This is Halloween ^_^

ჰელოუინი ყველაზე უცნაური დღესასწაულია, ყველას რატომღაც უხარია იგი. რატომაა ეს დღე მასეთი განსხვავებული? ჰელოუინის დღესასწაული ერთ–ერთი უძველესთაგანია მსოფლიოში. ამ უცნაურ დღეს ერთმანეთთანაა შერწყმული კელტური  და ქრისტიანური ტრადიციები. თავდაპირველად ამ დღეს ერქვა All Hallows Even (ყველა წმინდანის დღე), შემდგომში  სახელწოდება შემოკლდა და მიიღო თანამედროვე იერი: Hallowe’en ან Halloween

ტრადიციულად ამ დღესასწაულს აღნიშნავენ ინგლისურენოვან ქვეყნებში, მაგრამ საქართველო მგონი (ჯერ!!) არ მიეკუთვნება მათ რიცხვს, მაშ რატომ არის ეს დღესასწაული ჩვენთან მასეთი პოპულარული?

ყველაფერი გაცილებით მარტივია. ჩვენ უბრალოდ გართობა გვიყვარს, მოსახლეობის 99%–მა არც კი ვიცით საერთოდ, რა დატვირთვა აქვს ამ დღესასწაულს ან ელესიისათვის ან რამე “ბნელეთისათვის”. ჩვენთვის ეს უბრალოიდ მასკარადია, გართობის კიდევ ერთი მშვენიერი საბაბი: მეგობრებთან შეკრება, ლოთაობა, ცეკვები, თამაშები, ერთმანეთის “გაკრასკვა” და გაფერადება.

ჭორბიურო: ამბობენ, ამ დღეს ობობას თუ დაინახავთ, ეს შეიძლება  გარდაცვლილი შეყვარებული ადამიანის სული აღმოჩნდეს, რომელიც უბრალოდ გითვალთვალებთ ( and what the sense?!)

ამ წელს მეგობრებმაც გადავწყვიტეთ ამ უცნაური “მასკარადის” აღნიშვნა. მიუხედავად იმისა, რომ 31–ი უწევდა ორშაბათს და მეორე დილით ყველა უწევდა სამსახურში ან სასწავლებლებში წასვლა , მაინც გადაწყდა მისი აღნიშვნა ზუსტად ამ დღეს. ლოგიკა: მასკარადის გამართვა შესაძლებელია ნებისმიერ დღეს, ხოლო თუ სპეციალურად ჰელოუინისათვის იკრიბები და თუნდაც არ იცი ამ დღის მნიშნველობა, იმავე დღეს  “აღნიშნე” მაინც. ჩვენ ძალიან ბევრი შეფერხება აღმოგვიჩნდა წინ, მაგრამ ყველაფერი გადავლახეთ და უძაააალიანმაგრესად გავატარეთ დრო.

თბილისის მოსახლეობის უმრავლესობისათვის სულერთი აღმოჩნდა, თუ როდის იყო რეალურად ჰელოუინის თარიღი. ვისღა ახსოვდა, რომ ჰელოუინი, რაღაც დღესასწაული, ახლოვდებოდა კალენდარზე, მერე რა რომ ჩვენ საერთოდ არ გვეხება, მერე რა, რომ ჩვენ არც კი ვიცით მისი აღნიშვნა, მერე რა, რომ მოვინდომეთ მისი აღნიშვნა 1–2 დღით ადრე, თვითონ “დღე” ხომ ორშაბათს ემთხვევა და ჩვენ ვმუშაობთ ან ვსწავლობთ და, მოკლედ, იმ დღეს ვერ შევძლებთ კარგად გართობას 🙂  ყველას საკუთარი საქმეა ვინ/როგორ/როდის აღნიშნავს ამ დღესასწაულს, მაგრამ თუ ეძახი ჰელოუინს (და არა “ტუპად” მასკარადს) აღნიშნე შესაბამისად. მახსოვს ჩემი სკოლის პერიოდში 8 მარტი  არ იყო დასვენების დღე, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავდა, სამუშაო დღეს თუ ემთხვეოდა, ბიჭები საჩუქრებს უქმ დღებში გვჩუქნიდნენ ან პაემანზე უქმ დრეებში გვეპატიჟებოდნენ. ან ისე ახალი წელი რომ არ იყოს დასვენების დღე,  უეჭველი ქართველები მხოლოდ შაბათ–კვირას ავღნიშნავდით მაგასაც.

როდესაც ვნახე, რომ თურმე ჰელოუინი ორშაბათს გამთენიისაას საქართველოში ყველასათვის უკვე დასრულებული იყო მე ძალიან გამიხარდა იმის გაანალიზება, რომ ჩემთვისა და ჩემი მეგობრებისთვის ყველაფერი ჯერ–კიდევ მხოლოდ იწყებოდა.

ჭორბიურო: Halloween–ის სავიზიტო ბარათი, რათქმაუნდა, Jack-o-lanterns–ის გოგრისაგან გაკეთებული ცნობილი ფანარია. სიკვდილის შემდეგ  მჭედელი ჯეკი ვერც სამოთხეში და ვერც ჯოჯოხეთში მოხვდა, ის იძულებული გახდა  მეორედ მოსვლამდე ეულად ევლო დედამიწაზე. ის სიბნელეში გზას გოგრაში შენახულ ნახშირის ნატეხით ინათებდა.

კვირა დღეს საყიდლებზე დავდიოდი, ვეძებდი სხვადასხვა ფერის საღებავებს, შავ ბუშტებს, შავ ქაღალდებს (ღამურების და ობობების ქსელების ამოსაჭრელად), მე პირადად ამ დღის რაღაც “შავი ძალების” არ მჯერა, მაგრამ  ამ ყველა ატრიბიუტს გარემოსა და შესაბამისი მისტიური ატმოსფეროს შესაქმნელად თავისებური მუღამი ჰქონდა. უნდა გენახათ გამყიდვლების სახეები, როდესაც შავ ბუშტებს ვკითხულობდი. ჩვეულებრივი სადღესასწაული სანთლების გამყიდველი  საერთოდ გათეთრდა, როდესაც შავი სანთელი ვიკითხე. (funny ^_^)

საინტერესო იყო საკანცელარიო მაღაზიებში გასეირნებაც. მჭირდებოდა თეთრი გუაში, მაგრამ , სამწუხაროდ, არსად არ აღმოჩნდა, ყველამ იყიდა ამ შაბათ–კვირასო… იცით, გუაში მაინც თავისებური საღებავია და, რაც არ უნდა თქვათ, აფუჭებს კანს. ნუ გუაში ვერ ვიშოვე , მაგრამ ვიშოვე სახის საღებავები, სპეციალურები, რაღაც ოსმეტიკური, რომლებსაც მაკდონალდში იყენებენ ბავშვების “გასაკრასკად”.. არც ვნებს კანს და ცივი წყლითაც ადვილად შორდება (გაითვალისწინეთ სამომავლოდ), თუმცა ცოტა ძვირი სიამოვნებაა, 4 თუ 5 ფერი ჯამში ღირს 9 ლარი. მაგრამ ჩვენ 4 კაცს  მხოლოდ თეთრი საღებავი გვეყო  მთლიანი სახის გასაფერადებლად, რაღა 4 კაცს, საღებავსი კიდევ ნახევარიც დაგვრჩა  :)))

ასეთ პირად პოსტებს ძირითადად არ ვწერ, მაგრამ ეს ძალიან თბილი და კარგი დღე იყო ჩემთვის და ჩემი მეგობრებისათვის. ამ დღეს საკმაოდ დიდი კომპანია უნდა შევკრებილიყავით, მაგრამ  რამდენიმე საკმაოდ ახლობელმა ადამიანმა ვეღარ მოახერხა გამოსვლა, თვის ბოლოს გაჭირვებულად ვიშოვეთ შესაბამისი სახსრები, ძალიან დიდხანს მოგვიწია ერთმანეთის ლოდინი…საყიდლები….. ვადაგასული ლუდი (ყველა ცოცხალია)…. სულელი ცუგო და მისი კვალი ოთახში (მოვკლავ ერთ დღეს იმ ძაღლს!!!).

მაგრამ!!!

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს: ფულიც აღმოჩნდა საკმარისი, საჭმელიც, სასმელიც და გართობაც. 🙂

31 რიცხვი ითვლება “ბნელ დღედ”, მაგრამ მას ხომ “ნათელი” დღე მოყვება, და მიხარია რომ ჩემთვის ძვირფასს ადამიანებთან ერთად შევხვდი ამ დღეს…

გილოცავთ,  All Hallows Even  არის დღეს , წმინდანების დღე 🙂

P.S პოსტი უნდა გამოქვეყნებულიყო 1 ნოემბერს, ცოოოტათი დამაგვიანდა. 🙂

P.S.2. ეს არ არის  ჩემი შეპირებული პოსტი. ერთ ადამიანს კარგ პოსტს შევპირდი და აუცილებლად შევასრულებ დანაპირებს 🙂

თქვენი ფსიქოპათი


Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები, ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , , | 13 Comments

პოსტის ნავიგაცია

13 thoughts on “This is Halloween ^_^

  1. მშვენიერი დრო გაგიტარებია, ჯეს.

  2. dekemberiusi

    მე ძალიან მიყვარს პირადი პოსტები ^^
    თან ძალიან მაინტერესებდა როგორ შეხვდებოდნენ წელს ჰელოვინს. კარგია, ყოველთვის კარგია, კარგი გართობა კარგ ადამიანებთან ერთად =))

  3. ყოველთვის მაინტერესებდა ჰელოუინის შესახებ ეს ყველაფერი. მაგარი ხარ ჯეს. ფაქტიურად ცნობისმოყვარეობა ბოლომდე დავიკმაყოფილე. გაიხარე! :*
    P.S. და უფრო ხშირად წერე. :*

  4. ჯეეს მიყვარს შენი პოსტების კითხვა ❤
    მომეწონა ❤

  5. ამ სურათზე შუაში შენ ხარ? რაკარგად მოგიხატია სახე :დ

    • არა, სურათზე მე არ ვარ, ჩემი გადაღებულია უბრალოდ 🙂 არ მინდოდა ჩემი თავის დადება, სულ ჩემი მეგობრები არიან :))))))

  6. ერთი მეგობარი მყავდა – საშინელებათა ფილმები უყვარდა, გიჟდებოდა. ერთხელ შევესწარი, როგორ უყურებდა: სულ კანკალებდა, ცივი ოფლი ასხამდა, ფერი მისდიოდა და მოსდიოდა, – ვკვდები, ისე მეშინიაო. მერე რა თავს იკლავ-მეთქი, – ვკითხე აშკარად გაოცებულმა. მაგარია, ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარო 🙂 რაც შემეხება, მე, ტონუსის ასაწევად დადებითი ემოციები მირჩევნია 🙂 “შავი ძალებისაც” ტყუილად არ გჯერა. პაულო კოელიოს ისტორია მოგისმენია? ახალგაზრდობაში მეგობრებთან ერთად “მაგარბიჭობდა”. სატანისტური რიტუალების ტექსტებს იყენებდა სიმღერებში -ვითომდა ეგ ყველაფერი სისულელეა და მე ვერ შემაშინებსო. მერე რაც დაემართა, ის ამბავი ჰელოუინის ფოტოებზე საშინელია! ბრრრ… მე ვერ მოვყვები – ხასიათი მიფუჭდება 🙂 თუ დაგაინტერესებს, ინტერნეტში იპოვი…

  7. რა კარგია,რომ აგიღნიშნია!
    საქართველოში ნამდვილად გვაკლია ზეიმები და დღესასწაულები, სადაც კოლექტიური გართობა იქნება.
    კი, მართალია ამ დღესასწაულს ’შავბნელი’ ისტორია აქვს,მაგრამ დრესდრეობით მხოლოდ გართობის დატვირთვა აქვს.აი თვითონ კოსტიუმირებული დრესასწაულშია ხიბლი 🙂

  8. ნასტასია

    არ მიყვარს ჰელოვინი და საერთოდ, მასკირებული ამბები :ს

  9. au jess… axla vnaxe es…. martlac saocari dge iyo :*:*:* dzaan bedneri var rom mas shentan da sxva danarchen chven megobrebtan ertad shevxvdi :*:*:* yvleaze dzaan es dgesaswauli miyvars… samwuxaroa saqartveloshi arsebuli midgoma am dgisadmi….
    magram chven mainc magrebi vart :D:D:D tundac imitom rom ragac vqenit da avgnishnet da dro ise gavataret rogorc Halloweens sheesabameba… tan avgnishnet ara 29-shi an 30-shi aramed 31-shiiiiiiiiiiii ))))))))))))) hahahaha :*:*:*

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: