Posts Tagged With: პროდუქტი

რეკლამის ტიპები და მიზნები vol-1

მოგესალმები ჩემო მკითხველო!

დღევანდელ პოსტში მოკლედ შევეხები რეკლამის სამ სახეობას/კატეგორიას/ტიპს. ჩამოვაყალიბებ თეორიულად რა სახეობის რეკლამები არსებობს და მოვიყვან მაგალითებს.

სარეკლამო კამპანიის ჩამოყალიბებისას თავდაპირველად საჭიროა კომპანიამ გადახედოს რა სახის/ტიპის რეკლამაა საჭირო მიზნობრივი/არსებული მომხმარებლის „დასაკმაყოფილებლად“. რეკლამა შეიძლება იყოს სამი ტიპის: საინფორმაციო, დამარწმუნებელი და  შემახსენებელი.

დავიწყოთ რეკლამით, რომლის მიზანია მომხმარებლის ინფორმირება.

Continue reading

Advertisements
Categories: Marketing & PR | ტეგები: , , , , , , | 5 Comments

ფსიქოპათმაც იგრძნო მომავალი

უკვე ყველამ იცის საქართველოს ბანკის ახალი შენობისა და ახალი ტიპის სერვისცენტრის(ების) –  ექსპრესის, შესახებ.

ყველაფერი კი დაიწყო 1 დეკემბერს, როდესაც საქართველოს ბანკის მიერ ჩატარებულ პრეზენტაციაზე/პრეს-კონფერენციაზე რამდენიმე ბლოგერიც მოვხვდით.

ჯერ ვისაუბრებ კონკრეტულად ექსპრესზე და შემდეგ შევეხები სათაო ოფისს.

2 დეკემბრიდან თბილისის მაშტაბით გაიხსნა 9 ახალი ტიპის სერვისცენტრი. რითია ეს ახალი  ფილიალები წინამორბედებისგან ასეთი გასნხვავებული?

ექსპრესში მომხმარებელს განსაკუთრებით სწრაფად მოემსახურებიან, თითოეულ ოპერაციაზე გათვალისწინებულია მაქსიმუმ 5 წუთი, ანუ თქვენ აღარ მოგიწევთ საათანახევრიანი ლოდინი უსასრულო რიგში. საქართველოს ბანკის ექსპრესის სერვისცენტრებში, მომხამრებელს დახვდება როგორც მომსახურების (მოლარე-ოპერატორები) ზონა, ასევე 24 საათიანი, თვითმომსახურების ზონა. თვითმომსახურების ზონაში, მომხმარებლისათვის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი იქნება: ინტერნეტბანკის ტერმინალი, თვითმომსახურების ტერმინალი PAYBOX და ბანკომატი. ბევრჯერ მქონია პრობლემა, როდესაც სამსახურიდან საღამოს 6 საათზე გამოსულს დამჭირვებია ბანკი, მაგრამ სამწუხაროდ სერვისცენტრები დახურული მხვდებოდა. ახალ სერვისცენტრებში ეს პრობლემა აღარ იარსებებს: ექსპრესის მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე-ოპერატორები მოემსახურებიან, ხელმისაწვდომი იქნება ყოველდღე დილის 9:00 საათიდან 21:00 საათამდე და შაბათ-კვირას 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

Continue reading

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები, სოც. მედია | ტეგები: , , , | 2 Comments

ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები (IMC)

პოსტის დასაწყისში, მოდით გავიხსენოთ, რა არის რეკლამა:

ვიკიპედია გვაძლებს რეკლამის ძალიან მარტივ განმატებას:  ლათინური სიტყვაა (reclamare) და ნიშნავს დამტკიცებას, დაძახებას, გაპროტესტებას. ყველაზე მარტივად რომ განვმარტოთ რეკლამის ფუნქცია, იგი მდგომარეობს შემდგეგში: არსებული/პოტენციური მომხარებლის ინფორმირება და კონკრეტული პროდუქტის ყიდვაში მისი დარწმუნება.

ამ ნოტაზე ერთ წამს გავჩერდებით და გავაკეთებთ ლირიულ გადახვევას  წარსულში:

ჯერ იყო ტოტალური დეფიციტი: რაც არ უნდა დაგედოთ ბაზარზე,  ყველაფერი იყიდებოდა (საბჭოთა კავშირი გავიხსენოთ). ამ დროს არც იყო საჭირო მომხმარებლის ინფორმირება, საკმარისი იყო პროდუქტის „გაჩითვა“ და დახლზე დადება. შემდეგ რა მოხდა: შემოთავაზებების ზრდასთან ერთად გაჩნდა ინფორმირების აუცილებლობა. ეს აუცილებელი იყო ყიდვის პროცესის დაჩქარებისა და გაყიდვების რაოდენობის გაზრდისათვის. შემდეგ: გამძაფრდა კონკურენცია და გაჩნდა პროდუქტის ყიდვაში მომხმარებლის დარწმუნების აუცილებლობა. რა ხდებოდა სულ ახლო წარსულში: თითოეულ სეგმენტზე მოიძებნებოდა რამდენიმე მოთამაშე, თოთოელი მათგანი აქტიურობდა და ცდილობდა მომხმარებლის გადმობირებას თავისკენ. ეფექტიანობა სარეკლამო ბიუჯეტთან პირდაპირპოპორციული იყო . მაგრამ ეფექტი დროთა განმავლობაში კლებულობდა, მომხმარებელი უკვე ღიზიანდებოად რეკლამებით: იყიდე ეს, იყიდე ის…. და ა.შ. შედეგად – რეკლამების შემკვეთი უკმაყოფილო რჩებოდა, გამოდის ტყუილად ხარჯავდა ამდენ ფულს. მომხმარებელი უფრო იხრებოდა გამოცდილი პროდუქტისაკენ, ვიდრე დანარჩენ 100 ახალ მსგავსზე.  რეკლამის მამემს ეს ყველაფერი შემოსავლის შემცირებით ემურებოდა. მათ უწევდათ რაღაცა ახლის გამოგონება….მასიური მარკეტინგი ნელ-ნელა ქრება და გადადის ინდივიდუალ მარკეტინგზე.

1993 წელს შეიქმნა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მოდელი (IMC –Integrated Marketing Communications). რატომ გახდა საჭირო ჩვეულებრივი მარკეტინგული კომუნიკაციებიდან ინტეგრირებულზე გადასვლა?

Continue reading

Categories: Marketing & PR | ტეგები: , , , , , | 12 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: