იოგას ვარჯიშების ბლოგი

უკვე შეამჩნევდით, რომ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ახალი ბლოგი – “იოგა ყველასათვის“.

გახსოვთ, ფსიქოპათის ბლოგზე ადრე დადებული მქონდა ზოგიერთი ვარჯიშის სია, მაგრამ ახლა გადავწყვიტე ამ ყველაფრისთვის ცალკე ბლოგი შემექმნა. “იოგა ყველასათვის” ბლოგზე დავდებ ძველ პოსტებს და ახლებსაც, შევეხები როგორც სულიერ ასევე სხეულის განვითარებას. მოგცემთ გემრიელ რჩევებს და დაგეხმარებით ვარჯიშების სწორ შესრულებაში.

იოგას ვარჯიშები არის როგორც სხეულის ნაწილებისათვის, ასევე ცალკეული დაავადებებისათვის, და ზოგიერთი დაავადება საკმაოდ სერიოზულიცაა. და სამწუხაროთ ძალიან ბევრი ხვდება ჩემთან ზუსტადაც, როდესაც ეძებს იოგას ვარჯიშებს ამისათვის:

ანუ აქედან დასკვნა – იოგას ვარჯისებზე  მოთხოვნა არსებობს.

ვხვდები, რომ “იოგა ყველასათის” დიდ კონკურენციას გაუწევს ფსიქოპათის ბლოგს, მაგრამ ვხვდები იმასაც, რომ ხალხი უფრო დაუჯერებს კერძოდ იოგასათვის მიძღვნილ ბლოგს, ვიდრე ვიღაც ფსიქოპათის ბლოგის ერთ-ერთ ქვეგვერდს.

ინტერნეტ სივრცეში დიდხანს ვიკვლევდი  ამ ბაზარს და მივედი დასკვნამდე, რომ იოგასთვის განკუთვნილი ბლოგი/საიტი საკმაოდ ბევრია, ისინი გვთავაზობენ “სულიერ” ვარჯიშებს, რაღაც უცნაურ პოზებს, დიეტებს და ნაკლებად გვიხსნიან თვითონ ვარჯიშებისს არსს. უამრავი საიტი შექმნილია მხოლოდ “წრეებისათვის”, უნდა ჩაეწეროთ კურსებზე და გადაიხადოთ ფული.

ინტერნეტ სივრცეში იოგას ვარჯიშები ქართულ ენაზე (როგორც კრებული) არ არსებობს, ამიტომაც გამიხარდება რომ ამ ნიშას ავავსებ 🙂

ყველაზე მთავარია: ვიცი, რომ ძალიან ძნელია მარტოდ ვარჯიში, როგორც წესი გეზარება და დროც გენანება, მაგრამ დამიჯერეთ პირველი ნაბიჯის გადადგმაა ყველაზე ძნელი, მხოლოდ პირველის და დანარჩენი თავისით წავა 🙂

თქვენც და ჩემ თავსაც ვუსურვებ წარმატებებს  ^_^

თქვენი ფსიქოპათი

It's Yoga time

Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , | 4 Comments

პოსტის ნავიგაცია

4 thoughts on “იოგას ვარჯიშების ბლოგი

  1. წარმატებები! 🙂

    • ეს სულ სხვა რაღაცაააააა.. ეს მხოლოდ ზოგადად რელაქსაციისთვისაა …

      ჰეჰე “იოგას ჩაი” მომეწონა ანოტაციაში რო წერია..ჰეჰე :)))

  2. აგნი-იოგა

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: