ინტუიცია და წინაგრძნობა

დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რა არის წინაგრძნობა ან რა არის ინტუიცია?   რა მსგავსება  არსებობს მათ შორის ან რა განსხვავებაა?

მოდით ჯერ ზოგადად გადავხედოთ ამ ორი ტერმინის არსს:

ინტუიცია შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც შუალედური შედეგების უგულებელყოფით სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი. ინტუიციური გადაწყვეტილება უმრავლესს შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას სპონტანურად და უეცრად მოგივიდეთ თავში. ინტუიციას არ აქვს ლოგიკური ახსნა და არ აქვს დამტკიცება. ადამიანი უბრალოდ გრძნობს, რომ არსებული პრობლემის ან საკითხვის გადასაწყვეტად ინტუიციურად მიღებული პასუხი სწორი იქნება.

ქალებს ინტუიციის გრძნობა უფრო აქვთ განვითარებული. ტყუილად კი არ ამბობენ, რომ  კაცები ლოგიკურად აზროვნებენ და ქალები –  ინტუიციურად. თუმცა “ჰაერიდან მოსული სტატისტიკური მონაცემების” საფუძველზე უნდა ვაღიაროთ – ხშირ შემთხვევაში ქალის ინტუიცია გადაუჯოკრავს კაცის ლოგიკას.

თუმცა, დავუბრუნდეთ ძირითად თემას.

წინაგრძნობა შეგვიძლია მივიჩნიოთ ადამიანის უნარად (ფაქტიურად შინაგანი გრძნობაა) ყველანაირი ახსნა–განმატების გარეშე იმ მოვლენის შეგრძნება, რომელიც ჯერ არ მომხდარა. არ გქონიათ ოდესმე ცუდი /კარგი წინაგრძნობა? როდესაც ვერ პოულობდით უმიზეზო აფორიაქებულობის, დაძაბულობის, ნერვიულობის ახსნას და ცოტა ხანში რაღაც ცუდი/კარგი ხდებოდა? მე ხშირად მქონდა წინაგრძნობები და ფრთხილად ვიყავი ხოლმე. ელემენტალურ მაგალითს მოვიყვან: სწავლის პერიოდში ყოველთვის ვგრძნობდი, რომ კონკრეტული  საკითხი გამოცდისთვის არ უნდა მესწავლა.თუმცა მაინც (რა იცით რა ხდება) 5–ჯერ ვკითხულობდი ამ საკითხებს, მაგრამ თავში არაფერიშემდიოდა. შედეგად, ვიკიდებდი და არ ვსწავლობდი. გამოცდის დღეს არ ყოფილა მასეთი შემთვევა, რომ მომსვლოდა საკითხი, რომელიც გამოტოვებული მქონდა და სპეციალურად არ მქონდა ნასწავლი. დამთხვევაა? მე არ მჯერა დამთხვევების.

წინაგრძნობასა და ინტუიციას შორის არის ზღვარი და განსხვავება. ინტუიცია უფრო პირდაპირი ცოდნაა, წინაგრძნობა კი განსაკუთრებული უნარია იმის შეგრძნების, რაც ჯერ არ მომხდარა. ეწინააღმდეგებიან ესენი ერთმანეთს? არა მგონია. ინტუიცია თავის თავში შეიცავს წინაგრძნობას, რადგან ინტუიციაში იგულისხმება მომავალის მომენტალური აღქმა.

ამის გარდა, წინაგრძნობა უფრო დაკონკრეტებული გრძნობაა: თქვენ გრძნობთ, რომ რაღაცა მოხდება. ინტუიცია უფრო ზოგადია და მისი დამხარებით   შეგიძლიათ გამოიკვლიოთ თქვენი შესაძლებლობები, მომავლის ვარიანტები. წინაგრძნობა, როგორც წესი, ეკუთვნის კონკრეტულად რომელიმე მოვლენას (ან მოვლენათა ჯგუფს). ვთქვათ, თქვენ გაქვთ, წინაგრძნობა, რომ ხვალ ქალაქგარეთ არ უნდა წახვიდეთ. იცით, რომ რაღაცა ცუდი მოხდება. მეგობრები დაგცინიან: რა უნდა მოხდეს?ვ მზეა, მშვენიერი ამინდია, მანქანის მძღოლი ფხიზელია, ქალაქთან ახლოს ვიქნებით, ადრე დავბრუნდებით…მოკლედ,  გადაგარწმუნეს და თქვენც, “რა უნდა მოხდეს” ან “საიდან შეიძლება ვიცოდე წინასწარ რა ხდება”–ს იმედით მეორე დღეს მიდიხართ ქალაქგარეთ. და ბაც! შუა ტრასაზე მანქანა გაჩერდა (კონკრეტულად რა გაუფუჭდა არ ვიცი, არ ვერკვევი მანქანებში) და თქვენ მთელი დღე მოგიწიათ მანქანაში ჯდომა და დახმარების დალოდება. ამ მომენტებში ხომ გაიპიქრებტ: რატომ არ ვენდე ჩემს წინაგრძნობას?! ვიცი, უაზრო მაგალითია, მაგრამ იყოს.

პირადად მე მახასიათებს წინაგრძნობა. როგროც წესი მაქვსორივე წინაგრძნობა: ცუდიც და კარგიც. ჩემი წინაგრძნობები, უმრავლეს შემთვევაში, ეხება რომელიმე კონკრეტულ მოვლენას. მაგრამ, ზოგჯერ წინაგრძნობა მაწუხებს უბრალოდ, არაფრის გამო, არ ვიცი კონკრეტულად რა შეილძება მოხდეს,მაგრამ ვიცი, რომ რაღაცა ცუდი (თუ ცუდს ვგრძნობ) აუცილებლად მოხდება.

ადამიანს ყოველთვის ეშინია იმის რისი ახსნა არ ძალუძს. როდესაც ვიძახი, რომ ვიცი რა მოხდება წინასწარ ანუ ვფასუხობ კითხვაზე “კი, ასე იქნება” ან “არა, ასე არ იქნება” ხალხი ცოტა უცნაურად მიყურებს. საიდან ვიცი? ვიცი და რა ვქნა. ამის ახსნა შუეუძლებელია. რატომ? ამ კითხვაზე არ მაქვს პასუხი. მე არ ვამბობ, რომ წინასწარმეტყველი ვარ, და როგორც წესი წინაგრძნობები მაწუხებს მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებშიც უშუალოდ მე ვარ დაიტერესებული.

როგორ არის  შესაძლებელი წინაგრძრობის ან ინტუიციის განვითარება?

ინტუიციის განვითარება ითხოვს აზროვნების “რეკონსტრუქციას”,  სამყაროს ცოტა სხვა კუთხით აღქმას, მოითხოვს ე.წ რეალობის ინტუიციური აღქმის  უნარის განვითარებას. რეალურად ინტუიციის გაზომვა ძალიან ძნელია, ლოგიკური ტესტებისა და ცდების ჩატარება შეიძლება შეეხოს ინტუიციური ცოდნის მხოლოდ დამტკიცებულ მხარეს, და  აიზბერგის  მხოლოდ წვეროა. წინაგრძნობის  შემოწმება ძალიან ადვილია: ან ახდება ან არ ახდება. (ნუ თუ კონკრეტულ მოვლენას ეხება თქვენი ინტუიცია). თუმცა ესეც ეხება მხოლოდ ხილვად ეფექტებს და შედეგებს. მაგრამ იბადება კითხვა, რა ვუყოთ იმ წინაგრძნობას, რომელიც ახდებოდა, რომ არ მომხდარიყო კიდევ რაღაცა, ზედმეტი ფაქტორი რომ არ ჩარეულიყო? ისინი როგორ უნდა გავზომოთ? მოვიყვან მაგალითს:  ისევ ვემზადებით ქალაქგარეთ წასასვლელად და მაწუხებს უცნაური  გრძნობა: რაღაცაზე ვნერვიულობ და ვერ ვხდები რაზე. მანქანა დაიძრა, მაგრამ 5 მეტრში ჩაგვეფუშა მანქანის გორბალი და გადავწყვიტეთ მგზავრობის გადადება. გადაწყვეტილების მიღებისთანავე ცუდი წინაგრძნობა იმწამსვე გამიქრა.იბადება კითვა: ეს გრძნობა გამგზავრებას ეხებოდა? რა მოხდებოდა, რომ გაგვეგრძელა გზა? მოხდებოდა რამე ცუდი?

დავუბრუნდეთ წინაგრძნობის განვითარებას. როგორ ფიქრობთ, ის თავისთავად ვითარდება თუ არა? წინაგრძნობის განვითარება შესაძლებელია ცნობიერების ამაღლებითა და ყოველდღიური ცხოვრებისათვის უფრო ყურადღებით თვალყურის დევნით. არ არის აუცილებელი, რამე სპეციალურად გააკეთოთ, რომელიმე მოვლენაზე კონცენტრაციის გაჩერება უფრო დაგაბნევთ, ეს აჩერებს გრძნობის განვითარებას, რადგან სიტუაციის შეფასებას სუბიექტურად იწყებთ. თქვენ ხომ გინდათ, რომ  მოვლენა მოხდეს (ან არ მოხდეს) და უკვე ფიქრობთ, რომ თქვენი წინაგრძნობა ნამდვილია და სწორი მიმართულებით მიდიხართ. მე თუ მიდნა გამოცდის ჩაბარება, და დავიწყე ფიქრი იმაზე რა წინაგრძნობა მაქვს ამასტან დაკავშირებით, შეიძლება ისე ჩავუღრმავდე ამ საკითხს, რომ რეალურად და ობიექტურად ვეღარ შევაფასო და თავი დავარწმუნო იმაში , რომ წინაგრძნობა მკარნახობს, რომ კი, კარგად ჩავაბარებ და ბევრი მეცადინეობა არც მჭირდება. მაგრამ რეალურად რა შეიძება მოხდეს? რეალურად შეიძლება ხვალ მივიდე და ჩავფლავდე.

თითოეული უკვე მიღებული გადაწვეტილებიდან გამომდინარე თქვენ უფრო დაკვირვებული უნდა იყოთ. ინტუიცია და წინაგრძნობა მომენტალურად ჩნდება და არ სჭირდება საათობრივი ფიქრი კონკრეტულ საკითხზე.

მე ადრე ამ გრძნობას არ ვაქცევდი ყურადღებას. მეშინოდა კიდევაც. მაგრამ შემდეგ “დავამუღამე” და ახლა, წინაგრძნობა თუ მაწუხებს, 99%–ით ვიცი, რომ არ მოვტყუვდები.

მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს. ამ წლის თებერვალში მე და ჩემი და ვაპირებდით ეგვიპტეში წასვლას. ფულის სესხებაც შემეძლო, სამსახურიდანაც უეჭველი გამიშვებდნენ და თან ეგვიპტე: პლაჟი, ზაგარი, ზღვა შუა ზამთარში და სხვა ფაქტორები ძალიან მომხიბვლელად ჟღერდა. ამაზე ფიქრი დავიწყეთ მგონი ნოემბრის თვეში. ვიფირეთ –  ვიპიქრეთ, გადავწყვიტეთ –  გადავწყვიტეთ. მაგრამ მეორე თუ მესამე დღეს გავიღვიძე და ნამდვილად ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ ეგვიპტეში ვერ წავიდოდი, არ წავიდოდი, არ მინდოდა იქ წასვლა. მოვიმიზეზე ძალიან ბევრი რამე: არ მინდოდა ფულის სესხება, სამსახურიდან თვის დასაწყისში არ გამიშვებდნენ და ა.შ. მოვიდა თებერვალი, ჩემი და მაინც მიდიოდა ( დაქალთან ერთად). ფულიც ჰქონდათ გადახდილი და 1 კვირში აპირებენ გამგზავრებას. და რა მოხდა?  მოხდა რევოლუცია. და ვერც წავიდნენ, და ფულიც დაუბრუნეს მხოლოდ 2 თვის შემდეგ (მხოლოდ ახლახანს). საიდან ვიცოდი? დამესიზმრებოდა? საიდან უნდა მცოდნოდა ასეთი შედეგი? მე უბრალოდ ვენდე წინაგრძნობას. ვაღიარებ, წინაგრძნობა, რომ დამეკიდა ეგვიპტეში მაინც ვერ წავიდოდი, მაგრა 2 თვე უფულოდ ხომ დავრჩებოდი?!

ამ ყველაფრით რისი თქმა მინდა?  არ მინდა იფიქროთ,რომ ქალი ვარ, თან ახლა ქერა, და ლოგიკა არ გამაჩნია და ინტუიციით ვიმართლებ თავს 🙂 შეიძლება ნაწილობრივ მართლაც მასეა  მაგრამ  მინდოდა დაგენახათ, რომ ინტუიცია  ახასიათებს ნებისმიერ ქალს, უბრალოდ არ იციან ამის შესახებ. დააკვირდით საკუთარ თავს, საკუთარ გრძნობას და იქნებ აღმოაჩინოთ თქვენ თავში ძლიერი  წინაგრძნობის ან ინტუიციის უნარი.

გისურვებთ წარმატებებს!

P.S. მე დავბრუნდი ^_^

Advertisements
Categories: უცნაური/აუხსნელი | ტეგები: , , , | 11 Comments

პოსტის ნავიგაცია

11 thoughts on “ინტუიცია და წინაგრძნობა

  1. -არ ვიცი რა დავარქვა წინათგრძნობა თუ…
    წლების წინ დიდი ხნის უნახავი ექსმეუღლე მარშუტკაში გვერდით მომიჯდა,ფანჯარას ავეკარი შუბლით,არ ვიცი შემომხედა თუ არა…ერთ გაჩერებაზე მოგვიწია ჩამოსვლა,თვალი გავაყოლე…მინდოდა ყოველი მისი მოძრაობა დამხსომებოდა,თითქოს შინაგანი ხმა მეუბნეოდა,რომ მეტად ვეღარასოდეს ვნახავდი…მოკლე ხანში გავიგე მისი ავადმყოფობის ამბავი…ვფიქრობდი,რომ ვნახო შეიძლება გადარჩეს,მაგრამ ეს წარმოუდგენელი იყო…ის უკანასკნელი შეხვედრა აღმოჩნდა…
    ეს მესამე შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში,როცა ვხვდები,რომ მეტად ვეღარ ვნახავ იმ ადამიანს…

    • 😦 მასეთი შემთვევა მე მქონია დიდ ბებიასთან, 2-3 წელი არ ავსულვარ სახლში, იმის გამო, რომ ვგრძნობდი, რომ ეს ბოლო შეხვედრა იქნებოდა. ერთხელ სალხში მოვედი და ჩემთან დამხვდა, შემდეგ მის სახლში გავაცილე… და 2 თვეში გაარდაიცვალა. სულ ვპიქრობდი იმაზე, რომ არ მენახა იქნებოდა კიდე ცოცხალი? თუ გრძნობდა რომ კვდებოდა და დასამშვიდობებლად მოვიდა… და რატომ მქონდა მასეთი გრძნობა. ეს პოსტში სპეციალურად არ დამიწერია.. და გამიახრდა რომ ჩემნაირი შემხვდა 😦

  2. კარგია, რომ დაბრუნდი, ჯესი…

    რაც მთავარია, კარგი, ინფორმატიული და საინტერესო თემით დაბრუნდი…

    აღარ დაიკარგო 🙂

    • დიდი მადლობა მოლი :)) მიხარია, რომ ერთგულ მკითხველად რჩები 🙂 დავბრუნდი, არსად დვიკარგები და ძალიან ბევრი ახალი იდეა მაქვს :))

  3. დავიწყე და ვიცი ძალიან საინტერესო პოსტია, მაგრამ ისეთი დამწვარი ვარ ეხლა ტვინს ვერ ვაყოლებ :დ რიდერში ჩაგამატებ, რომ გიკითხო

  4. რა საყვარელი ხარ :*

  5. მე მაქვს ინტუიცია, და მემგონი წინათგრძნობებიც :))
    აი შენ რომ თქვი გამოცდის საკითხებზე, ბევრი მქონია ეგეთი შემთხვევა. ზოგჯერ არც მიმეცადინია, რაღცნაირი სიზარმაცის შეგრძნება მქონდა და მეორე დღეს ის გაკვეთილი ან ცდებოდა ან მე არ მივდოდი რაღაც მიზეზთა გამო… 🙂 და ზოგჯერ კიდევ რაღაცას რო გავიფიქრებ აუცილებლად ხდება ხოლმე, და ცდილობ კარგი რამეები გავიფიქრო თორე უკვე მეშინია 🙂 : D 😀

  6. ცხოველებს ნამდვილად აქვთ და იშვიათად ტყუვდებიან.
    ადამიანებსაც აქვთ, მაგრამ მაინცადამაინც ინტუიციას ნუ ენდობით.

  7. ძალიან საინტერესო თემაა.და კარგად გაქვს ჩამოყალიბებული.
    მე როგორ მემართება იცი,აი საღამოსკენ თუ ამომიჩემდა ჩემს მეუღლეზე ფიქრი,ესეიგი აუციელებლად დააგვიანდება. :))))))))

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: