ჩემი გიჟ-გადარეული ქალი ^_^

მე 14-ის ვიყავი შენ 15-ის ხვდებოდი, ნინოც ახლახანს გადმოსული იყო ჩვენ კლასში, ჯერ  მე და ის დავმეგობრდით, დაგინახეთ, რომ შენც ახალი იყავი და შენც ‘შემოგიერთეთ.

იცი, ბუნდოვნად მახსოვს ის პერიოდი. მახსოვს შენს დაბადების დღეზე ვიყავი, ბევრი ხალხი იყო, მახსოვს როგორ ავდიოდით გოგოებთან, როდესაც ჯერ კიდევ კიროვზე ცხოვრობდნენ. შენ გიჟ-გადარეული და ზეაქტიური იყავი. გახსოვს მე როგორი ვიყავი? ჩუმი, წყნარი, ჩაკეტილი…. მაშინ დავინახე რომ შენ და ნინო უფრო უგებდით ერთმანეთს და ნინო შენთან თითქოს უფრო ახლოს იყო. ვეჭვიანობდი (მაშინ, ახლა არა), სასტიკად ვეჭვიანობდი, მაგრამ მაშინ იმდენი ჭკუა არ მქონდა, რომ მიმხდარვიყავი რომ სამივეს მშვენივრად შეგვეძლო მეგობრობა და გადავწყვიტე ყველაზე სულელური გამოსავალი –  ჩამოგშორდით. მე9-დან გახვედით შენ და ნინო და გააგრძელეთ მეგობრობა, მე გემეგობრებოდი როგორც “ჩერეზ” დაქალი. ქეთისთან უფრო ახლოს ვიყავი ვიდრე თქვენ ორთან… მერე გაქრი, მახსოვს ამბობდნენ რომ გათხოვდი, მაგრამ ნაკლაბად ვინტერესდებოდი შენი ამბებით და გოგოებსაც არ ვეკითხებოდი არაფერს….

მგონი 2008 წელი იყო, ხო?! ოდნოებზე მიპოვე და დამიმატე. მახსოვს პირველად კლასელების შეკრებაზე შევხვდით ერთმანეთს და შენ დაინახე, როგორ შევიცვალე. ხომ გაგიკვირდა?! მეც გამხდარვარ შენნაირი:”ველური”, გიჟი გადარეული, მოუსვენარი. ამჯერად, ნამდვილად, ადვილად გავუგეთ ერთმანეთს..

თან შენ იცი, რომ ზუსტად იმ დროს გაჩნდი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდი? მისმენდი, გვერდით მედექი, თანამიგრძნობდი, საათობით ვსაუბრობდით და ვჭორაობდით, უფრო და უფრო ვხვდებოდით როგორ გვესმის ერთმანეთის, შენ კი გეშლებოდა ჩემს სულელურ ნაბიჯებზე ნერვები, მაგრამ მაინც გვერდით მყავდი..

იცი, ჩემნაირი ხარ, გახსოვს ბლოგის მეორე პოსტში, “ცხოვრების თანამგზავრები” , სიაში პირველი შენ იყავი:

“ჩემი გიჟი ქალი –  უცნაურია, შეიძლება წლობით იცნობდე ადამიანს და არც იცნობდე მას და მრავალი წლის შემდეგ, უცბად, ერთ მომენტში, სხვანაირად შეხედო და  აღმოაჩინო , რომ ეს ადამიანი შენი სულის ნაწილია, შენი სულიერი ტყუპისცალია. ეს არის ჩემი გიჟი ქალი. ბიჭი რომ ყოფილიყო ჩემს „მეორე ნახევარს“ დავარქმევდი. ადამაინი, რომელსაც უსიტყვოდ ესმის ჩემი, ჩემი განცდების და შეიძლება ხშირად არ მეთანხმებოდეს და არ მოსწონდეს ჩემი მოქმედებები,  მაინც მომისმენს და რჩევას მომცემს. ძალიან პირდაპირი, მაგრამ სამართლიანია. დიდი, თბილი და სუფთა გულის პატრონია. ჩემნაირი გიჟია, ჩემნაირი გადარეული. ყველაზე გარდაუვალ სიტუაციაშიც შეუძლია ძალა მოიკრიფოს და გამიღიმოს და რჩევა მომცეს. ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ეს „გიჟი ქალი“ ცხოვრების გზაზე შემხვდა და ჩემი სამყაროს განუყოფელი ნაწილი გახდა. “

ჩემი გიჟი ქალი ხარ. კი, ჩემი ხარ!…. ხარ ჩემნაირად ფსიქოპათი, კი ხარ ნამეტანად კრიტიკული, თუნდაც ჩემს მიმართ, მაგრამ ვიცი, რომ კრიტიკული ხარ “კეთილი გულითა და განზრახვით”, არა იმიტომ რომ ცუდი გინდა ჩემთვის, თითქოს გინდა იდეალური ვიყო და ნერვები გეშლება, რატომ არ ვარ ( 🙂 )….

ზოგჯერ აუტანელი ხარ (ნუ, როგორც მე), საშინლად ჯიუტი და “ხისთავიანი” (საყუარლად), ზოგჯერ, რათქმაუნდა, ვერ ვუგებთ ერთმანეთს, ზოგჯერ მეც ვფსიხდები და ვყვირით, მაგრამ, შეიძლება, სხვანირი რომ ყოფილიყავი მასე ძლიერ არც მეყვარებოდი .

ჩემი ხარ და კი ცოტა “ვერა” ვართ, მაგრამ მაგით ვართ კარგად. ერთად ყოფნისას საუბარი დასწრებაზე გვაქვს, კი ზოგჯერ არც მისმენ და სულ ლაპარაკობ, მაგრამ ხშირად მიხარია კიდევაც. შენთან რომ ვარ, რატომღაც ჩემს თავზე და ჩემს პრობლემებზე არ ვფიქრობ, შეგვიძლია ნებისმიერ ნეიტრალურ თემაზე ვისაუბროთ და მეც ვკმაყოფილდები ამით და ვწყნარდები.

გილოცავ დაბიდუბის ჩემო კარგო !!! ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, მინდა ისეთი ბედნიერი იყო, როგორიც შენ დიიიიიიიიიდ და კეთილ გულს სურს. გისურვებ მალე ჩაეხუტო იმ ერთადერთს და სულ კარგად და ტკბილად გიხილოთ!!!

მიყვარხარ!!!

მუდამ შენი,

ფსიქოპათი

P.S. აი, ეს შენ:

:ბოროტიმე:

:ბოროტიმე:

Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | Tags: , , | 6 Comments

Post navigation

6 thoughts on “ჩემი გიჟ-გადარეული ქალი ^_^

  1. eka4o

    aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa cremlebi momadgaaaaaa gamaxsenda kvelaperi, skolac da mere rogor gipovne is momentebic. mec miyvarxar da dzaan mixaria rom xvdebi ro me minda iko idealuri da ara kargii. love youuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuu chemo gijoooooo

    P.S. me cocxali mindaaaaa surati ki araaaaaaaa :((((((((((. tu ar machuqeben odesme vikidi mainc VOT!

  2. ra ssayvareliaaa!!!!! 🙂

  3. Teaa

    ცუგა 🙂 🙂 :*

  4. აი მილოცვაც ასეთი უნდა ))

comments please :)

Create a free website or blog at WordPress.com.