Posts Tagged With: შიში

რეკლამის ტიპები და მიზნები vol-2

რეკლამის ტიპები და მიზნები vol-1

სიჭარბე….

სიტყვა რეკლამა მოდის ფრანგული სიტყვისგან „reclame” (დამტკიცება, წამოყვირება, გაპროტესტება). მარტივი ენით რომ ვთქვათ, რეკლამის მიზანია, სხვადასხვა მედია არხი საშუალებით, პოტენციურ აუდიტორიას აცნობოს  ახალი პროდუქტის/მომსახურების შესახებ.

თანამედროვე რეკლამა –  ღრმად გააზრებული და ორგანიზებული პროცესია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მარკეტოლოგები, რეჟისორები, სცენარისტები, სტილისტები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები და ა.შ.

დღესდღეობით ტელევიზიით უამრავი სარეკლამო რგოლი გადის, რაც საეთერო დროის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს. Clutter (ინგ. სიტყვა) – ეს არის ალიაქოთი, აურზაური, ხმაური რომელიც გამოწვეულია რეკლამების სიჭარბით. ეს ავნებს როგორც მომხმარებელს, კომპანიას (ვისი პროდუქტის რეკლამირება ხდენა) და ასევე მედია არხის მფლობელსაც კი, ვინაიდან საშინელებაა უსასრულო სარეკლამო რგოლების ყურება და მაყურებელს  ურჩევნია გადართოს სხვა არხზე და შემდეგ  ამ შემდეგ, უკვე ინტერნეტში, უყუროს გადაცემას რეკლამის გამოტოვებით. “ხმაური”  ეხება არა მხოლოდ ვიდეო რგოლებს, არამედ სხვა მედია არხებსაც (ბილბორდები, პოსტერები, რადიო რეკლამა, ინტერნეტ რეკლამა და ა.შ)

Continue reading

Advertisements
Categories: Marketing & PR | ტეგები: , , , , , , , , , , , , | 3 Comments

სუიციდი – happy/Sad End?!

შესავლის მაგვარი რაცხა: ამ პოსტში გამოთქმული აზრები სუბიექტურია , შესაბამისად არაჯანსაღ კრიტიკას და ლანძღვა/გინებას არ ექვემდებარება

სუიციდი – ვაჟკაცობა თუ ლაჩრობა

თვითმკვლელობა – ლაჩრობა

ზოგიერთისგან მსმენია, რომ საკუთარი თავის მოკვლა დიდი ვაჟკაცობაა და ბევრს ეს არ შეუძლია, სხვები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი ლაჩრობა, ზოგიერთისათვის სულ ერთია

ჩემი აზრით, სუიციდი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებაა. ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია გაუმკლავდეს ამქვეყნიურ ცუდად ყოფნას, გასაჭირს (ფიზიკურს თუ ფსიქოლოგიურს) ცდილობს წავიდეს საიქიოში ანუ გაიქცეს.

ერთი წამით რომ დავფიქრდეთ: თუ ხართ მორწმუნე ე.ი გწამთ, რომ საიქიოში არსებობს ჯოჯოხეთი და სამოთხე, შესაბამისად, გეცოდინებათ, რომ სუიციდი ანუ თვითმკვლელობა ერთადერთი ცოდვაა, რომლის მონანიებასაც ადამიანი ვერ ასწრებს, ე.ი ხვდებით ჯოჯოხეთში , იქ კიდე (ნუ რამდენადაც გვარწმუნებენ) ჯოჯოხეთია (რა დეტალურად ავღწერე სიტუაცია). ანუ იქ, წესით,  უარესი სიტუაცია დაგვხვდებათ ვიდრე აქ ტოვებთ.

კიდევ რატომაა ლაჩრობა? წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც კონფლიქტი მოუვიდა ვინმესთან და საკითხის გარჩევის მაგივრად სხვაგან გაიქცა. ძირითადად მასეთი ადამიანების ტიპაჟს მიეკუთვნებიან ისინი, ვისაც თავის მოკვლა შეუძლია.

მოდით ახლა შევხედოთ თვითმკვლელობას, როგოროც ვაჟკაცობას… ნუ  არ ვიცი, აი ყველანირად ვცდილობდი წარმომედგინა, რატომ უნდა იყოს თვითმკვლელობა ვაჟკაცობა. იმიტომ რომ ყველას ამის გაკეთება არ შეუძლია? იმიტომ რომ ბევრს არ შეუძლია საკუტარ თავზე ხელი აწიოს და საკუთარი ნებით დაასრულოს ცხოვრება როდესაც მოუნდება? ვერ ვხვდები, თუ შეგიძლიათ ამის დასაბუთება, გთხოვთ დამიწერეთ კომენტარებში და შემდეგ მივაბავ ამ პოსტს

Continue reading

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , , , | 33 Comments

შიში ოხერია!!!

როდესაც ადამიანი ამბობს „არაფრის მეშინია“ – ის იტყუება, თან საკუთარ შიშს აღიარების შიშიც ემატება. შიში სისუსტესთან ასოციირდება და არავის სურს საკუთარი სისუსტის გამომჟღავნება. ამ ყველაფრის შედეგად საკუთარ შიშებს ვმალავთ და ზუსტად აქ ვუშვებთ შეცდომას…

შეგვიძლია გამოვყოთ შიშების ორი კატეგორია: სპონტანური და სიტუაციური. სპონტანურის დროს – ადამიანი შესაძლოა საერთოდ სხვა რამეზე ფიქრობდეს და ამ დროს უცაბედად და მოულოდნელად განვითარდეს შიშის გრძნობა. შესაძლებელია ვინმემ ან რამემ უცბად შეგაშინოთ,  თუმცა ამ შემთვევაში შიშის გრძნობა მალევე ქრება. სიტუაციური შიშის დროს –  შიშის სიმპტომები იწყება გარკვეული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში, მაგალითად.: თუ ადრე ადამიანს ძაღლმა უკბინა, შესაძლოა მას ძაღლის დანახვისას განუვითარდეს შიშის სიმპტომები.

Continue reading

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები, უცნაური/აუხსნელი | ტეგები: , , , , , , | 12 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: