Posts Tagged With: სოც.მედია

კონკურსი “ჩემი გიჟური საღამო ტედთან ერთად”

ინტერნეტში, კერძოდ ფეისბუქზე,  ძალიან ბევრი კონკურსი ცხადდება. რას არ ჩუქნიან გამარჯვებულებს: ლეპტოპებს, ტელეფონებს, ფულს…

ამჯერად კონკურსი გამოაცხადეს საქართველოს წამყვანმა კინოთეატრებმა

კონკურსის პრიზად კი დააწესეს 3-თვიანი კინო-აბონიმენტი

კონკურსის თემატიკა – ფილმი TED.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებიმიერ მსურველს შეუძლია. კონკურსანტი უნდა გადავიდეს სპეციალურ აპლიკაციაში, აპლიკაციას მისცეს თანხმობა, ატვირთოს თავისი სურათი, შემდეგ მიაბას “ტედის” სასურველი გამოსახულება და გამოაგზავნოს  სპეციალურ მეილზე.

ეს ფუმფულა დათუნი სულაც არ არის ბავშვური და საყვარელი, არამედ გარყვნილი, “ბაბნიკი” და მეამბოხე 🙂

სწორედაც ამიტომ, კონკურსანტებისგან ელოდებიან არანორმაური, გიჟური საღამოს/ღამის ამსახველ ფოტო-მასალაც 🙂

ბევრი, რომ არ ვისაუბრო…

კონკურსის პირობები:

თემა – „ჩემი გიჟური საღამო ტედთან ერთად“

გადადით შემდეგ ლინკზე:
https://apps.facebook.com/mywildnightwithted/?fb_source=search&ref=ts

ატვირთეთ თქვენი სურათი, დაადეთ ზემოდან ტედის გამოსახულება და, თქვენი სახელისა და გვარის მითითებით, სურათი გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: promo@rustaveli.com.ge

თემატიკაში შეზღუდულები არ ხართ!

ერთ ადამიანს მხოლოდ ერთი სურათის გამოგზავნის უფლება აქვს

სურათები უნდა გამოაგზავნოთ 8 აგვისტოდან (00:01) 12 აგვისტოს ჩათვლით (23:59)

სურათები აიტვირთებაფეისბუქის გვერდზე სპეციალურად შექმნილ ალბომში.

სულ იქნება 3 გამარჯვებული!

გამარჯვებულებს გამოვაცხადებთ 15 აგვისტოს 17:00 საათზე ფეისბუქის გვერდზე

გამარჯვებულებს აირჩევენ  კინოთეატრების წარმომადგენლები და საჩუქრათ გადასცემენ 3-თვიან კინო-აბონიმენტს.

აბონიმენტის პირობები:
1. გაწერილი იქნება მხოლოდ გამარჯვებულზე
2. იქნება 2 კაციანი
3. გამარჯვებულს ნებისმიერ ფილმზე მხოლოდ ერთხელ დასწრების უფლება ექნება
4. გამარჯებულს ფილმის პრემიერაზეც შეეძლება დასწრება

სულ ეს არის,

მსურველებს ვუსურვებ წარმატებებს 🙂

მუდამ თქვენი,

ფსიქოპათი

Advertisements
Categories: სოც. მედია | ტეგები: , , , , | დატოვე კომენტარი

I’m Blogger, Am I Cool Girl?!

ჩემზე უკეთ იცით, რომ ინტერნეტ სივრცის ზრდასთან ერთად გაიზარდა ტრადიციული მასმედიის ალტერნატიულ წყაროებზე მოთხოვნა. ახლა არავის გაუკვირდება, რომ უთხრა ბლოგერი ვარ. რა მერე? ყველაა ბლოგერი. ბლოგებზე მოთხოვნაც იზრდება, და ამასთან ერთად, იზრდება თვითონ ბლოგოსფეროს გავლენა საკომუნიკაციო სივრცეზე.  რითი განსხვავდება ბლოგზე დადებული ინფორმაცია გაზეთში დაბეჭდილისაგან? ავტორი, რომელიც გლობალურ ქსელში წერს თავისი აზრის გამოხატვისას თვისუფალია. ის წერს ისე, როგორც უნდა, კი შეიძლება სუბიექტურად, მაგრამ მისი ნაწერი უფრო შეესაბამება სიმართლეს ვიდრე გაზეთში დაბეჭდილი იგივე შინაარსის სტატია. რატომ? ცენზურა (ტრაკი, ტრაკი, ტრაკი, ტრაკი), პოლიტიკური ხედვა და ა.შ.  თითოეული ჩვენგანი მინი-ჟურნალისტია. გამოვხატავთ ჩვენ აზრს, ვეძებთ „სიმართლეს“, ვაკრიტიკებთ, ვიქექებით ერთმანეთის პირად ცხოვრებაში, ერთმანეთს ვაკრიტიკებთ და უკვე ნაკლებად ვეხებით „ვარსკვლავებს“ ან სხვა პოპულარულ ხალხს. ჩვენ ვართ სამოქალაქო ჟურნალისტიკა. ვაკვირდებით, ვაფასებთ , ვწერთ. ველოდებით შეფასებას. სამოქალაქო ჟურნალისტიკა -გასართობია, რომელსაც ნებისმიერი კატეგორიის და პროფესიის ხალხი მისდევს.

დავიწყოთ სულ-სულ თავიდან. ბლოგი ( არა ლათინური, არა არაბული, ტუპად ინგისური სიტყვააა blog) – ეს არის ვებ-საიტი, რომლის ძირითად შინაარსს წარმოადგენს ჩანაწერების, ვიდეო-აუდიო მასალის (მულტიმედიის) ან სურათების რეგულარულად დამატება. 1997 წელს იორნ ბარგერმა ხალხს შესთავაზა „ინტერნეტ – დღიური“ – სთვის დაერქმიათ – weblog. ორ წელიწადში სახელწოდება ორი ასოთი შემოკლდა და მიიიღო თანამედროვე ფორმა. ბლოგების მთავარ თავისებურება – მისი საჯაროობაა და ორმხვრივი კომუნიკაცია (რაც ყველაზე მეტად გვიყვარს, მკითხველის Feedback). ბლოგების ავტორებს ბლოგერებს ეძახიან (გაგიკვირდათ ხომ?!). არსებობს ბლოგების უზარმაზარი კლასიფიკაცია, მულტიმედიის ტიპის მიხედვით, ტემატიკის მიმართულების მიხედვით, ავტორობის მიხედვით.  მოდით ამჯერად დავყოთ ბლოგები ავტორობის მიხედვით:

Continue reading

Categories: სოც. მედია | ტეგები: , , , , | 24 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: