Posts Tagged With: სიკვდილი

ფსიქოპათი ბედის ვარსკვლავს აბრალებს

პროლოგი: ბოლო დროის პოპულარული ტენდენცია: დაწერე კარგი ან არც ისეთი კარგი წიგნი, ეგერევე იპოვე პროდიუსერი და გადაიღე ფილმი.ცუდი ტენდენცია არ არის ნამდვილად, პირიქით, მიხარია ახალი ეკრანიზაციები, იმიტომ, რომ ჰოლივუდს თითქოს ამოეწურა  ფანტაზია და ძველი ფილმების რიმეიქების გადაღების გარდა ვერაფერს აკეთბენ. ახალგაზრდა პერსპექტიული მწერლები კი ახალ ნიადაგს და ახალ პროდუქტს ქმნიან.

დღევანდელ პოსტში მინდა შევეხო ჯონ გრინის წიგნის  „ბედის ვარსკვლავის ბრალია“ ეკრანიზაციას, რომელიც სხვათა შორის 11-ში გამოვიდა საქართველოს კინოთეატრებში.

ამ ჟანრში კარგი ფილმი დიდი ხანია არ გამოსულა, ზოგიერთ რეჟისორს ჰქონდა მცდელობები, მაგრამ მგონი უშედეგოდ.

ერთი შეხედვით ფილმი სტანდარტულია და გაგახსენდებათ A Walk To Rememeber და Sweet November. მაგრამ  საქმე მთლად მასეც არ არის.

kinopoisk.ru

სულ  ვფქირობდი მსგავს ფილმებში რატომ არის მთავარი პერსონაჟი ქალი, ყოველთვის ქალი. აქაც სიუჟეტი იწყება ამით:  გოგო დაავადებულია კიბოთი, ვერ სუნთქავს ჟანგბადის ბალონის დახმარების გარეშე, არც კვდება, მაგრამ ბოლომდეც თავისუფლად ვერც ცხოვრობს. სიუჟეტის მიხედვით გოგონა ხვდება სიმპაწიაგა ბიჭს (as usual), იწყება ურთიერთობა და შენ უკვე მუღამდაკარგული ელოდები, რომ ფილმის ბოლოს გოგო მოკვდება და ბიჭი ისევ გულგატეხილი დარჩება, მაგრამ  не тут-то было!!

ვისაც არ გაქვთ წაკითხული წიგნი და არც ფილმი გინახავთ დახურეთ ბრაუზერის ფანჯარა და ნუღარ კითხულობთ!!!

Continue reading

Advertisements
Categories: Moviezzzzzz | ტეგები: , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ათვლის წერტილი

ჰომოსაპიენსები ცხოვრებას ეტაპებად ვყოფთ

არის ბავშვობის პერიოდი, როდესაც საბავშვო ბაღში დავდივართ, შემდეგ სკოლის პერიოდი, სტუდენტობის პერიოდი,გათხოვების პერიდი (ლოლ), მუშაობის დაწყების/დასრულების/შეცვლის პეროდი, პენსიის პერიოდი, ბავშვის აღზრდის პერიოდი, გარდაცვალების მომენტი..

ჩვენ ძალიან გვაწყობს ცხოვრების დალაგება, ამისთვის გვაქვს კალენდარი და საათი, ვაწყობთ შეხვედრებს, ვანაწილებთ დროს, ვიცით როდის და სად უნდა მივიდეთ, როდის და რისთვის გვაქვს ან შეიძლება გვქონდეს დრო, როდის უნდა დავიძინოთ, როდის უნდა ავდგეთ, როდის უნდა ვჭამოთ , როდის უნდა მივიდეთ სამსახურში…

გვაქვს ათვლის წერტილები. აი ხვალიდან ვიწყებ ამასა და ამას… ჩვენ ძალიან გვიყვარს სიტყვა “ხვალიდან“, ხვალიდან შევუდგები ამ საქმის კეთებას, ხვალიდან დავიწყებ დიეტას, ხვალიდან აღარ მოვწევ, ხვალიდან ვივარჯიშებ, ყველაფერი ხვალიდან იწყება, მაგრამ “ხვალ” არ არსებობს, დილით ვიღვიძებთ და ისევ “დღეს” არის.

ცხოვრებას პერიოდებად ვყოფთ

აი ამასთან ურთიერთობის პერიოდში, იქ მუშობის პერიოდში, დიეტის პერიოდში, წინა კვირის პერიოდში, ყველაფერი დაყოფილი გვაქვს პერიოდებად

ნებისმიერი მოვლენა გამოცდილებაა, ურთიერთობით ჩვენ ვიღებთ გამოცდილებას, სამსახურით ვიღებთ გამოცდილებას, სწავლით ვიღებთ გამოცდილებას

დილით ვიღვიძებთ და ვამბობთ: აი, დღეიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებთ. აი ესა და ის უკვე წარსულია და აქედან იწყება ახალი ათვლის წერტილი 🙂

Continue reading

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , , , , , , | 7 Comments

პატარა გული

მონატრება საშინელი გრძნობაა, როცა იცი, რომ არ უნდა გენატრებოდეს; როცა იცი, რომ  მისი მონატრების უფლება არ გაქვს; როცა იცი, რომ მას შეიძლება სხვა ენატრებოდეს და საერთოდ სხვაზე ფიქრობდეს. მაგრამ გული?!… გულს ხომ ვერ უბრძანებ… გულმა არ იცის სიტყვა “არა“..მას ეს არ ესმის.. მას ბოლომდე სწამს და იმედი აქვს. რისი? არ იცის.. რატომ? არ იცის… უნდა, რომ ჰქონდეს იმედი და ამიტომაც ცოცხლობს.

Continue reading

Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , , , , | 34 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: