Posts Tagged With: წარსული

წარსულის ექო

ძნელია იყო განსხვავებული, ძნელი იყო ნიჭიერი და ჭკვიანი, მაგრამ განსხვავებული. ძნელია დაუმტკიცო საზოგადოებას, რომ შენი ჭკუით და შრომით მიაღწიე რაღაცას და არა შენი განსხვავებულობით.

პარკში თოვდა, ის მარტო იჯდა და ცას უყურებდა.. ციოდა..

„ – მეშინია შენი….

   – ფრანკენშტეინის ბიძაშვილი ხარ?

   – ნუ აშინებ ბავშვებს…

   – შენი ჯიში თუ იცი?  “

გაეცინა… ბავშვობაში გაგონილი ფრაზები გაახსენდა… ბევრი წყენა იყო..

ისევ გაეღიმა..

ალბათ ბევრის სიცივე რომ არა, ახლა ასეთი თბილი და ძლიერი არ იქნებოდა. სხვების დაცინვა ძალას მატებდა.. საკუთარი თავისთვის და ყველასათვის უნდოდა დაემტკიცებინა, რომ ის არამხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგადანაც სხვებისგან განსხვავებული იყო: უფრო ძლიერი, უფრო თბილი, უფრო მეგობრული….მას სხვების დახმარება სურდა, მასში იჯდა ეს, სისხლში ჩქეფდა და ამ სურვილს ასრულება სჭირდებოდა.

კი, მათი ბრალია რა ცხოვრების გზაც გაიარა. იმ ცივი ადამიანების ბრალია, რომ მოინდომა კარგად სწავლა, მხოლოდ საუკეთესო, რომ მოინდომა ოქსფორდში ჩაბარება, გამხდარიყო უფრო მეტი ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი, უფრო მეტი ვიდრე ჩვეულებრივი „ადამიანის მეგობარი“.

1463768_1391762434398759_86423035_n

კითხვის გაგრძელება

Advertisements
Categories: სოც. მედია | ტეგები: , , , , , | 4 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: