ფსიქოპათი და მანდარინები

მანდარინები

15 ოქტომბერს კინოთეატრ ამირანში დავესწარი ახალი ქართულ-ესტონური ფილმის “მანდარინები“-ს პრემიერას

კინოში ხშირად დავდივარ და ხშირად ვაფასებ ამა თუ იმ ფილმს, მაგრამ კონკრეტულად ამ ფილმისთვის გადავწყვიტე ცალკე პოსტი დამეწერა.

ბოლო დროს ძალიან ბევრი ქართული ფილმი გამოდის, ზოგი კარგი,ზოგი ძალიან ცუდი.მაგრამ ეს ფილმი შეგვიძლია “ძალიან კარგი” ფილმების კატეგორიას მივაკუთვნოთ

ფილმი ცნობილმა რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ გადაიღო და თვითონ ფილმშიც ყველასათვის ნაცნობი ქასთია: მიშა მესხი, გიორგი ნაკაშიძე და ესტონური კინოს საუკუნის მსახიობი ლემბიტ ულფსაკი. (ვისაც არ გეცნობათ ეს მსახიობი, გაიხსენებთ ძველი საბჭოთა ფილმი “მერი პოპინსი” ხუჭუჭა ბიძას ზუსტად ეს მსახიობი თამაშობს)

პირველი შეხედვით ფილმი თითქოს ომზე უნდა იყოს, და ეჭვიც არ შეგეპაროთ, მაგრამ არა აფხაზეთის ომზე, არამედ ომზე ადამიანებს შორის, ომზე საკუთარ თავთან.

სიუჟეტი ვითარდება აფხაზეთის ერთ-ერთ სოფელში, ესტონელის სახლში, სადაც მოხვდნენ ქართველი და ჩეჩენი მეომარი.

საინტერესო ფაქტები: იცოდით თუ არა, რომ 100 წლის წინ ესტონელები აფხაზეთის ტერიტორიაზე დასახლდნენ. აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე მათი უმეტესობა მთავრობამ ისტორიულ სამშობლოში დააბრუნა, თუმცა რამდენიმე მაინც დარჩა და ზუსტად მასეთ მკვიდრებზეა ფილმი: ორი ესტონელი, რომლებსაც მანდარინების პლანტაცია აქვთ  და ერთი ცდილობს საკუთარი ბიზნესის გაგარძელებას, ხოლო მეორე უბრალოდ ვერ ტოვებს საკუთარ მიწას და სახლს

ლემბიტ ულფსაკი

ძალიან საინტერესო პერსონაჟია: გულღია, თბილი, კეთილი და მკაცრი პიროვნება. მას, ომის მიუხედავად, არ აქვს დაკარგული ადამიანების ნდობა და სხვებშიც ზუსტად ამ თვისებებს ეძებს. მისთვის სულ ერთია აფხაზი, ჩეჩენი თუ ქართველი ხარ, მთავარია ადამიანად, კაცად დარჩე. ივოს (პერსონაჟის სახელი) სახლში საკუთარი წესები აქვს და სხვასაც აიძულებს დაემორჩილოს მათ.

მიშა მესხი

რას იცინი უცხოტომელო? რა დაკარგე აქ, საქართველოში? გაეთრიე ჩემი ქვეყნიდან!!” – მიშა მესხი

მიშას უმრავლესობა “გოგლიკოთი” იცნობს და ბევრს შეიძლება ჰგონია, რომ ამ მსახიობს მხოლოდ მსგავსი როლის თამაში შეუძლია,  მაგრამ (!!!) ამ ფილმის ნახვის შემდეგ აზრს შეიცვლით. სრულიად განსხვავებული მიშა მესხია. ნიკა (მესხის პერსონაჟი) ახალგაზრდა მსახიობია, რომელმაც უცბად გადაწყვიტა ომში წასვლა, ვინაიდან სამშობლოს დაცვა ვალად მიიჩნია . ის მძიმედ დაჭრილი ხვდება ივოს (ლემბიტ ულფსაკის პერსონაჟი) სახლში და ცდილობს გააგებინოს ჩეჩენ მეომარს (გიორგი ნაკაშიძე), რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და რომ ის (ჩეჩენი) არასწორ მხარეს ომობს.

გიორგი ნაკაშიძე

“მე, კავკასიელს, მთიელს მეკითხები? ვთქვი შენს სახლში არ მოვკლავ, ე.ი. ასეც იქნება” – გიორგი ნაკაშიძე

აჰმედი (პერსონაჟის სახელი) უშიშარი ჩეჩენი მეომარია, რომელსაც აფხაზები ფულს უხდიან და ამით ოჯახს არჩენს. გარკვეული მიზეზების გამო ის გადამტერებულია ქართველებზე და ცდილობს მოკლას ნიკა (მიშა მესხი), მაგრამ ზუსტად აქ ეჯახება ივოს ხასიათს და მისი სტუმართ-მასპინძლობის წესებს.

ელმო ნიუგანენი

“მე სიკვდილს ვერ ვადღეგრძელებ. მე მაინც სიცოცხლის სადღეგძელოს დავლევ” – ელმო ნიუგანენი

ეს ძალიან სათნო და კეთილი პერსონაჟია. ამ პერსონაჟს მანდარინების პლანტაცია აქვს და ომის მიუხედავად მაინც ცდილობს არ დატოვოს საკუთარი მოსავალი და გააგრძელოს ბიზნესი. ელმო ყველანაირად ეხმარება ივოს მეომრების მკურნალობაში და მათი მტრობის დარეგულირებაში

ფილმში არ ჩანს ქალის პერსონაჟი, მაგრამ ამას არც აქცევ ყურადღებას. ალაგ-ალაგ აფხაზი მეომრებიც ჩნდებიან, მაგრამ ეს წამიერი მომენტებია და ძირითადად ეს 4 პერსონაჟი ფიგურირებს.

ფილმი ომზე ომის გარეშე, ფილმი კაცობაზე, ფილმი სიტყვის არ გატეხვაზე, ფილმი ადამიანობაზე, ფილმი ურთიერთგაგებაზე ” ასე აფასებენ ფილმს შემოქმედებითი ჯგუფი

რაც შეეხება ჩემ შეფასებას:

მართლაც რომ ბოლო დროის საუკეთესო ქართული ფილმია.  თავიდან ელი უკვე მილიონჯერ გადაღეჭილ აფხაზეთის თემას და სინამდვილეში ფილმში  ომი მხოლოდ ფონია და წინა პლანზე სულ სხვა რამე ჩნდება..

ფილმის ყურებისას ვიცინე კიდევაც, გავბრაზდი კიდევაც, და ბოლოს ვიტირე. საპრემიერო ჩვენებაზე სრული ანშლაგი იყო და ფეხზე მდგომი დამსწრე საზოგადოება ტიტრების დაწყებიდან ბოლო წამამდე შეუჩერებლივ ტაშს უკრავდა ზაზა ურუშაძეს, მიშა მესხს, გიორგი ნაკაშიძეს და ლემბიტ ულფსაკს…

მანდარინები

ხოდა რა მინდოდა ამ ყველაფრით მეთქვა.  თუ მაინც ვერ დაგაინტრიგეთ, უბრალოდ ნახეთ და მერე შემედავეთ მაინც 🙂

პატივისცემით,

თქვენი ფსიქოპათი

Advertisements
Categories: AUDIO/VIDEO | ტეგები: , , | %(count)s კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

One thought on “ფსიქოპათი და მანდარინები

  1. მე მიყვარს ეს ფილმი
    და ერთადერთი ფილმი იყო, რომლის დასასრულს კინოთეატრში ვტიროდი და არ მრცხვენოდა ჩემი ცრემლების…
    ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა იყო ყველაზე ამაღელვებელი ბოლო კადრთან ერთად

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: