რთულია ეს ოხერი ცხოვრება?(!)

complicated-girl-i-know-message-packme-Favim.com-310274თქვენთვის ალბათ ნაცნობია მგავსი ფრაზები: ცხოვრება რთულია,  ისედაც რთულად მაქვს საქმე, ისედაც ეს,, ისედაც ის, ისედაც იმდენი საქმე მაქვს, ისედაც დაღლილი ვარ, გადავიღალე ყველაფრისგან, არავის ესმის ჩემი, არ მომწონს სამსახური, არ მომწონს მეგობარი, ნერვებს მიშლის შეყვარებული  და ა.შ.

ჩვენ თვითონ ვირთულებთ ცხოვრებას იმ დონემდე, რომ ვეღარ ვგრძნობთ თავს ბედნიერად. ჩვენ თვითონ ვსვამთ საკუთარ თავს ჩარჩოებში და მერე ვწუწუნებთ ამაზე. ჩვენ თვითონ ვქმნით პრობლემებს და მერე ვiფურთხებით: უბედურია ეს ცხოვრებაო.

ძალიან მიყვარს ეს ფრაზა:

გინდა იყო ბედნიერი? უბრალოდ იყავი!!!

ცხოვრებაში ყოველთვის ვსარგებლობდი შემდეგი პრინციპებით:

მენატრები? გეტყვი

მიყვარხარ? გეტყვი

ცუდად ვარ? ვერ დავმალავ გრძნობას

კარგად ვარ? ჩემს ირგვლივ მინდა ყველა გავხადო კარგად

ვწუწუნებ? უფ, ტვინს გაგიბურღავ

მაკლიხარ? დაგირეკავ, შეგჭამ და,თავიდან მოშორების მიზნით, მაინც მნახავ

მინდა რაღაცა? შევეცდები მაინც ეს მივიღო

არ მომწონხარ? არ ვიურთიერთებ შენთან

მინდა გამიგო? დავჯდები, აგიხსნი და გამიგებ.

ვიჩხუბეთ? მოვალ შენთან და შევრიგდებით

enjoy-life-14არასოდეს დამიფასებია თავი და არასოდეს მიცხოვრია პრინციპით: “ეს არ მეკადრება

მაგრამ ცხოვრებას მოაქვს ისეთი რამ, რომ ამ პუნქტების დაცვის სურვილი გამიქრა. ალბათ გადავიღალე, სხვებმა გადამღალეს. სხვებისგან ვითხოვდი აქეთ ამ ყველაფერს.  და ახლა? ახლა უცბად ჩამარტყა თავში: ერთ-ერთი პუნქტი ზუსტად ეს არის >>>

გინდა რამე? გადადგი პირველი ნაბიჯი და გააკეთე ეს…

უკეთესია გააკეთო და ინანო, ვიდრე არ გააკეთო და ინანო.

ბოლო დროს ვუღალატე ამ ფრაზებს და არაფერსაც არ ვაკეთებ. სხვებისგან ველი პირველ ნაბიჯს და როცა არ  ვღებულობ, ვწუწუნებ იმაზე, რომ აიიი ახლა თქვენი დროა და ახლა თქვენ უნდა იაქტიუროთ და მოინდომოთ ჩემთან ურთიერთობა და მავიწყდება ერთი რამ: მთელი ცხოვრება მე თუ ვდგამდი პირველ ნაბიჯებს და მთელი ცხოვრება ჩემგან თუ ელოდებოდნენ ამას, ახლა საიდან მოაფიქრდებათ, რომ თვითონ უნდა გადმოდგან?!…

ახალი წელი, ახალი აზრები, ახალი გიჟობები, ახალი ცხოვრება.. მასე არ არის ყოველ წელს?

შევიცვალოთ. გავიმარტივოთ ცხოვრება, გავიმარტივოთ ურთიერთობები, გავიმარტივოთ მეგობრობა, სიყვარული..

არ გვინდა იმ პრინციპებით ცხოვრება: მე არ მეკადრება, მოუნდება თვითონ იზამს, თავს დავიფასებ,  არ დავანახებ, რომ მენატრება…

ბასტა!!!  ბასტა!!! ბასტა!!! ბასტა!!! ბასტა!!! ბასტა!!!

MAKE YOUR LIFE LESS COMPLICATED

თქვენი გაუწონასწორებელი ფსიქოპათი

first-step

ავტორი: გაუწონასწორებელი ფსიქოპათი.
დაუშვებელია ავტორის ნებართვის გარეშე ბლოგიდან მასალის გადაკოპირება !!!
Advertisements
Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , , , , , | 4 Comments

პოსტის ნავიგაცია

4 thoughts on “რთულია ეს ოხერი ცხოვრება?(!)

  1. კი ნამდვილად რთულია ცხოვრება , მაგრამ ამ სირთულესაც ოპტიმისტურად უნდა უყურო ) არ უნდა დაგჩაგროს !

  2. ოპტიმიზმი ყველაზე კარგია ცხოვრებაში, როგორიც ხარ, უმეტეს შემთხვევაში, ცხოვრებაც ასეთი გექნება. იმიტომ, რომ ყველა ისე ვხედავთ ცხოვრებას, როგორი ხასიათიც გვაქვს: მზიანი ან ბოღმა 🙂

    მომწონს შენი ბლოგი, დადებითი ენერგიით დამმუხტველი.

    წარმატებებს გისურვებ ყველაფერში!

  3. -_- da Tu sulierad usazgvrod xar daglili ? )

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: