრთელობას, შემდეგ კი, დიდი  ძალისხმევითა და  ფულის ხარჯვით, სცდილობს გამოასწოროს იგი.

2150 წელი. საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი –  „სასურსათო უსაფრთხოების ისტორიის” ერთ-ერთი ლექციის მოკლე შინაარსი:

“…21ე საუკუნეში საქართველოს მიწაზე იზრდებოდა სხვადასხვა მცენარე, რომლებსაც უწოდებდნენ  ბოსტნეულს, ხილს, კენკრას და ა.შ. ეს ყველაფერი იზრდებოდა მიწაზე/მიწაში და შეიცავდა სხვადასხვა ვიტამინს, თითოეულ საკვებს, დანამატების გარეშე, განსაკუთრებული, მისთვის დამახასიათებელი გემო ჰქონდა. დღევანდელ ახალგაზრდობას ეს უცნაურად ეჩვენება, ვინაიდან მიჩვეულია ერთგვაროვანი თეთრი მასის ან აბების ჭამას, რომელსაც ნებისმიერ სასურველ გემოს მისცემს და  რომელიც შეიცავს  ორგანიზმისათვის საჭირო ვიტამინების მინიმალურ ნორმას.

21-ე საუკუნეში საქართველოს მოსახლეობას კი ესმონა, რომ საკვები უნდა ყოფილიყო  ხარისხიანი და უსაფრთხო, მაგრამ ადამიანი იმ დონემდე იყო გაზარმაცებული, რომ ერჩივნა ნახევარფაბრიკატისა და სხვადახვა ქიმიური დანამატების მქონე საკვების უცბად გაცხელება, უცბად გახსნა და ჭამა, ვიდრე საკუთარი ხელით ჯანსაღი პროდუქციის მომზადება. ყველა დაკავდა ფულსა და მომავალზე ფიქრით, და ვეღარ ამჩნევდა, რომ  დღევანდელ დღეს ვნებდა და ჯანმრთელი მომავალი არც მას და, მითუმეტეს, არც მის შვილებს ელოდებოდა…

ამ დროს საქართველოს ჯერ კიდევ ახასიათებდა ხელსაყრელი ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობა, აგრომეწარმეობის შემდგომი განვითარებისთვის საჭირო ბუნებრივი და შრომითი რესურსებით უზრუნველყოფის საკმარისი დონე ოპტიმალურ-დარგობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და რეგიონულ მრავალფეროვნებაში, წარსულის გამოცდილება და ა.შ და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფრის ხეირი?

კითხვის გაგრძელება

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები, სოც. მედია | Tags: , , , , , , , , , , , , , , | 3 Comments

Freedom Music

ყველაფერი 7 ივნისს შარდენზე Unique კლუბში მარტინის ივენთზე დაიწყო, სადაც ბლოგერები დაპატიჟებულთა სიაში აღმოვჩნდით. ზუსტად აქ ქალბატონმა MrsMarch-მა შემატყობინა ტელევიზიის პავილიონში Freedom Music ჩატარების შესახებ.

კითხვის გაგრძელება

Categories: AUDIO/VIDEO, ზოგადსაკაცობრიო თემები, სოც. მედია | Tags: , , , , , , , , | 12 Comments

ცხოვრება როგორც მოზაიკა

ცხოვრება შედგება მომენტებისაგან…

ზოგიერთი მომენტი დადებითია და ზოგიერთი უარყოფითი…

ზოგიერთი ცხოვრების ბოლომდე გამახსოვრდება და ზოგიერთი კი მეორე წამს გავიწყდება…

დადებითობა და უარყოფითობა შედარებითი ცნებაა და საკმაოდ სუბიექტურია. მაგრამ ეს სუბიექტურობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ადამიანზე, არამედ სიტუაციაზეც კი….

ზოგიერთი უარყოფითი მომენტი გადადის დადებითში, უბრალოდ უარყოფითის დროს ადამიანი ამას ვერ აღიქვავს.

 

    კითხვის გაგრძელება

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | Tags: , , , , , , , | 3 Comments

ფსიქოპათი ნახევარფინალში

ჩემ ერთგულ მკითხველს გახსოვთ, რომ თვენახევრის წინ დავწერე პოსტი  ”ფსიქოპათის ონლაინ კამპანია

და აი, დღეს 12:00-ზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლადო ვარძელაშვილმა გამართა პრესკონფერენცია კონკურს “შენი ონლაინ კამპანიასთან” დაკავშირებით.

Read more »

Categories: სოც. მედია | Tags: , , , , , | 7 Comments

Blog at WordPress.com. Theme: Adventure Journal by Contexture International.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 270 other followers

%d bloggers like this: