Posts Tagged With: პარადოქსი

პარადოქსი (სტუმრის პოსტი)

ამ ერთი კვირის წინ ქართულენოვან ფეისბუქს მათემატიკურმა ქარიშხალმა გადაუარა. მავანმა მომხმარებელმა სოციალური ქსელისთვის ახლად დამატებული “კითხვების” ოპციით ისარგებლა და ბანალური “ვინ უფრო გიყვარს, დედა თუ მამა?” ნაცვლად მეგობრებს ამოსახსნელად, ერთი შეხედვით, მარტივი მაგალითი შესთავაზა, რომელიც, საბოლოო ჯამში, არც მეტი, არც ნაკლები, ფეისბუქის კედელზე მზაკვრულად გაგორებული განხეთქილების ვაშლი აღმოჩნდა.

მიზეზთა გამო, დილიდან გვიან საღამომდე ფეისბუქის წვდომის საეჭვო ბედნიერებას მოკლებული ვარ და ამ ორომტრიალს ავცდი. “დიდი ომიანობის” დეტალები კი თამარას პოსტიდან შევიტყვე. უწყინარ კითხვს უნაპირო ვნებათაღელვა, ტიტანების შერკინება, ავტორიტეტული და მძიმეწონიანი (ორივე გაგებით) იუზერების ჯახი მოჰყოლია. ლამის ერთმანეთი დაუხოცავთ…

პროფესიით ჰუმანიტარი გახლავართ, ციფრებთან მინიმალური შეხება მაქვს და იქნებ ვცდები კიდეც, მაგრამ მათემატიკა მაინც ზუსტი მეცნიერება მგონია. ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე რთულ ამოცანას, საბოლოო ჯამში, მხოლოდ ერთი პასუხი აქვს. მით უფრო გასაკვირია, რომ “მათემატიკური დისკუსიის” მონაწილეთა უმრავლესობა, პოზიციის მიუხედავად, დღესაც საკუთარ სიმართლეშია დარწმუნებული.

For record, იმასაც ვიტყვი, რომ თავად არასწორ ვერსიას ვემხრობოდი. ჩემს კოკისპირულად განათლებულ მეგობარს ვკითხე და იმან დამაკვალიანა, მსგავსი მაგალითები ამა და ამ პრინციპით იხსნებაო.

არა, მიწყნარებული დავის რეანიმირებას ნამდვილად არ ვაპირებ. უბრალოდ, კამათმა რამდენიმე არამათემატიკური კითხვა გამახსენა, რომელზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხი მართლა არ არსებობს.

Continue reading

Advertisements
Categories: გესთ პოსტები, უცნაური/აუხსნელი | ტეგები: , , | 19 Comments

კომპანიების პარადოქსული შეცდომები #2

გადავწყვიტე  კომპანიების პარადოქსული შეცდომების კოლექციის გაგრძელება

ჩემს წინა პოსტში დავინახეთ, რომ ნებისმიერი პროდუქციის შექმნისას აუცილებელია მისი სახელწოდების და სლოგანის მნიშვნელობის შესწავლა და შემოწმება ყველა ენაზე (ნუ ყველაზე არაა აუცილებელი, მთავარია ძირითადებზე). ის ფაქტიც მაოცებს, რომ ჩემს წინა პოსტში ჩამოთვლილი კოპანიები საკმაოდ ცნობილია და მსოფლიო დონისაა, მაგრამ იქაურმა მარკეტოლოგებმა ასეთ ელემენტალურ და ძალიან მნიშვნელოვან ნიუანსებს არ/ვერ მიაქციეს ყურადღება. არ მიაქციეს, ნუ მიაქციეს და ძალიანაც იზარალეს. ნებისმიერი სახელწოდების გათარგმნისას საჭიროა  არა მხოლოდ ენის, არამედ კულტურის ნიუანსების შესწავლაც.  ამ პოსტში მოყვანილი მაგალითები ამის მტკიცებულებაა.

Continue reading

Categories: Marketing & PR | ტეგები: , , , , , , , , , , , , , | 19 Comments

კომპანიების პარადოქსული შეცდომები #1

მინდა შემოგთავაზოთ მსოფლიო, და არა მხოლოდ მსოფლიო, დონის კომპანიების მიერ  სახელწოდებების თარგმნის პარადოქსული შეცდომების კოლექცია.

ყველამ იცის General Motors–ის არსებობის შესახებ.  ის მსოფლიო დონის კომპანიად არის აღიარებული,  თუმცა მისმა  „პროდუქტმა“ Chevrolet Nova–მ  სრული ფიასკო განიცადა ლათინური ამერიკის მანქანების ბაზარზე. როგორც შემდგომში გაირკვა „No va“ ესპანურად ნიშნავს: მოძრაობა არ შეუძლია. Continue reading

Categories: Marketing & PR | ტეგები: , , , , , | 33 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: