პარადოქსი (სტუმრის პოსტი)

ამ ერთი კვირის წინ ქართულენოვან ფეისბუქს მათემატიკურმა ქარიშხალმა გადაუარა. მავანმა მომხმარებელმა სოციალური ქსელისთვის ახლად დამატებული “კითხვების” ოპციით ისარგებლა და ბანალური “ვინ უფრო გიყვარს, დედა თუ მამა?” ნაცვლად მეგობრებს ამოსახსნელად, ერთი შეხედვით, მარტივი მაგალითი შესთავაზა, რომელიც, საბოლოო ჯამში, არც მეტი, არც ნაკლები, ფეისბუქის კედელზე მზაკვრულად გაგორებული განხეთქილების ვაშლი აღმოჩნდა.

მიზეზთა გამო, დილიდან გვიან საღამომდე ფეისბუქის წვდომის საეჭვო ბედნიერებას მოკლებული ვარ და ამ ორომტრიალს ავცდი. “დიდი ომიანობის” დეტალები კი თამარას პოსტიდან შევიტყვე. უწყინარ კითხვს უნაპირო ვნებათაღელვა, ტიტანების შერკინება, ავტორიტეტული და მძიმეწონიანი (ორივე გაგებით) იუზერების ჯახი მოჰყოლია. ლამის ერთმანეთი დაუხოცავთ…

პროფესიით ჰუმანიტარი გახლავართ, ციფრებთან მინიმალური შეხება მაქვს და იქნებ ვცდები კიდეც, მაგრამ მათემატიკა მაინც ზუსტი მეცნიერება მგონია. ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე რთულ ამოცანას, საბოლოო ჯამში, მხოლოდ ერთი პასუხი აქვს. მით უფრო გასაკვირია, რომ “მათემატიკური დისკუსიის” მონაწილეთა უმრავლესობა, პოზიციის მიუხედავად, დღესაც საკუთარ სიმართლეშია დარწმუნებული.

For record, იმასაც ვიტყვი, რომ თავად არასწორ ვერსიას ვემხრობოდი. ჩემს კოკისპირულად განათლებულ მეგობარს ვკითხე და იმან დამაკვალიანა, მსგავსი მაგალითები ამა და ამ პრინციპით იხსნებაო.

არა, მიწყნარებული დავის რეანიმირებას ნამდვილად არ ვაპირებ. უბრალოდ, კამათმა რამდენიმე არამათემატიკური კითხვა გამახსენა, რომელზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხი მართლა არ არსებობს.

ალბათ, ყველას გსმენიათ ქათმის და კვერცხის უძველესი გამოცანის შესახებ. უცნობ ავტორს უთუოდ დიდი მადლობა ეკუთვნის მეცნიერების, ფილოსოფოსების და უბრალოდ, კამათის მოყვარულთაგან. დროდადრო აცხადებენ ხოლმე, სახელგანთქმული კითხვის პასუხი ვიპოვნეთო, თუმცა ფაქტია, რომ არსებული მონაცემებით, პირობაში დამატებითი ინფორმაციის შეტანის გარეშე, ეს გამოცანა უპასუხოდ არის დარჩენილი.

კითხვის ფორმა აქვს მეცნიერებისათვის ცნობილ ბევრ პარადოქსს (დებულებას, რომლის დამტკიცება ან უარყოფა შეუძლებელია, ან უბრალოდ – პასუხი არ გააჩნია). ყველას აქ არ ჩამოვწერ, მეგობარი ბლოგის ასე უღმერთოდ გაწირვა არც თუ ღირსეული საქციელია, მხოლოდ ორი მათგანის გახსენებას დავჯერდები.

ფილოსოფოსის და მათემატიკოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის ბერტრან რასელის პარადოქსის რამდენიმე ვარიანტი და სხვადასხვა ფორმულირება არსებობს, მე კი ჩემთვის ცნობილ ვერსიას მოგახსენებთ: “იპარსავს თუ არა დალაქი პირს, თუ ის პარსავს ყველას, ვინც თავად არ იპარსავს?”.

რასელის პარადოქსს მათემატიკური, ლოგიკური და სტატისტიკური მეცნიერების ყველა წესის დაცვით შედგენილი არაერთი სამეცნიერო გამოკვლევა ეძღვნება. სიღრმისეული ანალიზით არ გადაგტვირთავთ. უბრალოდ, სცადეთ, კითხვას პასუხი მარტივად, დამატებითი პირობების,  ცვლადების და კოეფიციენტების მოშველიების გარეშე გასცეთ. საინტერესოა, რა გამოვა 🙂

(სხვათა შორის, ერთმა ჩემმა მეგობარმა რასელის პარადოქსს ფრიად ორიგინალური პასუხი უპოვნა. კითხვა უმარტივესად ამოიხსნება, თუ დავუშვებთ, რომ დალაქი ქალიაო 🙂 )

მეორე პარადოქსული კითხვა, რომელზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა უკიდურესად რთულია, რომელიმე ფილოსოფოსს და მათემატიკოსს კი არა, პატარა გოგონას ეკუთვნის, რომელმაც ბავშვური უშუალობით იკითხა, ღმერთი მართლა ყოვლისშემძლეაო? რა თქმა უნდაო, უპასუხეს და იქვე დაინტერესდა – თუ შეუძლია იმხელა ქვის შექმნა, რომელსაც თავად ვერ დასძრავს ადგილიდანო.

ჯესის მწვანედ შეფერადებულ, მხიარულ და ძალიან საინტერესო ბლოგს არც მკითხველი აკლია და არც კომენტატორი. იქნებ, თქვენთვის ცნობილი პარადოქსები გაიხსენოთ და პოსტის კომენტარებში გაგვიზიაროთ. მერწმუნეთ, საინტერესო დისკუსია გამოვა. პარადოქსების ხიბლი არა ზუსტი პასუხის პოვნა, არამედ ძიების პროცესია – კამათი, როგორც წესი, საინტერესო მიმართულებებს იღებს, თუმცა, ეს ის შემთხვევებია, როცა ფორმულა – Discussio mater veritas est – არ მოქმედებს 🙂

ავტორი: მოლი ბლუმი

Advertisements
Categories: გესთ პოსტები, უცნაური/აუხსნელი | ტეგები: , , | 19 Comments

პოსტის ნავიგაცია

19 thoughts on “პარადოქსი (სტუმრის პოსტი)

  1. ჰაჰა, რა მაგარი პოსტია! 🙂
    გავიხსენო აბა, რა ვიცი 🙂

  2. შეუძლია თუ არა ღმერთშ შექმნას ისეთი მძიმე ქვა რომელსაც თავად ვერ აწევს?)))

  3. დალაქი თავს არ იპარსავს, რადგან “ყველა” თვითონ არ არის : დ აი, ასეთი შორსმჭვრეტელი ვარ :ბოლი:

  4. პირველ რიგში, ძააააააააააააააააააალიან აი უზარმაზარი მადლობა მოლი ბლუმს 🙂 ძალიან დიდი პატივია მასეთი ადამიანის გესტ პოსტის ნახვა საკუთარ ბლოგზე… ძალიან საინტერესო თემა აგირჩევია და ნამდვილად მოუხდა ჩემს ბლოგს.. 🙂 დიდი მადლობა მოლი 🙂
    ნამდვილად საიტნერესო იქნება კომენტარებში სხვადასხვა პარადოქსების ჩამოწერა :))))) :))) ხვალ დილით მეც გავიხსენებ რომელიმეს და დავწერ :)))

    მოლი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა 🙂 :*

  5. ვაიმე, მოლის პოსტი, ვაიმე!!!!!!
    როგორ არ შევხედე ყურადღებით…
    😦

  6. პირველ კითხვას ვუპასუხებ. ყველა დალაქი არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი დალაქი არ იპარსავს და თვითონ აპარსვინებს მეორეს. ორი მუშაობენ ერთად. თანაც ისინი ვინც საუკეთესონი არიან თავის საქმეში, საშინლად გამოიყურებიან. მე რომ ვკითხე, მიპასუხა მეზარებაო. ესეც პარადოქსია ალბათ.

  7. ჰი-ჰი-ჰი… მშვენიერი პოსტია 🙂 ორ პარადოქსს გავიხსენებდი, რომლებიც ყველაზე მეტად მომწონს; პირველი – არჩევანის პარადოქსია ანუ როგორ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ორ, ერთნაირ ფასეულობას შორის? ბურიდანის ვირს ეს არ გამოუვიდა 😀
    მეორე – კონტროლის პარადოქსი გახლავთ, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლებელია კონტროლისაგან გათავისუფლება, ვინაიდან ამისთვის თავის გაკონტროლებაა საჭირო 🙂

    P.S. იმ მაგალითის პასუხი კი მაინც ცხრაა 😀

    • კოკისპირულად განათლებული მერი:)

    • ააააააა 🙂 მეც მგონი ვხვდები რომ პასუხი 9 არის, მაგრამ აიიი კარგაფ ვიცი მართლაც მათემატიკა, მაგრამ 1–იც მიმაჩნია სწორად.. მგონი უბრალოდ ფსიქოლოგიური მაგალითი იყო.. და ორივე პასუხია დასაშვები, გააჩნია როგორ აზროვნებს შენი ტვინი.. რავიცი რავიცი

  8. არა, ჯეს, რას ამბობ, რა მეწყინება, პირიქით 🙂

    ისე, ჩვენში რომ დარჩეს, გესტ-პოსტი, გამოქვეყნების შემდეგ, მთლიანად მასპინძლის საკუთრებაა და ავტორის მითითება სულ არ არის აუცილებელი 🙂

  9. რა მაგის პასუხია და (ავტორი რომ ვერ გამოვიცანი) გავრცელებული გამონათქვამი – “ხარაზს ჩექმა არ აქვსო” არ მოერგება ამ კატეგორიას?? რა ვიცი… 🙂

  10. ერთ სულელს იმდენი კითხვის დასმა შეუძლია, ასი ბრძენიც ვერ უპასუხებსო… ანდაზა არაა. მაგრამ ავტორი არ მახსოვს.

  11. rezo

    ღმერტმა უკვე შექმნა ისეთი ქვა რომელსაც ვერ აწევს. ეს არის ადამიანი. (ამ კითხვას პასუხი ერთმა რუსმა ბერმა გასცა)

  12. rezo

    saintereso paradoqsia roca Seni problema is aris rom problema ar gaqvs………….

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: