I’m Blogger, Am I Cool Girl?!

ჩემზე უკეთ იცით, რომ ინტერნეტ სივრცის ზრდასთან ერთად გაიზარდა ტრადიციული მასმედიის ალტერნატიულ წყაროებზე მოთხოვნა. ახლა არავის გაუკვირდება, რომ უთხრა ბლოგერი ვარ. რა მერე? ყველაა ბლოგერი. ბლოგებზე მოთხოვნაც იზრდება, და ამასთან ერთად, იზრდება თვითონ ბლოგოსფეროს გავლენა საკომუნიკაციო სივრცეზე.  რითი განსხვავდება ბლოგზე დადებული ინფორმაცია გაზეთში დაბეჭდილისაგან? ავტორი, რომელიც გლობალურ ქსელში წერს თავისი აზრის გამოხატვისას თვისუფალია. ის წერს ისე, როგორც უნდა, კი შეიძლება სუბიექტურად, მაგრამ მისი ნაწერი უფრო შეესაბამება სიმართლეს ვიდრე გაზეთში დაბეჭდილი იგივე შინაარსის სტატია. რატომ? ცენზურა (ტრაკი, ტრაკი, ტრაკი, ტრაკი), პოლიტიკური ხედვა და ა.შ.  თითოეული ჩვენგანი მინი-ჟურნალისტია. გამოვხატავთ ჩვენ აზრს, ვეძებთ „სიმართლეს“, ვაკრიტიკებთ, ვიქექებით ერთმანეთის პირად ცხოვრებაში, ერთმანეთს ვაკრიტიკებთ და უკვე ნაკლებად ვეხებით „ვარსკვლავებს“ ან სხვა პოპულარულ ხალხს. ჩვენ ვართ სამოქალაქო ჟურნალისტიკა. ვაკვირდებით, ვაფასებთ , ვწერთ. ველოდებით შეფასებას. სამოქალაქო ჟურნალისტიკა -გასართობია, რომელსაც ნებისმიერი კატეგორიის და პროფესიის ხალხი მისდევს.

დავიწყოთ სულ-სულ თავიდან. ბლოგი ( არა ლათინური, არა არაბული, ტუპად ინგისური სიტყვააა blog) – ეს არის ვებ-საიტი, რომლის ძირითად შინაარსს წარმოადგენს ჩანაწერების, ვიდეო-აუდიო მასალის (მულტიმედიის) ან სურათების რეგულარულად დამატება. 1997 წელს იორნ ბარგერმა ხალხს შესთავაზა „ინტერნეტ – დღიური“ – სთვის დაერქმიათ – weblog. ორ წელიწადში სახელწოდება ორი ასოთი შემოკლდა და მიიიღო თანამედროვე ფორმა. ბლოგების მთავარ თავისებურება – მისი საჯაროობაა და ორმხვრივი კომუნიკაცია (რაც ყველაზე მეტად გვიყვარს, მკითხველის Feedback). ბლოგების ავტორებს ბლოგერებს ეძახიან (გაგიკვირდათ ხომ?!). არსებობს ბლოგების უზარმაზარი კლასიფიკაცია, მულტიმედიის ტიპის მიხედვით, ტემატიკის მიმართულების მიხედვით, ავტორობის მიხედვით.  მოდით ამჯერად დავყოთ ბლოგები ავტორობის მიხედვით:

1. რეკლამური ბლოგი/პიარ ბლოგი – ნუ აქ ყველაფერი ნათელია, ეს ეხება კონკრეტულ რომელიმე ადამიანის, ბრენდის, დაჯგუფების (ლოლ) გაპიარებას.

2. ყალბი-ბლოგი, რომელიც იქმნება და და იმათება  ცნობილი ადამიანის სახელით.

3. ფსევდონიმური ბლოგი – ასეთი ბლოგი იმართება გამოგონილი სახელის მქონე -პირით მიერ ან ფსევდონიმით (თუნდაც მე, თუმცა ჩემ თავს არც ვმალავ)

4. კოლექტიული (სოციალური) ბლოგი –  პოსტავენ ადამიანების ჯგუფი, რომელიც ან ერთმანეთთან შეთხნმებით მუშაობენ, ან ბლოგის მფლობელის (ცალკე პირის) დავალებით

5. კორპორატიული ბლოგი – ესეც მარტივად გასაგებია, ის მიძღვნილია კონკრეტულად რომელიმე კომპანიისადმი, ბლოგი, როგორც წესი, იმართება კომპანიის თანამშრომელების მიერ.

6. და ბოლოს, რათქმაუნდა, პირადი ბლოგი (საავტორო) – იმათება ერთი პირის მიერ, თავისი დამაარსებლის მიერ.

ახლა კი კონკრეტულ პრობლემას შევხედოთ:

ბოლო დროს დაიძაბა ურთიერთობა ბლოგერების ძველსა და ახალ თაობას შორის. ჩემი ბლოგი არსებობს ნახევარი წელია და რა ახლებში ვითვლები? თუ მეც ვიბლატაო იცით რა ბლოგსპოტზე 2006 წლიდან მაქვს გახსნილი ბლოგი, და შესაბამისად მეც მიმიღეთ რა „ძველების“ სიაში. ლოოოოოლ მეც და თქვენც. ძველებს არ გაქვთ უფლება თქვათ რამე ან გააკრიტიკოთ ახალი თობა, თქვენ თუ სადმე დადიხართ თქვენ თუ სადმე გპატიჟებენ – ეს იმიტომ რომ უბრალოდ ამ „ახალი წესრიგის“ (ვინც არ იცის რას ვგულისხმობ წაიკითხეთ მედია რევოლუცია) საწყისებში იყავით და არა იმიტომ, რომ უფ რა ზემაგარ რაღაცეებს წერთ, ყველაზე პოპულარული ბლოგები – პირადია და ისინი წერენ თავის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. რატომ არის პირადი ბლოგები უფრო პოპულარული ვიდრე თემატური? რატომ გვაინტერესებს გავიგოთ როგორ დაისვენენა ჩვენტვის სრულიად უცხო ადამინმა,ან როგორ უღალატა შეყვარებულმა ან ცხოვრებაში რამდენჯერ ჰქონდა სექსი. ჩვენ ცნობისმოყვარე ხალხი ვართ, ჩვენ გვიყვარს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა და როცა ვყოფთ და არ მოგვეწონება რაშიც ჩავყავით –  მერე ვილანზღებით, ვიფურთხებით, ავტორს ვაკრიტიკებთ და ა.შ. რატომ? ახლა აქ რომ ყველა გაგლანძღოთ და კონკრეტულ პირებზე ვთქვა რამე ცუდი (არავისზე არ ვაპირებ კაცო!!!!) რა მერე ამით, შემოხვალთ და შემომეპასუხებით? ეს თქვენი პირადი არჩევანი იქნება. მაგრამ ეს ჩემი პირადი ბლოგია, ვებ-სივრცის ჩემი პირადი ნაგლეჯი და მგონი უფლება მაქვს რასაც მინდა ის დავწერო. ნუ აკრიტიკებტ პირად ბლოგებს, ვინ რას წერს, ისინი კი არ არიან გასაკრიტიკებელი, თქვენ ხართ – ისინი ვინც შედიხართ, კითხულობთ და რეიტინგ უმატებთ. აი ვთქვათ, დავწერ სექსზე ან ამ საზოგადოებისათვის რამე არადამახასიათებელ თემაზე, თქვენ ამით რამე დაგაკლდებათ ან მოგემატებათ.  არა! მე შეიძლება, მაგრამ თქვენ არაფერი 🙂

მოდით „ძველმა თაობამ„ ნაკლებად გამოიჩინოს თავი იმით, რომ აი გამოცდილები არიან? რითი ხართ უფრო გამოცდილები ბლოგოსფეროში? წერთ პირად დღიურებს, მასე ყველა ჩვენგანი წერდა ბავშვობიდან ამას, ან რადგანაც საჯაროდ გამოგაქვთ ეს ვველაფერი უფრო მეტს წარმოადგენთ ვიდრე ან მე ან სხვა ვინმე? მოდით ახალი ბლოგერების გაკრიტიკების მაგივრად დაეხმარეთ მათ, სტიმული მიეცით გააკეტონ უფრო მეტი, უფრო კარგი ვიდრე თქვენ გააკეთეთ (რათქმაუნდა რამე თუ გააკეთეთ), გზის დასაწყისში თუ დასცინით და აკრიტიკებთ და ამცირებთ ადამიანს, მას გზის გაგრძელების სურვილი დაეკარგება.

ახალი თაობის საყურადღებოდ:

ნუ იბოღმებით, აიღეთ და თუ რამე დასაწერი გაქვთ და დაწერეთ (ბლინ!!!) რატომ არის საჭირო სხვის პირში ყურება და სხვა ბლოგების ნახვა. გინდა წერა იმაზე დღეში რამდენჯერ გადიხარ ტუალეტში – წერე. არც მე დ არც რომელიმე სხვას არ აქვს უფლება გაგაკრიტიკოს ამის გამო ან აგიკრძალოს ამაზე წერა. ნუ ახლა კრიტიკას კაცი არ მოუკლავს, მთავარია ჯანსაღი კრიტიკა იყოს და, რაც მთვარია ეს გაითვალისწინეთ ახლებო – თუ გაკრიტიკებენ  – ე.ი გკითხულობენ, და თუ გკითხულობენ  – ე.ი პირველი ნაბიჯი გადადგმულია – თქვენზე გაიგეს ^_^

მოდით დავიკიდოთ ყველაფერი და თუ არ მოგვწონს ვინმე კონკრეტული არც შევიდეთ მათ ბლოგზე. ბლოგოსფერო თვისუფლების ადგილია და ჩემი ბლოგი თქვენ არანაირად არ გიშლით და არც თქვენ მიშლით. ყველა იყოს თავისთვის თავის ადგილზე და უბრალოდ ჩუმად მაინც ვადევნოთ ერთმანეთს თვალყური 🙂

ახლა გამაკრიტიკებთ? წაიკითხეთ ბლოგის სათაური და მერე გამოთქვით პრეტენზიები. მე ჭკუა არ მომეთხოვება 🙂

მუდამ თქვენი

ფსიქოპათი

p.s. და ახლა მთავარი კითხვა. მაგარი როჟა ვარ ბლოგერობას რომ ვაწვები? არა 🙂 არაფრით ვარ სხვებზე უკეთესი ან უარესი 🙂 და საერთოდ: ბლოგერი ჰქვია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ბლოგი აქვს და ეს სტატუსი არ ნასიზაზღვრება “პოპულარობით” ან “უიმე ბევრ ბლოგერს ვიცნობ და ბევრ ადგილას დამპატიჟეს და 1000 ვიზიტორი მყავს დღეში” 🙂 будьте проще!!!

Categories: სოც. მედია | Tags: , , , , | 24 Comments

Post navigation

24 thoughts on “I’m Blogger, Am I Cool Girl?!

  1. ჯეს, რამ გაგაწიწმატა, ამდენი რომ დაწერე? :)))))

    ისე კარგი იყო, ხუმრობის გარეშე!

    • ვოუვ 🙂 თქვენ ჩემს ბლოგზე :)) პრიანტანაია ნეოჟიდანოსწ :)) ^_^

  2. რა ვიცი… მე არსად შემიმჩვევია დაძაბული ურთიერთობა. მგონი არც ძველებს მივეკუთვნები და არც ახლებს, 2 წელია რაც ბლოგი მაქვს და არანაირი პრობლემა არ მქონია. თემებს რაც შეეხება, ძირითადად პირადი ბლოგები მომწონს და სულ არ მგონია, რომ თუ ბლოგერი პირადზე წერს და არა პოლიტიკაზე ან რამე აქტუალურ თემაზე, ის ცუდი ბლოგერია.

    P.S. მომწონს შენი ბლოგი, თავისი პოსტებიან-ფერებიანად 😀

  3. ვინ გაგაბრაზა, ჯეს?

    • მე?? აარავინ :)) უბრალოდ ჩემი აზრები ჩამოვწერე 🙂 თორე კონკრეტულად მე არვინ შემხებია 🙂

  4. tsotnee

    სრულიად გეთანხმები! მომწონს შენი დამოკიდებულება! 🙂 მართლაც არავინაა ვინმე ვინმეზე მეტი, მაგრამ ამ “ძველ” ბლოგერებს ერთი არ ესმით რომ დიდი რომ გახდე ჯერ პატარა უნდა იყო! 🙂 ოჰო, აი ბლოგებთან დაკავშირებით რომ გიწერია, შევიდეთო იქ სადაც მოგვწონს და დავიტოვოთ არჩევანისა და მოწონების თავისუფლება, განსაკუთრებით გეთანხმები! იცი ალბათ ეს იმის ბრალია, რომ ასეთ პიარ ბლოგერებს თემატური ბლოგერებისგან კრიტიკა არ მიუღიათ, იმიტომ რომ არ კითხულობენ! ძირითადად ერთი სტილის, მდარე, ერთფეროვანი და ყოველდღიური, პირველი თუ საბოლოოდ ველური ვნებების გამოვლინებების აღმწერნი კითხულობენ ერთმანეთს, ეთანხმებიენ და მოწონთ, მხარს უბამენ სხვის დაცინვასა და გაპარტახებაში, თითქოს ვერ წერს ან საერთოდ რას წერს. მე მართლა მკიდია ასეთები!

  5. ჯესიკო, ოჰ, რა კარგი და საინტერესო ხარ…

    მშვენიეეერ!!!

  6. რა დღეში ხარ))) ნეტა ჩემი ბლოგის კრიტიკა დამანახა სადმე,თან ძველი ყოვლად დასაფასებელი ბლოგერის მიერ გამოთქმული კრიტიკა)))
    პ.ს. კაი ხო ვიხუმრე..და ისე კაი აზრია ხო იცი,მოდი რიგრიგობით გადავუაროთ ბლოგებს.(აიმეცგავწიწმატდი;))

  7. მე შენ მომწონხარ !

  8. yeah if u r blogger -u r qool girl.:) სად ჯანდაბაში იყავი დაკარგული? მე მომენატრე შენ? 😀

    • აქსიოომ ❤ რავიცი აგდავიკარგე :)) მეც მომენატრე ჩემო კარგო :*

  9. ვაიმე რა კარგი ხააარ ^.^ ძალიან მომწონხარ ❤

  10. + jess
    kargi postia mravlis mtqmeli :))

  11. ძალიან მომეწონა პოსტი! რისფექთ ჯესი! :*

  12. Pingback: გესთ-პროექტი/ოცნება. « faifuris angelozi

  13. ძალიან მომეწონა პოსტი, ბლოგი, დიზაინი, ნააზრევი. დიდი მადლობა რომ ახლებს გვაგულიანებ 🙂

  14. ნათიკო :)

    ძალიან ძალიან კარგი და და რაც მთავარია აზრიანი პოსტი იყოო ♥

  15. ნასტასია

    საქართველოში რეალურად ძალიან ცოტა ბლოგია ისეთი, რომელიც ინდივიდუალიზმის შტრიხებს ატარებს და აი, ხვდები, რომ ეს იმის ბლოგია და ასე არავიინ წერს.ისევე როგორც ცოტაა ბლოგი, რომელიც დაუპირისპირდება ტრადიციულ მედიას. აი, რამდენი ბლოგი იცი, სადაც ის ამბები შუქდება უფრო სწრაფად და თავისუფლად, რაც მედიაში მიკერძოებულად. სავარაუდოდ არც ერთი .

    ხოოდა, სასაცილოა ამ პირობებში ბლოგერების თაობებს შორის გაურკვევლობები და ბლოგერების როლზე ლაპაკი 🙂 ჯობია, კარგი პროდუქტის შექმნაზე იზრუნოთ 🙂 ძველებმაც და ახლებმაც :დ

  16. +111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111…. : )))))))))))

  17. martlac …
    gewerineba da were..
    aranair “blogeri ar xar tu..” da msgavs siebs.. ar unda miaqcios damwyebma yuradgeba.. =))))))))

    +1

  18. პირველ რიგში მე არ “ვაწვები” მაგარ ბლოგერობას!
    არ მინდა ვწერდე იმაზე, რაც არ მაინტერესებს!არადა ისეთ ~ი პოსტები მიყვარს, ბევრ მკითხველს რომ ვერ მოიზიდავს!-და ამაშიც ვერ ვხედავ რამე უარყოფითს.
    რაც შეეხება ძველებს და ახლებს, ვფიქრობ ეს პროვლემა აქტუალურია 🙂 იმიტომ, რომ პირადა ჩემს ბლოგს არცერთი 20+ ბლოგერი არ კიტხულობს (ჰაჰა, მაქსიმუმ 22წლისანი-მაგრამ ისინიც დამწყებები არიან) ხოდა მე მოვითხოვ ყურადღებას “ძველებისგან” :)))

Leave a reply to ნათიკო :) Cancel reply

Blog at WordPress.com.