ფსიქოპათი და 2011 წელი

საახალწლო განწყობა… საახალწლო პოსტი..

ეს ჩემი ბლოგის პირველი ახალი წელი იქნება ^_^

ბოჟე მოი.. მერამდენეჯერ ვიწყებ და მერამდენჯერ ვშლი ამ პოსტს …

უცნაური წელი იყო… ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველზე უცნაური… რამდენი ადამიანი გავიცანი ამ წელს არც კი ვიცი.. ფეისბუკზე მყავს 531 მეგობარი და იქიდან ნახევარზე მეტი ბლოგერები ან ბლოგების მკითხველებია..

ამ წელიწადმა ბევრი რამე მასწავლა..

ვისწავლე, რომ ყველას არ უნდა ენდო. შეიძლება წლობით იცნობდე ადამიანს და საერთოდ არ იცნობდე მაგას და ბოლოს სასტიკად გული გატკინოს (სამწუხაროდ, ამ წელს რამდენიმესგან მივიღე ასეთი დარტყმა).

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ უკან არასოდეს არ უნდა მიიხედო, დღევანდელი და ხვალინდელი დღით უნდა იცხოვრო…

მეგობრის დაკარგვა ძალიან ძნელია, მაგრამ ცხოვრების გამოცდილებად უნდა მიიღო და დაშვებული შეცდომები სხვებთან მეგობრობისას უნდა გაითვალისწინო

ვისწავლე, რომ არასოდეს უნდა აგერიოს ერთმანეთში მეგობრობა და მოწონება, ხოლო ორივე ერთად შეუძლებელია

ვისწავლე, რომ ადამიანი რაც არ უნდა პირდაპირი იყოს და ყველაფერს პირში გეუბნებოდეს, ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანს (ცუდს) მაინც ინახავს გულში და ყველაზე მოულოდნელ მომენტში გესვრის სახეში (ან სხვისგან გაიგებ)

ვისწავლე, რომ ზოგჯერ სრულიად უცნობმა ან ახლადგაცნობილმა ადამიანმა შეიძლება უკეთესად გაგიგოს, ვიდრე ახლობელმა.

ვისწავლე , რომ ზოგჯერ მაინც უნდა ენდო ადამიანს, დაუჯერო და დაიჯერო მისი

ბევრი კარგიც იყო…

კარგი ის, რომ ბლოგის დახმარებით საკმაოდ კარგი მეგობრები შევიძინე, ძალიან ბევრ საინტერესო ადგილას მოვხვდი და საინტერესო ხალხი გავიცანი.

ეჭვი მაქვს, ბლოგის დახმარებით უფრო კომუნიკაბელური გავხდი (კუდა უჟ ^_^ )

2011-მა ისიც მასწავლა, რომ ბედნიერება ნებისმიერ ადგილას შეიძლება გელოდებოდეს და არ იცი რომელი მხრიდან მოვა ან სად “დაგისატკავებს”

2011-მა მომიტანა: სასტიკი ტკივილი, ნერვების მოშლა, მეგობრების დაკარგვა, ახალი მეგობრების შეძენა, და სიყვარული ^_^

და რათქმაუნდა, მაინც ვცხოვრობ პრინციპით – რაც ხდება ყველაფერი უკეთესობისკენაა და ამ წელიწადმაც კიდევ ერთხელ ეს დამიდასტურა

შედეგი: 2011 წლის 29 დეკებრის მდგომარეობით ფსიქოპათი ძალიან ბედნიერი და ძალიან კმაყოფილია  ცხოვრებით .. (довольный как слон – ხომ გაგიგიათ გამოთქმა)

რაღაც სევდიანი პოსტი გამოვიდა, მაგრამ ყოველთვის მასეა, როდესაც ცხოვრების რაღაც ეტაპს ემშვიდობები. ეს წელიწადი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპი იყო…

ჩემს ბლოგს მინდა ვუსურვო ჩემი არასიზარმაცე!!! ^_^ უფრო მეტი ერთგული მკითხველი და უფრო მეტი კარგი პოსტი ^_^

შენ, ჩემო მკითხველო, მინდა გისურვო ყველაფერი ყველაფერი ყველაფერი: ბედნიერება და ჯანმრთელობა და სიგიჟე და სიმშვიდე და ბევრი ბევრი ღიმილი (და ცოოტა ფსიქოპათობაც)

რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრება მაინც მშვენიერია!!! გახსოვდეს ეს!!!  ცუდის გარეშე კარგის ფასს ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ/

მიყვარხართ ყველანი

მუდამ თქვენი,

პატარა გაუწონასწორებელი ფსიქოპათი

P.S. სიმღერები კარგი განწყობისათვის:

Advertisements
Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , | 16 Comments

პოსტის ნავიგაცია

16 thoughts on “ფსიქოპათი და 2011 წელი

  1. სევდიანი პოსტი სულაც არ არის. უფრო, სანტიმენტალურია.

    ბორდოსფერმა სიყვარულმა გამახარა 🙂 ყოჩაღ, ჯესს 🙂

    წინასწარ გილოცავ დამდეგს და მრავალს დაესწარი შენი ბლოგით 🙂

  2. ახალ წელს გილოცავ, ჯესი.
    ჰო, სევდიანი პოსტი იყო და გისურვებ 2012–ის შემაჯამებელი მთლიანად პოზიტივებით იყოს სავსე : ))

  3. ყველაფერ კარგს გისურვებ!
    პ.ს. კაი მხიარული ვიღაც ხარ და კარგია (გნახე ბოულინგზე). 🙂

  4. მეც არ მომეჩვენა სევდიან პოსტად. გეთანხმები, ჯესი, რაც ხდება, ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება, თვით ყველაზე ცუდი და მტკივნეულიც კი.წარმატებები ახალ წელში

  5. არც მე მგონია, რომ სევდიანი პოსტია 🙂 მაგრამ იმედია 2012 უკეთესი იქნება 😉

  6. ძალიან მაგარ ხასიათზე დამაყენა ამ პოსტმა! გაიხარე! ბედნიერ და ჯადოსნურ 2012 ს გისურვებ! :*

  7. hei… momewona Zalian. patara ki ara, didi gogo xar shen :* karg cels gisurveb!

  8. რამდენი რამე გისწავლია)) სევდიანი კი არა განვლილი წლის ჭკვიანურად შეჯამებული, მომავლის რწმენით აღსავსე პოსტია.
    ბედნიერი და ნაყოფიერი ახალი წელი იყოს შენთვის და შენი ბლოგისთვის 2012 ჯეს :*

  9. გილოცავთ ადამიანებო ახალ წელს :)) ^_^

  10. PaWu

    წარმატებულ წელს გისურვებ ჯეს :* და კარგი იყო… ადამიანებს უნდა ენდო, უბრალოდ გარკვეული დოზით, ისე რომ გული ვერ გატკინონ… თუ ცოტა მაინც არ ენდე, უბრალოდ ვერ იმეგობრებ ვერავისთან :* მეც წელს შეგიძინე შენ და ანუ აქ ვარ მოხსენიებული იმედია! :დ:დ ❤ :*

  11. გამოხმაურება: ფსიქოპათის ბლოგი 1 წლისაა ^_^ Ура,товарищи! « გაუწონასწორებელი ფსიქოპათის ბლოგი

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: