Posts Tagged With: ფილმი

ფსიქოპათი ბედის ვარსკვლავს აბრალებს

პროლოგი: ბოლო დროის პოპულარული ტენდენცია: დაწერე კარგი ან არც ისეთი კარგი წიგნი, ეგერევე იპოვე პროდიუსერი და გადაიღე ფილმი.ცუდი ტენდენცია არ არის ნამდვილად, პირიქით, მიხარია ახალი ეკრანიზაციები, იმიტომ, რომ ჰოლივუდს თითქოს ამოეწურა  ფანტაზია და ძველი ფილმების რიმეიქების გადაღების გარდა ვერაფერს აკეთბენ. ახალგაზრდა პერსპექტიული მწერლები კი ახალ ნიადაგს და ახალ პროდუქტს ქმნიან.

დღევანდელ პოსტში მინდა შევეხო ჯონ გრინის წიგნის  „ბედის ვარსკვლავის ბრალია“ ეკრანიზაციას, რომელიც სხვათა შორის 11-ში გამოვიდა საქართველოს კინოთეატრებში.

ამ ჟანრში კარგი ფილმი დიდი ხანია არ გამოსულა, ზოგიერთ რეჟისორს ჰქონდა მცდელობები, მაგრამ მგონი უშედეგოდ.

ერთი შეხედვით ფილმი სტანდარტულია და გაგახსენდებათ A Walk To Rememeber და Sweet November. მაგრამ  საქმე მთლად მასეც არ არის.

kinopoisk.ru

სულ  ვფქირობდი მსგავს ფილმებში რატომ არის მთავარი პერსონაჟი ქალი, ყოველთვის ქალი. აქაც სიუჟეტი იწყება ამით:  გოგო დაავადებულია კიბოთი, ვერ სუნთქავს ჟანგბადის ბალონის დახმარების გარეშე, არც კვდება, მაგრამ ბოლომდეც თავისუფლად ვერც ცხოვრობს. სიუჟეტის მიხედვით გოგონა ხვდება სიმპაწიაგა ბიჭს (as usual), იწყება ურთიერთობა და შენ უკვე მუღამდაკარგული ელოდები, რომ ფილმის ბოლოს გოგო მოკვდება და ბიჭი ისევ გულგატეხილი დარჩება, მაგრამ  не тут-то было!!

ვისაც არ გაქვთ წაკითხული წიგნი და არც ფილმი გინახავთ დახურეთ ბრაუზერის ფანჯარა და ნუღარ კითხულობთ!!!

Continue reading

Advertisements
Categories: Moviezzzzzz | ტეგები: , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ლუკ ბესონის “ლუსი” – პრევიუ

დისქავერიზე ან უბრალოდ რომელიმე ჟურნალში მოგვიკრავს თვალი მსგავსი ინფოსთვის: ადამიანი საკუთარი ტვინის დაახლოებით 10%-ს იყენებს (სხვა წყაროების მიხედვით ეს მაჩვენები მხოლოდ 5-7%-ია)… ყველა გვიმტკიცებს  იმას, რომ ამ პროცენტის ზრდასთან ერთად ადამიანს განუვითარდება ჩვენთვის ამოუცნობი და ზებუნებრივი შესაძლებლობები: ტელეპატია, ფრენა, მომავლის განსჭვრეტა, უკვდავება და ა.შ.kinopoisk.ru

 ლეგენდარულმა რეჟისორმა ლუკ ბესონმა, ამჯერად, ამ თემაზე გადაწყვიტა ყურადღების გამახვილება და წარმოგვიდგინა კიდევ ერთი ბლოკბასტერი, რომელიც შეეხება ადამიანის ზებუნებრივ შესაძლებლობებს.

მაშ ასე, დღევანდელ პოსტში წარმოგიდგენთ  – „ლუსი“:

   ლუსი – კაცობრიობის საიდუმლოების გასაღება

   ლუსი – საკუთარი ტვინის 100% პროცენტს იყენებს

   ლუსი – მე-8 საოცრება თუ საშიში იარაღი

Continue reading

Categories: Moviezzzzzz | ტეგები: , , , , , , | 3 Comments

ფარული რეკლამა

წლების განმავლობაში ადამიანს მობეზრდა ჩვეულებრივი რეკლამის ყურება. რეკლამა  გახდა გამაღიზიანებელი და მაყურებელში უკვე აგრესიასაც იწვევს. რა უნდა ექნა კომპანიებს? ზუსტად ჩვეულებრივი რეკლამის ალტერნატივად შეიქმნა ე.წ “ფარული რეკლამა”. ფარული რეკლამა ქვეცნობიერად მოქმედებს ადამიანებზე. მისი მთავარი ნიშანი შეუმჩნევლობაა, მისი წარდგენა სულ სხვა ფორმით უნდა ხდებოდეს: რბილად და არამომაბეზრებლად.

ბევრ ქვეყანაში ფარული რეკლამა აკრძალულია, თუმცა მისი განსაზღვრება ძალიან ძნელია  და მისი გამოყენებისათვის დასჯის პრეცენტენტი ჯერ არ ყოფილა. ფარულ რეკლამასთან ერთად იყენებენ ტერმინს “product placement”-ს (პროდუქტის განთავსება). ჩემი აზრით,  ისინი სინონიმებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

Continue reading

Categories: Marketing & PR | ტეგები: , , , | 58 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: