(არა)სასარგებლო რჩევები

ცოტა გავხალისდეთ:

იპოვე ის რაღაცა, რისი გაკეთებაც გსიამოვნებს და შემდეგ იპოვე ის, ვინც ამ რაღაცის გაკეთებაში ფულს გადაგიხდის

გასუქების თუ გეშინია, ჭამის წინ დალიე 50 გრამი კონიაკი –  ეს შიშის გრძნმობას გაგიქრობს

თუ გინდა ლობიანის გაკეთება, მაგრამ ლობიო არ გაქვთ – არაფერიც არ გამოგივა

გახდომა თუ გინდა, ბოლომდე გაიხადე, დაჯექი სარკის წინ და დაიწყე ჭამა. ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია, ვინაიდან მომენტალურად გაგაგდებენ რესტორნიდან

laugh1მიუახლოვდი მძინარე ადამიანს და მთელი ძალით ჩაუყვირე ყურში „ცამეტი“, ის მომენალურად ახტება და გადმოვარდება საწოლიდან. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ამ რიცხვის მისტიურობას

თუ სხვა არაფერი შველის, ბოლოს და ბოლოს ინსტრუქციის წაკითხვა შეგიძლია

ქალმა ისე უნდა ჩაიცვას, რომ მამაკაცს მისი გახდა მოუნდეს

ნუ იპარავ! სახელმწიფო ვერ იტანს კონკურენციას

თუ ადამიანი გეუბნება რომ უყვარხარ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ შენ უყვარხარ

გინდა სამუდამოდ დაიმახსოვრო ცოლის დაბადების დღე? ერთხელ დაივიწყე

თუ გულმოდგინედ იმუშავებ დღეში 8 საათს, აუცილებლად დადგება დრო, როდესაც დაგნიშნავენ უფროსად და მიიღებ უფლებას იმუშაო დღეში 12 საათი

გინდათ ერთ კვირაში 7 კილოს დაკლება? ეს ძალია ადვილია! დღეში თითო კილო დაიკელით

თუ არ გაგიმართლა ცოლში  – გახსოვდეს, რომ არსებობენ სხვა ქალებიც. თუ გაგიმართლა  – გახსოვდეს, რომ სხვა მამაკაცებიც არსებობენ.

საფაღარათო  საშუალება უკეთესია მიიღო დამაწყნარებელთან ერთად – შენ  შეინარჩუნებთ სიმშვიდეს, თუ ვერ მოასწრებ საფირფარეშომდე მისვლას.

არაა საკმარისი საკუთარი თავის ფასი იცოდე, მოთხოვნითაც უნდა სარგებლობდე

თუ ტუალეტში შუქის ჩაქრობას მოყვება ხმა “ეეეე” – ე.ი მანდ ვიღაცა არის

გახსოვდეთ: ფეხების დაბანისას თქვენ ხელებსაც იბანთ

მაცივარი თუ ცარიელია ეს შეიძლება დიეტად აღიქვა

თუ შენ გაქვს ჭკვიანი თვალები და ეშმაკური ღიმილი, ე.ი.  სურათს გიღებენ

პირველი ნიშანი, რომ გოგონას არ ყავს შეყვარებული – პომადა უსვია 🙂

დილით ჩაცმულმა თუ გაიღვიძე – ეი მთელი დღე თავის ტკივილი შეგაწუხებს

რა უნდა გააკეთო თუ  აბაზანაში უცნობი კაცი იბანს:

1. დარწმუნდი, რომ ეს შენი აბაზანაა

2. დარწმუნდი, რომ არ იცნობ ამ მამაკაცს

3. გაიცანი ის

ახლა შენს აბაზანაში ნაცნობი მამაკაცი ბანაობს

smile-04არასოდეს არ ჰკითხო საყვარელ ადამიანს რატომ უყვარხარ, ვაი და მართლა დაფიქრდეს..

თუ შენ  სექს-სიმბოლო გიწოდეს, ნაადრევად არ გაგიხარდეს – იქნებ რამე არაცენზურული იგულისხმეს

თუ საკუთარ თავთან მოლაპარაკება გამოგივიდა  – ამას ეგოიზმი ჰქვია , თუ არა – მაშინ შიზოფრენია

ღიმილიან დღეს გისურვებთ

თქვენი ფსიქოპათი

ავტორი: გაუწონასწორებელი ფსიქოპათი.
დაუშვებელია ავტორის ნებართვის გარეშე ბლოგიდან მასალის გადაკოპირება !!!
Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , | 7 Comments

პოსტის ნავიგაცია

7 thoughts on “(არა)სასარგებლო რჩევები

  1. Tjorven-ჩორვენი

    ვაიმეე ძალიან გულიანად ვიცინე!!

  2. უჰ რამდენი ვიცინე , შენ გაიხარე 😀

  3. ისა და დავაკოპირე და იმედია არ გაბრაზდეები 😛

  4. eka

    hahahaaaaa dzaan magariaaaa :D:D:D :*

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: