Posts Tagged With: ფული

დაღლილი პოსტი

– ბნელა

– ვიცი

– ვერ ამოვალთ ამ ტალახიდან ამ სიბნელეში

– ნახე იქ ფანარი ციმციმებს

– მოდი სხვა მხარეს გავიდეთ, შენ სადაც გინდა იქ უარესად ბნელა და რა იცი ვისი ფანარია, დაველოდოთ დახმარებას

– არა, ვერ გავჩედებით ერთ ადგილას, უნდა წინ წავიდეთ

– წინ ხო, მაგრამ მოდი დილას დაველოდოთ, ამ სიბნელეში ვერ ვივლით. რა იცი იქნებ იქ უარესი ტალახია

– წამოდი მეთქი, დამიჯერე ამ ერთხელაც

– მერამდენჯერ..

– ტფუი, ხომ გეუბნებოდი დაველოდოთ გათენაბას, არა… ახლა აქ უარესი ტალახია

– რა ვიცოდი

– მოთმინების და სხვისი მოსმენის უნარი უნდა გქონდეს… Continue reading

Advertisements
Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , , , , , , , | 13 Comments

ადამიანი – მოწოდებით “ღორი”

чем больше ешь, тем больше хочется © რაცხა რეკლამა

ზოგს უადვილდება რამის დაწერა ცუდ გუნებაზე ყოფნისას, მე კიდე პირიქით – ძალიან მიძნელდება. კი, რათქმაუნდა, შემიძლია ბევრი ვიწუწუნო, მაგრამ რაში უნდა დაგაინტერესოთ ფსიქოპათის ცხოვრების ასეთი დეტალები.

ამ პოსტში მინდა ვისაუბრო ადამიანის ერთ–ერთ ყველაზე დიდ სისუსტეზე – “ღორობაზე” ანუ ფულის სიყვარულზე.

ბევრჯერ გამიგია ფრაზა – ნუ ხარჯავ ასე უაზროდ ამ ფულს, თორე აღარ შემოგივა მეტი.

მახსოვს, ბავშვობაში დედაჩემი თვეში 40 ლარს მაძლევდა ხოლმე და თვის ბოლოს ვახერხებდი მინიმუმ 10 ლარის დაზოგვას. რანაირად  გამომდიოდა ამას აქამდე ვერ ვხვდები, არადა მიყვარდა კარგად გართობა და ქეიფები და “გულაობა”. მგონი მაშინ სხვა დრო იყო და როცა ხედავ, რომ გიჭირს – ცდილობ დაზოგო შავი დღისათვის. ნებისმიერი ადამიანი გამიგებს, ვინაიდან ყველა მასე იქცევა ყოველი თვის ბოლოს, როდესაც ხელფასამდე რამდენიმე დღე რჩება და ჯიბეში ბოლო თეთრებს ვითვლით და “ჟმოტები” ვხდებით.

Continue reading

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , | 10 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: