Posts Tagged With: ქრისტიანობა

“სადიეტო” მარხვის დასრულება (სააღდგომო გუნება)

დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა სააღდგომო პოსტი. თამარას პოსტმა საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ჩემი აზრის გამოთქმა ნამდვილად ღირს

რა გრძნობა მეუფლება სააღდგომოთ? არ ვიცი, სიხარულის ალბათ. დღეს ტელევიზორში კაცმა თქვა: “როცა ვიხსენებ, რომ ქრისტე ჩვენი ცოდვებისათვის იწამა  –   ტირილს ვიწყებ”. მე ტირილის გრძნობა ამ დროს არ მიჩნდება, მაგრამ კონკრეტულად რას ვგრძნობ ვერ გეტყვით.

Continue reading

Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , , | 113 Comments

ძალით ქრისტიანობა/ძალით ათეისტობა (სტუმრის პოსტი)

წინამდებარე პოსტი მე არ მეკუთვნის. ის დაწერილია ჩემი მეგობრის, snowkid-ის მიერ. ძალიან მომეწონა მისი აზრები და პოსტის გამოქვეყნება ჩემს ბლოგზე გადავწყვიტე  (რათქმაუნდა, ავტორის ნებართვით)

პირველი პოსტის კვალობაზე საკმაოდ უცნური თემაა, თუმცა როგორც იტყვიან –  აზრები მომაწვა…

“ღამის 4 საათზე რელიგიაზე რატომ გაწუხებს აზრები” –იკითხავთ თქვენ და შეცდებით კიდეც. არანაირი რელიგია, უბრალოდ Facebook – ში მოსულ PM – ებს ვათვალიერებდი და, ჰოი საოცრებავ, წავაწყდი PM–ს სათაურით “პატრიარქს ებრძვიან”.   დაინტრიგებულმა გავხსენი და კითხვას შევუდექი. თანაც, ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ წერილი მომწერა ადამიანმა, რომელთანაც  ურთიერთობა წელიწადში ერთხელ მაქვს  და, თუმცა, “all message” კი იყო –  ამ ფაქტმა ჩემში მაინც გულწრფელი გაკვირვება გამოიწვია. ბევრი რომ არ ვილაპარაკო , წერილის მარტივ copy–paste–ს მოვახდენ: “სასწრაფოდ ყველა შედით ამ გვერდზე. მარცხენა კუთხეში დააჭირეთ Report Page. შემდეგ Contains hate speech or attacks an individual. და ჩამონათვალში აირჩიეთ Targets a religious group.. !!!! ყველა შედით , ყველა !!! და მიჰყევით ზემოთ აღნიშნულ ინსტრუქციას, რომ გაუქმდეს გვერდი…!!!!!! შესაბამისი ლინკი პატრიარქს ებრძვიან!!!!!!”

ეს ბოლო ფრაზა რომ არ ყოფილიყო  იმ გვერდზე არც გადავიდოდი, მაგრამ მაინც დამაინტერესა რა სახით “ებრძვიან” ჩვენს პატრიარქს…

Continue reading

Categories: გესთ პოსტები, ზოგადსაკაცობრიო თემები, სოც. მედია | ტეგები: , , , , , | 24 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: