მოდას აყოლილი ახალგაზრდობა

ერთი ჩემი ნაცნობი იძახდა – მაიკაზე D&G თუ არ ეწერება, მასეთ მაიკას არ ჩავიცვამო. დავიშოკე. უკაცრავად და ციგნებთან მაიაკს 5 ლარად ვიყიდი, ეწერება D&G და რა ამით? მეც ვიქნები ფეშენ სამყაროს ნაწილი? მე შემიძლია თავისუფლად მოვიტყუო, რომ 100 ლარად ვიყიდე  ერთ-ერთ ცნობილ მაღაზიაში. ხალხი ბაზრობებსა და “second hand”-ში ყიდულობს ტანსაცმელს, თუმცა ამ ფაქტს ვერ ახმოვანებს ფართო წრეებში, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ “second hand”-ში ზოგჯერ უკეთესი ხარისხია ვიდრე ბაზრობებსა და მაღაზიებში, ეს მაინც “დაბალი დონეა”….

უმრავლესობა მიდის მოდურ და ძივრადღირებულიან მაღაზიებში და ყიდულობს ზუსტად იგივე პროდუქციას რაც ბაზრობებზე 3–ჯერ ან 5–ჯერ უფრო ძვირად. კი ვაღიარებ, რომ ზოგიერთ მაღაზიაში, მართლაც ნამდვილი ბრენდები და ხარისხიანი პროდუქცია იყიდება, მაგრამ, ძირითად  შემთვევაში, მაინც იგივე ხარისხია, რაც ბაზრობებზე.

ახალგაზრდობის უმრავლესობა იცვამს მოდურ ტანსაცმელს უბრალოდ იმისათვის, რომ ცოტათი მაინც შეეხოს „ფეშენ“ სამყაროს. ამ დროს უხდება ამ ადამიანს ეს ტანსაცმელი თუ არა მეორეხარიხოვანი საკითხია.

გახსოვთ, ერთ დროს თბილისში მოდაში შემოვიდა ღია ცისფერი ელასტიკები? ძალიან კარგად მახსოვს. ერთ კვირაში მთელი თბილისი ცისფერ ელასტიკებში იყო შემოსილი. დიდი  თუ პატარა, გამხდარი თუ მსუქანი (!!). ნამეტანად სასაცილო იყო. ყველას უნდოდა ყოფილიყო გამორჩეული,  უნდოდა ამ ახალი მოდის ნაწილი გამხდარიყო. შედეგი? შედეგი ის, რომ ყველა გახდა ერთნაირი და გამორჩეულობა არც იგრძნობოდა.

ბოლო წლებში ჩვენს დედაქალაქს თავს დაესხა იასამნისფერი. გოგოების,  ბიჭების, ყველას საყვარელი ფერი გახდა იასამნიშფერი. ყველა ყიდულობდა (ყიდულობს!!)  იასამნისფერ კურტკებს, ჯემპრებს, ქუდებს, ხელთათმანებს, (ალბათ ამ წლებში ისამნებიც უფრო დიდი რაოდენობით იყიდება). თუმცა მონეტას ორი მხარე აქვს. ჩემდა სასიხარულოდ, ყველას დაავიწყდა თბილისის „საყვარელი ფერი“  – შავი და გადავიდნენ იასამნისფერზე.

არავითარ შემთვევაში არ მინდა იფიქროთ, რომ დავცინი მოდას ან კონკრეტულად ვინმეს.არა! არა! არა! უბალოდ მინდა ავღნიშნო, რომ ეს მოდა ზოგჯერ მარაზმში გადადის.

ახლა კი ზოგადად მინდა შევეხო მოდის არსს:

ფართო მნიშნველობით, მოდა მხოლოდ ჩაცმის მანერა არაა. იგი ადამიანის მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროს გულისხმობს.  ეს შეიძლება იყოს – გავრცელებული შეხედულებები, რწმენა ან მისი წარმოების საშუალებები, პროფესიები და თვით ადამიანებიც კი. მოდას ახასიათებს: მასობრიობა, პოპულარობა, საყოველთაოდ აღიარება და, რათქმაუნდა, ცვალებადობა ანუ არამუდმივობა. რეკლამის სამყარო და მოდის სამყარო არა მხოლოდ ეხებიან ერთმანეთს, არამე ფსიქოლოგიური ზემოქმედების საერთო ველსაც ქმნიან – რაც მოდურია, რეკლამირებული ხდება, ხოლო რეკლამირებული – მოდური. მოდაში დიდი როლი უჭირავს რეკლამას.

რეკლამის საშუალებით შიეძლება ყველაფერი მოდური გახადო – ძაღლის საკვებით დაწყებული პოლიტკური რწმენით დამთავრებული. რეკლამის საგანი არა მხოლოდ ნივთებია, არამედ ადამიანებიც.

პატარა ლირიული გადახვევა: გახსოვთ იეღოველები? ჩემი ბავშვობის პერიოდში რა პოპულარული იყო ეს “რწმენა”. მათი ფერადი წიგნიც კი მქონდა სახლში, ნახატები მომწონდა. რა პოპულარული იყო იეღოვლობა, და რაც არ უნდა გასაკვირი და საწყენი იყოს, ბევრი შეიტყუეს. ნახევარი წლის წინ ქუჩაში რუსულენოვანმა დედა-შვილმა შემაჩერეს.  მათ ნდოდათ ჭეშმარიტ ღმერთზე გასაუბრება. ალბათ ძალიან ვაწყენინე, რადგან ისტერიული სიცილი ამიტყდა და გავეცალე იქაურობას. ბავშვობა გამახსენდა…

დავუბრუნდები ძირითად თემას:

მოდაში მთავარი ადგილი დაპირისპირებას და მიბაძვას უჭირავს. დაპირისპირება სუბიექტის მიერ იმ მოქმედებებში ვლინდება, რომლებიც საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებს შორის კონტრასტს ქმნის. მაგალითად: ამას ცნობილი ავტორიტეტული და თაყვანისმცემლებით გარშემორტყმული ადამიანები აკეთებენ და სხებზე შთაბეჭდილებას ახდენენ.  ემოობა, გოთობა, დეპრესიონერობა ძალიან პოპულარული იყო ამ წლებში და ამ ხალს სხვებისგან გამოცალკევება უნდოდა, მაგრამ  არ გამოუვიდათ, ნამეტანად ბევრნი გახდნენ და ემოობა „გაპაპსავიკდა“. მიბაძვის მექანიზმის ჩართვისას  – ჩნდება მიმბაძველები (ფანები). როგორც წესი, დაპირისპირებას ისინი მიმართავენ, ვინც გამოცალკებების სურვილით არიან მოტივირებულნი, ხოლო  მიმბაძველობა კი, უფრო თავმდაბალი ტრადიციონალისტებისათვის არის დამახასიათებელი, რომელებსაც არ სურთ თავისივე მსგავსისაგან გამორჩეულნი იყვნენ.

მინდა ამ პოსტში სიგამხდრესაც შევეხო. მანდილოსნები რამდენ დიეტას იცავევნ ყოველდღე იწონებიან და ითვლიან გრამებს, ვინაიდან მათი პარამეტრები ცდება 90/60/’90-ს. მოდური სტანდარტია იყო მაღალი და გამხდარი. უმრავლესობა იტანჯება თავისი წონით და ნერვიულობის ნიადაგზე უარესად სუქდება. ზოგჯერ გოგონები გადადიან მეორე უკიდურესობაში და იმ დონემდე ხდებიან, რომ საავადმყოფოში ყოფენთავს (ამის უამრავი მაგალითი ვიცით) ყველაფერი ტვიგის ბრალია 🙂 . თუმცა ამ ყველაფერში დიდ როლს ასრულებს ფსიქოლოგიური მომენტიც: გოგონების უმრავლესობას, რაც არ უნდა გახდნენ, მაინც მსუქანი ჰგონია თავი. აქვე მინდა გავიხსენოთ ჯენიფერ ლოპესი, თავის დროზე ამ ქალბატონმა მოდაში შემოიტანა დიდი  უკანალი და ქალებმა მკერდის გარდა სხვა ადგილების გაზრდაც მოინდომეს.

მოგეხსენებათ, მოდურ მუსიკას ხშირ შემთვევაში, „პაპსას“ ეძახიან. ჩემი აზრი, არსებობს მტკიცე ზღვარი პაპსასა და მოდურ მუსიკას შორის. პაპსა (ისევ ჩემი სუბიექტური მოსაზრებით)  არის  ძალიან მარტივ მელოდიებზე აწყობილი სტანდარტული ტექსტის მქონე სიმღერები. მოდური მუსიკა სულ სხვაა. თავის დროზე ჯაზიც იყო ძალიან მოდური, თუმცა პაპსას ვერანაირად ვერ დავარქმევთ. Beetles-იც თავის დროზე კი იყო მოდური მუსიკა, მაგრამ, ჩემი აზრით, ზედმეტადაც კი, ვინადან უსმენდა აბსოლუტურად ყველა და ისეთი გრძნობა შემექმნა, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არც ჰქონდათ. რაც შეეხება ახლანდელ თაობას, ვგულისხმობ იმათ, ვინც უსმენს ბიტლსებს, ქუინს, ძველ როქს,ბლუზს თუ ჯაზს, მათ უმრავლესობას უნდა, ასე ვთქვათ, ბრბოდან  გამოცალკევება, არ უნდათ  მოუსმინონ თანამედროვე „პაპსა“ მუსიკას და განსხვავებულობა სურთ. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აცხადებს, რომ არ უსმენენ  ე.წ. „პაპსას“, ყველა მაინც იცნობს შესაბამისი ჟანრის მომღერლებს, სიმღერების სახელწოდებებსა და ტექსტებს.  თუმცა ბითლსები და  წინა თაობის პსხვა ოპულარული ჯგუფები  მართლაც, რომ ნამეტანად გაპოპულარდა და ცუდია ეს თუ კარგი ჩემი გადასაწყვეტი არაა.

თანამედროვე მოდა საბაზრო ეკონომიკის კანონებით ცხოვრობს, სადაც შემთვევითი რყევებიც ისეთი კანონზომიერია, როგორიც სავალუტო კურსის და ფასების შცვლილებები. ავიღოთ პოდიუმი. პოდიუმეზე ათობით და ასობით კოლექციის დემონსტირერება ხდება, მაგრამ მათგან უმრავლესობა პოდიუმს ვერ გასცდება და ეს კანონზომიერიცაა.

ათასობით მომღერალი გამოდის ესტრადაზე, მაგრამ მათ უმრავლესობას მომავალი არ აქვთ. ამავდროულად საკმარისია მოხვდეთ ზუსტ დროს საჭირო ადგილას და თქვენზე მთელი მსოფლიო ილაპარაკებს.თავის დროზე ყველა ეძებდა ბრიტნის სპირტის შემცვლელს და გამოჩნდა ქრისტინა აგილერა, რომელმაც თავისი „ჯინით“ მოხიბლა შოუ-ბიზნესის მთელი სამყარო.

მოდა, მოდა, მოდა,

ჩვენს შორის რომ დარჩეს, არ შეგიმჩნევიათ ბოლო დროს უამრავი ახალი ბლოგის გამოჩენა?! არ დაფიქრებულხართ რატომ?  პირადი ბლოგის შექმნა – ეს ხომ მოდურია 🙂

პატივისცემით,

ბლოგურ მოდას აყოლილი ჯესი.

P.S. გთხოვთ, მაპატიეთ ჟარგონული სიტყვები და გრამატიკული შეცდომები 🙂

Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები, Marketing & PR | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | 45 Comments

პოსტის ნავიგაცია

45 thoughts on “მოდას აყოლილი ახალგაზრდობა

  1. Louis Vuitton – ყველა დროის, ყველაზე მოდური 😉

  2. აიაიაი ზუსტად ჩემი ფიქრებია ოღონდ უკეთესად დალაგებული :))) ძალიან ბევრს ვიცნობ რომელიც აგინებს პაპსას და მოდას და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა მომგერალი დაწყებული ბიბერიდან და დემი ლოვატოთი დამთავრებული იციან, და სულ ახალ ახალ ტანსაცმელს არჩევენ. მერე კიდე არ აღიარებენ ამას და თავი “განსხვავებული” გონიათ, იმიტომ რომ pink floyd–ს და ეგეთებს უსმენენ.

    • მიხარია რომ მოგეწონა ^^ “აიაიაი ზუსტად ჩემი ფიქრებია ოღონდ უკეთესად დალაგებული ” >>>> მადლობააა :*

  3. მოდურობაზე მეტად, სამოსის არჩევისას, კომფორტულობას და ხარისხს ვაქცევ ყურადღებას. რაც მთავარია – უნდა მიხდებოდეს 🙂

    კარგი პოსტია 🙂

  4. სასიამოვნო პოსტი იყო, მიხარია ჩემსავით რომ ფიქრობ. ამ ყველაფრზე აღარ ვისაუბრებ, შვენივრად გაქვს დაწერილი და გეთანხმები სრულად. აი, ბლოგს რაც შეეხება, მეც დავწერე თავის დროზე კონკრეტულად ბლოგომანიაზე და ბევრმა არასწორად გაიგო, ზოგიც გაღიზიანდა. თუმცა, მე ასე ვფიქრობ და ვაფიქსირებ კიდეც ჩემს აზრს… და სიმართლე გითხრა, ვინც გაღიზიანდა, ძირითადად სწორედ მოდას აყოლილი “ბლოგერია”. დაძებნე მერე თუ გინდა და ნეხე, საინტერესოა შემი აზრი. მოიცა, ლინკს მოგცემ კაცო 😀
    http://gvirila-gvirila.blogspot.com/2010/08/blog-post_28.html

  5. ჭეშმარიტად… ))))) აუ… მე ძალიან მყვარს შავი ფერი, მაგრამ მასიურად გადაშავებული ქალაქი დეპრესიულ ფონს ქმნის…. იყავით რა ინდივიდები… რატომ უნდა გაიმეორო სხვა, როცა შენ ერთადერთი და განსაკუთრებული ხარ….
    მე მაგ კატეგორიაში ვარ, შმშილით თავს რომ იკლავენ./.. 56 კილო ვარ და დღეს ისტერიკაში ჩავვარდი, გავსუქდიმეთქი… იმიტომ კი არა, რომ მოდაა… მიყვარს, როცა მაღალწელიანი ზედიდან და დაბალწელიანი შარვლიდან არაფერი ,,ვარდება,,… მიყვარს, როცა მომდგარ მაღალწელიან შარვალში ან კაბაში ზედას ვიტნევ და გიტარას ვემსგავსები… )))) ვგიჟდები, როცა ფართე და ოდნავ მოგრძო სვიტერი მაცვია, ხშირად დეკოლტეთი, პირდაპირ ელასტიკებზე და მაღალ ქუსლებზე ვდგები…. უბრალოდ სარკეში საკუთარი თავი თუ არ მომწონა, სიცოცხლის ხალისს ვკარგავ…. ვოტ )))) ზოგჯერ ეს დაკვეთაა საკუთარი თავის და არა ავადმყოფობა…. რა ვიცი….

  6. ჰაჰა… )))))

    100%-ით გეთანხმები. )
    ინკუბატორის წიწილებივით ყველა ერთანირია. )

  7. nia

    rogor vamayob chemit rom mand agweril adamianebSi ar Sevdivar
    jazze gulze momxvda |:)

    • ხო ვიცი, მერე სანისგანაც მომხვდება ბიტლსებზე. მაგრამ ცუდად არ ამიგწერია 🙂 რეალობა სასტიკია

  8. Jessie – კი დაგიტოვებია, არ ვიყავი ნეტ-თან და ახლა მივეცი გამოქვეყნების უფლება 😉

  9. ხო თბილისში ყველაფერი მასობრივი ხდება და მაღტლაც რომ კარგი რამ მარაზმის სახეს იღებს. რო ვკითხულობდი ცისფერ ელასტიკებზე უცებ timberland-ები გამახსენდა. აი ვგიჯდებიი მის სტილზე და უკვე დიდი ხანია რაც მინდოდა,რომ დავინახე პირველად ისე გამიხარდაა. მეთქი მეც ვიყიდი თქო მარაა, კიდე კაი არ ვიყიდე, რადგან თბილისი timberland-ების ქალაქად იქცა. მე საერთოდ ისეტი როჯა ვარ რაც მისწორდება იმას ვიცვამ, დ არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა ლილოში ვიყიდე თუ ამერიკის ერთ ერთ საიტზე შევუკვეთე მთავიაა ჩემი სტილის იყოს. ხო რაც შეეხება ახალ ბლოგებს, მეც ახალი ვარ. მარა იმიტო კი არ შევქმენი ბლოგი, რომ მოდური გახდა. არანაირად, უბრალოდ გამისწორდა და შევქმენი ისიც იმიტო რო ძაალიან ბევრი დრო მქონდაა და სად შემეტენა აგარ ვიცოდიი. და ამიტო გასართობად შევქმენი.(არაფერი პირადულიი, არ გეგონოს რო გავბრაზდი ამ უკანასკენლზე უბრალოდ ჩემი მოსაზრება გითხარი.)

    P.S კარგი პოსტია

    • თუნდაც კრიტიკა რომ დაგეწერა, მაინც არ გავმწარდებოდი.. მომეწონა შენი კომენტარი.. გულახდილობა და მარტო ამის გამო დიდი პატივს გცემ ^^ და რაც დავწერე უბრალოდ ზოაგდად და ძირითად მასაზე დავწერე და არავინ კონკრეტული არმმიგულისხმია, მე თვითონ ბლოგი შევქმენი, მხოლოდ იმის გამო, რომ ახლა ყვეაზე მარტივი და სწარაფი გზაა ხალხს თავისი აზრები გააგონო ^^

    • საქმეც მაგაშია – შენ მოგინდა წერა და გააკეთე ბლოგი და არა იმიტომ, რომ სხვას აქვს, ხომ ასეა? ხოდა, ყველა ბლოგის ერთ ქვაბში მოხარსვა კი არ შეიძლება 🙂 აი, timberland-ებს რაც შეეხება, მეც შენსავით გაწბილებული ვარ, იგივეს ვიტყვი კუბოკრულ სამოსზე და შარფებზეც. გავგიჟდი ისე მომეწონა, მარა არაფრით არ ვყიდულობ. მეორადებს რაც შეეხება, ბევრჯერ მიყიდია იქ რაღაცეები და შემიდაროს ერთი ვინმემ 300 ლარიანს. სხვათაშორის, იაფიც არაა ნორმალური რაცაა, ასე, რომ ფასი იქაცაა და ეს უკვე გემოვნების საკითხია 😉

      • უი, ამ კომენტარს oddcreature-ს საპასუხოდ ვწერდი წესით, ჯესიმ დამასწრო 🙂

      • გვირილაააა მევასები ^^

      • oddcreature

        ხო რა თქმა უნდა მთვარი მიზეზი უბრალოდ წერა იყო. მე ჩემს თავს საერტოდ არ მივიჩნევ ბლოგერად აი საერთოდ,ჩემთვის ეს უბრალოდ გართობის ფორმაა და მეტი არაფერი 😀

  10. მეც მევასები ❤ (ჩვენი "დავასება" ორმხრივია, ურაა!.. :-D)

  11. ამდენი “უუუუუუუუ” რა იყო, შენც კლავიატურაზე დაგივარდა თავი ჩემსავით? 😀 მოკლედ, მე ახლა თუ არ დავიძინებ, ან “კაცხმსიჯვნფტიბნვ ჯც”-ს დავწერ შემდეგ კომენტარზე, ან მთლად სისულელეს ვიტყვი 🙂

    • ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ (ოზე ფრჩხილი გამეჭედა) წადი დაიძინე.. სვით დრიმს 🙂

  12. ყველაფერში გეთანხმები!

  13. უბრალოდ ერთს ვიტყვი.
    მყავს კლასელი, რომელიც ძალიან შეძლებულია. მუდამ აცვია ცნობილი ბრენდების ტანსაცმელი, მუდა ასხია ზე-ცნობილი ბრენდების სუნამოები და ა.შ.ერთხელ რაღაც თემაზე ვკამათობდით და ასეთი რამ მითხრა:
    -როგორი უშნოც არ უნდა იყოს, თუ ცნობილი ბრენდისაა, მაშინ ვიყიდი.
    თავიდან გავვოცდი და დავუწყე ჭკუის სწავლება, თუმცა შემდეგ ფსიქოლოგიაში ნასწავლი გარკვეული ტერმინები ამომიტივტივდა. ანუ, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებთათვისაც ბრენდია მნიშვნელოვანი. თავიდან, რა თქმა უნდა, გაოცებული ვიყავი და დედასთან საათნახევრიანი დისკუსია გავმარტე, თუმცა ყველაფრის გაანალიზებისა და ლოგიკურიად მიდგომის შემდეგ, მივხვდი, რომ მათთვის ხარისხია უპირველესი და მეტი არაფერი. წინა დღეს არ მიკითხავს გივიკოსთვის, თუ რატომ იცვამდა მხოლოდ ცნობილი ბრენდის ტანსაცმელს, ან რატომ ისხამდა პოპულარული ბრენდის სუნამოებს მან კი მხოლოდ ერთი სიტყვა მითხრა:
    -ხარისხიანია.
    მე მგონი, ამით ყველაფერი აიხსნება.

    • გეთანხმები ^^ ზოგიერთი მართლაც ხარისხის გამო იცვამს და ზოგიერთი უბრალო რომ ბრენდია და მეტი არაფერი..რავი ყველაფერი ინდივიდუალურია

  14. arasodes ar miyidia cnobili brendis tanisamosi da arc arasdros mcmia ze-zviriani.
    chemTvis yovelTvis isaa modashi rac mixdeba,rac momwons.
    zogjer pirikiTaa ai magaliTad Tbilisshi imas icmeven rac ar uxdebaT da rac sxvas moswons.mxolod imitom rom is sxvas acvia

  15. ძალიან კარგი პოსტია.
    გაკვრით მაინც შეხებოდი ტყავის კურტკებს რომელსაც ყველა ყიდულობს.. შუა ზამთარში ცივ და თხელ ტყავის კურტკას იცმევენ. თუ მასე უნდათ დათბილული იყიდონ ❤
    uGG-ებიც.. ფფ 😐 თბილია თუმცა ყველას აცვია.

    იასამნისფერი მე ყოველთის მიყვარდა და ახლაც ხშირად მაცვია იასამნისფერი ზედა თუ ჩულქი :დ

    ტყავის კურტკა არ მიყიდია იმის გამო რომ ყველა ყიოდულობდა.. თუმცა გამომიგზავნეს რამდენიმე და განსხვავებულია უფრო და მომწონს ❤

    ბეწვიც გეხსენებინა :დ

    მოკლედ უსასრულოდ შეიძლება ამაზე საუბარი

    • ნამდვილად უსასრულოდ ^^ პოსტი გამომივიდოდა ძალიან დიდი ყველაფერზე რომ მასაუბრა.მაგიტომაც ვისაუბრე ზოგადად მაგალითების მოყვანით

    • Mallorie

      ეგრე თუ დავიწყეთ, იმდენი რამის ხსენება შეიძლება..
      კუბიკ-რუბიკებს ქამარივით კაბები რომ აცვიათ და ა.შ.
      რაც თქვა სრულყოფილი იყო.

  16. ლოლ
    მეც ზუსტად ეგ გავიფიქრე, ციგნებთან/ჩინელებთან ყრია მაისურები და ჩანტები ნებისმიერი ბრენდის მარკით. მე ამას სიგოიმეს ვეძახი და რა ვიცი, იმედია, ახალ ლექსიკონშიც ასე ჰქვია მსგავს ხალხს =)

  17. როორ არ მიყვარს ერთნაირად რომ აცვიათ ხოლმე : ||

    რატომრაც ცემთვის სულ ერთია რა ბრენდის ტანსაცმელი მეცმევა. მტავარია მომწონდეს, მიხდებოდეს და ყოველ მეორეს არ ეცვას ^^

  18. მოდა მოდა
    რა არის ვაბშე მოდა :დ
    მოდაზე ეგრევე სნობობა მახსენდება რატომღაც :დ

  19. გამოხმაურება: დიეტა. დიეტა? დიეტა! « პატარა გაუწონასწორებელი ფსიქოპატი

  20. NinucaElectro

    ვინ მოიგონა ეს მოდა?! გაუხმეს ხელები : დ

  21. რომელ მეორედი ტანსაცმლის მაღაზიაში ნახე უკეთესი ხარისხის ტანსაცმელი ვიდრე ჩვეულებრივ მაღაზიაში ? შეიძლება ზოგისთვის ახირებაა , მაგრამ ჩემი აზრით ჰიგიენაა , რომ სხვისი ნაცვამი ტანსაცმელი არ ჩაიცვა . მე ამ მიზეზით არ დავდივარ მეორადებში ურო სწორად არაფერს ვიძენ და არც არაფერი შემხვედრია ხარისხიანი სიმართლე , რომ გითხრა . ჰო კიდევ საქართველოში უმრავლესობა ნამდვილად არ დადის ბრენდების მაღაზიებში იმიტომ , რომ უმრავლესობას არ აქვს საშუალება 180 ლარიანი ჟაკეტი შეიძინოს : )

    • “კარგ” მეორადებში ძირიდათად არის ამერიკიდან ჩამოტანილი ტანსაცმელი, რომელიც არის დახმარება ღარიბი ქვეყნისათვის და ამ ტანსაცმელს სხვისი ნახმა ტანსაცმელი კი არ წარმოადგენს არამედ მოდიდან გასული ან ჩამოფასებული “ტავარია” შესაბამისად შეიძლება ნამდვილი დოლჩე ჩამოგიტანონ რომელიც ნაღდი იქნება და უკეთესი ხარისხის იქნება ვიდრე “ფეშენ: მაღაზიებში წარმოდგენილი იგივე ტანსაცმელი

      ახირება რატომ უნდა იყოს? ადამიანს როცა უჭირს სხვა გამოსავალი არ აქვს წავიდეს და იგივე ციგნებთან მივიდეს და იყიდოს 3 ლარად მაიკა, ან მეორადებში იპოვოს ნორმალური ხარისხის ქსოვილისგან შეკერილი რაღც ტანსაცმელი, წავიდეს სახლში და გადაიკეთოს, გადაიკეროს თავის ზომაზე..

      საკუთარი თვიდან გამომდინარე ნურასოდეს საზღვრავ მთელ საზოგადოებას…

      არასოდეს გიჩუქებია ძველი ტანსაცმელი მეზობლისათვის/.? მე კი…. როდესაც ვიცი რომ უჭირს და რაღც ტანსაცმელი ჩემთვსი უკვე პატარააა ან აღრ მომწოსნ და კარგ მდგომარეობაშია შემიძლია მივცე და ადამიანი მიიღებს მაგას….
      და ხარისხიანი შენ თუ არ შეგხვედრია არ ნიშნავს რომ არ არსებობს…
      ად კი დაგეთანხმები მოსახლეობის ძრითდ მასას არ აქვს შესაძლებლობა 180 ლარად ჟაკეტი იყიდოს,მაგრამ ზოგიერტი ისეთია, თვეობით შეაგროვებს ამ ფულს, საჭმლის ფულს დაზოგავს , წავა იყიდის და მერე გაამარიაჟებს აიი მაგარ მაღზიაში ნაყიდია, მერე რა რომ საჭმლის ფული არ აქ, ზატო მაგარი ზმანი აცვია :))

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: