ცხოვრების თანამგზავრები

არსებობენ ადამიანები, რომლებიც გღებულობენ ისეთად , როგორიც ხარ და არ ითხოვენ შენგან ცვლილებას. ჩემ ამ პოსტში მინდა ვისაუბრო ყველაზე თბილ გრძნობაზე, რაც კი არსებობს ამქვეყნად და ყველაზე გამგებ ადამიანებზე – მეგობრებზე.

მეგობრის სიყვარული უდიდესი გრძნობაა, ის ქალ–ვაჟურ სიყვარულზე უფრო მაღლა დგას, და ზოგჯერ დედის სიყვარულზე მაღლაც კი.

ჩემი გიჟი ქალი –  უცნაურია, შეიძლება წლობით იცნობდე ადამიანს და არც იცნობდე მას და მრავალი წლის შემდეგ, უცბად, ერთ მომენტში, სხვანაირად შეხედო და  აღმოაჩინო , რომ ეს ადამიანი შენი სულის ნაწილია, შენი სულიერი ტყუპისცალია. ეს არის ჩემი გიჟი ქალი. ბიჭი რომ ყოფილიყო ჩემ „მეორე ნახევარს“ დავარქმევდი. ადამაინი, რომელსაც უსიტყვოდ ესმის ჩემი, ჩემი განცდების და შეიძლება ხშირად არ მეთანხმებოდეს და არ მოსწონდეს ჩემი მოქმედებები,  მაინც მომისმენს და რჩევას მომცემს. ძალიან პირდაპირი, მაგრამ სამართლიანია. დიდი, თბილი და სუფთა გულის პატრონია. ჩემნაირი გიჟია, ჩემნაირი გადარეული. ყველაზე გარდაუვალ სიტუაციაშიც შეუძლია ძალა მოიკრიფოს და გამიღიმოს და რჩევა მომცეს. ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ეს „გიჟი ქალი“ ცხოვრების გზაზე შემხვდა და ჩემი სამყაროს განუყოფელი ნაწილი გახდა.

რაც არ უნდა ძლიერი იყო, მეგობრის გარეშე გაგიჭირდება, ამიტომ მეგობრობა უნდა იცოდე

ვინი ჩემი ვინი პუხი, ჩემი პატარა საყვარელი არსება. მთელი ცხოვრება ვცდილობ დავიცვა, ვურჩიო ყველაფერი, გავუფრთხილდე და არც ვუფიქრდები იმას, რომ დიდი გოგოა, რომ ყოველთვის თვითონ ცდილობდა ესწალა ცხოვრება. საკუთარ შეცდომებზე სწავლობდა  და დამოუკიდებლად მიიწეოდა წინ.  უჭკვიანესი და უნიჭიერესი, უმშვენიერესი და  უფიცხესი არსება. სასტიკად ვჩხუბობთ და სასტიკად ვდებატობთ ხოლმე, სასტიკად განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ ერთად ვართ და ვიცი რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრების ბოლომდე გვერდით მედგება. როდესაც არ უნდა დავუძახო, ვიცი რომ მოვა, როცა არ უნდა გამიჭირდეს  – ვიცი დამეხმარება.  ზოგჯერ სასტიკი და სწერვული, მაგრამ თითქმის ყოველთვის სამართლიანი არსებაა ჩემი ვინი.

მეგობრობა — ქცევა, რომელიც ვლინდება ურთიერთგაგებითა და მხარდაჭერით პიროვნებებს შორის. ის მოიცავს ურთიერთობას ადამიანთა შორის, რომელთაც გააჩნიათ საერთო ცოდნა, ინტერესი, გატაცება.

ჯიუტები – ეს ორი არსება ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდა 10 წლის წინ  და იმის მერე ჩემი განუყრელი თანამგზავრები არიან. იყო პერიოდი, როცა თვეობით და შეიძლება წლობით არ გვენახა ერთმანეთი, მაგრამ შეხვედრისას ძველებურად და უდარდელად ვატარებდით დროს. უფროსი – მიამიტი, ყველანაირად გახსნილი, გულჩვილი, სუფთა გულის პატრონია. უმცროსი – ჯიუტი, გიჟ–გადარეული, სიცოცხლით აღსავსე არსება, პირადპირი და სასტიკი, მაგრამ სამართლიანი. წყნარი ცხოვრება არ უყვარს ამ პატარას და სულ ცდილობს რამე საინტერესო და შარიან ამბავში ჩაყოს  თავი.  ალბათ ამ ორი ადამიანის გარეშე ცოტა ფერმკრთალი იქნებოდა ჩემო ცხოვრება.

„მითხარი ვინაა შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ“

My Lelouch – სრულიად უცნაური ინდივიდია. ახლობელი, საყვარელი. ეს არსება არ არის მთლად დალაგებული (ჩემსავით 🙂 ). ჩემი უმცროსი ძმაა, რომელზეც მინდა  ვიზრუნო.ზოგჯერ მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ერთმანეთის ენერგოვამპირები ვართ, რადგან ნებისმიერი გამწარებისას ერთმანეთს ვერჩხუბებით, ერთმანეთთან ვარჩევთ საქმეებს, ერთმანეთს სასტიკად ვუშლით ნერვებს, მაგრამ მეორე წამს ისევე გვიყვარს ერთმანეთი და ვრიგდებით.  როგორც არ უნდა ვატკინოთ ერთმანეთს გული, ვიცი მაპატიებს და იცის, რომ ვაპატიებ და, საბოლოო ჯამში, მაინც გავუგებთ ერთმანეთს. მგონი არავის გადაუტანია იმდენი სიხარული და ტკივილი ურთიერთობაში,  რაც ჩვენ ორმა გადავიტანეთ. ამ ადამიანთან მაკავშირებს ჩემი ცხოვრების ყველაზე გიჟი და მხიარული დრო. მეგობრული და ბავშვური, სასტიკი და მიამიტი, ვაჟკაცური და ნაზი. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჩემი ნამდვილი გამწარება აქვს ნანახი და რომელმაც ამას გაუძლო და, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გვერდითაა. ეს ის ადამიანია, რომელთანაც არ მეშინია ვიყო ის, რაც ვარ.

მეგობრობა ერთმანეთის დაუსრულებელი აღიარებაა

გრუზინსკი ბუივოლ – ეს არის “ქართველი მამაკაცის სილამაზის განსახიერება”, რატომ ბრჭყალებში? იმიტომ, რომ  ჩემი სიტყვები არ არის… უსაყვარლესი არსება. შეუძლია საათობით მისმინოს ყველანაირი კომენტარის, დაბრალების, გაკიცხვის გარეშე. ყველაფერი იცის ჩემს შესახებ და მღებულობს ისეთად , როგორიც ვარ. ძალიან ჭკვიანი არსებაა, ზოგჯერ უაღრესად მიამიტი, მაგრამე ეს თვისება ამშვენებს კიდევაც ამხელა „ფილარმონია“ მამაკაცს. რაც არ უნდა ცუდად იყოს, რაც არ უნდა სტკიოდეს გული მაინც გაღიმებული სახით ივლის და არავის დაანახებს საკუთარ ტკივილს. ნებისმიერი გაჭირვებისას გვერდში მედგება და ვიცი, რომ დამჭირდეს და დავუძახო – შეიძლება იწუწუნოს, მაგრამ მაინც მოვა :). აქამდე დადის გზააბნეული და ვერ გადაუწყვეტია რა უნდა ამ ცხოვრებისგან , მაგრამ რაღაცნაირად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანს  დიდი მომავალი აქვს და არსად დაიკარგება.

მეგობრობა რომ არ არსებობდეს არც მე ვიარსებებდი აქამდე

(sun) – ეს არსება ცოტა სხვანაირი კუთხით მიცნობს, ყოველთვის უწევდა  ჩემი წუწუნის მოსმენა, დაკავებული იყო თუ არ იყო დაკავებული მაინც მისმენდა და მითანაგრძნობდა. გამგები და ჭკვიანი არსებაა. თავაზიანი და ჯელტელმენი. იცის რა გიჟიც ვარ სიხარულის დროს და რა საშინელება ვარ გამწარებისას. მგონი ჩემსავით ფიცხია, ცუდ გუნებაზე თუ არის იკბინება მწარედ, მაგრამ ვინც იცნობს იცის, რომ არ უნდა გაუბრაზდეს მასეთ მომენტებში. მიამიტი და უცნაური, მას თითქოს თავისი სამყარო აქვს, ლამაზი და მშვენიერი და სურს ეს სამყარო სხვასაც დაანახოს და გაუზიაროს. მიხარია, რომ მცირედით მაინც ამ სამყაროს ნაწილი ვარ.

ყველასთან ერთნაირად ვერ იმეგობრებ, მართალია. ზოგი ადამიანი თავისი პიროვნული თვისებებით მეტად მოდის გულთან ახლო, ზოგი ნაკლებად, ზოგს საერთოდ არ იცობ, ზოგი მტერია (პირადი თუ სამშობლოსი) და ყველასთან ერთნაირი ურთიერთობა ვერ გექნება, თუმცა ყველა კი უნდა გიყვარდეს, როგორც უფლის ხატად შექმნილი.

ვავეკა – ბავშვობის მეგობარი, ჩემი სამყაროს ერთ–ერთი განუყოფელი ნაწილი. რამდენი წელია ჩემს გვერდითაა და მაინც კარგათ ვართ, მგონი სერიოზულად არც არასოდეს გვიჩხუბია. უაღრესად თბილი და გამგები. ყოველთვის მიგებდა და იცის, რომ მეც ყოველთვის გავუგებ. ხშირად ვერ ვნახულობთ ერთმანეთს, მაგრამ ვიცი რომ ძალიან ვუყვარვარ და ვენატრები.

როცა თავს სულელად წარმოაჩენ, ნამდვილი მეგობრები ყოველთვის მიხვდებიან, რომ ეს შენი ჭეშმარიტი სახე არ არის

ტყუპები – ეს ორი პიროვნება ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდ პერიოდში მხარში მედგა. მეხმარებოდნენ, რჩევებს მაძლევდნენ და მამხნევებდნენ. ნამდვილად საინტერესო და მხიარული დრო გვაქვს გატარებული. ძალიან იშვიათად ვნახულობთ ერთმანეთს, მაგრამ ნახვისას იმდენს ვლაპარაკობთ, რომ ალბათ თვეობით გვყოფნის. თბილი და საყვარელი გოგონები არიან. უზომოდ მიყვარს ორივე.

ადამიანები იმიტომ კი არ ცოცხლობენ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ასულდგმულებთ, არამედ იმ სიყვარულის გამო, რომელიც მათ მიმართ სხვა ადამიანებს აქვთ.

თააააააააა – ადამიანი, რომელსაც ჩემნაირად გიჟურად უყვარს სეირნობა. ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ კარგი მსმენელია. ამ ადამიანთან ნებისმიერ თემაზე შეიძლება საუბარი და სიხარულით მოგისმენს.  უცნაური პიროვნებაა, თითქოს ცივი, მაგრამ ძალიან თბილი, თითქოს სერიოზული,  მაგრამ გიჟურად მხიარული. მიხარია, რომ ჩემი მეგობარია.

კიდევ ბევრი ადამიანი გამომრჩა, მაგრამ ფიზიკურად არ დაეტეოდა აქ ყველა, ამიტომაც იმედია მაპატიებთ.

ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში ახალი არსებები  ჩნდებიან და იმედია ამჯერადაც არ შევცდები არჩევანში და კარგ მეგობრობას გამიწევენ.

რაც შეეხება  ჩემი მხრიდან მეგობრობას: როგორც ცოტა ხნის წინ ერთმა პიროვნებამ მითხრა:  “შენ ნამეტანად ფიქრობ სხვებზე და ხშირად საკუთარი თავი გავიწყდება ხოლმე“.  სხვადასხვა დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ ფრაზიდან. შეიძლება კარგიცაა და შეიძლება ცუდიც, ამის შეფასება ინდივიდუალურია.

ვარ თუ არა მეგობრული? კი, ზოგჯერ ნამეტანად მეგობრული და მზრუნველი ვარ. ვცდილობ ყველას გავუგო და, შეძლებისდაგვარად, დავეხმარო და ვურჩიო რამე. ყველასთნ განსხვავებული ვარ და მგონი ეს ცუდი თვისება არ არის.

მიყვარს ჩემი მეგობრები და ვიცი, რომ  ჩემს მეგობრებსაც ძალიან ვუყვარვარ.


Advertisements
Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , | 9 Comments

პოსტის ნავიგაცია

9 thoughts on “ცხოვრების თანამგზავრები

  1. great feeling ^_^

  2. ” ზოგჯერ სასტიკი და სწერვული”— zogjer? =))))

  3. thanks thanks, გული გამითბა რომ ვკითხულობდი. Sun loves U too! ❤

  4. გიჟი ქ ალი

    chemi shterukaa miyvarxar dzlier dzlier

  5. გამოხმაურება: Friendუშკა « პატარა გაუწონასწორებელი ფსიქოპათი

  6. გამოხმაურება: ჩემი გიჟ-გადარეული ქალი ^_^ « პატარა გაუწონასწორებელი ფსიქოპათი

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: