Female Food Hero – გმირი ფერმერი ქალი

გამარჯობა ჩემო კარგო მკითხველო,

კონკურსებში როცა იღებ მონაწილეობას ყოველთვის საკუთარ გამარჯვებაზე ხარ ორიენტირებული, რათქმაუნდა, ზუსტად ეს არის შენი მიზანი . მაგრამ თურმე არსებობს კონკურსი, სადაც გამარჯება მხოლოდ შენ არ გეკუთვნის და პასუხისმგებელიხარ სულ სხვა ადამიანის წინაშე და უნდა სხვისთვის გაიმარჯვო 🙂

ვმონაწილეობ Oxfam-ის პროექტში , პროექტის მიზანია საზოგადოებამ დაიანოხს ქალის როლი სოფლის მეურნეობაში. ამ პოსტში მოგიყვებით ჩემს “გმირ ფერმერ ქალზე”, რომელთანაც გავატარე დაუვიწყარი დღე 🙂 თუ მოგეწონებათ ჩემი პოსტი შეგიძლიათ მე და ქალბატონ ლელა ცერცვაძეს დაგვეხმაროთ გამარჯვებაში:  გადადით პროექტის ლინკზე Female Food Hero მოძებნეთ “ლელა ცერცვაძე” და მიეცით ხმა 🙂 ერთად დავანახოთ ყველას, რომ ლელა ცერვაძე გმირი ფერმერი ქალია 🙂

პოსტის ბოლოს ორი გემრიელი რეცეპტიც გელით:

პროლოგი:

ქართველ ქალს ყოველთვის უდიდესი როლი ეჭირა როგორც ოჯახის, ასევე ქვეყნის განვითარებაშიც. ქალი ყოველთვის მიილტვოდა დამოუკიდებლობისკენ და საკუთარი თავის წინ წაწევისკენ, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მის მთავარ მიზნად მაინც რჩებოდა ღირსეული შვილის აღზრდა და სტაბილური ოჯახის შექმნა…

* * *

1იყო და არა იყო რა კახეთში, სოფელ ნუკრიანში ცხოვრობდა ერთი დიდი ოჯახი. გოგინაშვილებს იცნობდნენ შრომისმოყვარე და კეთილსინდისიერ ადამიანებად. ერთხელაც ამ დიდი ოჯახში რძლად მოვიდა იმერელი ქალბატონი, ლელა ცერცვაძე, რომელიც ჩვენი დღევანდელი პოსტის მთავარი გმირია.

მინდა ცოტა ახლო-მახლოდან მოვუარო დღევანდელ თემას. არსებობს ქალების 3 კატეგორია: პირველ კატეგორიას არ შეუძლიათ დიასახლისობა, ისინი არ არიან შექმნილები სახლისთვის, ოჯახისთვის და ბავშვების აღზრდისათვის. მეორე კატეგორია შექმნილია მხოლოდ სახლისთვის, დედობისთვის, მათ არ სჭირდებათ ცალკე დამოუკიდებლობა და დიასახლისობით არიან ბედნიერები. მაგრამ არსებობს იშვიათი მესამე კატეგორია, რომელსაც წინა ორი კატეგორიის ერთმანეთში შეთავსება შეუძლიათ, ასეთ ქალბატონებს შეუძლიათ საკუთარ თავთან კონსესუსამდე მივიდნენ და დამოუკიდებლობა, საკუთარი საქმიანობა და ოჯახი ერთმანეთს შეუთავსონ, თუმცა  თითოეულ ქალში ეს კონსესუსი სხვადასხვანაირად მიიღწევა.. მაგრამ მოდით დავუბრუნდეთ ჩვენ ისტორიას:

„ჩემი ყველაზე  დიდი მიღწევა  არის დედობა, თან კარგი შვილების დედობა….“
ლელა ცერცვაძე

ქალბატონი ლელას ბავშვობის ოცნება იყო ყოფილიყო წარმატებული ადამიანი. მას ბავშვობიდან უყვარს ცხოველები, მომავალი პროფესიის დაკავშირება ამ არსებებთან გადაწყვიტა და ვეტ-ექიმობაზე ჩააბარა. სტუდენტობისას ლელამ მომავალი ქმარი გაიცნო და იმერეთიდან კახეთში გადავიდა საცხოვრებლად. ოჯახის შექმნისთანავე ლელამ დროებით დაივიწყა საკუთარი ამბიციები და მიზნად დაისახა ძლიერი და კარგი ოჯახის შექმნა.

2

„ ადამიანში სამ თვისებას ვაფასებ: სიკეთეს, თავმდაბლობას და მოყვასის  სიყვარულის უნარს. ამ თვისებებზე დაყრდნობით გავზარდე ჩემი ორივე შვილი.“

ლელა ცერცვაძე

            ჩვენი გმირის ოჯახს ყოველთვის დიდი მეურნეობა ჰქონდა: ბატები-იხვები, ვენახი, სიმინდი, კარტოფილი და ა.შ. ამ ყველაფრის მოვლა ქალბატონი ლელას ყოველდღიური ცხოვრება იყო, მაგრამ მისთვის ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ქალბატონმა ლელამ არ დაიშურა ენერგია და ძალისხმევა და ნამდვილად საამაყო ორი ვაჟი გაზარდა. დედამ დაინახა, რომ თავისი პირველი ყველაზე დიდი მისია შეასრულა – შვილები ცხოვრების გზაზე დააყენა და მიხვდა, რომ დადგა დრო გაეხსენებინა ახალგაზრდობის ოცნება და წამოეწყო საკუთარი საქმე, ბიზნესი და ეს ყველაფერი შეეთავსებინა საკუთარ პროფესიასთანაც.

                        ქალბატონი ლელა დიდხანს ფიქრობდა საკუთარი საქმის წამოწყებაზე. ბოლოს კარგად აწონ-დაწონა ყველა შესაძლო ვარიანტი, გაითვალისწინა სოფელი ნუკრიანის ადგილმდებარეობა (ნუკრიანი მდებარეობს „სიყვარულის ქალაქთან“ ახლოს, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული ტურისტული ზონა გახდა) და გადაწყვიტა ამის გამოყენება საკუთარი მიზნებისათვის. ამ ყველაფრის შედეგად ჩვენმა გმირმა მონაწილეობა მიიღო პროექტში „ბიზნეს სტარტი“, სადაც წარადგინა გოჭების/ღორების გამრავლების, წარმოების გეგმა და მიიღო კიდევაც დაფინანსება, რის შედეგად შეიძინა 7 პატარა გოჭი.

„მიზანდასახული ვარ, არაფერზე ვიხევ უკან, რათქმაუნდა, ზომიერების ფარგლებში“

ლელა ცერცვაძე

ღორის ხორცის ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მწვავეა, თუმცა ფინანსურ მხარეზე უფრო მეტად ფასობს ხარისხი. ქალბატონმა ლელამ ეს საკითხი კარგად გაიაზრა და პირველ რიგში გადაწყვიტა გოჭების საკვებზე ეზრუნა.

ჩვენმა გმირმა გოჭების სწორად გამოკვების ხერხი გაგვანდო:   კარგი ხორცის მისაღებად გოჭების და ღორების გამოკვების თავისებური ტექნოლოგია არსებობს. მათ უნდა ვაჭამოთ სიმინდი, კოპტონი და ხორბალი, მაგრამ  10-14 დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი სახეობის 3საკვები უნდა მივცეთ. ეკოლოგიურად სუფთა საკვებიის მიღების შემდეგ ხორცი  ბეკონის სტილის გამოდის და ბაზარზე კარგად ფასობს.

ჩვენმა გმირმა ზედმიწევნით შეისწავლა მომავალი საქმიანობის ყველა დეტალი და სჯერა, რომ ღორის ხორცის მაღალი ხარისხით (და ხარისხის შენარჩუნებით) ის შეძლებს გოჭების წარმოების გაფართოებას და ამ სფეროში დიდი წარმატების მიღწევას. სტუდენტობის წლებში შესწავლილი თეორიული ცოდნა ეხმარება გაზარდოს ჯანმრთელი და გემრიელი ხორცის მქონე ღორები.

ოჯახს სახლთან ახლოს ცალკე გამოყოფილი დიდი ნაკვეთი აქვს, აქ ქალბატონი ლელა ფერმის აშენებას აპირებს. ფერმის შექმნისთვის ის უკვე მზად არის მომდევნო ნაბიჯი გადადგას: გაზაფხულზე დაგეგმილია უკვე მოზრდილი ღორების გაყიდვა და 10 გოჭის ყიდვა. ჩვენ გმირს მხოლოდ ღორების ყიდვა/გაყიდვა არ ამოძრავებს, მას სურს მუდმივი სტაბილური წარმოება შექმნას და თვითონ გაყიდოს ღორის ხორცი.

„ადამიანს თუ არ აქვს რამის ამბიცია, ის ადამიანი დაღუპულია. თუმცა უტოპიური ამბიციაც დამღუპველია“

ლელა ცერცვაძე

ბოლოს მინდა ვთქვა, თქვენთვის საკმარისი იქნება ერთი დღე გაატაროთ ამ ადამიანთან და მიხვდებით, რომ ქალბატონი ლელა არის უაღრესად  თბილი, გახსნილი და კომუნიკაბელური პიროვნება. ის ამბიციური, მიზანდასახული, შრომისმოყვარე და  საკუთარ თავში დარწმუნებულია. ადამიანი, რომელიც უკან არასოდეს დაიხევს. ზუსტად მისი დანახვისას გამახსენდა ძველი დიდებული ქალები, რომლებიც ოჯახის ქვაკუთხედს და დასაყრდენ წერტილს წარმოადგენდნენ.

4

ეპილოგი:

ქალბატონო ლელა მძიმეა ქალის როლი სოფლის მეურნეობაში?

– ყველასათვის ინდივიდუალურია ეს როლი, მაგრამ ქალი რაც არ უნდა იყოს ჩართული ამ შრომაში  არ უნდა დაკარგოს პატიოსნება, საკუთარი თავი, ქალურობა და უკეთესი მომავლის იმედი.

 ლელა ცერცვაძის გემრიელი რეცეპტები:

5

*თავადური*

საჭირო ინგრედიენტები:

1კგ  შერეული ფარში 3-4 კვერცხი
3 სუფრის კოვზი ტომატი 150 გრ მაიონეზი
3 ცალი ხახვი 3 კბილი ნიორი
1 კონა ქინძი უცხო სუნელი
ყვითელი ყვავილი ბროწეულის მარცხვლები
პიტნა

მომზადების წესი: ფარში უნდა შევანელო სუნელებით და ხახვით. ფარშის ნახევარს ვდებთ კეცზე ან ცეცხლმამძლე მინაზე. ზემოდან მოვათავსებთ მრგვალად დაჭრილ კვერცხებს, მოვასხამთ ტომატს  (ტომატი წინასწარ უნდა იყოს შენელებული: ქინძით და სუნლელებით), გადავუსხამთ მაიონეზს და დავაყრით წვრილად დაჭრილ ნიორს.

ფარშის მეორე ნაწილს გავაბრტყელებთ ცალკე ტაფაზე და შემდეგ პირველ ფარშს ზემოდან დავაფარებთ. ვვაცხობთ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში. გამოცხობამდე 5 წუთით ადრე ზემოდან ისევ მაიონეზს მოვასხამთ, დავაყრით ბროწეულის მარცვლებს და პიტნას.

მიირთვით გემრიელად!

 

* ღვიძლის ტორტი *

საჭირო ინგრედიენტები:

1 კილო გატარებული ღორის ღვიძლი 2 კვერცხი
3 სუფრის კოვზი ფქვილი ნახევარი ჩაის კოვზი სოდა
ცოტა მარილი პილპილი გემოვნებით

ამას ყველაფერს ხორცში შევანელებთ და დავდგამთ ნახევარი საათით.

კრემი: ორი თავი ხახვი და მსხვილ სახერხზე ჩახეხილი 2 ცალი სტაფილო ძალიან ცოტა ზეთში მოვშუშოთ. გაციების შემდეგ  შევურიოთ მაიონეზი.

ღვიძლი ცხელ ტაფაზე ფირფიტებად უნდა გავაბრტყელოთ, სულ უნდა გამოვიდეს 3 ფირფიტა. შევწვავთ ფქვილში. მომზადებულ ფირფიტებს  წავუსვათ კრემს და ერთმანეთზე დავალაგებთ.  ზემოდან ხახვი და მწვანილი.

მიირთვით გემრიელად!

მუდამ თქვენი,

ფსიქოპათი 🙂

Advertisements
Categories: სოც. მედია | ტეგები: , , , , , , , | 14 Comments

პოსტის ნავიგაცია

14 thoughts on “Female Food Hero – გმირი ფერმერი ქალი

  1. კაი ჰო… არ დავაომენტებ 🙂

  2. ძალიან მაგარი ქალია <3<3<3 წარმატებები

  3. MavieDupont

    რაკარგიქალია 🙂 წარმატებებს ვუსურვებ ❤

  4. BaQa

    warmatebebi ❤

  5. NINO

    upalma amravlos tkvennairi qalbatonebi 🙂 warmatebas gisurvebt qalbatono lela

  6. Dato

    midi lela shentan vart ))))

  7. IKA

    Sagol :*

  8. busuna

    lela ra magari xaaar…aba shen ici carmatebebiii

  9. ana

    lela yochaag

  10. tea da nino

    yochag lela,gmertma xeli mogimartos,

  11. ratiiiiiii

    lela deida magari xar……

  12. tea da nino

    vamayobt shenit

  13. nino

    me vamakob shenit,gaixare lela!!!!!

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: