ახალი წლის ზღაპარი (გესთ პოსტი)

ჰაეროვანი ნაბიჯებით მიმავალი გოგო ადვილად შესამჩნევი იყო სანაპიროსთან გამავალ ბილიკზე. მსუბუქად მოდიოდა, თითქოს სულ  არ აბიჯებდა მიწას. ხორბლისფერ კანს განსაკუთრებით გამოკვეთდა თეთრი მაისური, მოკლე შორტებზე რომ გადაეცვა. მისი სიარულის მანერის მიხედვით, ბევრი  ივარაუდებდა,  რომ მოცეკვავე მაინც იქნებოდა. პლაჟს მიუახლოვდა. ზღვიდან მონაბერი ბრიზი უსწორმასწოროდ შეკრულ  თმას უწეწავდა რაც თავისებურ ხიბლს სძენდა გოგონას. უცებ, ჩაუხვია და ერთ ერთ შენობას მიადგა, გასაღები მოარგო და მიიმალა დარბაზში. მასზე ცნობისმოყვარეობით მიჩერებული ვაჟი არც შეუმჩნევია, სანაპიროზე, შორიახლოს რომ ტრიალებდა.დარბაზი გაანათა და მოწესრიგება დაიწყო.
იოგას და ფიტნესის ინსტრუქტორი იყო, რაც განმარტავდა მის ასე შესამჩნევ სიმსუბუქესა და  სპორტულ აღნაგობას. მუსიკა მომართა და რითმში განაგრძო მოწესრიგება. სწრაფად გადაწმინდა მტვერი, გაამზეურა ხალიჩები და დაწმინდა სარკეები. სავარჯიშო დარბაზი კლასების დასაწყებად მზად იყო. “როგორ უცებ გავიდა ერთი კვირა”–გაიფიქრა და თვალი მოავლო დარბაზს. შემდგომ, კომპიუტერს მიუჯდა, შეიმუშავა  და ამობეჭდა ახალი განრიგი, დარბაზის საინფორმაციო კედელზე გამოაკრა. როცა ამ საქმესაც მორჩა, საათს ახედა, დრო საკმაოდ მორჩა. გადაწყვიტა პლაჟზე ჩასულიყო ცოტა ხნით. მზეს უკვე ზღვისკენ აეღო გეზი.. დარბაზი გადარაზა და სანაპიროზე ჩაირბინა. თბილი წყალი ესიამოვნა. მალე ამოვიდა და პლაჟს თვალი მოავლო. უკვე შემოდგომა იდგა და სანაპიროზე შედარებით ნაკლები ხალხი იყო. გაუხარდა. ჩამავალ მზეს ახედა და თვალდახუჭულმა ზღვის მოსმენა გადაწყვიტა.
“უკაცრავად”–მოესმა უცებ. თავი წამოწია. უცნობი ვაჟი მომჯდარიყო ქვებზე მის სიახლოვეს და უღიმოდა. კითხვით სავსე თვალებით ახედა. “მაპატიეთ რომ გაწუხებთ, უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ ძალიან კარგად ცურავთ. გიყურებდით. აქაური ხართ?”– ჩაეკითხა ბიჭი და მომღიმარი სახით შეხედა. მტკიცე უარის სათქმელი გაცნობაზე პირზე შეეყინა. ერთბაშად მოეწონა მისი მზემოკიდებული სახე, თბილი თვალები..
“ჰო, აქაური ვარ. მადლობთ. თქვენ ალბათ ისვენებთ აქ ხომ?”–თავის მხრივ დაინტერესდა ქეთი.. ასე გაიცნო დათო. ვაჟი საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა, ბევრი საეთო ინტერესებიც იპოვეს და დროის გასვლა ვერც შენიშნა, სანამ ტელეფონმა არ დარეკა: “გაკვეთილი!”–აღმოხდა უცებ.
“ასწავლი?”–აშკარა ინტერესით ჰკითხა ბიჭმა.
“ჰო, იოგა და აერობიკა.. აქ დარბაზი მაქვს..”–გამოტყდა გოგო და ხელი გაიშვირა შენობისკენ. დათომ უკვე იცოდა დარბაზის შესახებ, შენიშნა მანდ შესული ქეთი, მაგრამ აღარ უთხრა.
“შეიძლება დავესწრო? ძალიან მაინტერესებს.” –ვაჟის ღიმილმა უცებ მონუსხა და ნება დართო დასწრების. თვითონვე უკვირდა გულში მისთვის ასეთი უჩვეულო საქციელი, მაგრამ მაინც, სიამოვნებდა ვაჟთან საუბარი.  დარბაზისკენ გაემართნენ. “ოღონდ შენც ივარჯიშებ იცოდე, უარი არ გამაგონო, ტყუილად არავის დავსვამ იქ!”–ღიმილით მოითხოვა ქეთიმ, დათო დაეთანხმა. კართან მომლოდინეები დახვდათ. პირველი მისალმებისა და მოკითხვის შემდეგ, დარბაზი გააღო და პირველმა შეირბინა, მალევე  მუსიკა მომართა.
გაკვეთილმა მხიარულად ჩაიარა. დათო კარგ სპორტულ ფორმაში აღმოჩნდა. ქეთი შორიდან ეკეკლუცებოდა, მოეწონა ვაჟი.. გაკვეთილის ბოლოს ზუსტად იცოდა, რომ პაემანზე აუცილებლად დათანხმდებოდა, თუ ვაჟი დაპატიჟებდა. ქეთის ლოდინი არ დასჭირვებია.. პირველ პაემანს მეორე მოჰყვა.. შეხვედრები დაიწყეს.
ასეთი თბილი და ლამაზი სექტემბერი არ ახსოვდა ქეთის.
ასეთი ლამაზი ზღვა არასოდეს ყოფილა მის თვალში.

თვემ უცებ გაირბინა.. პლაჟზე სეირნობდნენ, როცა დათომ ბოლოს მოიკრიბა ძალა და აცნობა, რომ მიდიოდა ქალაქიდან. ქეთი დუმილით შეხვდა ამ ამბავს.
–თქვი რამე..–შეევედრა ვაჟი.
–რა ვთქვა დათ, მე თავიდანვე ვხვდებოდი, რომ შენ აქ არ ცხოვრობ, რომ ეს კურორტის გატაცება იქნებოდა შენთვის, მაგრამ მაინც არ მინდოდა მოსულიყო ეს დღე.. რა ვთქვა..–ხმა ჩაუწყდა გოგონას.
–შენ არ ხარ კურორტის გატაცება. შენ ხარ გოგო, როგორიც ჯერ არ შემხვედრია.– გულიდან აღმოხდა ვაჟს. ქეთის სიამოვნებისგან გაეღიმა. ვაჟს მიეკრა მხარზე და აბუზღუნდა:
–ასე ამბობ და წასვლა კი გინდა…
–საყვარელი ხარ ეხლა ძალიან..–ღიმილით ჩაეხუტა დათო. –მოდი ასე მოვიქცეთ, მე წავალ, სამსახურში რაღაცეებს გავარკვევ და ვნახოთ, სულ ასე არ ვიქნებით, რამე გამოჩნდება…კარგი?..– თბილად ჩაეკითხა გულშიჩაკრულ გოგოს. დუმილს ზღვის შრიალი არღვევდა.
– კარგი.–ჩუმად დაეთანხმა და უფრო ჩაეხუტა მისთვის უკვე ასე ახლობელ ადამიანს. შემდეგ დიდხანს ისხდნენ და მდუმარედ გასცქეროდნენ ზღვას. ქეთის მის ბეჭზე ჩამოედო თავი და თვალდახუჭული უსმენდა ზღვის შრიალს. დათო არ უშლიდა ხელს…
შემდეგ, დათო წავიდა… ძალიან ენატრებოდა, მასე ფიქრში გართულს, მექანიკურად მიჰყავდა გაკვეთილები. თავად ვარჯიშს არ მიანება თავი, ჩვეულებისამებრ, დილით დარბოდა ბულვარის გასწვრივ. შემოდგომასთან ერთად წვიმიანმა ამინდებმა იმატა, განწყობაზე ეს ცუდად მოქმედებდა და ცდილობდა სამსახურზე გადართულიყო. ყოველდღე საათიანი საუბრები დათოსთან ჩვევაში გადავიდა და უკვე  მისი ზარის გარეშე ვეღარ ძლებდა. მაგრამ ერთ დღეს, დათომ რეკვა შეწყვიტა.. “მობილური ტელეფონი გამორთულია ან…”–უკვე მერამდენედ უსმენდა ოპერატორის მონოტონურ პასუხს. გული ეტკინა. თავში ათასი აზრი დაუტრიალდა, რატომ შეიძლება ასე მომხდარიყო??.. ჯერ რამე შემთხვევას მიაწერა, მერე იფიქრა რომ ვაჟმა უბრალოდ ამოშალა მისი ცხოვრებიდან. თუმცა, ამის გაფიქრებაც კი გულს ტკენდა. როცა უკვე საბოლოოდ გადაწყვიტა დათოს დავიწყება, რამოდენიმე კვირის შემდგომ, მოულოდნელად მოსულმა მესიჯმა კვლავ აუფორიაქა გონება: “მაპატიე ვეღარ შეგეხმიანე, მერე მოგიყვები ყველაფერს. იცოდე რომ სულ შენზე ვფიქრობ და მენატრები უსაშველოდ.” გულში სითბო ჩაეღვარა. ერთბაშად გადაავიწყდა წყენა და ისევ განაახლეს მიმოწერა.
“დისტანციაზე ურთიერთობას აქვს თავისი მინუსები. თვალი თვალს რომ შორდება, გულიც უფრო მალე ცივდება ან–იცვლება. ” –იფიქრა ქეთიმ, მაგრამ აზრი მიივიწყა და ისევ განაგრძო მასთან საათიანი საუბრები….ასე გავიდა შემოდგომა. მხოლოდ რამდენიმეჯერ მოახერხეს ერთმანეთის ნახვა ამ დროის განმავლობაში.
ქეთი მუშაობდა, დათო–მივლინებებში დადიოდა და ხშირად იყო საზღვარგარეთ..
ზამთარი დადგა.. ქეთი მეგობრებთან ერთად ხვდებოდა ახალ წელს. დათოც მეგობრებთან ერთად, ოღონდ საქართველოში არა. ის რამდენიმე საათით ადრე შეეგებებოდა მომავალ წელს, ვიდრე ქეთი. ასე იცოდა გოგონამ. მეგობრებთან ერთად უკვე მაგიდას მისხდომოდნენ, ქეთი მოწყენილი იყო. “ახალი წელი ხომ ჯადოსნობის დროა.. რა იქნება რომ ….” გაიფიქრა და ღრმად ამოიოხრა… როგორც იყო, მუსიკამ და მეგობრებმა თავისი გაიტანეს და გამხიარულდა. ახალ წლამდე წამები იყო დარჩენილი, იცოდა, გადატვირთული ქსელების გამო აზრი არ ქონდა სადმე დარეკვას და არც უცდია. სხვებთან ერთად იდგა და უზარმაზარი საათის ისრებს მოლოდინით შესცქეროდა… შეცივდა. მაგიდას მიაშურა რომ მოსაცმელი აეღო, და ადგილზე გაშეშდა.. მაგიდას დათო მისჯდომოდა და თვალებით ვიღაცას დაეძებდა. ქეთი ნელა მიუახლოვდა მაგიდას. დათომ დაინახა და ღიმილით გაეშურა მისკენ. “ცხრააა….რვაა….შვიდიიი”…–გუგუნებდა დარბაზი.
“დათო!….აქ….საიდან… როგორ!”…..–ძლივსგასაგონად თქვა ქეთიმ. დათომ პასუხად გულში მაგრად ჩაიკრა.
“სააამიიიი… ოოორიიიი… ეეერთიიიი… გილოცაააავთ!!!!”–ზრიალმა აიტანა შენობა და ენერგიულ მუსიკას აყვა ხალხი. სიხარულისგან ხმას ვერ იღებდა, დაბნეულმა დათოს ახედა.
“გილოცავ ჩვენს პირველ ახალ წელს ქეთ. ძალიან მომენატრე. აღარასოდეს დაგტოვებ მარტო..მიყვარხარ!”– ყურში გასაგონად უთხრა გოგონას. ენერგიული მუსიკა მალე ნელმა შეცვალა.. ცეკვა დაიწყეს. გულში სითბო ჩაეღვარა… ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. . “საუკეთესო ახალი წელია ჩემს ცხოვრებაში!…….. მეც მიყვარხარ!”–ბოლოს პასუხად მიუგო ვაჟს და უფრო მაგრად ჩაეკრა. გული საგულედან ამოხტომას ლამობდა სიხარულისგან.
დარბაზი სადღაც გაქრა, მხოლოდ მუსიკა და ისინი დარჩნენ უზარმაზარ მოედანზე.
მათი საერთო პირველი ახალი  წელი დაიწყო..


P.S. ეს გახლდათ ჩემი გესთ პოსტი ფსიქოპატის ბლოგზე 🙂
ჯესიკო, კარგი ხარ ძალიან ^_^ :*
ავტორი: თეა 🙂

Advertisements
Categories: გესთ პოსტები, ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , , , , , , | 5 Comments

პოსტის ნავიგაცია

5 thoughts on “ახალი წლის ზღაპარი (გესთ პოსტი)

  1. აუუუუუუუ თეაააა რა კარგია იცი რა კარგია.. როგორი ღიმილით ვკითხულობდი..აააააა იოგაც რომ იყო და იცი რაღაცით მივამსგავსე ჩემს ისტორიას ამ წელსს ^_^ ძალიან კარგი ხარ აიაიაი ძალიან გამახარე..
    დიდი მადლობა ასეთი კარგი პოსტისათვის ^_^ მიყვარხარ ❤
    პირველი პოსტი ამ წელს ჩემს ბლოგზე და თან მასეთი თბილი ^_^ მადლობა მადლობა ^_^

    • samwuxarod chemi cnobebi iogaze dzalian mwiria da didad ver ganvavrce eg kutxe 😀 😀 vici egreti rameebi rom giyvars da amito “shevtxzi” Love Story 🙂 😛 mmmm…. gamixarda rom mogewona jesikoo :*

      • ძალიან მომეწონა და მართლა ძალიან ახლოსაა ჩემთან :)) :))) ^_^ :* ჩემი თეააა :* უსაყვარლესი :*

  2. Rogor Momewoona! Tavidan Velodi, Rom Tragikuli Dasasruli Eqneboda, Tumc Ase ar Moxda )) Momewona! Yochag Tee )) :** :**

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: