Posts Tagged With: საზოგადოება

ყველას და არავის vol2 (პოზიტიური)

ყველას და არავის vol1 (აგრესიული)

აგრესიული და დაბოღმილი პოსტები ყოველთვის უფრო კარგად გამოსდის ხალხს ვიდრე სახალისო და პოზიტიური. ერთხელ მთელი რიგი დეპრესიული პოსტების შემდეგ ერთი პოზიტიური პოსტი დავწერე, მაგრამ მაინც არ გამოვიდა ისეთი როგორიც მე მსურდა.

სხვისი გაკრიტიკება და ლანძღვა-გინება ძალიან ადვილია. გუშინ ვაპირებდი გამომექვეყნებინა პოსტი სახელწოდებით “(არა)ნიჭიერი ერი”, ყველასათვის ცნობილი გადაცემის გაკრიტიკებით. დავწერე დღისით, შევინახე დრაფტებში, მაგრამ საღამოს გამოქვეყნება გადავიფიქრე.

რატომ გვიყვარს ყველას გაკრიტიკება? ყურადღებას რატომ ვამახვილებთ ცუდზე ვიდრე კარგზე? ნუთუ კარგი თვალშისაცემი არაა? ნუთუ კარგი დასაფასებელი არაა?

ჩემ ბლოგზე უფრო ნეგატიურ პოსტებს იხილავთ: რას ვერ ვიტან, რითი ვარ უკმაყოფილო, ზოგადად ყველას ვლანზღავ (ნუ ცუდი სიტყვებით არა), დეპრესიას….. და ზოგადსასიხარულო პოსტები ძალიან ცოტაა, ისიც პირადულია…

მაგრამ საქმე იცით რაშია? კრიტიკული, სალანზღავი და დეპრესიული პოსტები უფრო კითხვადია. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანს უხარია სხვისი უბედურება, ან სხვისი ცუდი უფრო აინტერესებს ვიდრე კარგი…

სავსებით შესაძლებელია, რომ ეს პოსტი ნაკლებად პოპულარული იყოს, მაგრამ მე მაინც ვცდი და იქნებ კანონზომიერებაც დავარღვიო.

Continue reading

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , , , , , , | 12 Comments

ყველას და არავის vol1 (აგრესიული)

ყველას და არავის vol2 (პოზიტიური)

შენ, ვინც დაკომპლექსებული ხარ და გგონია, რომ ხალხთან ურთიერთობის დაწყების გამბედაობა არ გეყოფა, და მხოლოდ კლავიატურით ხარ ძალინ მაგარი “როჟა”, ძერსკი და ზეკომუნიკაბელური.

შენ, ვისაც არ გაქვს სიტყვების საკმარისი  მარაგი, ან/და განათლების მიღება არ გინდა და არ იცი რა თემაზე ისაუბრო საზოგადოებაში, ამიტომაც გარყვილობებზე, სექსზე იწყებ საუბარს და ურთიერთობებს, მხოლოდ და მხოლოდ, მუშტი-კრივით არკვევ

შენ, ვინც ძალიან გასუქებული ხარ და გგონია, რომ აღარც აქ აზრი რამე ახალი სცადო,  მთელ მსოფლიოზე  დაბოღმილი  ხარ და აგრძელებ ჭამას.

შენ, რომელსაც ერთხელ შეყვარებულმა (ლამაზმა , ჭკვიანიმა)  გული გატკინა, იგივე შეცდომისგან თავის ასარიდებლად აღარ ეკარები შენი ოცნების გოგონებს/ბიჭებს, გგონია, რომ შენ არაოდეს მოგაქცევენ ყურადღებას და გიყვარდება ნებისმიერი პირველი   შემხვედრი, რომლის დაკერვა ერთ დღეშია შესაძლებელი

შენ, ვისაც მიზანი არ გაქვს, არ იცი რა გიზიდავს და არც არაფერი გაინტერსებს ამ ცხოვრებაში  – ატარებ დროს დალევასა და უაზრო დროსტარებაში

Continue reading

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , , | 28 Comments

ადამიანი – მოწოდებით “ღორი”

чем больше ешь, тем больше хочется © რაცხა რეკლამა

ზოგს უადვილდება რამის დაწერა ცუდ გუნებაზე ყოფნისას, მე კიდე პირიქით – ძალიან მიძნელდება. კი, რათქმაუნდა, შემიძლია ბევრი ვიწუწუნო, მაგრამ რაში უნდა დაგაინტერესოთ ფსიქოპათის ცხოვრების ასეთი დეტალები.

ამ პოსტში მინდა ვისაუბრო ადამიანის ერთ–ერთ ყველაზე დიდ სისუსტეზე – “ღორობაზე” ანუ ფულის სიყვარულზე.

ბევრჯერ გამიგია ფრაზა – ნუ ხარჯავ ასე უაზროდ ამ ფულს, თორე აღარ შემოგივა მეტი.

მახსოვს, ბავშვობაში დედაჩემი თვეში 40 ლარს მაძლევდა ხოლმე და თვის ბოლოს ვახერხებდი მინიმუმ 10 ლარის დაზოგვას. რანაირად  გამომდიოდა ამას აქამდე ვერ ვხვდები, არადა მიყვარდა კარგად გართობა და ქეიფები და “გულაობა”. მგონი მაშინ სხვა დრო იყო და როცა ხედავ, რომ გიჭირს – ცდილობ დაზოგო შავი დღისათვის. ნებისმიერი ადამიანი გამიგებს, ვინაიდან ყველა მასე იქცევა ყოველი თვის ბოლოს, როდესაც ხელფასამდე რამდენიმე დღე რჩება და ჯიბეში ბოლო თეთრებს ვითვლით და “ჟმოტები” ვხდებით.

Continue reading

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , | 10 Comments

სექსუალური განათლება

მოგეხსენებათ, აქტუალურ და ყოველდღიურ თემებს არასოდეს შევხებილვარ, მაგრამ ეს ისე მომაწვა გულზე, რომ შეუძლებელია გვერდი ავუარო.

საჭიროა თუ არა ქართულ სკოლებში სექსუალური განათლების შემოღება? ჩემი პასუხი: კი, მაგრამ მე7-მე9 კლასებიდან უნდა იწყებოდეს. თანამედროვე ახალგაზრდობა გონებრივად და ფიზიკურად ძალან ადრე ვითარდება, შესაბამიასდ 12-13 წლის ასაკში მოზარდმა უკვე უნდა იცოდეს სად რა აქვს და რისთვის ან როდის უნდა გამოიყენოს ეს რაღაცა.

Continue reading

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , | 26 Comments

ვერ ვიტან!

ვერ ვიტან, როდესც იძახიან დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და შემდეგ თავისუფალი სიტყვის წარმოთქმის გამო გვცემენ

ვერ ვიტან, როდესაც ბებია (რომელიც ძლივს დადის)  ამოდის სავსე სამარშრუტო ტაქსიში მხოლოდ იმ იმედით, რომ ვინმე დაუთმობს ადგილს

ვერ ვიტან, როდესაც იძახიან  “ვერ ვიტან ამ ადამიანს” და მაინც ესაუბრებიან და უღიმიან

ვერ ვიტან, როდესაც პირში გიღიმიან, იძახიან  “რა კარგი და ჯიგარი ადამიანი ხარ”, და ზურს უკან სკდებიან ეჭვიანობით და “ჩორტებს” აგდებენ

ვერ ვიტან, როდესაც იძახიან “პირდაპირი ადამიანი ვარ” და ამ მიზეზით, თუნდაც უბრალო ნაცნობებს,   შეურაცხყოფას აყენებენ და გულს ტკენენ

Continue reading

Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , , | 39 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: