Posts Tagged With: ყიდვა

ყველაზე უცნაური “ნივთები” რაც კი ოდესმე გაყიდულა ebay-ზე

გთავაზობთ ყველაზე უცნაურ “ნივთებს”, რაც კი ოდესმე გაყიდულა ebay-ზე

1. 10534565_698606750208746_7149149722327753249_nადრე ბავშვებს მონსტრებით და პატრულით ვაშინებდით. ამჟამად ეს აღარაა აქტუალური. დასავლეთში მშობლისგან ხშირად გაიგებთ მსგავსს ფრაზას: „ცუდად მოიქცევი და ebay-ზე გაგყიდი“. ხუმრობა ხუმრობად, მაგრამ გერმანიის ერთ-ერთმა მოქალაქემ მართლა დადო მსგავსი განცხადება საიტზე. ბავშვის ფასი სულ რაღაც 1 ევრო იყო. გაყიდვის მიზეზად დასახელდა: ბავშვი ნამეტანად ხმაურიანია. უცნაური „პროდუქტით“ სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ და ბავშვი წაართვეს კიდევაც

Continue reading

Categories: უცნაური/აუხსნელი, Marketing & PR | ტეგები: , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ბრენდის შეფუთვა

შეფუთვა შეიძლება შედგებოდეს 3 ნაწილისგან: უშუალო პროდუქტის შეფუთვა (მაგალითის სახით ავიღოთ კბილის პასტის “წიუბიკი”), მეორადი შეფუთვა – მაგალითად კოლოფი რაშიც დევს პროდუქტი (ისევ მოვიყვანოთ მაგალითი: კბილის პასტის კოლოფი), და მესამე შეიძლება იყოს გადაზიდვის დროს საჭირო შეფუთვა (მაგალითად დიდი ყუთები სადაც ალაგია ბევრი კოლოფი). არ არის აუცილებელი პროდუქტს სამივე შეფუთვა ჰქონდეს, თუმცა შესაძლებელია საერთოდ არ ჰქონდეს არც ერთი (მაგალითად: თონეში გამომცხვარ პურს როგორც წესი არ აქვს არანაირი შეფუთვა)

უძველესი დროიდან შეფუთვას ჰქონდა ყველაზე ელემენტალური და პირდაპირი დანიშნულება: მას უნდა დაეცვა პროდუქტი დაზიანებისგან, მაგრამ  თანამედროვე გამძაფრებული კონკურენციის პირობებში შეფუთვა, შეიძლება ითქვას, ბრენდისათვის ლიდერის პიზიციის დასაკავებლად ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება გახდა.  შეფუთვა  დიდ როლს ასრულებს პროდუქტის ცნობადობაში. ფაქტობრივად, პროდუქტის ცნობა ხდება უფრო შეფუთვის წყალობით, ვიდრე მისი დამახასიათებელი თვისებების გათვალისწინებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეფუთვა –  მომხმარებლის ცნობიერებაში ქმნის ბრენდის  “სახეს”, რომლის მიხედვით შემდგოში შესაძლებელია პროდუქტის ცნობა.

პირველი ყიდვის დროს მომხმარებელი ეყრდობა შემდეგ ფაქტორებს: აღიქვავს ფორმას და ფერს (ვაღიაროთ, რომ ბევრჯერ აგვირჩევია პროდუქტი მხოლოდ იმის გამო, რომ მისი შეფუთვა მოგვწონებია). მაგრამ ეს ყველაფერი ხდება #1 ყიდვის დროს. მომდევნო ყიდვისას თუ პროდუქტის ფუნქციონალურმა მხარემ ვერ გაამართლა, მომხარებელთა  აღქმაში შეფუთვას აზრი ეკარგება. შესაბამისად, მომხმარებლის “feedback”-ის მისაღებად ( და არა ერთჯერადი მომხმარებლის “დასაპყრობად”)  საჭიროა შეფუთვა შეესაბამებოდეს ე.წ. “შიგთავს”.

Continue reading

Categories: Marketing & PR | ტეგები: , , , , , , , , | 6 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: