Posts Tagged With: ფსიქოლოგია

შიში ოხერია!!!

როდესაც ადამიანი ამბობს „არაფრის მეშინია“ – ის იტყუება, თან საკუთარ შიშს აღიარების შიშიც ემატება. შიში სისუსტესთან ასოციირდება და არავის სურს საკუთარი სისუსტის გამომჟღავნება. ამ ყველაფრის შედეგად საკუთარ შიშებს ვმალავთ და ზუსტად აქ ვუშვებთ შეცდომას…

შეგვიძლია გამოვყოთ შიშების ორი კატეგორია: სპონტანური და სიტუაციური. სპონტანურის დროს – ადამიანი შესაძლოა საერთოდ სხვა რამეზე ფიქრობდეს და ამ დროს უცაბედად და მოულოდნელად განვითარდეს შიშის გრძნობა. შესაძლებელია ვინმემ ან რამემ უცბად შეგაშინოთ,  თუმცა ამ შემთვევაში შიშის გრძნობა მალევე ქრება. სიტუაციური შიშის დროს –  შიშის სიმპტომები იწყება გარკვეული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში, მაგალითად.: თუ ადრე ადამიანს ძაღლმა უკბინა, შესაძლოა მას ძაღლის დანახვისას განუვითარდეს შიშის სიმპტომები.

Continue reading

Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები, უცნაური/აუხსნელი | ტეგები: , , , , , , | 12 Comments

25-ე კადრი: მითი თუ რეალობა. მეორე ნაწილი

25-ე კადრი: მითი თუ რეალობა. პირველი ნაწილი

25-ე კადრის  ეფექტიანობაზე ფსიქოლოგები და მარკეტოლოგები დღემდე ვერ თანხმდებიან. ბევრი მსჯელობა მიდიოდა 25-ე კადრის ფსიქოლოგიური ეფექტის თაობაზე. მეცნიერთა ნაწილი აღიარებს ამ ეფექტს, თუმცა  მისი არსებობა (ფსიქოლოგიურ ეფექტს ვგულისხმობ) 1958 წელს ამერიკის ფსიქოლოგების ასოციაციამ ოფიციალურად უარყო (ვინ გაუგებს ამ მეცნიერებს) და ჩვენი ვაიკერის გამოკვლევა არსად არც გამოქვეყნებულა, თუმცა მოგვიანებით  1962 წელს ვაიკერის ოპონენტებმა გამოაცხადეს, რომ მან აღიარა 1957 წელს ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად მიღებული სტატისტიკის სიყალბე. ამ აღიარების შემდეგ, ზოგიერთი ჟურნალისტის თქმით, ეს ადამიანი გაქრა.

Continue reading

Categories: უცნაური/აუხსნელი, Marketing & PR | ტეგები: , , , | 10 Comments

25-ე კადრი: მითი თუ რეალობა. პირველი ნაწილი

ადამინი ყველა სიგნალს, რაც მის გრძნობის ორგანოებზე ზემოქმედებს და იმ ინფორმაციას, რაც მაშია, მთლიანად ვერასოდეს აცნობიერებს, თუმცა მის ქცევა–მოქმედებაზე ეს ინფორმაცია გავლეას  მაინც ახდენს.

შორეული 1956  წელი.  ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ კინოთეატრში გაუშვეს ფილმი  „პიკნიკი“.სეანსის შემდეგ ფსიქოლოგმა და მარკეტოლოგმა ჯეიმს ვაიკერმა გამოაცხადა, რომ კინოფილმის ჩვენებისას გამოიყენა ე.წ 25-ე კადრის ეფექტი. ვაიკერმა ფირში ჩაამონტაჟა 1/24 წამის ხანგრძლივობის კადრები: „დალიე კოკა-კოლა“ და „გშია – ჭამე პოპკორნი“, ამ კადრებს ადამაინის თვალი ვერ აღიქვავდა, მაგრამ, როგორც ფსიქოლოგმა გამოაცხადა, პირდაპირი ზემოქმედების ეფექტი მაინც ჰქონდა. ექსპერიმენტის შედეგად  კოკა-კოლისა და პოპკორნის გაყიდვები შესაბამისად 60 და 30 პროცენტით გაიზარდა…

Continue reading

Categories: უცნაური/აუხსნელი, Marketing & PR | ტეგები: , , , | 29 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: