Posts Tagged With: მომავალი

სასურსათო უსაფრთხოების ისტორიის ლექცია

პროლოგი: ადამიანი უცნაური არსებაა.  ის ჯერ საღ აზროვნებასთან წინააღმდეგობაში შედის და თავისი ხელით ანადგურებს საკუთარ ჯანმრთელობას, შემდეგ კი, დიდი  ძალისხმევითა და  ფულის ხარჯვით, სცდილობს გამოასწოროს იგი.

2150 წელი. საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი –  „სასურსათო უსაფრთხოების ისტორიის” ერთ-ერთი ლექციის მოკლე შინაარსი:

“…21ე საუკუნეში საქართველოს მიწაზე იზრდებოდა სხვადასხვა მცენარე, რომლებსაც უწოდებდნენ  ბოსტნეულს, ხილს, კენკრას და ა.შ. ეს ყველაფერი იზრდებოდა მიწაზე/მიწაში და შეიცავდა სხვადასხვა ვიტამინს, თითოეულ საკვებს, დანამატების გარეშე, განსაკუთრებული, მისთვის დამახასიათებელი გემო ჰქონდა. დღევანდელ ახალგაზრდობას ეს უცნაურად ეჩვენება, ვინაიდან მიჩვეულია ერთგვაროვანი თეთრი მასის ან აბების ჭამას, რომელსაც ნებისმიერ სასურველ გემოს მისცემს და  რომელიც შეიცავს  ორგანიზმისათვის საჭირო ვიტამინების მინიმალურ ნორმას.

21-ე საუკუნეში საქართველოს მოსახლეობას კი ესმონა, რომ საკვები უნდა ყოფილიყო  ხარისხიანი და უსაფრთხო, მაგრამ ადამიანი იმ დონემდე იყო გაზარმაცებული, რომ ერჩივნა ნახევარფაბრიკატისა და სხვადახვა ქიმიური დანამატების მქონე საკვების უცბად გაცხელება, უცბად გახსნა და ჭამა, ვიდრე საკუთარი ხელით ჯანსაღი პროდუქციის მომზადება. ყველა დაკავდა ფულსა და მომავალზე ფიქრით, და ვეღარ ამჩნევდა, რომ  დღევანდელ დღეს ვნებდა და ჯანმრთელი მომავალი არც მას და, მითუმეტეს, არც მის შვილებს ელოდებოდა…

ამ დროს საქართველოს ჯერ კიდევ ახასიათებდა ხელსაყრელი ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობა, აგრომეწარმეობის შემდგომი განვითარებისთვის საჭირო ბუნებრივი და შრომითი რესურსებით უზრუნველყოფის საკმარისი დონე ოპტიმალურ-დარგობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და რეგიონულ მრავალფეროვნებაში, წარსულის გამოცდილება და ა.შ და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფრის ხეირი?

კითხვის გაგრძელება

Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები, სოც. მედია | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | 3 Comments

ინტუიცია და წინაგრძნობა

დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რა არის წინაგრძნობა ან რა არის ინტუიცია?   რა მსგავსება  არსებობს მათ შორის ან რა განსხვავებაა?

მოდით ჯერ ზოგადად გადავხედოთ ამ ორი ტერმინის არსს:

ინტუიცია შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც შუალედური შედეგების უგულებელყოფით სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი. ინტუიციური გადაწყვეტილება უმრავლესს შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას სპონტანურად და უეცრად მოგივიდეთ თავში. ინტუიციას არ აქვს ლოგიკური ახსნა და არ აქვს დამტკიცება. ადამიანი უბრალოდ გრძნობს, რომ არსებული პრობლემის ან საკითხვის გადასაწყვეტად ინტუიციურად მიღებული პასუხი სწორი იქნება.

ქალებს ინტუიციის გრძნობა უფრო აქვთ განვითარებული. ტყუილად კი არ ამბობენ, რომ  კაცები ლოგიკურად აზროვნებენ და ქალები –  ინტუიციურად. თუმცა “ჰაერიდან მოსული სტატისტიკური მონაცემების” საფუძველზე უნდა ვაღიაროთ – ხშირ შემთხვევაში ქალის ინტუიცია გადაუჯოკრავს კაცის ლოგიკას.

თუმცა, დავუბრუნდეთ ძირითად თემას.

Continue reading

Categories: უცნაური/აუხსნელი | ტეგები: , , , | 11 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: