Posts Tagged With: მომხმარებელი

ბრენდის შეფუთვა

შეფუთვა შეიძლება შედგებოდეს 3 ნაწილისგან: უშუალო პროდუქტის შეფუთვა (მაგალითის სახით ავიღოთ კბილის პასტის “წიუბიკი”), მეორადი შეფუთვა – მაგალითად კოლოფი რაშიც დევს პროდუქტი (ისევ მოვიყვანოთ მაგალითი: კბილის პასტის კოლოფი), და მესამე შეიძლება იყოს გადაზიდვის დროს საჭირო შეფუთვა (მაგალითად დიდი ყუთები სადაც ალაგია ბევრი კოლოფი). არ არის აუცილებელი პროდუქტს სამივე შეფუთვა ჰქონდეს, თუმცა შესაძლებელია საერთოდ არ ჰქონდეს არც ერთი (მაგალითად: თონეში გამომცხვარ პურს როგორც წესი არ აქვს არანაირი შეფუთვა)

უძველესი დროიდან შეფუთვას ჰქონდა ყველაზე ელემენტალური და პირდაპირი დანიშნულება: მას უნდა დაეცვა პროდუქტი დაზიანებისგან, მაგრამ  თანამედროვე გამძაფრებული კონკურენციის პირობებში შეფუთვა, შეიძლება ითქვას, ბრენდისათვის ლიდერის პიზიციის დასაკავებლად ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება გახდა.  შეფუთვა  დიდ როლს ასრულებს პროდუქტის ცნობადობაში. ფაქტობრივად, პროდუქტის ცნობა ხდება უფრო შეფუთვის წყალობით, ვიდრე მისი დამახასიათებელი თვისებების გათვალისწინებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეფუთვა –  მომხმარებლის ცნობიერებაში ქმნის ბრენდის  “სახეს”, რომლის მიხედვით შემდგოში შესაძლებელია პროდუქტის ცნობა.

პირველი ყიდვის დროს მომხმარებელი ეყრდობა შემდეგ ფაქტორებს: აღიქვავს ფორმას და ფერს (ვაღიაროთ, რომ ბევრჯერ აგვირჩევია პროდუქტი მხოლოდ იმის გამო, რომ მისი შეფუთვა მოგვწონებია). მაგრამ ეს ყველაფერი ხდება #1 ყიდვის დროს. მომდევნო ყიდვისას თუ პროდუქტის ფუნქციონალურმა მხარემ ვერ გაამართლა, მომხარებელთა  აღქმაში შეფუთვას აზრი ეკარგება. შესაბამისად, მომხმარებლის “feedback”-ის მისაღებად ( და არა ერთჯერადი მომხმარებლის “დასაპყრობად”)  საჭიროა შეფუთვა შეესაბამებოდეს ე.წ. “შიგთავს”.

Continue reading

Advertisements
Categories: Marketing & PR | ტეგები: , , , , , , , , | 6 Comments

ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები (IMC)

პოსტის დასაწყისში, მოდით გავიხსენოთ, რა არის რეკლამა:

ვიკიპედია გვაძლებს რეკლამის ძალიან მარტივ განმატებას:  ლათინური სიტყვაა (reclamare) და ნიშნავს დამტკიცებას, დაძახებას, გაპროტესტებას. ყველაზე მარტივად რომ განვმარტოთ რეკლამის ფუნქცია, იგი მდგომარეობს შემდგეგში: არსებული/პოტენციური მომხარებლის ინფორმირება და კონკრეტული პროდუქტის ყიდვაში მისი დარწმუნება.

ამ ნოტაზე ერთ წამს გავჩერდებით და გავაკეთებთ ლირიულ გადახვევას  წარსულში:

ჯერ იყო ტოტალური დეფიციტი: რაც არ უნდა დაგედოთ ბაზარზე,  ყველაფერი იყიდებოდა (საბჭოთა კავშირი გავიხსენოთ). ამ დროს არც იყო საჭირო მომხმარებლის ინფორმირება, საკმარისი იყო პროდუქტის „გაჩითვა“ და დახლზე დადება. შემდეგ რა მოხდა: შემოთავაზებების ზრდასთან ერთად გაჩნდა ინფორმირების აუცილებლობა. ეს აუცილებელი იყო ყიდვის პროცესის დაჩქარებისა და გაყიდვების რაოდენობის გაზრდისათვის. შემდეგ: გამძაფრდა კონკურენცია და გაჩნდა პროდუქტის ყიდვაში მომხმარებლის დარწმუნების აუცილებლობა. რა ხდებოდა სულ ახლო წარსულში: თითოეულ სეგმენტზე მოიძებნებოდა რამდენიმე მოთამაშე, თოთოელი მათგანი აქტიურობდა და ცდილობდა მომხმარებლის გადმობირებას თავისკენ. ეფექტიანობა სარეკლამო ბიუჯეტთან პირდაპირპოპორციული იყო . მაგრამ ეფექტი დროთა განმავლობაში კლებულობდა, მომხმარებელი უკვე ღიზიანდებოად რეკლამებით: იყიდე ეს, იყიდე ის…. და ა.შ. შედეგად – რეკლამების შემკვეთი უკმაყოფილო რჩებოდა, გამოდის ტყუილად ხარჯავდა ამდენ ფულს. მომხმარებელი უფრო იხრებოდა გამოცდილი პროდუქტისაკენ, ვიდრე დანარჩენ 100 ახალ მსგავსზე.  რეკლამის მამემს ეს ყველაფერი შემოსავლის შემცირებით ემურებოდა. მათ უწევდათ რაღაცა ახლის გამოგონება….მასიური მარკეტინგი ნელ-ნელა ქრება და გადადის ინდივიდუალ მარკეტინგზე.

1993 წელს შეიქმნა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მოდელი (IMC –Integrated Marketing Communications). რატომ გახდა საჭირო ჩვეულებრივი მარკეტინგული კომუნიკაციებიდან ინტეგრირებულზე გადასვლა?

Continue reading

Categories: Marketing & PR | ტეგები: , , , , , | 12 Comments

კომუნიკაციის პროცესი (კომპანია <> მომხმარებელი)

კომპანიასა და მომხმარებელს შორის ეფექტიანი (და არა ეფექტური) კომუნიკაციის დასამყარებლად მარკეტოლოგებმა უნდა გაიგონ თუ როგორ მუშაობს თვითონ კომუნიკაცია. კომუნიკაციის პროცესი  შეიცავს 9 ელემენტს/საფეხურს. ამ ცხრიდან ორი ძირითად და მთავარ როლს ასრულებს, ესენია: გამგზავნი და მიმღები.  შემდეგი ორი  – არის საკომუნიკაციო საშუალებები – შეტყობინება და მედია.  შემდეგი ოთხი საკომუნიკაციო ფუნქციებია – კოდირება, დეკოდირება, რეაგირება და უკუკავშირი.

მინდა განვიხილო თითოეული მათგანი თუნდაც Apple-ის კიდევ ერთი (აჩერედნოი!!!) iPhone-ის მაგალითზე:

Continue reading

Categories: Marketing & PR | ტეგები: , , , , | 14 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: